სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ბავშვის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი" - რას საქმიანობს წლების წინ ამერიკაში წასული ნინი წიკლაური და რას ჰყვება მეუღლეზე
"ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ბავშვის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი" - რას საქმიანობს წლების წინ ამერიკაში წასული ნინი წიკლაური და რას ჰყვება მეუღლეზე

მომ­ღე­რა­ლი ნინი წიკ­ლა­უ­რი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის წი­ნა­შე დგას. 2014 წელს ამე­რი­კა­ში ჯერ ერთი თვით ჩა­ვი­და, მაგ­რამ ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი, სა­ცხოვ­რებ­ლად ისევ უკან დაბ­რუნ­და და კა­რი­ე­რა ნუ­ლი­დან და­ი­წყო. მა­ლე­ვე გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი თემო ტუ­ღუ­შია.

- რა გახ­და ამე­რი­კა­ში თქვე­ნი წას­ვლის მი­ზე­ზი და რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ემიგ­რან­ტი ხართ?

- ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად 2014 წელს ჩა­მო­ვე­დი, სა­მოგ­ზა­უ­როდ. ეს იყო ერ­თთვი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ამ­ბა­ვი - ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, უამ­რა­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­დამ­ხდა, მეტ­რო­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ვი­კარ­გე, მაგ­რამ შინ მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დი (იცი­ნის). ამე­რი­კა­ში წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ გა­დავ­დგი. მას შემ­დეგ კი­დევ ვეს­ტუმ­რე ნიუ-იორკს, მაგ­რამ დარ­ჩე­ნა­სა და იქ ცხოვ­რე­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. 2016 წლის ბო­ლოს ავი­ღე ბი­ლე­თი და ჩა­მო­ვე­დი. კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ მქო­ნია, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ისევ დრო­ე­ბით ჩა­მო­ვე­დი, სულ რამ­დე­ნი­მე თვით და მას მერე ემიგ­რან­ტი ვარ.

- იყო თუ არა რთუ­ლი დღე­ე­ბი, ვიდ­რე მყა­რად დად­გე­ბო­დით ფეხ­ზე?

- ურ­თუ­ლე­სი და გა­უ­საძ­ლი­სი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რე ოჯახ­თან და თვე­ე­ბის პა­ტა­რას­თან ერ­თად - უცხო ქვე­ყა­ნა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნუ­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, ჩვი­ლი ბავ­შვი, რომ­ლის პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა­საც "იუ­თუ­ბით" ვსწავ­ლობ­დი... ეს ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლი იყო, მაგ­რამ გა­დავ­ლა­ხე არა­ერ­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნის თა­ნად­გო­მით. აქა­ურ­მა ემიგ­რა­ცი­ამ ხელ­გაშ­ლი­ლად მი­მი­ღო: ჩემ­თვის უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ, რის­თვი­საც მათ უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დი. ეს არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს, ვმღე­რი, ვწერ სიმ­ღე­რებს, ტექ­სტებს, ასე­ვე ვმუ­შა­ობ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრ "ფეს­ვებ­ში", სა­დაც ვხელ­მძღვა­ნე­ლობ სა­ესტრა­დო სკო­ლა-სტუ­დი­ას "ცი­ცი­ნა­თე­ლა". ვარ ვო­კა­ლის პე­და­გო­გი და უამ­რავ ბავ­შვს ვა­ზი­ა­რებ ქარ­თულ და არა მარ­ტო ქარ­თულ სიმ­ღე­რას.

- რა გას­წავ­ლათ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბამ?

- ამე­რი­კამ, პირ­ველ რიგ­ში, გა­მაძ­ლი­ე­რა და და­მარ­წმუ­ნა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში - იმა­ში, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის ძლი­ე­რი მხა­რე და უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. დღეს ბევ­რად კარ­გად ვარ­ჩევ ერ­თმა­ნე­თის­გან თეთ­რსა და შავს, ვიდ­რე აქამ­დე. ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­დუნ­დე. ვის­წავ­ლე, რო­გორ ვი­ცხოვ­რო ისე, რომ არ ჩა­მოვ­რჩე რიტმს.

- ოჯა­ხი ამე­რი­კა­ში შექ­მე­ნით, ვინ არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ჩემი აზ­რით, ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი აქვს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. რო­დე­საც პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბა იდე­ა­ლუ­რია, იქ სხვა და­ნარ­ჩე­ნი პრობ­ლე­მე­ბი აღარ არ­სე­ბობს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უპ
19

ვის რაში აინტერესებს. 

კაია სიმონ...
9

მეც მინდა გავხდე შენნაირი ემიგრანტი ამერიკაში... :D

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ბავშვის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი" - რას საქმიანობს წლების წინ ამერიკაში წასული ნინი წიკლაური და რას ჰყვება მეუღლეზე

"ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, ბავშვის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი" - რას საქმიანობს წლების წინ ამერიკაში წასული ნინი წიკლაური და რას ჰყვება მეუღლეზე

მომღერალი ნინი წიკლაური ბოლო რამდენიმე წელია, რთული ამოცანების წინაშე დგას. 2014 წელს ამერიკაში ჯერ ერთი თვით ჩავიდა, მაგრამ ამერიკული ცხოვრებით მოხიბლული, საცხოვრებლად ისევ უკან დაბრუნდა და კარიერა ნულიდან დაიწყო. მალევე გათხოვდა. მისი რჩეული თემო ტუღუშია.

- რა გახდა ამერიკაში თქვენი წასვლის მიზეზი და რამდენი წელია, რაც ემიგრანტი ხართ?

- ამერიკაში პირველად 2014 წელს ჩამოვედი, სამოგზაუროდ. ეს იყო ერთთვიანი ამერიკული ამბავი - ულამაზესი ადგილები მოვინახულე, უამრავი თავგადასავალი გადამხდა, მეტროში რამდენჯერმე დავიკარგე, მაგრამ შინ მშვიდობით დავბრუნდი (იცინის). ამერიკაში წამოსვლის გადაწყვეტილება იყო ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ გადავდგი. მას შემდეგ კიდევ ვესტუმრე ნიუ-იორკს, მაგრამ დარჩენასა და იქ ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. 2016 წლის ბოლოს ავიღე ბილეთი და ჩამოვედი. კონკრეტული მიზეზი არ მქონია, ქვეცნობიერად ისევ დროებით ჩამოვედი, სულ რამდენიმე თვით და მას მერე ემიგრანტი ვარ.

- იყო თუ არა რთული დღეები, ვიდრე მყარად დადგებოდით ფეხზე?

- ურთულესი და გაუსაძლისი დღეები გავიარე ოჯახთან და თვეების პატარასთან ერთად - უცხო ქვეყანა, აბსოლუტურად ნულიდან დაწყებული ცხოვრება, ჩვილი ბავშვი, რომლის პამპერსის გამოცვლასაც "იუთუბით" ვსწავლობდი... ეს ყველაფერი რთული იყო, მაგრამ გადავლახე არაერთი კარგი ადამიანის თანადგომით. აქაურმა ემიგრაციამ ხელგაშლილად მიმიღო: ჩემთვის უცნობი ადამიანები მირეკავდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს არასდროს დამავიწყდება.

- დღეს რას საქმიანობთ?

- ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვმღერი, ვწერ სიმღერებს, ტექსტებს, ასევე ვმუშაობ ქართული კულტურის ცენტრ "ფესვებში", სადაც ვხელმძღვანელობ საესტრადო სკოლა-სტუდიას "ციცინათელა". ვარ ვოკალის პედაგოგი და უამრავ ბავშვს ვაზიარებ ქართულ და არა მარტო ქართულ სიმღერას.

- რა გასწავლათ ამერიკაში ცხოვრებამ?

- ამერიკამ, პირველ რიგში, გამაძლიერა და დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში - იმაში, რომ ყველა ადამიანში არის ძლიერი მხარე და უნდა გამოიყენო. დღეს ბევრად კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან თეთრსა და შავს, ვიდრე აქამდე. ამ ქვეყანაში შეუძლებელია მოდუნდე. ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო ისე, რომ არ ჩამოვრჩე რიტმს.

- ოჯახი ამერიკაში შექმენით, ვინ არის თქვენი რჩეული?

- ჩემი მეუღლე ძალიან დადებითი და კარგი ადამიანია. ჩემი აზრით, ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მეორე ნახევარს. როდესაც პირადი ურთიერთობა იდეალურია, იქ სხვა დანარჩენი პრობლემები აღარ არსებობს...წაიკითხეთ სრულად