ქეთი დოლიძე ნინო ანანიაშვილზე - ეტყობა, აქ ამოწურა თავისი შესაძლებლობა - არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა
აქ ეტყობა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და წავიდა იქ, - ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.
მისივე თქმით, ნინო ანანიაშვილი საქმეს გააგრძელებს იქ, სადაც სწორად მიიჩნევს და არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით გაკიცხვა.
"იყოს მერე რა, ძალიან კარგი. აქ ეტყობა ამოწურა თავისი შესაძლებლობა და წავიდა იქ. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი თავის არჩევანში და ღმერთმა კარგად ამყოფოს. თითქოს მეტი საქმე არ გვაქვს, რომ ანანიაშვილს გადავუაროთ და გადმოვუაროთ - ეს არ მიმაჩნია სწორად. არ შეიძლება ადამიანის ერთი ხელის მოსმით განკიცხვა. ის გააგრძელებს საქმეს იქ, სადაც სწორად მიაჩნია“, - განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს.
ნინომ კი არა ქართველმა ხალხმა ამოწურა თავის თავი, უწიგნურობა, უკულტურობა, სიბრაზე, ერთმანეთის ლანძღვა (მის ქმარზე არ მაქვს ლაპარაკი არც გვეცოდინებოდა ვინ იყო, რომ არა ნინოს ქმრობა.) არა თეატრი, კინო, ცეკვა, სიმღერა, კლასიკა. გამოურეცხა სერიალებმა ხალხს ტვინი, ნორმალური არაფერი იქმნება. თეატრები გაქირავებულია, კინოები კომერციულ ფართადაა ქცეული, ფილარმონიაში უნიჭობის ზეიმია. წავიდა იქ სადაც თავს კარგად იგრძნობს პროფესიული თვალსაზრისით.
მსოფლიო მნიშვნელობის ბალერინაა, ცუდი ტონია მისი განკითხვა, ის სულით ქართველია,,