სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები" - ახალი შესაძლებლობის ფანჯარა სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის
"საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები" - ახალი შესაძლებლობის ფანჯარა სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის

პან­დე­მი­ამ არა­ერთ სფე­როს შე­უქ­მნა პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ონ­ლა­ინ­საქ­მი­ა­ნო­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აღ­მოჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტი ნინო ყი­ფი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში ვებრგვერ­დის gemarket.art სა­შუ­ა­ლე­ბით ჩად­გა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­ყიდ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

"პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ, თუმ­ცა ბოლო 15 წე­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში და ელ­კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ. ამ­დე­ნად, მე­ო­რე პრო­ფე­სია შე­ვი­ძი­ნე, პირ­ვე­ლი კი ჰო­ბად მექ­ცა.

პან­დე­მი­ის დროს ჩემს მე­გო­ბარს მაგ­და დო­ლი­ძეს, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბით სცე­ნოგ­რა­ფია და დღეს ის ვებ­დე­ვე­ლო­პე­რია, ორმა მხატ­ვარ­მა მე­გო­ბარ­მა დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა, რათა რო­გორ­მე მათი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნის და გა­ყიდ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა და ის, რა­საც ლო­ქ­და­უ­ნამ­დე რე­ა­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ, ციფ­რულ სივ­რცე­ში გა­და­ე­ტა­ნათ.

რო­გორც ყვე­ლას, თავ­და­პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუ­ქის“ ჯგუ­ფე­ბი ვურ­ჩი­ეთ, თუმ­ცა ის ფორ­მა­ტი მათ­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არ იყო. ნა­ხა­ტე­ბის გან­თავ­სე­ბას­თან, მი­წო­დე­ბას­თან, კო­მუ­ნი­კა­ცი­ასთნ, თან­ხის გა­დახ­დას­თან და კი­დევ სხვა დე­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი შე­იქ­მნა...

მხატ­ვრე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცე­სებს არ უნდა მო­წყდნენ, ისი­ნი უნდა ქმნიდ­ნენ და ბედ­ნი­ე­რე­ბი მა­შინ არი­ან.

შემ­დეგ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მეც მკი­თხა და ამ ვებგ­ვერ­დამ­დეც მი­ვე­დით... 2 მე­გო­ბარს კი­დევ 2 შე­მო­უ­ერ­თდა, კი­დევ 2 და ასე გავ­ხდით ბევ­რნი“ - გვიყ­ვე­ბა ნინო ყი­ფი­ა­ნი.

გარ­და იმი­სა, რომ მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლეს, ამ პე­რი­ოდ­ში მათ­თვის უც­ნო­ბი ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მო­ე­წო­ნათ და თა­ვი­ან­თი სივ­რცე სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­უ­ზი­ა­რეს.

"სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ ამ­გვა­რი, ერთ სივ­რცე­ში შეკ­რუ­ლი მხატ­ვარ­თა ერ­თო­ბა სხვა­გან ვერ ვი­პო­ვეთ, არ­ტის­ტე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბიც და­ვურ­თეთ და პორ­ტფო­ლი­ოც გან­ვა­თავ­სეთ", - აღ­ნიშ­ნავს ნინო და გვე­უბ­ნე­ბა, რომ გვერ­დის­თვის რეკ­ლა­მა არც კი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, უბ­რა­ლოდ, ვეგბგ­ვერ­დის­თვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი“ და "ინ­სტაგ­რა­მი" შექ­მნეს, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნათ და ინ­ფორ­მა­ცია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ.

"პირ­ვე­ლი­ვე კვი­რას, ჩვენ­მა ანა­ლი­ტიკს­მა, დღი­უ­რად 100 უნი­კა­ლუ­რი ვი­ზი­ტო­რი და­ა­ფიქ­სი­რა, რა­საც არ ვე­ლო­დით და ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და... ამ­დე­ნად, მივ­ხვდით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ზე მე­ტად ელო­და ასეთ ფორ­მატს, ვიდ­რე თა­ვად მხატ­ვრე­ბი. ვცდი­ლობთ, ცოტა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუ­თხი­თაც გან­ვა­ვი­თა­როთ სა­ი­ტი, ნა­ხა­ტე­ბი მხო­ლოდ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ე­ბის­თვის არ იქ­მნე­ბა, სურ­ვი­ლი გვაქვს, ისი­ნი ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში შე­მო­ვი­დეს."მეტი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში შენს ინ­ტე­რი­ერ­ში" - ასე­თი დე­ვი­ზიც წა­მოგ­ვცდა. ეს ხომ მუდ­მი­ვი ექ­სპო­ზი­ცი­აა სახ­ლში, არას­დროს მთავ­რდე­ბა, არას­დროს ხუნ­დე­ბა და არას­დროს გა­და­დის მო­დი­დან, ყო­ველ დღეს გი­ლა­მა­ზებს და ყო­ველ­დღე შე­იძ­ლე­ბა, შენი ოთა­ხის კე­დელ­ზე გან­თავ­სე­ბულ ნა­ხატ­ში რა­ღაც ახა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნო,“ - დას­ძენს ნინო.

ამ­დე­ნად, პან­დე­მი­ამ მარ­თლაც ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი, არა­მედ, რო­გორც უკვე ვთქვით, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერც "გა­ტა­ნის“ სევ­რი­სით შეძ­ლეს სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის წარ­დგე­ნა/რე­ა­ლი­ზა­ცია და ვერც და­კე­ტილ სივ­რცე­ში "ფან­ჯრი­დან“ მო­ემ­სა­ხურ­ნენ სა­კუ­თარ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­სა თუ მა­ყუ­რე­ბელს.

თუმ­ცა შექ­მნილ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ, რო­გორც უკვე ვნა­ხეთ, მხატ­ვრებს ახა­ლი გა­მო­სა­ვა­ლის ძი­ე­ბის­კენ უბიძ­გა, ვის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ისე­თი სივ­რცის მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის ერ­თგვა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იქ­ნე­ბო­და... სწო­რედ ამი­ტომ შექ­მნეს ვებრგვერ­დი gemarket.art, სა­დაც ერ­თი­ან, ციფ­რულ სივ­რცე­ში მო­ექ­ცა რო­გორც მხატ­ვარ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, ასე­ვე მათი პორ­ტფო­ლიო, ამას­თა­ნა­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სურ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რის შე­ძე­ნა და შე­ძე­ნი­ლის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც. ყო­ვე­ლი სა­ო­პე­რა­ციო პრო­ცე­სი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, მხატ­ვრებს კი მეტი დრო რჩე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის­თვის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პლატ­ფორ­მამ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა პოვა არა მხო­ლოდ ხე­ლო­ვა­ნებს შო­რის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ვებ­გევ­რდის გაშ­ვე­ბის დღი­დან მა­ღალ­მა აქ­ტი­ვო­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ზე მე­ტად ელო­და ასეთ ფორ­მატს, ვიდ­რე თა­ვად მხატ­ვრე­ბი.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს სა­მო­მავ­ლო­დაც ინო­ვა­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვთ.

ნა­მუ­შევ­რე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია აქ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lela
0

წარმატებები ნინო

მიხეილ ბერძენიშვილი
0

ვნახე ეს გვერდი, გამოგიტყდებით და მომეწონა, თუმცა ძალიან ბევრი მხატვარი არ გყავთ შეყვანილი, ასევე კარგი იქნბოდა თუ არათამედროვე მხატვრებსაც შეიყვანდით. 

მადლობა და გილოცავთ ახალ წელს :) 

ავტორი:

"საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები" - ახალი შესაძლებლობის ფანჯარა სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის

"საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები" - ახალი შესაძლებლობის ფანჯარა სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის

პანდემიამ არაერთ სფეროს შეუქმნა პრობლემა, თუმცა ონლაინსაქმიანობა ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა პრობლემების დაძლევის შესაძლებლობა. მაგალითად, ხელოვნებათმცოდნე და კომუნიკაციის სფეროს სპეციალისტი ნინო ყიფიანი ქართველი ხელოვანების სამსახურში ვებრგვერდის gemarket.art საშუალებით ჩადგა, რომელიც ადამიანებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვაში ეხმარება.

"პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ბოლო 15 წელია, კომუნიკაციის სფეროში და ელკომერციის მიმართულებით ვსაქმიანობ. ამდენად, მეორე პროფესია შევიძინე, პირველი კი ჰობად მექცა.

პანდემიის დროს ჩემს მეგობარს მაგდა დოლიძეს, რომელიც განათლებით სცენოგრაფია და დღეს ის ვებდეველოპერია, ორმა მხატვარმა მეგობარმა დახმარება სთხოვა, რათა როგორმე მათი ნახატების გამოფენის და გაყიდვის ალტერნატიული გზა მოეფიქრებინა და ის, რასაც ლოქდაუნამდე რეალობაში აკეთებდნენ, ციფრულ სივრცეში გადაეტანათ.

როგორც ყველას, თავდაპირველად "ფეისბუქის“ ჯგუფები ვურჩიეთ, თუმცა ის ფორმატი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. ნახატების განთავსებასთან, მიწოდებასთან, კომუნიკაციასთნ, თანხის გადახდასთან და კიდევ სხვა დეტალთან დაკავშირებით, გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა...

მხატვრები შემოქმედებით პროცესებს არ უნდა მოწყდნენ, ისინი უნდა ქმნიდნენ და ბედნიერები მაშინ არიან.

შემდეგ ჩემმა მეგობარმა რამდენიმე რჩევა მეც მკითხა და ამ ვებგვერდამდეც მივედით... 2 მეგობარს კიდევ 2 შემოუერთდა, კიდევ 2 და ასე გავხდით ბევრნი“ - გვიყვება ნინო ყიფიანი.

გარდა იმისა, რომ მეგობრების თხოვნა შეასრულეს, ამ პერიოდში მათთვის უცნობი ნიჭიერი მხატვარებიც აღმოაჩინეს, მათი ნამუშევრები მოეწონათ და თავიანთი სივრცე სიამოვნებით გაუზიარეს.

"საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ამგვარი, ერთ სივრცეში შეკრული მხატვართა ერთობა სხვაგან ვერ ვიპოვეთ, არტისტების ბიოგრაფიებიც დავურთეთ და პორტფოლიოც განვათავსეთ", - აღნიშნავს ნინო და გვეუბნება, რომ გვერდისთვის რეკლამა არც კი გაუკეთებიათ, უბრალოდ, ვეგბგვერდისთვის "ფეისბუქგვერდი“ და "ინსტაგრამი" შექმნეს, რათა დაინტერესებულ ადამიანებთან კომუნიკაცია გაემარტივებინათ და ინფორმაცია გაევრცელებინათ.

"პირველივე კვირას, ჩვენმა ანალიტიკსმა, დღიურად 100 უნიკალური ვიზიტორი დააფიქსირა, რასაც არ ველოდით და ძალიან გაგვიკვირდა... ამდენად, მივხვდით, რომ საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები. ვცდილობთ, ცოტა საგანმანათლებლო კუთხითაც განვავითაროთ საიტი, ნახატები მხოლოდ საგამოფენო სივრცეებისთვის არ იქმნება, სურვილი გვაქვს, ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვიდეს."მეტი ხელოვნების ნიმუში შენს ინტერიერში" - ასეთი დევიზიც წამოგვცდა. ეს ხომ მუდმივი ექსპოზიციაა სახლში, არასდროს მთავრდება, არასდროს ხუნდება და არასდროს გადადის მოდიდან, ყოველ დღეს გილამაზებს და ყოველდღე შეიძლება, შენი ოთახის კედელზე განთავსებულ ნახატში რაღაც ახალი აღმოაჩინო,“ - დასძენს ნინო.

ამდენად, პანდემიამ მართლაც ჩიხში შეიყვანა არა მხოლოდ სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესი, არამედ, როგორც უკვე ვთქვით, ხელოვანები, რომლებმაც ვერც "გატანის“ სევრისით შეძლეს საკუთარი შემოქმედების წარდგენა/რეალიზაცია და ვერც დაკეტილ სივრცეში "ფანჯრიდან“ მოემსახურნენ საკუთარ დამთვალიერებელსა თუ მაყურებელს.

თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ, როგორც უკვე ვნახეთ, მხატვრებს ახალი გამოსავალის ძიებისკენ უბიძგა, ვისთვისაც აუცილებელი გახდა ისეთი სივრცის მოძიება, რომელიც საგამოფენო დარბაზის ერთგვარი ალტერნატივა იქნებოდა... სწორედ ამიტომ შექმნეს ვებრგვერდი gemarket.art, სადაც ერთიან, ციფრულ სივრცეში მოექცა როგორც მხატვართა ბიოგრაფიები, ასევე მათი პორტფოლიო, ამასთანავე, შესაძლებელია სასურველი ნამუშევრის შეძენა და შეძენილის ადგილზე მიტანის უზრუნველყოფაც. ყოველი საოპერაციო პროცესი ავტომატიზებულია, მხატვრებს კი მეტი დრო რჩებათ შემოქმედებითი აქტივობისთვის.

საინტერესოა, რომ პლატფორმამ დიდი დაინტერესება პოვა არა მხოლოდ ხელოვანებს შორის, არამედ საზოგადოებაში. ვებგევრდის გაშვების დღიდან მაღალმა აქტივობამ დაადასტურა, რომ საზოგადოება იმაზე მეტად ელოდა ასეთ ფორმატს, ვიდრე თავად მხატვრები.

ამ საინტერესო ადამიანებს სამომავლოდაც ინოვაციური გეგმები აქვთ.

ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია აქ.

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია