გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის არყოფნას.
კალაძის თქმით, ოპოზიცია თბილისელების წინაშე პასუხისმგებლობას არ იღებს და ეს მათი არჩევანია.
"მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით.
თუმცა, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს" - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
დიმიტრი ყიფიანი - მატინოვი - ... - კალაძე
კალაᲫე ბიᲫია Შენ გასარᲗობად ხარ მოსული Თუ საქმის საკეᲗებლად?
საქმე ლაპარაკის ნაცვლად,მაგრამ 8 წელი ვერᲨეგატყვე....ერᲗმანეᲗს რომ დაუკავᲨირე იტალია და საქარᲗველო ინფრასტრუქტურის მიზნიᲗ მაᲨინ მივხვდი რომ საქმე არ იცი და გადაᲨუᲨვას აკეᲗებ რაც უცოდინრობაა..საქარᲗველოს უნდა მოარგო მაგრამ არ იცი არაფერი