სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე კვლავ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ზე ავ­რცე­ლებს პოსტს და ამ­ბობს, რომ ოკუ­პი­რე­ბის ფონ­ზე მოს­კოვ­ში ცეკ­ვა "ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბას" ნიშ­ნავს.

"ჩემი ძმა, ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი სცე­მეს ჩვენ­მა მე­ზობ­ლებ­მა, უსა­მარ­თლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს და და­მი­ჩაგ­რეს. ბევ­რნი იყ­ვნენ, ძალა ჰქონ­დათ და მო­ე­რივ­ნენ. შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვილს და ბო­რო­ტე­ბის ბო­რო­ტე­ბით გა­დახ­დის სურ­ვილს არც შე­მო­ვუშ­ვებ გულ­ში. ვლო­ცუ­ლობ მათ­თვი­საც. მაგ­რამ, გუ­შინ იმა­ვე ხალ­ხმა, იმ ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დენ­მა მე­ზობ­ლებ­მა, თა­ვი­სი ბო­რო­ტე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად, უსირ­ცხვი­ლოდ შე­მო­მით­ვა­ლეს: სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა გვაქვს და ვი­ცით, კარ­გი თა­მა­დო­ბა, სიმ­ღე­რა და ქე­ი­ფი იცი, და­ი­ვი­წყე რაც მოხ­და, მოდი, გვეს­ტუმ­რე და მო­ილ­ხი­ნეო. გე­კი­თხე­ბით, რო­გო­რი ზნე­და­ცე­მუ­ლი უნდა ვიყო ახლა მე, რომ, როცა ჩემი ნა­ცე­მი ძმა სახ­ლში მი­წევს და მათ სუფ­რას­თან წა­მოვ­ჯდე და მო­ვილ­ხი­ნო?! ჩემი პაპა, ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი სა­ზღვრის­პი­რა სა­ქარ­თვე­ლოს სო­ფელ­ში ცხოვ­რობს თა­ვის ძვე­ლისძველ, მამა-პა­პი­სე­ულ ეზო კარ­ში.

ერთ დღე­საც, სახ­ლში რომ მიბ­რუნ­და მავ­თულხლარ­თის იქით დახ­ვდა სა­კუ­თა­რი სახლ-კარი. რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა უთხრეს: დღე­ი­დან ეს შენი ქვე­ყა­ნა აღარ არის, ჩვე­ნია, იმი­ტომ რომ ძალა აღ­მარ­თსაც ხნავს და ასე გვინ­დაო. ახალ წელს მი­ვე­დით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ეკ­ლი­ან მავ­თულ­თან და ჩემს თვალ­ცრემ­ლი­ან პა­პას, წარ­თმე­ულ მი­წა­ზე, მი­ვუ­ლო­ცეთ შობა-ახა­ლი წელი.

არ ვი­ღებ ხელ­ში თოფს და არ ვეს­ვრი, არ მინ­და ბრმა სი­ძულ­ვილ­მა და­მი­პყროს. შე­მო­მით­ვა­ლეს იმ სამ­ხედ­რო­ე­ბის ქვეყ­ნი­დან: შენი ცეკ­ვა და სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მოგ­ვწონს, მი­ა­ფურ­თხე მაგ შენს პა­პას, ჩა­მო­დი, გვი­ცეკ­ვე და კარგ სარ­გე­ბელ­საც ნა­ხა­ვო. ახლა კვლავ გე­კი­თხე­ბით, რო­გო­რი ზნე­და­ცე­მუ­ლი უნდა ვიყო მე, რომ და­ვი­ვი­წყო ჩემი სის­ხლი და ხორ­ცი, ჩემი გამ­ზრდე­ლი პაპა, ჩა­ვი­დე და იქ ვი­ცეკ­ვო?! ჩემი და, ჩემი სიხ­ლი და ხორ­ცი ოჩამ­ჩი­რე­ში ცხოვ­რობ­და, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის ხე­ლით, რუ­დუ­ნე­ბით აშე­ნე­ბულ სახ­ლში. ერთ დღეს გა­მო­ყა­რეს იქი­დან.

იმი­ტომ, რომ ძალა აღ­მართს ხნავს. 27 წე­ლია ენატ­რე­ბა მისი ბავ­შვო­ბის სახ­ლი, ღამ-ღა­მო­ბით ესიზ­მრე­ბა და იმ სახ­ლის ოთა­ხე­ბის სუნი ელან­დე­ბა და ახ­სოვს. მე კი ყო­ველ­დღე ვხე­დავ ჩემი დის ბო­ლომ­დე გა­უ­ხა­რელ, სევ­დი­ან თვა­ლებს. გე­კი­თხე­ბით, რო­გორ უნდა ჩაკ­ვდეს ჩემი სინ­დი­სი ისე, რომ და­ვი­ვი­წყო ჩემი და, მისი ტკი­ვი­ლი, წა­ვი­დე და მის გა­მომყრე­ლებს ვემ­სა­ხუ­რო.არც ის ნა­ცე­მი კაცი ყო­ფი­ლა ჩემი სის­ხლით ძმა, არც ის პაპა და არც ის და.

მაგ­რამ, ვთვლი, რომ ჩემი ძმაა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ჩემი პა­პაა მავ­თულს იქით დარ­ჩე­ნი­ლი, მტი­რა­ლი მო­ხუ­ცი და ჩემი დაა ენ­გუ­რის ხიდ­თან მდგა­რი, სევ­დი­ა­ნი ქალი. ასეა, თუ გვინ­და, რომ ერი გვერ­ქვას და პა­ტი­ვი გვცენ.

ჩვენ ვართ ხალ­ხი, მაგ­რამ, ჩანს, რომ ჯერ ვერ შევ­დე­ქით რო­გორც ქარ­თვე­ლი ერი. როცა ნე­ბის­მი­ე­რი შენი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ტკი­ვილს, შენი სა­კუ­თა­რი სის­ხლის და ხორ­ცის - ძმის, დის თუ პა­პის ტკი­ვი­ლად ჩათ­ვლი, მხო­ლოდ მა­შინ შე­გიძ­ლია თქვა, რომ შენ ხარ შემ­დგა­რი ერის შვი­ლი" - წერს ლო­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
11

ხალხს მასიურად უნდა, უფრო სწორად გვინდა, საქართველოდან წასვლა. სანამ ეს ასეა სულერთია რუსეთში უნდა თუ ამერიკაში. და როგორ უნდა დავუკარგოთ ხალხს სამშობლოდან გადახვეწის სურვილი ამას დიდი ფიქრი არ უნდა, ერთადერთი გზაა მაგრამ წყალი გველეშაპს აქვს დაკავებული. 

მერაბი
15

კარგი ხარ მამაო, ნამდვილი პატრიოტი, ალბათ ამიტომაც აქ არ გაგაჩერეს...

ავტორი:

"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ დავივიწყო ჩემი პაპა მავთულს იქით დარჩენილი, ჩავიდე მოსკოვში და ვიცეკვო" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე კვლავ რუსეთ-საქართველოს თემაზე ავრცელებს პოსტს და ამბობს, რომ ოკუპირების ფონზე მოსკოვში ცეკვა "ზნედაცემულობას" ნიშნავს.

"ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი სცემეს ჩვენმა მეზობლებმა, უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს და დამიჩაგრეს. ბევრნი იყვნენ, ძალა ჰქონდათ და მოერივნენ. შურისძიების წყურვილს და ბოროტების ბოროტებით გადახდის სურვილს არც შემოვუშვებ გულში. ვლოცულობ მათთვისაც. მაგრამ, გუშინ იმავე ხალხმა, იმ ბოროტების ჩამდენმა მეზობლებმა, თავისი ბოროტების გასამართლებლად, უსირცხვილოდ შემომითვალეს: საახალწლო სუფრა გვაქვს და ვიცით, კარგი თამადობა, სიმღერა და ქეიფი იცი, დაივიწყე რაც მოხდა, მოდი, გვესტუმრე და მოილხინეო. გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო ახლა მე, რომ, როცა ჩემი ნაცემი ძმა სახლში მიწევს და მათ სუფრასთან წამოვჯდე და მოვილხინო?! ჩემი პაპა, ჩემი სისხლი და ხორცი საზღვრისპირა საქართველოს სოფელში ცხოვრობს თავის ძველისძველ, მამა-პაპისეულ ეზო კარში.

ერთ დღესაც, სახლში რომ მიბრუნდა მავთულხლართის იქით დახვდა საკუთარი სახლ-კარი. რუსმა სამხედროებმა უთხრეს: დღეიდან ეს შენი ქვეყანა აღარ არის, ჩვენია, იმიტომ რომ ძალა აღმართსაც ხნავს და ასე გვინდაო. ახალ წელს მივედით შვილიშვილები ეკლიან მავთულთან და ჩემს თვალცრემლიან პაპას, წართმეულ მიწაზე, მივულოცეთ შობა-ახალი წელი.

არ ვიღებ ხელში თოფს და არ ვესვრი, არ მინდა ბრმა სიძულვილმა დამიპყროს. შემომითვალეს იმ სამხედროების ქვეყნიდან: შენი ცეკვა და სიმღერა ძალიან მოგვწონს, მიაფურთხე მაგ შენს პაპას, ჩამოდი, გვიცეკვე და კარგ სარგებელსაც ნახავო. ახლა კვლავ გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო მე, რომ დავივიწყო ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გამზრდელი პაპა, ჩავიდე და იქ ვიცეკვო?! ჩემი და, ჩემი სიხლი და ხორცი ოჩამჩირეში ცხოვრობდა, საკუთარი მშობლების ხელით, რუდუნებით აშენებულ სახლში. ერთ დღეს გამოყარეს იქიდან.

იმიტომ, რომ ძალა აღმართს ხნავს. 27 წელია ენატრება მისი ბავშვობის სახლი, ღამ-ღამობით ესიზმრება და იმ სახლის ოთახების სუნი ელანდება და ახსოვს. მე კი ყოველდღე ვხედავ ჩემი დის ბოლომდე გაუხარელ, სევდიან თვალებს. გეკითხებით, როგორ უნდა ჩაკვდეს ჩემი სინდისი ისე, რომ დავივიწყო ჩემი და, მისი ტკივილი, წავიდე და მის გამომყრელებს ვემსახურო.არც ის ნაცემი კაცი ყოფილა ჩემი სისხლით ძმა, არც ის პაპა და არც ის და.

მაგრამ, ვთვლი, რომ ჩემი ძმაა არჩილ ტატუნაშვილი, ჩემი პაპაა მავთულს იქით დარჩენილი, მტირალი მოხუცი და ჩემი დაა ენგურის ხიდთან მდგარი, სევდიანი ქალი. ასეა, თუ გვინდა, რომ ერი გვერქვას და პატივი გვცენ.

ჩვენ ვართ ხალხი, მაგრამ, ჩანს, რომ ჯერ ვერ შევდექით როგორც ქართველი ერი. როცა ნებისმიერი შენი ქვეყნის მოქალაქის ტკივილს, შენი საკუთარი სისხლის და ხორცის - ძმის, დის თუ პაპის ტკივილად ჩათვლი, მხოლოდ მაშინ შეგიძლია თქვა, რომ შენ ხარ შემდგარი ერის შვილი" - წერს ლომიძე.

დღის ფოტო თუშეთიდან - ცხენები თოვლიან უღელტეხილზე...

"პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცხვირის წვეთები" - ზაზა წერეთელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ მედიკამენტზე

"ღარიბია სამყარო რეზო გაბრიაძის გარეშე" - რას წერს კახა კალაძე გარდაცვლილი რეჟისორის შესახებ