პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტის ილია II-ის ეპის­ტო­ლე:

"ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო, სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ველ­ნო წევ­რნო, მკვიდ­რნო ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მა­მუ­ლე­ნო:

„ღმერ­თნი სამე ხართ და შვილ­ნი მაღ­ლი­სა­ნი" (ფს. 81.6)

უფალ­მა ადა­მი­ა­ნი შექ­მნა განღმრთო­ბი­სათ­ვის, ღვთა­ებ­რივ სი­კე­თე­თა მი­ღე­ბი­სა და ღვთის წი­ნა­შე მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის. უფა­ლი თა­ვად არის სა­თა­ვე, სი­სავ­სე და სის­რუ­ლე სი­მარ­თლი­სა, სიწ­მინ­დი­სა, სიბ­რძნი­სა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა, მო­წყა­ლე­ბი­სა, სი­ხა­რუ­ლი­სა, თავ­მდაბ­ლო­ბი­სა, მშვი­დო­ბი­სა, წეს­რი­გი­სა, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა. ამას­თან, ეს თვი­სე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სიყ­ვა­რულ­თან და სი­კე­თეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ყო­ვე­ლი­ვეს აღე­მა­ტე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნიც ვერ მი­ემ­სგავ­სე­ბა უფალს, ღვთის რწმე­ნის, მას­თან ერ­თო­ბის დიდი სურ­ვი­ლი­სა და ამ თვი­სე­ბე­ბის გა­რე­შე.

სა­ზო­მი­სა­ებრ თვი­სი­სა საღვთო მადლთა მქო­ნე იყ­ვნენ ადა­მი და ევა და­ცე­მამ­დე. ამი­ტო­მაც ჰქონ­დათ შე­მოქ­მედ­თან ერ­თო­ბა და განღმრთო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა, ასე­ვე ჰქონ­დათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა.

ადამ­მა და ევამ, გვე­ლის სა­ხით ბო­რო­ტი­სა­გან ცდუ­ნე­ბუ­ლებ­მა, უფ­ლის­გან მი­ცე­მუ­ლი მცნე­ბა და მას­თან ერ­თო­ბა სწო­რედ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის არა­მარ­თე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბით და­არ­ღვი­ეს და ბო­რო­ტი ძა­ლის­გან მო­ტყუ­ე­ბულ­ნი, მისი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცნენ. ამის გამო, ედე­მი­დან გა­ნი­დევ­ნენ და სა­მო­თხის გა­რეთ ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეს.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ურ­ჩო­ბი­სა და ღვთის ნე­ბის­გან გან­დგო­მი­სა, შე­მოქ­მედ­მა ისი­ნი მა­ინც არ მი­ა­ტო­ვა და დიდი სულ­გრძე­ლე­ბით იწყო ზრუნ­ვა ცოდ­ვით და­ცე­მამ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კაც­თა მოდ­გმის დაბ­რუ­ნე­ბი­სათ­ვის. თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე ღმერ­თი ის­რა­ე­ლი­ა­ნებს ესა­უბ­რე­ბო­და მა­მათმთავ­რე­ბის, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის და სხვა წმი­და ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რო­მელ­თა პი­რი­თაც აუ­წყებ­და და ახ­სე­ნებ­და აღ­თქმას მხნე­ლის მოვ­ლი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძე ღმერ­თის გან­კა­ცე­ბით, ჯვარ­ცმი­თა და აღ­დგო­მით აღ­სრულ­და.

დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ­და, უფა­ლო, შენ­და­მი მოლ­ტოლ­ვილ­თა ყო­ველ­თა მფარ­ვე­ლო და შემ­წეო!

რო­გორ შეხ­ვდა მას ეს ქვე­ყა­ნა?

მარ­თა­ლი იო­სე­ბი და მიდ­გო­მი­ლი წმინ­და მა­რი­ა­მი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­შო­ბით და­ვით მე­ფის შთა­მო­მა­ვალ­ნი იყ­ვნენ, იუ­დე­ის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის­თვის ბეთ­ლემ­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ისი­ნი არა­ვინ მი­ი­ღო თა­ვის სახ­ლში, ყვე­ლა კარი მათ­თვის და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა და იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ, გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნათ თავი.

ამის შე­ტყო­ბი­სას შეძრწუნ­და მეფე ჰე­რო­დე და მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მი მას­თან ერ­თად (მთ.2.3). მან იმით შე­ში­ნე­ბულ­მა, რომ იშვა მე­უ­ფე ჰუ­რი­ა­თა, ანუ, მისი წარ­მოდ­გე­ნით, ტახ­ტის მო­ცი­ლე, ბეთ­ლემ­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში თო­თხმე­ტი ათა­სი ჩვი­ლი მო­აკ­ვლე­ვი­ნა, რათა მათ შო­რის ისიც მო­ეკ­ლათ, ვისი არ­სე­ბო­ბაც ასე აშ­ფო­თებ­და.

გან­კა­ცე­ბუ­ლი ღვთი­სად­მი მტრუ­ლი გან­წყო­ბა, რო­გორც ამას წმინ­და სა­ხა­რე­ბა გვა­უ­წყებს, შემ­დგომ­ში მკვეთ­რად გა­მო­ავ­ლი­ნეს ფა­რი­სევ­ლებ­მა და სა­დუ­კე­ვე­ლებ­მა, ასე­ვე სი­ნედ­რი­ო­ნის სხვა წევ­რებ­მა და მათ­გან გა­და­ბი­რე­ბულ­მა ხალ­ხის ნა­წილ­მა.

რა იყო ამის მი­ზე­ზი?

პირ­ველ რიგ­ში ის, რომ მა­ცხო­ვა­რი სა­ერ­თოდ არ ჰგავ­და ისეთ მე­ფეს, ისეთ მე­სი­ას, რო­მელ­საც რჩე­უ­ლი ერი მო­ე­ლო­და. ისი­ნი რო­მის იმ­პე­რი­ის მო­ნო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დნენ, მო­ე­ლოდ­ნენ ისეთ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ძა­ლი­თა და ძლი­ე­რე­ბით მეფე და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის და სო­ლო­მონ ბრძე­ნის ხა­ნა­ზე უკე­თეს ყო­ფას მო­უ­ტან­და მათ, ყვე­ლას დას­ჯაბ­ნი­და სას­წა­უ­ლე­ბით და გა­ნა­დი­დებ­და ქვე­ყა­ნას.

უფა­ლი კი და­ი­ბა­და ბა­გა­ში, ცხო­ველ­თა გვერ­დით, ცხოვ­რობ­და ღა­რიბ ოჯახ­ში, ნა­ზა­რეთ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ისეთ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და, სა­ი­და­ნაც ერთი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლიც არ იყო გა­მო­სუ­ლი.

მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო არა მი­წი­ე­რი ძალ­მო­სი­ლე­ბა, არა­მედ მო­ძი­ე­ბა ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა სიწრფე­ლეც და სი­კე­თეც დას­ძლევ­და ამ სოფ­ლის მბრძა­ნე­ბელ­თა სი­ბო­რო­ტე­სა და მზაკ­ვრო­ბას და მათ­და­მი შიშს; რო­მელ­თა გო­ნე­ბაც აღივ­სე­ბო­და ღვთის გა­სა­ო­ცარ ახალ სა­ი­დუმ­ლო­თა წვდო­მის უნა­რით, ხოლო სული კი უშურ­ვე­ლად მიჰ­ფენ­და სიყ­ვა­რულს მოყ­ვა­რე­საც და მტერ­საც. ეძებ­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იგ­რძნობ­დნენ მისი სწავ­ლე­ბის სი­დი­ა­დეს და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ჰპო­ვებ­დნენ მას­ში.

და რა­ტომ და­ი­ბა­და იგი ამ დროს?

მრა­ვალ მი­ზეზ­თა­გან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩე­ულ ერში მა­შინ ცხოვ­რობ­და მა­რი­ა­მი, წმინ­და ქალ­წუ­ლი, უფ­ლის დამ­ტევ­ნე­ლი, გა­მარ­თლე­ბა მა­მამ­თა­ვარ­თა, მსა­ჯულ­თა, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა და ყო­ველ­თა მარ­თალ­თა ღვაწ­ლი­სა, ძვე­ლი აღ­თქმი­სა დი­დე­ბა და მშვე­ნე­ბა ახა­ლი აღ­თქმი­სა, ევას და ყო­ველ­თა ჭეშ­მა­რიტ მო­ნა­ნულ­თა ცრემ­ლის აღ­მხო­ცი და გან­ცხა­დე­ბა ია­კო­ბის სიზ­მარ­ში დე­და­მი­წი­დან ზე­ცამ­დე აღმყვა­ნე­ბე­ლი კი­ბი­სა. უფა­ლი იშვა მა­შინ, რო­დე­საც ებ­რა­ელ­თა შო­რის იყ­ვნენ სუ­ლი­ე­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი, თორ­მე­ტი მო­ცი­ქუ­ლი, სა­მოც­და­ა­თი მო­წა­ფე, ლა­ზა­რე, მარ­თა და მა­რი­ა­მი, ნი­კო­დო­მო­სი, იო­სებ არი­მა­თი­ე­ლი და სხვა­ნი, სამი ათა­სი და შემ­დეგ ხუთი ათა­სი ებ­რა­ე­ლი, ერთ დღეს რომ მო­ი­ნათლნენ...

ღვთის შე­წევ­ნით, ამ­ქვეყ­ნად მათ სხვა სივ­რცე შექ­მნეს, სხვა წე­სით ცხოვ­რე­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს და სულ სხვა სა­მე­ფოს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლის­კე­ნაც მთელ დე­და­მი­წას მო­უხ­მეს.

დი­დე­ბა და მად­ლო­ბა შენ­და უფა­ლო ძალ­თაო, ყოვ­ლი­სა მპყრო­ბე­ლო, დი­დე­ბა და მად­ლო­ბა თქვენ­და, ყო­ველ­ნო წმინ­და­ნო ღვთი­სან­ნო!

შობა უფ­ლი­სა გა­სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნია, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით, მად­ლი­ე­რე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შევ­ხვდეთ.

უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ მხო­ლოდ სი­ტყვით ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი არაფ­რის მომ­ცე­მია, თუ იგი საქ­მით, მოყ­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არ ჰპო­ვებს მუდ­მი­ვად გა­მოვ­ლე­ნას. მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლიც აზრს კარ­გავს და ამ­პარ­ტავ­ნე­ბის მი­ზე­ზად იქ­ცე­ვა მათ­თვის, ვი­საც თა­ვი­სი ქველ­მოქ­მე­დე­ბით სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნა სურს და სი­კე­თეს ღვთი­სა და მოყ­ვა­სის უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლით არ აღას­რუ­ლებს.

შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ექი­მი იყო, ან ინ­ჟი­ნე­რი, მი­წის მუ­შა­კი, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი, ან მეც­ნი­ე­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ დარ­გში გქონ­დეს დიდი წარ­მა­ტე­ბა, იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ამა თუ იმ სფე­როს ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სპორ­ტსმე­ნი, ექი­მი, იუ­რის­ტი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სტუ­დენ­ტი, თუნ­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მაგ­რამ თუ შენს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად არ გაქვს თვა­ლი უფ­ლის­კენ მხედ­ვე­ლი და არ ზრუ­ნავ ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, იქ­ნე­ბი ცა­რი­ე­ლი ჭურ­ჭე­ლი, ღვთის სი­სავ­სის მიღ­მა მყო­ფი.

რო­გორც ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ: არ უნდა დაგ­ვაბრმა­ვოს არა­ფერ­მა, მი­თუ­მე­ტეს ჩვენ­მა ამ­ქვეყ­ნი­ურ­მა წარ­მა­ტე­ბამ, - ჩვე­ნი გო­ნე­ბის, ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის უნარ­მა. ყური უნდა მი­ვა­პყროთ ჩვენს იდუ­მალ „გუ­ლის კაცს“ (სინ­დისს) (1პეტ­რე 3,4), გა­ვეც­ნოთ წმინ­და წე­რილს, მა­მა­თა სწავ­ლე­ბას და სა­კუ­თარ სულ­ში მო­ვი­ძი­ოთ ის, რაც ღვთი­საა, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი რე­ა­ლუ­რი „მე“. თუ ამას შევ­ძლებთ, ყვე­ლა ის სი­კე­თეც, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში მი­ვაღ­წი­ეთ, გახ­დე­ბა ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი წარ­მა­ტე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი და ჩვე­ნი განმღრთო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი.

ამის გა­რე­შე კი ჩვენ­ში ის წარ­მარ­თუ­ლი სამ­ყა­რო იბა­ტო­ნებს, ის­რა­ე­ლის შთან­თქმას რომ ცდი­ლობ­და, გა­რეგ­ნუ­ლი დი­დე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად გა­მო­ფი­ტუ­ლი იყო.

„ღმერ­თი სუ­ლია და მის­და­მი თაყ­ვა­ნის­მცე­მელთ სულ­თა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბით მარ­თებთ თაყ­ვა­ნის­ცე­მა“ (იო­ა­ნე 4, 24) - ბრძა­ნებს სა­ხა­რე­ბა.

ეს არის უმ­თავ­რე­სი, - სა­კუ­თარ თავ­ში გან­წმენ­და საღვთო ხა­ტე­ბი­სა და მიმსგავ­სე­ბა ღვთი­სა.

დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თა­ნაც და მთელ მსოფ­ლი­ო­შიც ბა­ბი­ლონ­სა და ნი­ნე­ვი­ას ემ­სგავ­სე­ბა ცხოვ­რე­ბა. წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბის, გარ­ყვნი­ლე­ბის, ცი­ლის­წა­მე­ბის, სიც­რუ­ის, ავ­სი­ტყვა­ო­ბის, უზ­ნე­ო­ბის, მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის, ათე­იზ­მის, ხოლო ამის მოქ­მედ­თა მიმ­დევ­რო­ბა მი­სა­ბაძ საქ­მედ ით­ვლე­ბა.

ვიდ­რე ჩვენ ვი­ცხოვ­რებთ შუ­რით, სი­ძულ­ვი­ლით, ში­ში­თა და გან­კი­თხვის სუ­ლით და ვე­ძი­ებთ მხო­ლოდ მას, რაც ჩვენს მი­წი­ერ „მეს“ ესი­ა­მოვ­ნე­ბა, უძ­ლურ­ნი ვიქ­ნე­ბით გავ­ხდეთ ზე­ცის მო­ქა­ლა­ქე, თუმ­ცა ღმერ­თი­სათ­ვის ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია და იო­ნას მიერ მოხ­დე­ნი­ლი სას­წა­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა აღ­სრულ­დეს.

ვა­ღებთ რა ახა­ლი წლის კარს, ჩვენს წი­ნა­შეა დრო უც­ნო­ბი და ჯე­რაც ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი. რო­გო­რი ად­ვი­ლია ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა! მთა­ვა­რია, გვქონ­დეს სი­ნა­ნუ­ლი და ვის­წავ­ლოთ მად­ლი­ე­რე­ბა უფ­ლი­სად­მი, მად­ლი­ე­რე­ბა სი­ცო­ცხლის მო­ნი­ჭე­ბი­სათ­ვის, მად­ლი­ე­რე­ბა სი­ხა­რუ­ლი­სა და გან­საც­დე­ლი­სათ­ვის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ტკი­ვი­ლი­სათ­ვის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უძ­ლუ­რე­ბი­სათვს, რად­გან თუ სუ­ლი­ე­რად განვჭვრეტთ, ყვე­ლა­ფე­რი ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი სი­კე­თის­თვის მოგ­ვე­ცა.

ასე რომ, ღმერ­თი სხვა­დას­ხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და სა­უფ­ლო დი­დე­ბის­თვის გვამ­ზა­დებს, ამი­ტო­მაც ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა ვმად­ლობ­დეთ მას.

ის პრობ­ლე­მე­ბიც, რაც პან­დე­მი­ამ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ოს მო­უ­ტა­ნა, ღვთის დაშ­ვე­ბით მოხ­და. ვირუ­სის უც­ნა­ურ­მა ბუ­ნე­ბამ აი­ძუ­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­კვე­ულ რე­გუ­ლა­ცი­ებს და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ღმერ­თთან მეტი სი­ახ­ლო­ვეც, რად­გან არა­ვინ იცის, რას მოგ­ვი­ტანს ხვა­ლინ­დე­ლი დღე. წმინ­და წე­რი­ლი შეგ­ვა­გო­ნებს: „შვი­ლო, შენს სნე­უ­ლე­ბა­ზე თვალს ნუ და­ხუ­ჭავ, არა­მედ შე­ე­ვედ­რე უფალს და განგკურ­ნავს. გა­ნაგ­დე ცთუ­ნე­ბა და გა­ის­წო­რე ხელი და გული გა­ნიწ­მინ­დე ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ვის­გან" (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზო­მი­ე­რე­ბა გვმარ­თებს, ექიმ­თა რჩე­ვა­საც უნდა და­ვუგ­დოთ ყური, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი ღვთის მცნე­ბე­ბის დაც­ვა და მის წი­ნა­შე სათ­ნო ცხოვ­რე­ბაა.

ქარ­თველ­ნო, აფხაზ­ნო, ოსნო, ბერ­ძენ­ნო, უკ­რა­ი­ნელ­ნო, რუს­ნო, სო­მეხ­ნო, ებ­რა­ელ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო, უდინ­ნო, იე­ზიდ­ნო, ქურთნო, ინ­გუშ­ნო, ქისტნო, ჩერ­ქეზ­ნო, ჩე­ჩენ­ნო, ლეკ­ნო - ყო­ველ­ნო მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და ჩვენს სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო თა­ნა­მე­მა­მუ­ლენ­ნო, მი­ა­პყა­რით თვა­ლი ბეთ­ლე­მის ვარ­სკვლავს, დაე, მის­მა ბრწყინ­ვა­ლე­ბამ ჩვე­ნი სუ­ლიც აღავ­სოს საღვთო მად­ლით და ვიქ­ცეთ ან­კა­რა წყა­როდ იმ სივ­რცე­ში, რომ­ლის გავ­ლაც გვი­წევს მი­წი­ე­რი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში.

ყო­ველ­წმინ­და ღვთის­მშო­ბელს, მო­ცი­ქუ­ლებს, ყო­ველ­თა წმი­დან­თა ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ი­სა ვა­ვედ­რებ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ვა­ვედ­რებ მსოფ­ლი­ოს, რომ შევ­ძლოთ დღე­ვან­დელ გა­მოწ­ვე­ვა­თა დაძ­ლე­ვა და, რაც მთა­ვა­რია, სა­უფ­ლო გზის ერ­თგუ­ლე­ბა.

„ხმი­თა სი­ხა­რუ­ლი­სა­ი­თა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ღა­ღა­დებს დღეს... ბეთ­ლე­მი დღე­სას­წა­უ­ლობს, სი­ო­ნი გან­სცხრე­ბის და ქვე­ყა­ნაი იშ­ვე­ბის შო­ბა­სა შენ­სა ქრის­ტე“.

გან­ვი­ხა­როთ ჩვენც და შევ­ძლოთ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით ვა­დი­დებ­დეთ მა­მა­სა და ძესა და წმინ­და­სა სულ­სა აწ და მა­რა­დის და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი,

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

7 იან­ვა­რი, 2021 წელი

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
m.ს
156

ჩვენს პატრიარქს ებრძვიან ძალაუფლების მოყვარული შავი ძალები... დიდხანს და კარგად გვიმყოფე ღმერთო ჩვენი პატრიარქი....

თომა
73

შორენა კარნახობდა❤

ავტორი:

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე:

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო:

„ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი" (ფს. 81.6)

უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე მარადიული ნეტარი ცხოვრებისათვის. უფალი თავად არის სათავე, სისავსე და სისრულე სიმართლისა, სიწმინდისა, სიბრძნისა, ჭეშმარიტებისა, მოწყალებისა, სიხარულისა, თავმდაბლობისა, მშვიდობისა, წესრიგისა, კეთილდღეობისა, თავისუფლებისა. ამასთან, ეს თვისებები აუცილებლად სიყვარულთან და სიკეთესთან არის დაკავშირებული და ყოველივეს აღემატება.

ბუნებრივია, ადამიანიც ვერ მიემსგავსება უფალს, ღვთის რწმენის, მასთან ერთობის დიდი სურვილისა და ამ თვისებების გარეშე.

საზომისაებრ თვისისა საღვთო მადლთა მქონე იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. ამიტომაც ჰქონდათ შემოქმედთან ერთობა და განღმრთობაში წარმატების დიდი შესაძლებლობა, თუმცა, ასევე ჰქონდათ სრული თავისუფლება პიროვნული არჩევანისა.

ადამმა და ევამ, გველის სახით ბოროტისაგან ცდუნებულებმა, უფლისგან მიცემული მცნება და მასთან ერთობა სწორედ თავისუფალი ნების არამართებული გამოყენებით დაარღვიეს და ბოროტი ძალისგან მოტყუებულნი, მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამის გამო, ედემიდან განიდევნენ და სამოთხის გარეთ ცხოვრება დაიწყეს.

მიუხედავად ასეთი ურჩობისა და ღვთის ნებისგან განდგომისა, შემოქმედმა ისინი მაინც არ მიატოვა და დიდი სულგრძელებით იწყო ზრუნვა ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობაში კაცთა მოდგმის დაბრუნებისათვის. თაობიდან თაობამდე ღმერთი ისრაელიანებს ესაუბრებოდა მამათმთავრების, წინასწარმეტყველების და სხვა წმიდა ადამიანების მიერ, რომელთა პირითაც აუწყებდა და ახსენებდა აღთქმას მხნელის მოვლინების შესახებ, რომელიც ძე ღმერთის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით აღსრულდა.

დიდება და მადლობა შენდა, უფალო, შენდამი მოლტოლვილთა ყოველთა მფარველო და შემწეო!

როგორ შეხვდა მას ეს ქვეყანა?

მართალი იოსები და მიდგომილი წმინდა მარიამი, რომლებიც წარმოშობით დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ, იუდეის კანონების მიხედვით, საყოველთაო აღწერისთვის ბეთლემში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი არავინ მიიღო თავის სახლში, ყველა კარი მათთვის დაკეტილი აღმოჩნდა და იძულებულნი გახდნენ, გარეუბანში მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი.

ამის შეტყობისას შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად (მთ.2.3). მან იმით შეშინებულმა, რომ იშვა მეუფე ჰურიათა, ანუ, მისი წარმოდგენით, ტახტის მოცილე, ბეთლემში და მის შემოგარენში თოთხმეტი ათასი ჩვილი მოაკვლევინა, რათა მათ შორის ისიც მოეკლათ, ვისი არსებობაც ასე აშფოთებდა.

განკაცებული ღვთისადმი მტრული განწყობა, როგორც ამას წმინდა სახარება გვაუწყებს, შემდგომში მკვეთრად გამოავლინეს ფარისევლებმა და სადუკეველებმა, ასევე სინედრიონის სხვა წევრებმა და მათგან გადაბირებულმა ხალხის ნაწილმა.

რა იყო ამის მიზეზი?

პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი საერთოდ არ ჰგავდა ისეთ მეფეს, ისეთ მესიას, რომელსაც რჩეული ერი მოელოდა. ისინი რომის იმპერიის მონობისგან გათავისუფლებაზე ოცნებობდნენ, მოელოდნენ ისეთ პიროვნებას, რომელიც თავისი ძალითა და ძლიერებით მეფე დავით წინასწარმეტყველის და სოლომონ ბრძენის ხანაზე უკეთეს ყოფას მოუტანდა მათ, ყველას დასჯაბნიდა სასწაულებით და განადიდებდა ქვეყანას.

უფალი კი დაიბადა ბაგაში, ცხოველთა გვერდით, ცხოვრობდა ღარიბ ოჯახში, ნაზარეთში, რომელიც ქვეყნის ისეთ ნაწილს წარმოადგენდა, საიდანაც ერთი წინასწარმეტყველიც არ იყო გამოსული.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მიწიერი ძალმოსილება, არამედ მოძიება ისეთი პიროვნებებისა, რომელთა სიწრფელეც და სიკეთეც დასძლევდა ამ სოფლის მბრძანებელთა სიბოროტესა და მზაკვრობას და მათდამი შიშს; რომელთა გონებაც აღივსებოდა ღვთის გასაოცარ ახალ საიდუმლოთა წვდომის უნარით, ხოლო სული კი უშურველად მიჰფენდა სიყვარულს მოყვარესაც და მტერსაც. ეძებდა ადამიანებს, რომლებიც იგრძნობდნენ მისი სწავლების სიდიადეს და ჭეშმარიტებას ჰპოვებდნენ მასში.

და რატომ დაიბადა იგი ამ დროს?

მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი ისიც არის, რომ რჩეულ ერში მაშინ ცხოვრობდა მარიამი, წმინდა ქალწული, უფლის დამტევნელი, გამართლება მამამთავართა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთა ღვაწლისა, ძველი აღთქმისა დიდება და მშვენება ახალი აღთქმისა, ევას და ყოველთა ჭეშმარიტ მონანულთა ცრემლის აღმხოცი და განცხადება იაკობის სიზმარში დედამიწიდან ზეცამდე აღმყვანებელი კიბისა. უფალი იშვა მაშინ, როდესაც ებრაელთა შორის იყვნენ სულიერად გამორჩეული ადამიანები: იოანე ნათლისმცემელი, თორმეტი მოციქული, სამოცდაათი მოწაფე, ლაზარე, მართა და მარიამი, ნიკოდომოსი, იოსებ არიმათიელი და სხვანი, სამი ათასი და შემდეგ ხუთი ათასი ებრაელი, ერთ დღეს რომ მოინათლნენ...

ღვთის შეწევნით, ამქვეყნად მათ სხვა სივრცე შექმნეს, სხვა წესით ცხოვრება შემოგვთავაზეს და სულ სხვა სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი, რომლისკენაც მთელ დედამიწას მოუხმეს.

დიდება და მადლობა შენდა უფალო ძალთაო, ყოვლისა მპყრობელო, დიდება და მადლობა თქვენდა, ყოველნო წმინდანო ღვთისანნო!

შობა უფლისა გასაოცარი სიხარულის მომტანია, რომელსაც სიყვარულით, მადლიერებით და პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მხოლოდ სიტყვით ღვთის სიყვარული არაფრის მომცემია, თუ იგი საქმით, მოყვასთან მიმართებაში, არ ჰპოვებს მუდმივად გამოვლენას. მოყვასის სიყვარულიც აზრს კარგავს და ამპარტავნების მიზეზად იქცევა მათთვის, ვისაც თავისი ქველმოქმედებით საკუთარი პიროვნების წარმოჩენა სურს და სიკეთეს ღვთისა და მოყვასის უანგარო სიყვარულით არ აღასრულებს.

შეიძლება კარგი ექიმი იყო, ან ინჟინერი, მიწის მუშაკი, მომსახურე პერსონალი, ან მეცნიერების ნებისმიერ დარგში გქონდეს დიდი წარმატება, იყო ხელოვნების ამა თუ იმ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი, სპორტსმენი, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, სტუდენტი, თუნდაც სასულიერო პირი, მაგრამ თუ შენს საქმიანობასთან ერთად არ გაქვს თვალი უფლისკენ მხედველი და არ ზრუნავ შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნები ცარიელი ჭურჭელი, ღვთის სისავსის მიღმა მყოფი.

როგორც ეკლესიის მამები გვაფრთხილებენ: არ უნდა დაგვაბრმავოს არაფერმა, მითუმეტეს ჩვენმა ამქვეყნიურმა წარმატებამ, - ჩვენი გონების, ნების, შემოქმედების უნარმა. ყური უნდა მივაპყროთ ჩვენს იდუმალ „გულის კაცს“ (სინდისს) (1პეტრე 3,4), გავეცნოთ წმინდა წერილს, მამათა სწავლებას და საკუთარ სულში მოვიძიოთ ის, რაც ღვთისაა, რომელიც არის ჩვენი რეალური „მე“. თუ ამას შევძლებთ, ყველა ის სიკეთეც, რასაც ცხოვრებაში მივაღწიეთ, გახდება ჩვენი სულიერი წარმატების თანაზიარი და ჩვენი განმღრთობის ხელშემწყობი.

ამის გარეშე კი ჩვენში ის წარმართული სამყარო იბატონებს, ისრაელის შთანთქმას რომ ცდილობდა, გარეგნული დიდება ჰქონდა, მაგრამ სულიერად გამოფიტული იყო.

„ღმერთი სულია და მისდამი თაყვანისმცემელთ სულთა და ჭეშმარიტებით მართებთ თაყვანისცემა“ (იოანე 4, 24) - ბრძანებს სახარება.

ეს არის უმთავრესი, - საკუთარ თავში განწმენდა საღვთო ხატებისა და მიმსგავსება ღვთისა.

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ბაბილონსა და ნინევიას ემსგავსება ცხოვრება. წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის, ათეიზმის, ხოლო ამის მოქმედთა მიმდევრობა მისაბაძ საქმედ ითვლება.

ვიდრე ჩვენ ვიცხოვრებთ შურით, სიძულვილით, შიშითა და განკითხვის სულით და ვეძიებთ მხოლოდ მას, რაც ჩვენს მიწიერ „მეს“ ესიამოვნება, უძლურნი ვიქნებით გავხდეთ ზეცის მოქალაქე, თუმცა ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.

ვაღებთ რა ახალი წლის კარს, ჩვენს წინაშეა დრო უცნობი და ჯერაც ხელშეუხებელი. როგორი ადვილია ახალი ცხოვრების დაწყება! მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა.

ასე რომ, ღმერთი სხვადასხვა გზით ჩვენც გვწვრთვნის და საუფლო დიდებისთვის გვამზადებს, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას.

ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან" (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა.

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ქისტნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო - ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენნო, მიაპყარით თვალი ბეთლემის ვარსკვლავს, დაე, მისმა ბრწყინვალებამ ჩვენი სულიც აღავსოს საღვთო მადლით და ვიქცეთ ანკარა წყაროდ იმ სივრცეში, რომლის გავლაც გვიწევს მიწიერი ჩვენი ცხოვრების პერიოდში.

ყოველწმინდა ღვთისმშობელს, მოციქულებს, ყოველთა წმიდანთა ქრისტეს ეკლესიისა ვავედრებ ჩვენს ქვეყანას, ვავედრებ მსოფლიოს, რომ შევძლოთ დღევანდელ გამოწვევათა დაძლევა და, რაც მთავარია, საუფლო გზის ერთგულება.

„ხმითა სიხარულისაითა დავით წინასწარმეტყველი ღაღადებს დღეს... ბეთლემი დღესასწაულობს, სიონი განსცხრების და ქვეყანაი იშვების შობასა შენსა ქრისტე“.

განვიხაროთ ჩვენც და შევძლოთ, ჩვენი ცხოვრებით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

7 იანვარი, 2021 წელი

კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები?

"საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს" - თენგიზ ცერცვაძე ჭიჭინაძეს პასუხობს

დღეს თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს