პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია
"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

ამ­ჯე­რად გი­ამ­ბობთ ოჯახ­ზე, რო­მე­ლიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა და სწო­რედ სა­ა­ხალ­წლოდ... ოჯახ­ზე, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ას არას­დროს არ­ღვევს და მუ­დამ შინ ხვდე­ბა ახალ წელს, და ოჯახ­ზე, ვის­თვი­საც ყო­ვე­ლი წლის ქრის­ტე­შო­ბა მღელ­ვა­რე­ბა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. ამ ღირ­სე­ულ ოჯახს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიც­ნობ, იგი ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლიც არის და მისი თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი - მუ­დამ სა­ა­მა­ყო.

დღეს ჩვე­ნი ამ­ბის გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სი­ტყვა­ძუნ­წი რეს­პონ­დენ­ტის (თუმ­ცა არა მარ­ტო მათ­თვი­საა სი­ტყვა­ძუნ­წი), სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლის, ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის - გია გე­გუ­ჩა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის - ლელა ყა­მა­რა­უ­ლი-გე­გუ­ჩა­ძის ოჯა­ხია. 2020 წლის 31 დე­კემ­ბერს მათი ერ­თად ყოფ­ნის 20 წელი შეს­რულ­და. ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს, პან­დე­მი­ი­დან და სა­ყო­ველ­თაო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფი­ზი­კუ­რად არ დავ­სწრე­ბი­ვარ, მაგ­რამ გულ­გრი­ლად მა­ინც ვერ ავუვ­ლი­დი გვერდს დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს, რო­მე­ლიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, იო­ტი­სო­დე­ნა­დაც არ გა­ხუ­ნე­ბუ­ლა! და კი­დევ, ვე­რაფ­რით გა­მოვ­ტო­ვებ­დი გია გე­გუ­ჩა­ძის ცხოვ­რე­ბის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო თა­რი­ღე­ბის კას­კადს, რო­მე­ლიც ოჯა­ხის­თვის ლა­მის ჯა­დოს­ნუ­რა­დაა ქცე­უ­ლი - იმ­დე­ნი დამ­თხვე­ვაა, ერთი ოჯა­ხის­თვის შე­იძ­ლე­ბა მე­ტის­მე­ტად უც­ნა­უ­რა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ.გიას ოთხი შვი­ლი ჰყავს - ქალ-ვაჟი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და ვა­ჟე­ბი - მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან. ვიდ­რე გია და ლელა შე­უღლდე­ბოდ­ნენ, კარ­გა ხნით ადრე, გე­გუ­ჩა­ძე­ებ­თან დღე­სას­წა­უ­ლი 28 დე­კემ­ბრი­დან იწყე­ბო­და - ამ დღეს და­ი­ბა­და გიას უფ­რო­სი ვაჟი - გი­ორ­გი, თუმ­ცა კა­ლენ­და­რუ­ლად მას­ზე გვი­ან - 29 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და გიას შვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი, სამი ძმის ერთი და - ულა­მა­ზე­სი თა­მუ­ნა, რო­მე­ლიც დღეს თა­ვად არის უბედ­ნი­ე­რე­სი დედა და მე­უღ­ლე. გი­ა­სა და ლე­ლას უფ­რო­სი ვაჟი - გეგი 30 დე­კემ­ბერს არის და­ბა­დე­ბუ­ლი და მარ­თა­ლია, უმ­ცრო­სი - საბა 20 თე­ბერ­ვალს გაჩ­ნდა, ნა­წი­ლობ­რივ ისიც უკავ­შირ­დე­ბა დე­კემ­ბერს. 18 დე­კემ­ბერს მისი ან­გე­ლო­ზის - საბა გან­წმენ­დი­ლის ხსე­ნე­ბის დღეა, 19 დე­კემ­ბე­რი კი, ნი­კო­ლო­ზო­ბაა და გე­გის ან­გე­ლო­ზი დღე, მას ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად ნი­კო­ლო­ზი უწო­დეს.

მახ­სოვს, ერთხელ გიამ მი­თხრა კი­დეც, თუ რამე კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას ეძებ ამა­ში, ეს იგი­ვეა, რომ ახლა ია­ტაკ­ზე მი­მო­ვაბ­ნი­ოთ ასან­თის ღე­რე­ბი (გა­იხ­სე­ნა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "წვი­მის კაცი") და მერე უცებ ვი­კი­თხოთ: რამ­დე­ნი ღერი და­ი­ყა­რა და რა­ტო­მო? ლო­გი­კა არ არის. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა. ეგ არის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად აე­წყო, მო­ზა­ი­კა­სა­ვით, მაგ­რამ რთუ­ლი­ცაა: მეც, ლე­ლა­საც და ბავ­შვებ­საც უდი­დე­სი სა­მე­გობ­რო გვყავს და ამ­დე­ნი ხალ­ხის გას­ტუმ­რე­ბა არ გინ­და? 27 დე­კემ­ბრი­დან სულ სამ­ზა­დის­ში ვართ, ახა­ლი წლის ჩათ­ვლით, სულ სუფ­რაა გაშ­ლი­ლი და თუნ­დაც არ და­ლიო, გა­დაბ­მუ­ლად ამ­დე­ნი დღე სუფ­რას­თან ჯდო­მა იოლი არაა. თუმ­ცა დიდი სი­ხა­რუ­ლია: ეს ნიშ­ნავს, რომ ოჯა­ხი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით - მე­გობ­რე­ბი­თა და ნა­თე­სა­ვე­ბით ცხოვ­რობ­სო. მარ­თლაც, გი­ას­თვის და მისი ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თვის ნა­თე­სა­ვი­ცა და მე­გო­ბა­რიც, ფეხ­ბურ­თის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­თვის აღ­მა­ტე­ბულ ად­გილს იკა­ვებს, თუმ­ცა წლე­ვან­დელ­მა პან­დე­მი­ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყვე­ლას შეგ­ვი­შა­ლა ხელი...

რაც შე­ე­ხე­ბა მათ 2000 წლის 31 დე­კემ­ბერს და­ო­ჯა­ხე­ბას, მათი სამ­წლი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, ცხა­დია, ვი­ცო­დი, მაგ­რამ... მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც ბოლო პე­რი­ოდ­ში აღარ ურ­თი­ერ­თობ­დნენ. მახ­სოვს, გი­ას­თან 2001 წლის ღა­მის პირ­ვე­ლის ნა­ხე­ვარ­ზე მი­სა­ლო­ცად დავ­რე­კე. ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცეთ და უცებ მე­უბ­ნე­ბა, კი­დევ გაქვს რა­ღაც მო­სა­ლო­ციო. ცოტა არ იყოს, და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ დიდ­ხანს არ გა­მაწ­ვა­ლა - ლელა მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლა­დო, უცებ და­ა­ყო­ლა. არაფ­რით ვუ­ჯე­რებ­დი და მო­ვი­თხო­ვე, და­მა­ლა­პა­რა­კე-მეთ­ქი. ყურ­მილ­ში ლე­ლას ხმა რომ გა­ვი­გო­ნე, სი­ხა­რუ­ლის­გან კი­ნა­ღამ ავ­ტირ­დი... დიდი დრო იყო გა­სუ­ლი, უკვე გეგი ჰყავ­დათ, რო­დე­საც ჩა­ვე­კი­თხე, მა­ინ­ცდა­მა­ინც 31 დე­კემ­ბერს რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ცო­ლის შერ­თვა-მეთ­ქი და, - მა­გის ზუს­ტი პა­სუ­ხი არც მე ვიცი, თუმ­ცა შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არც ჟე­ნია ლუ­კა­ში­ნი­ვით (პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ხალ­წლო ფილ­მის - "ბე­დის ირო­ნია ანუ გა­ა­მოთ" მთა­ვა­რი გმი­რი - ი.ხ.) აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ სხვა ოჯახ­ში. შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვე­დი და... კი ხე­დავ, ყვე­ლა­ფე­რი რო­გორც დას­რულ­დაო.

  • "მო­ვიჩ­ქა­რო­დი შენ­კე­ნა..."

იმ პე­რი­ოდ­ში გიას მშობ­ლე­ბი მოს­კოვ­ში, ქა­ლიშ­ვილ­თან ცხოვ­რობ­დნენ. გია პირ­ველ მე­უღ­ლეს კარ­გა ხნის გა­ცი­ლე­ბუ­ლი იყო და თბი­ლის­ში, შინ მარ­ტო ცხოვ­რობ­და. 31 დე­კემ­ბერს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერ­თის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და და უცებ გა­მო­ა­ცხა­და, ლელა უნდა ვნა­ხოო. მე­გო­ბა­რი გა­ი­ყო­ლა და ღა­მის 10 სა­ათ­ზე ლე­ლას შინ მი­ა­კი­თხა. კარი ლე­ლამ გა­უ­ღო, მაგ­რამ გიას უცებ გა­ახ­სენ­და, რომ მან­ქა­ნა­ში ვარ­დე­ბი დარ­ჩა. ლე­ლას მო­უ­ბო­დი­შა, მთა­ვა­რი და­მა­ვი­წყდაო (რა იყო "მთა­ვა­რი", არც უთ­ქვამს), მან­ქა­ნას­თან გაბ­რუნ­და და მა­ლე­ვე ვარ­დე­ბით დაბ­რუნ­და უკან. ლე­ლამ გია შინ შე­ი­პა­ტი­ჟა და მა­შინ შე­ი­ტყო, რომ ოჯა­ხი მგლო­ვი­ა­რედ იყო - იმ დღეს ლე­ლას გამ­ზრდე­ლი დე­ი­და და­უკ­რძა­ლავთ. გიამ იხ­ტი­ბა­რი არ გა­ი­ტე­ხა და ლე­ლას დე­დას - ქალ­ბა­ტონ მა­რი­ტას ლე­ლას ხელი, ლე­ლას კი - ცო­ლო­ბა სთხო­ვა, თან წა­უმ­ღე­რა: "...მო­ვიჩ­ქა­რო­დი შენ­კე­ნა, ტო­ტებს არ­ხევ­და ქა­რიო..." - მიყ­ვარ­და და იმი­ტომ ვუმ­ღე­რე, სხვა­თა შო­რის, გაჭ­რა და გა­მომ­ყვაო, - ლე­ლას მოყ­ვა­ნის ამ­ბავს რომ მი­ამ­ბობ­და. ლე­ლა­საც ვკი­თხე, ნუთუ მა­ნამ­დე ეჭ­ვა­დაც არ გქონ­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მო­სუ­ლი­ყო და ხელი ეთხო­ვა-მეთ­ქი? - ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ეგ კი არა, გინდ და­ი­ჯე­რე, გინდ არა, მგლო­ვი­ა­რე, ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, ნამ­ტი­რა­ლე­ვი თვა­ლე­ბით ჩა­ვუ­ჯე­ქი გიას მან­ქა­ნა­ში და წავ­ყე­ვი. ახ­ლაც არ ვიცი, რო­გორ გა­დავ­წყვი­ტე ასე უცე­ბო, - მი­პა­სუ­ხა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
5

პირველი ცოლის ბიძაშვილებმა რაო, რა თქვეს??😂😂😂😂

ჰოოო ორი წელი რომ ლადუშკი-ლადუშკის არ ითამაშებდნენ ცხადია, და რატომ უნდა მაინტერესებდეს დაბადების დღეები? და რა არის ამაში საკრალური? 

როცა გგონია რამეს იტყვის ადამიანი და ის ბუნებას რომ აღწერს, აი ეგ შემთხვევაა! 

აი თებერვალი ცოტა ვერ ჩაჯდა დანდღეებში.

ქალი ლამაზია მართლა

ლაშა
14

,,მგლოვიარე და ჩასისხლიანებული თვალები" ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდათ. რატომ გიყვართ ეს შელამაზებული, სენტიმენტური ისტორიები?

ავტორი:

"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

"მგლოვიარე, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი ცოლად" - ერთი დიდი სიყვარულის ისტორია

ამჯერად გიამბობთ ოჯახზე, რომელიც დიდი სიყვარულით შეიქმნა და სწორედ საახალწლოდ... ოჯახზე, რომელიც ტრადიციას არასდროს არღვევს და მუდამ შინ ხვდება ახალ წელს, და ოჯახზე, ვისთვისაც ყოველი წლის ქრისტეშობა მღელვარება და დიდი სიყვარულია. ამ ღირსეულ ოჯახს შესანიშნავად ვიცნობ, იგი ჩემი ცხოვრების ნაწილიც არის და მისი თითოეული წევრი - მუდამ საამაყო.

დღეს ჩვენი ამბის გმირი ჟურნალისტებისთვის ყველაზე სიტყვაძუნწი რესპონდენტის (თუმცა არა მარტო მათთვისაა სიტყვაძუნწი), საქართველოს საფეხბურთო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელის, ამჟამად ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის - გია გეგუჩაძისა და მისი მეუღლის - ლელა ყამარაული-გეგუჩაძის ოჯახია. 2020 წლის 31 დეკემბერს მათი ერთად ყოფნის 20 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღს, პანდემიიდან და საყოველთაო რეგულაციებიდან გამომდინარე, ფიზიკურად არ დავსწრებივარ, მაგრამ გულგრილად მაინც ვერ ავუვლიდი გვერდს დიდი სიყვარულის ამბავს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, იოტისოდენადაც არ გახუნებულა! და კიდევ, ვერაფრით გამოვტოვებდი გია გეგუჩაძის ცხოვრების წინასაახალწლო თარიღების კასკადს, რომელიც ოჯახისთვის ლამის ჯადოსნურადაა ქცეული - იმდენი დამთხვევაა, ერთი ოჯახისთვის შეიძლება მეტისმეტად უცნაურადაც მოგეჩვენოთ.გიას ოთხი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი პირველი ქორწინებიდან და ვაჟები - მეორე ქორწინებიდან. ვიდრე გია და ლელა შეუღლდებოდნენ, კარგა ხნით ადრე, გეგუჩაძეებთან დღესასწაული 28 დეკემბრიდან იწყებოდა - ამ დღეს დაიბადა გიას უფროსი ვაჟი - გიორგი, თუმცა კალენდარულად მასზე გვიან - 29 დეკემბერს დაიბადა გიას შვილებს შორის ყველაზე უფროსი, სამი ძმის ერთი და - ულამაზესი თამუნა, რომელიც დღეს თავად არის უბედნიერესი დედა და მეუღლე. გიასა და ლელას უფროსი ვაჟი - გეგი 30 დეკემბერს არის დაბადებული და მართალია, უმცროსი - საბა 20 თებერვალს გაჩნდა, ნაწილობრივ ისიც უკავშირდება დეკემბერს. 18 დეკემბერს მისი ანგელოზის - საბა განწმენდილის ხსენების დღეა, 19 დეკემბერი კი, ნიკოლოზობაა და გეგის ანგელოზი დღე, მას ნათლობის სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

მახსოვს, ერთხელ გიამ მითხრა კიდეც, თუ რამე კანონზომიერებას ეძებ ამაში, ეს იგივეა, რომ ახლა იატაკზე მიმოვაბნიოთ ასანთის ღერები (გაიხსენა მხატვრული ფილმი "წვიმის კაცი") და მერე უცებ ვიკითხოთ: რამდენი ღერი დაიყარა და რატომო? ლოგიკა არ არის. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, უბრალო დამთხვევაა. ეგ არის, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო, მოზაიკასავით, მაგრამ რთულიცაა: მეც, ლელასაც და ბავშვებსაც უდიდესი სამეგობრო გვყავს და ამდენი ხალხის გასტუმრება არ გინდა? 27 დეკემბრიდან სულ სამზადისში ვართ, ახალი წლის ჩათვლით, სულ სუფრაა გაშლილი და თუნდაც არ დალიო, გადაბმულად ამდენი დღე სუფრასთან ჯდომა იოლი არაა. თუმცა დიდი სიხარულია: ეს ნიშნავს, რომ ოჯახი სრულფასოვანი ცხოვრებით - მეგობრებითა და ნათესავებით ცხოვრობსო. მართლაც, გიასთვის და მისი ოჯახის თითოეული წევრისთვის ნათესავიცა და მეგობარიც, ფეხბურთის პარალელურად, ყოველთვის აღმატებულ ადგილს იკავებს, თუმცა წლევანდელმა პანდემიამ ურთიერთობებში ყველას შეგვიშალა ხელი...

რაც შეეხება მათ 2000 წლის 31 დეკემბერს დაოჯახებას, მათი სამწლიანი სიყვარულის შესახებ, ცხადია, ვიცოდი, მაგრამ... მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც ბოლო პერიოდში აღარ ურთიერთობდნენ. მახსოვს, გიასთან 2001 წლის ღამის პირველის ნახევარზე მისალოცად დავრეკე. ერთმანეთს მივულოცეთ და უცებ მეუბნება, კიდევ გაქვს რაღაც მოსალოციო. ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ დიდხანს არ გამაწვალა - ლელა მოვიყვანე ცოლადო, უცებ დააყოლა. არაფრით ვუჯერებდი და მოვითხოვე, დამალაპარაკე-მეთქი. ყურმილში ლელას ხმა რომ გავიგონე, სიხარულისგან კინაღამ ავტირდი... დიდი დრო იყო გასული, უკვე გეგი ჰყავდათ, როდესაც ჩავეკითხე, მაინცდამაინც 31 დეკემბერს რატომ გადაწყვიტე ცოლის შერთვა-მეთქი და, - მაგის ზუსტი პასუხი არც მე ვიცი, თუმცა შემთხვევით არაფერი მომხდარა, არც ჟენია ლუკაშინივით (პოპულარული საახალწლო ფილმის - "ბედის ირონია ანუ გაამოთ" მთავარი გმირი - ი.ხ.) აღმოვჩენილვარ სხვა ოჯახში. შეგნებულად მივედი და... კი ხედავ, ყველაფერი როგორც დასრულდაო.

  • "მოვიჩქაროდი შენკენა..."

იმ პერიოდში გიას მშობლები მოსკოვში, ქალიშვილთან ცხოვრობდნენ. გია პირველ მეუღლეს კარგა ხნის გაცილებული იყო და თბილისში, შინ მარტო ცხოვრობდა. 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ერთ-ერთის დაბადების დღეს აღნიშნავდა და უცებ გამოაცხადა, ლელა უნდა ვნახოო. მეგობარი გაიყოლა და ღამის 10 საათზე ლელას შინ მიაკითხა. კარი ლელამ გაუღო, მაგრამ გიას უცებ გაახსენდა, რომ მანქანაში ვარდები დარჩა. ლელას მოუბოდიშა, მთავარი დამავიწყდაო (რა იყო "მთავარი", არც უთქვამს), მანქანასთან გაბრუნდა და მალევე ვარდებით დაბრუნდა უკან. ლელამ გია შინ შეიპატიჟა და მაშინ შეიტყო, რომ ოჯახი მგლოვიარედ იყო - იმ დღეს ლელას გამზრდელი დეიდა დაუკრძალავთ. გიამ იხტიბარი არ გაიტეხა და ლელას დედას - ქალბატონ მარიტას ლელას ხელი, ლელას კი - ცოლობა სთხოვა, თან წაუმღერა: "...მოვიჩქაროდი შენკენა, ტოტებს არხევდა ქარიო..." - მიყვარდა და იმიტომ ვუმღერე, სხვათა შორის, გაჭრა და გამომყვაო, - ლელას მოყვანის ამბავს რომ მიამბობდა. ლელასაც ვკითხე, ნუთუ მანამდე ეჭვადაც არ გქონდა, რომ შეიძლებოდა მოსულიყო და ხელი ეთხოვა-მეთქი? - ნამდვილად არაფერი ვიცოდი. ეგ კი არა, გინდ დაიჯერე, გინდ არა, მგლოვიარე, ჩასისხლიანებული, ნამტირალევი თვალებით ჩავუჯექი გიას მანქანაში და წავყევი. ახლაც არ ვიცი, როგორ გადავწყვიტე ასე უცებო, - მიპასუხა. გააგრძელეთ კითხვა