სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით" - როგორ გამოიყურება კახიანების აგარაკი მცხეთაში
"ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით" - როგორ გამოიყურება კახიანების აგარაკი მცხეთაში

აგ­ვის­ტოს ერთ ცხელ დღეს, მსა­ხი­ობ იმე­და კა­ხი­ანს აგა­რაკ­ზე ვეს­ტუმ­რეთ მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში. მისი ვე­რან­დი­დან პირ­და­პირ მო­ჩანს ზე­და­ზე­ნი, სა­გუ­რა­მო, არაგ­ვის ხე­ო­ბა, ნა­ტახ­ტრის წყალ­სა­ცა­ვი... ბა­ტონ­მა იმე­დამ ეზო-კარი დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, შემ­დეგ კი გვი­ამ­ბო იდი­ლი­ა­ზე, მე­ბა­ღე­ო­ბა­სა და იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე, რაც, მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჰქონ­დეს.

- რო­დე­საც ეს ეზო შე­ი­ძი­ნეთ, რო­მე­ლი­მე ძვე­ლი ხე თუ დაგ­ხვდათ?

- მცი­რე ზო­მის კა­რა­ლი­ო­კის ხე იყო, ახლა ის ვე­რან­და­ზე დგას. და­ნარ­ჩე­ნი - ხეს კი არა, ეზო­ში ბა­ლახს ვერ ნა­ხავ­დით. ეს იყო შე­მო­უ­ღო­ბა­ვი ქვი­ა­ნი ხევი. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ ჩემი ხე­ლით დავრგე გარ­გა­რი, გემ­რი­ელ ნა­ყოფს ის­ხამს. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე - მე­ზო­ბელ­თან გა­სას­ვლე­ლი კარი გავ­ჭე­რი ორი­ვე მხა­რეს, სხვა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, იმე­რეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი კაცი ვარ და ღო­ბე­ზე გა­და­სას­ვლე­ლი, ალა­გე (იქ ასე ეძა­ხი­ან) ან პა­ტა­რა კარი მე­ზო­ბელ­თან მი­სას­ვლე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ზოგი ამ­ბობს, თუ მოს­ვლა უნდა, აგერ მთა­ვა­რი კარი და იქი­დან შე­მო­ვი­დე­სო. მე­ზო­ბელ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ უნდა იყო, - აგერ, ბა­ტო­ნო, კარი აქ­ვეა, გა­დას­ძა­ხებ-გად­მოგ­ძა­ხებს... მე ასე გა­ვი­ზარ­დე და ეს მომ­წონს.

- რა ხე­ხი­ლი გიდ­გათ?

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ნელ-ნელა და­ვი­წყეთ ხე­ე­ბის დარ­გვა, ფლო­რას მცე­ნა­რე­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი უყ­ვარს. ეზო­ში გარ­გა­რი­სა და კა­რა­ლი­ო­კის გარ­და გვაქვს ალუ­ბა­ლი, ბალი, ატა­მი, ვაშ­ლა­ტა­მა, ბრო­წე­უ­ლი, ქლი­ა­ვი, ვაშ­ლი, მსხა­ლი... უნა­ბი მაქვს, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­ში ხა­რობს და აქ არ იცი­ან. ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით კივი ჩა­მო­ვი­ტა­ნე გუ­რი­ი­დან და გა­ი­ხა­რა, მო­სა­ვა­ლიც მოგ­ვცა. კივი აქ არა­ვის ჰქონ­და. ბოლო დროს ლი­მო­ნი დავრგე, რო­მელ­საც ერთი ცალი აბია. ასე რომ, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის ხილი მაქვს. ქვი­ა­ნი ად­გი­ლია, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი მი­წაა, რა­საც ჩარ­გავ, ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს. ცოტა ხე­ლის შე­წყო­ბა უნდა.

სახ­ლის კე­დელს ხვი­ა­რა მცე­ნა­რე რომ მიჰ­ყვე­ბა, ხომ ხე­დავთ. მო­მე­წო­ნა, დავრგეთ და მთელ ეზო-კარ­მი­და­მოს მო­ე­დო, თით­ქმის მთელ სახ­ლს ფა­რავს. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რად გინ­და, კე­დელს და­ან­გრევ­სო. არც ან­გრევს და არც რა­მეს აშა­ვებს, პი­რი­ქით, ზა­ფხულ­ში გრი­ლია კედ­ლე­ბი, არ ცხელ­დე­ბა. მცე­ნა­რე შე­მოდ­გო­მა­ზე ფერს იც­ვლის, ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი მუქი წი­თე­ლი ხდე­ბა, სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზეა, მერე ფოთ­ლე­ბი დაც­ვივ­დე­ბა... რამ­დე­ნი­მე სა­ხის ყუ­რძე­ნი მაქვს: შავი, თეთ­რი, ჩი­ნუ­რი, ალა­დას­ტუ­რი, თითა, კა­ხუ­რიც. ადე­სა - თა­ვის­თა­ვად, მის­გან ქალ­ბა­ტო­ნი ფლო­რა შე­სა­ნიშ­ნავ ბა­დაგს ადუ­ღებს და ზამ­თარ­ში ფე­ლა­მუშს გვიმ­ზა­დებს.

- ყუ­რძენს წუ­რავთ?

- თა­ვი­დან და­ვი­წყე, მაგ­რამ ცო­ტაა ყუ­რძე­ნი, თითო ჯიში 2-3 ძი­რია. თუმ­ცა, ჩემს ად­გი­ლას კარ­გი მშრო­მე­ლი, მა­ჯა­გი კაცი იმ­დენ ყუ­რძენს მო­ი­წევ­და, რომ ოჯახს ეყო­ფო­და. მაგ­რამ ამას ბევ­რი მოვ­ლა და წვა­ლე­ბა უნდა! შარ­შან ჩემ­მა სი­ძემ მცხე­თა­ში ორი ახალ­გაზ­რდა აფხა­ზი ჩა­მო­იყ­ვა­ნა სტუმ­რად, აფხა­ზე­თი­დან. მი­ვი­ღეთ სტუმ­რე­ბი, ცოტა ღვი­ნოც გე­ა­ხე­ლით და წას­ვლის წინ ვთხო­ვე: მახ­სოვს, აფხა­ზეთ­ში ჩვე­ნი ადე­სის მსგავ­სი ყუ­რძე­ნი ხა­რობს, იზა­ბე­ლას ეძა­ხი­ან, ვარ­დის­ფე­რი მსხვი­ლი მარ­ცვა­ლი აქვს, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო თხე­ლი ღვი­ნო დგე­ბა. როცა მწიფს თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი არო­მა­ტი აქვს, ჰოდა, იმი­სი და თქვე­ნე­ბუ­რი შავი, ზო­ლი­ა­ნი ლეღ­ვის ნერ­გე­ბი მინ­და-მეთ­ქი. კარ­გიო, - მი­თხრეს და წა­ვიდ­ნენ. შარ­შან, გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მაა, ზამ­თრის პირი, ალ­ბათ ღა­მის 2 სა­ა­თია, ვი­ღაც მი­რე­კავს. ვინ ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი, - ვკი­თხე. ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვარ, აფხა­ზე­თი­დან ნერ­გე­ბი ჩა­მო­გი­ტა­ნე­თო. ღა­მეა, ცივა, მაგ­რამ სხვა რა გზა მქონ­და, წა­ვე­დი მან­ქა­ნით და ნერ­გე­ბი წა­მო­ვი­ღე. ვა­ზი­სა და ლეღ­ვის ყვე­ლა ნერ­გმა გა­ი­ხა­რა. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს აფხა­ზეთ­ში ვარ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ აგა­რა­კის ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
79

თბილისში რომ გდიხართ იქ რაღას მიკეთებთ 

დ გ
28

ვის რაში აინტერესებს 

ავტორი:

"ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით" - როგორ გამოიყურება კახიანების აგარაკი მცხეთაში

"ამ ვირუსმა ერთი კარგი საქმე გააკეთა - იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით" - როგორ გამოიყურება კახიანების აგარაკი მცხეთაში

აგვისტოს ერთ ცხელ დღეს, მსახიობ იმედა კახიანს აგარაკზე ვესტუმრეთ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში. მისი ვერანდიდან პირდაპირ მოჩანს ზედაზენი, საგურამო, არაგვის ხეობა, ნატახტრის წყალსაცავი... ბატონმა იმედამ ეზო-კარი დაგვათვალიერებინა, შემდეგ კი გვიამბო იდილიაზე, მებაღეობასა და იმ პასუხისმგებლობაზე, რაც, მისი აზრით, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

- როდესაც ეს ეზო შეიძინეთ, რომელიმე ძველი ხე თუ დაგხვდათ?

- მცირე ზომის კარალიოკის ხე იყო, ახლა ის ვერანდაზე დგას. დანარჩენი - ხეს კი არა, ეზოში ბალახს ვერ ნახავდით. ეს იყო შემოუღობავი ქვიანი ხევი. დაახლოებით 20 წლის წინ ჩემი ხელით დავრგე გარგარი, გემრიელ ნაყოფს ისხამს. პირველი, რაც გავაკეთე - მეზობელთან გასასვლელი კარი გავჭერი ორივე მხარეს, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, იმერეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ და ღობეზე გადასასვლელი, ალაგე (იქ ასე ეძახიან) ან პატარა კარი მეზობელთან მისასვლელად აუცილებელია. ზოგი ამბობს, თუ მოსვლა უნდა, აგერ მთავარი კარი და იქიდან შემოვიდესო. მეზობელთან ოფიციალურად არ უნდა იყო, - აგერ, ბატონო, კარი აქვეა, გადასძახებ-გადმოგძახებს... მე ასე გავიზარდე და ეს მომწონს.

- რა ხეხილი გიდგათ?

- მე და ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა დავიწყეთ ხეების დარგვა, ფლორას მცენარეები და ყვავილები უყვარს. ეზოში გარგარისა და კარალიოკის გარდა გვაქვს ალუბალი, ბალი, ატამი, ვაშლატამა, ბროწეული, ქლიავი, ვაშლი, მსხალი... უნაბი მაქვს, რომელიც დასავლეთში ხარობს და აქ არ იციან. ექსპერიმენტის სახით კივი ჩამოვიტანე გურიიდან და გაიხარა, მოსავალიც მოგვცა. კივი აქ არავის ჰქონდა. ბოლო დროს ლიმონი დავრგე, რომელსაც ერთი ცალი აბია. ასე რომ, თითქმის ყველა სახის ხილი მაქვს. ქვიანი ადგილია, მაგრამ საოცარი მიწაა, რასაც ჩარგავ, ყველაფერი ხარობს. ცოტა ხელის შეწყობა უნდა.

სახლის კედელს ხვიარა მცენარე რომ მიჰყვება, ხომ ხედავთ. მომეწონა, დავრგეთ და მთელ ეზო-კარმიდამოს მოედო, თითქმის მთელ სახლს ფარავს. მეუბნებოდნენ, რად გინდა, კედელს დაანგრევსო. არც ანგრევს და არც რამეს აშავებს, პირიქით, ზაფხულში გრილია კედლები, არ ცხელდება. მცენარე შემოდგომაზე ფერს იცვლის, ირგვლივ ყველაფერი მუქი წითელი ხდება, საოცარი სილამაზეა, მერე ფოთლები დაცვივდება... რამდენიმე სახის ყურძენი მაქვს: შავი, თეთრი, ჩინური, ალადასტური, თითა, კახურიც. ადესა - თავისთავად, მისგან ქალბატონი ფლორა შესანიშნავ ბადაგს ადუღებს და ზამთარში ფელამუშს გვიმზადებს.

- ყურძენს წურავთ?

- თავიდან დავიწყე, მაგრამ ცოტაა ყურძენი, თითო ჯიში 2-3 ძირია. თუმცა, ჩემს ადგილას კარგი მშრომელი, მაჯაგი კაცი იმდენ ყურძენს მოიწევდა, რომ ოჯახს ეყოფოდა. მაგრამ ამას ბევრი მოვლა და წვალება უნდა! შარშან ჩემმა სიძემ მცხეთაში ორი ახალგაზრდა აფხაზი ჩამოიყვანა სტუმრად, აფხაზეთიდან. მივიღეთ სტუმრები, ცოტა ღვინოც გეახელით და წასვლის წინ ვთხოვე: მახსოვს, აფხაზეთში ჩვენი ადესის მსგავსი ყურძენი ხარობს, იზაბელას ეძახიან, ვარდისფერი მსხვილი მარცვალი აქვს, ძალიან სასიამოვნო თხელი ღვინო დგება. როცა მწიფს თავბრუდამხვევი არომატი აქვს, ჰოდა, იმისი და თქვენებური შავი, ზოლიანი ლეღვის ნერგები მინდა-მეთქი. კარგიო, - მითხრეს და წავიდნენ. შარშან, გვიანი შემოდგომაა, ზამთრის პირი, ალბათ ღამის 2 საათია, ვიღაც მირეკავს. ვინ ბრძანდებით-მეთქი, - ვკითხე. ავტობუსის მძღოლი ვარ, აფხაზეთიდან ნერგები ჩამოგიტანეთო. ღამეა, ცივა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, წავედი მანქანით და ნერგები წამოვიღე. ვაზისა და ლეღვის ყველა ნერგმა გაიხარა. საოცარი შეგრძნება მაქვს, თითქოს აფხაზეთში ვარ...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ აგარაკის ფოტოები