სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ იან­ვრის ნო­მე­რი #1 (118), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

  • რო­გორ გა­და­ურ­ჩა 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ებს დიდი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პეტ­როგ­რა­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრი­ვატ-დო­ცენ­ტმა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, თა­ნა­მო­აზ­რე მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, 1918 წლის 26 იან­ვარს, თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ა­ფუძნა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მი­სია შე­ას­რუ­ლა. ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის უკა­ნას­კნე­ლი ოცწლე­უ­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ა­ტა­რა საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­მაც უდი­დე­სი საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ქარ­თვე­ლი ერი და მისი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. დიდ მეც­ნი­ერს შე­ეძ­ლო, თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა ნა­წი­ლის მსგავ­სად, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო, მაგ­რამ მან დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა და მო­წა­მებ­რი­ვი გზა ღირ­სე­უ­ლად გა­ი­ა­რა.

თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის 50 წლის­თავს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი შეხ­ვდა დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დი­რი­ჟო­რობ­და. მას რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. ამან ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო მის ავ­ტო­რი­ტეტს, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ხე­დავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ობი­ექ­ტი ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი დევ­ნი­სა იმ სტუ­დენ­ტთა მხრი­და­ნაც, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

1936 წლის 12 აპ­რილს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ერ ვარ­ლამ დონ­დუ­ას წერ­და: „უკა­ნას­კნელ დროს კვლავ გა­ნახ­ლდა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. რექ­ტორ­მა 3-სა­ა­თი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კი­თხა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­მელ­შიც ყვე­ლა ჩემი ნაშ­რო­მის უვარ­გი­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას ლა­მობ­და იმის გამო, რომ მარ­ქსის­ტუ­ლი არ არის, რაც არა­ვის­თვის ახალ აღ­მო­ჩე­ნას არ წარ­მო­ად­გენ­და. ამას მოჰ­ყვა „კა­მა­თი” ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლის დრო­საც ზოგ­მა ჩემ ყო­ფილ მო­წა­ფე­თა­გან­მაც თავი ისა­ხე­ლა”.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი და მო­რა­ლუ­რად უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მხო­ლოდ მისი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წლებ­ში მო­ხერ­ხდა. ამა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა სამ­მა ფაქ­ტორ­მა...

  • არბრო­თის დეკ­ლა­რა­ცია

შოტ­ლან­დი­ე­ლი ერის ბრძო­ლა ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია. ამ ბრძო­ლის პირ­ვე­ლი ეტა­პი (1296-1328) შოტ­ლან­დი­ა­ში ინ­გლი­სის ლაშ­ქრო­ბით და­ი­წყო. 1314 წელს ბა­ნო­კბერნ­ში ინ­გლი­სელ­თა პირ­წმინ­დად და­მარ­ცხე­ბის შე­დე­გად კი შოტ­ლან­დი­ამ და­კარ­გუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კვლავ მო­ი­პო­ვა. ეს მოხ­და მეფე რო­ბერტ ბრი­უ­სის დროს.

თუმ­ცა, და­მარ­ცხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­გლი­სის მეფე ედუ­არდ II კვლავ არ აღი­ა­რებ­და შოტ­ლან­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და არც სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს წყვეტ­და. 1320 წელს შოტ­ლან­დი­ელ­მა ბა­რო­ნებ­მა, მთე­ლი შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნეს რო­მის პაპ იო­ა­ნე XXII-ს და შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოხმო­ბით სთხო­ვეს - ერთი მხრივ, ეღი­ა­რე­ბი­ნა მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მეფე რო­ბერ­ტი - კა­ნო­ნი­ერ მმარ­თვე­ლად, მე­ო­რე მხრივ კი და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ინ­გლი­სი, შე­ე­წყვი­ტა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბა შოტ­ლან­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

წე­რილს მოგ­ვი­ა­ნე­ბით არბრო­თის დეკ­ლა­რა­ცია უწო­დეს. ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წე­რი­ლო­ბით წყა­როს წარ­მო­ად­გენს შოტ­ლან­დი­ე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­ა­ში. აქ შე­სა­ნიშ­ნა­ვად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი შოტ­ლან­დი­ელ­თა გან­წყო­ბა, სწრაფ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ და ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და.

პაპი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ინ­გლის­სა და შოტ­ლან­დი­ას შო­რის დრო­ე­ბი­თი ზავი და­დე­ბუ­ლი­ყო, რათა ორი­ვე მხა­რეს ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის ნაც­ვლად, წმინ­და მი­წა­ზე მუს­ლი­მა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ე­მარ­თა. თუმ­ცა შოტ­ლან­დი­ე­ლებს ზავი ნამ­დვი­ლად არ სურ­დათ. მათ ბევ­რი რამ გა­ი­ღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში შე­სა­შუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს და სურ­დათ, ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ლო­გი­კუ­რი შე­დე­გით - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბით, რო­მელ­საც პაპი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ხელ­მწი­ფო აღი­ა­რებ­დნენ.

  • კელ­ნის ტა­ძა­რი

კელ­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი გერ­მა­ნი­ის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგლია. მისი მშე­ნებ­ლო­ბა 1248 წელს და­ი­წყო და მხო­ლოდ 1880 წელს დას­რულ­და 157 მ სი­მაღ­ლის კოშ­კე­ბის აგე­ბით, რო­მელ­თა წყა­ლო­ბით ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ნა­გე­ბო­ბა გახ­და - ოთხი წლით.

კელ­ნის ტაძ­რის ად­გი­ლას IV სა­უ­კუ­ნი­დან იდგა პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სია, მე­ო­რე IX სა­უ­კუ­ნე­ში აა­გეს და ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ახა­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას კი კელ­ნი საღვთო რო­მის იმ­პე­რი­ის ყვე­ლა­ზე მძლავრ და მდი­დარ ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენ­და. გერ­მა­ნე­ლებს სურ­დათ მი­ე­ბა­ძათ ფრან­გე­ბის­თვის და კა­თედ­რა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მა­ნამ­დე არ­სე­ბულს დაჩ­რდი­ლავ­და.

ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის მხრი­დან და­ი­წყო და და­ახ­ლო­ე­ბით 70 წე­ლი­წად­ში დას­რულ­და ნა­ვე­ბის აგე­ბა და მო­პირ­კე­თე­ბა. XIV სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო სამ­ხრე­თის კოშ­კის მე­ო­რე სარ­თუ­ლის, XV სა­უ­კუ­ნე­ში - გვერ­დი­თი ნა­ვე­ბის აგე­ბა, XVI სა­უ­კუ­ნე­ში დას­რულ­და ჩრდი­ლო­ე­თი ნა­წი­ლის გა­და­ხურ­ვა. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე ტა­ძა­რი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი იდგა. 1842 წელს მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი გა­ი­ნა­წი­ლეს პრუ­სი­ის მე­ფემ და კელ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ შექ­მნილ­მა “ტაძ­რის ასა­გებ­მა დრო­ე­ბით­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ” (“სა­ზო­გა­დო­ე­ბა” დღე­საც აფი­ნან­სებს კელ­ნის ტაძ­რის ძი­რი­თად ხარ­ჯებს). მშე­ნებ­ლო­ბა სულ 632 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და.

ტაძ­რის სა­ერ­თო სიგ­რძე 144,58 მეტ­რია, სი­გა­ნე - 86,25 მეტ­რი. ტაძ­რის ფარ­თო­ბი 7 914 კვმ-ია. მხო­ლოდ ფან­ჯრე­ბის ფარ­თო­ბი აღ­წევს 10 ათას კვმ-ს, ხოლო სა­ხუ­რა­ვის ფარ­თო­ბი - 12 ათას კვმ-ს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ჰერ­კუ­ლე­სის კოშ­კი - მსოფ­ლი­ოს უძ­ვე­ლე­სი შუ­ქუ­რა
  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ლუნ­მე­ნის "ქვა­ბე­ბი"
  • ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ი­დან. კოლ­ხე­თი და არ­გო­ნავ­ტი­კა იტა­ლი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში (და­სას­რუ­ლი)
  • აფხა­ზეთ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ი­დან. სო­ხუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი
  • ეთ­ნო­ლო­გია. ლა­ზუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი
  • მო­საზ­რე­ბა. ქი­ზი­ყის ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბის გა­გე­ბის­თვის
  • სპორ­ტის ის­ტო­რი­ი­დან. ფეხ­ბურ­თის ღმერ­თის და­ი­სი
  • ფი­რა­ლე­ბი გუ­რი­ა­ში. ამ­ბა­ვი სი­მო­ნა დო­ლი­ძი­სა
  • მო­ნარ­ქე­ბი. საფ­რან­გე­თის მეფე ლუი XIV (გაგ­რძე­ლე­ბა)
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. კენ­ძი დო­ი­ჰა­რა - ადა­მი­ა­ნი მრა­ვა­ლი სა­ხით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერი #1 (118), რომელშიც წაიკითხავთ:

  • როგორ გადაურჩა 30-იანი წლების რეპრესიებს დიდი ივანე ჯავახიშვილი

სამშობლოში დაბრუნებულმა პეტროგრადის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტმა ივანე ჯავახიშვილმა, თანამოაზრე მეცნიერებთან ერთად, 1918 წლის 26 იანვარს, თბილისში ქართული უნივერსიტეტი დააფუძნა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული მისია შეასრულა. ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკანასკნელი ოცწლეული ივანე ჯავახიშვილმა გაატარა საბჭოთა რეჟიმის პირობებში, რომელმაც უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა ქართველი ერი და მისი ეროვნული ინტერესები. დიდ მეცნიერს შეეძლო, თავის თანამემამულეთა ნაწილის მსგავსად, ემიგრაციაში გახიზნულიყო, მაგრამ მან დარჩენა ამჯობინა და მოწამებრივი გზა ღირსეულად გაიარა.

თავისი დაბადების 50 წლისთავს ივანე ჯავახიშვილი შეხვდა დევნა-შევიწროების პირობებში, რომელსაც საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება დირიჟორობდა. მას რექტორის თანამდებობა დაატოვებინეს. ამან ვერაფერი დააკლო მის ავტორიტეტს, რასაც ხელისუფლებაც ხედავდა. სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ობიექტი ყოვლად ამაზრზენი დევნისა იმ სტუდენტთა მხრიდანაც, რომლებიც ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

1936 წლის 12 აპრილს ივანე ჯავახიშვილი გამოჩენილ მეცნიერ ვარლამ დონდუას წერდა: „უკანასკნელ დროს კვლავ განახლდა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. რექტორმა 3-საათიანი მოხსენება წაიკითხა უნივერსიტეტში, რომელშიც ყველა ჩემი ნაშრომის უვარგისობის დამტკიცებას ლამობდა იმის გამო, რომ მარქსისტული არ არის, რაც არავისთვის ახალ აღმოჩენას არ წარმოადგენდა. ამას მოჰყვა „კამათი” ოთხი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც ზოგმა ჩემ ყოფილ მოწაფეთაგანმაც თავი ისახელა”.

უნივერსიტეტიდან გაძევებული და მორალურად უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული ივანე ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხერხდა. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სამმა ფაქტორმა...

  • არბროთის დეკლარაცია

შოტლანდიელი ერის ბრძოლა ინგლისის წინააღმდეგ XIII-XIV საუკუნეებში დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული ბრძოლის შესანიშნავი ნიმუშია. ამ ბრძოლის პირველი ეტაპი (1296-1328) შოტლანდიაში ინგლისის ლაშქრობით დაიწყო. 1314 წელს ბანოკბერნში ინგლისელთა პირწმინდად დამარცხების შედეგად კი შოტლანდიამ დაკარგული დამოუკიდებლობა კვლავ მოიპოვა. ეს მოხდა მეფე რობერტ ბრიუსის დროს.

თუმცა, დამარცხების მიუხედავად, ინგლისის მეფე ედუარდ II კვლავ არ აღიარებდა შოტლანდიის დამოუკიდებლობას და არც საომარ მოქმედებებს წყვეტდა. 1320 წელს შოტლანდიელმა ბარონებმა, მთელი შოტლანდიელი ხალხის სახელით, წერილი გაუგზავნეს რომის პაპ იოანე XXII-ს და შესაბამისი არგუმენტების მოხმობით სთხოვეს - ერთი მხრივ, ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა და მეფე რობერტი - კანონიერ მმართველად, მეორე მხრივ კი დაერწმუნებინა ინგლისი, შეეწყვიტა საომარი მოქმედება შოტლანდიის წინააღმდეგ.

წერილს მოგვიანებით არბროთის დეკლარაცია უწოდეს. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წერილობით წყაროს წარმოადგენს შოტლანდიელი ხალხის ისტორიაში. აქ შესანიშნავად არის გამოხატული შოტლანდიელთა განწყობა, სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და ეროვნული თვითშეგნება, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლაში ყალიბდებოდა.

პაპი ყველაფერს აკეთებდა, რომ ინგლისსა და შოტლანდიას შორის დროებითი ზავი დადებულიყო, რათა ორივე მხარეს ფინანსური და ადამიანური რესურსები, ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტის ნაცვლად, წმინდა მიწაზე მუსლიმანების წინააღმდეგ მიემართა. თუმცა შოტლანდიელებს ზავი ნამდვილად არ სურდათ. მათ ბევრი რამ გაიღეს თავისუფლებისთვის, გადამწყვეტ ბრძოლაში შესაშური გამარჯვება მოიპოვეს და სურდათ, ყველაფერი დასრულებულიყო ლოგიკური შედეგით - დამოუკიდებლობის მოპოვებით, რომელსაც პაპი და მოწინააღმდეგე სახელმწიფო აღიარებდნენ.

  • კელნის ტაძარი

კელნის საკათედრო ტაძარი გერმანიის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. მისი მშენებლობა 1248 წელს დაიწყო და მხოლოდ 1880 წელს დასრულდა 157 მ სიმაღლის კოშკების აგებით, რომელთა წყალობით ტაძარი მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახდა - ოთხი წლით.

კელნის ტაძრის ადგილას IV საუკუნიდან იდგა პირველი ეკლესია, მეორე IX საუკუნეში ააგეს და ხანძარმა გაანადგურა. ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებისას კი კელნი საღვთო რომის იმპერიის ყველაზე მძლავრ და მდიდარ ქალაქს წარმოადგენდა. გერმანელებს სურდათ მიებაძათ ფრანგებისთვის და კათედრალი, რომელიც ყველა მანამდე არსებულს დაჩრდილავდა.

ტაძრის მშენებლობა აღმოსავლეთის მხრიდან დაიწყო და დაახლოებით 70 წელიწადში დასრულდა ნავების აგება და მოპირკეთება. XIV საუკუნეში დაიწყო სამხრეთის კოშკის მეორე სართულის, XV საუკუნეში - გვერდითი ნავების აგება, XVI საუკუნეში დასრულდა ჩრდილოეთი ნაწილის გადახურვა. ამის შემდეგ რამდენიმე საუკუნე ტაძარი დაუმთავრებელი იდგა. 1842 წელს მშენებლობის განახლების ხარჯები გაინაწილეს პრუსიის მეფემ და კელნის მოქალაქეების მიერ შექმნილმა “ტაძრის ასაგებმა დროებითმა საზოგადოებამ” (“საზოგადოება” დღესაც აფინანსებს კელნის ტაძრის ძირითად ხარჯებს). მშენებლობა სულ 632 წელიწადს გაგრძელდა.

ტაძრის საერთო სიგრძე 144,58 მეტრია, სიგანე - 86,25 მეტრი. ტაძრის ფართობი 7 914 კვმ-ია. მხოლოდ ფანჯრების ფართობი აღწევს 10 ათას კვმ-ს, ხოლო სახურავის ფართობი - 12 ათას კვმ-ს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ჰერკულესის კოშკი - მსოფლიოს უძველესი შუქურა
  • მოკლე ამბები. ლუნმენის "ქვაბები"
  • ხელოვნების ისტორიიდან. კოლხეთი და არგონავტიკა იტალიურ ხელოვნებაში (დასასრული)
  • აფხაზეთში ქრისტიანობის ისტორიიდან. სოხუმის საკათედრო ტაძარი
  • ეთნოლოგია. ლაზური კულინარიული ტრადიციები
  • მოსაზრება. ქიზიყის ძველი სახელწოდების გაგებისთვის
  • სპორტის ისტორიიდან. ფეხბურთის ღმერთის დაისი
  • ფირალები გურიაში. ამბავი სიმონა დოლიძისა
  • მონარქები. საფრანგეთის მეფე ლუი XIV (გაგრძელება)
  • სადაზვერვო თამაშები. კენძი დოიჰარა - ადამიანი მრავალი სახით

28 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეოთხე ტომი გამოვა

24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

"ბიბლუსში’’ წიგნებზე 50%-მდე საახალწლო ფასდაკლება დაიწყო