Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ
ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ

21 დე­კემ­ბრი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-17 ტომს შე­ი­ძენს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. გთა­ვა­ზობთ უკვე ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ ბლოგს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ი­ტის მკი­თხვე­ლის­თვის, „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ამ­ზა­დებს:

***

მი­დის და მი­დის, არ ჩერ­დე­ბა დრო, ულ­მო­ბე­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი... და თუ არ იპო­ვი იმას, რა­საც დრო ვერ ერე­ვა, ისე მოგსპობს და გა­გა­ნად­გუ­რებს, რო­გორც აცამ­ტვე­რებს ყვე­ლა­ფერს ამ­ქვეყ­ნი­ურს...

***

განა პან­დე­მია არ არ­სე­ბობს, განა ვირუ­სი არ ვრცელ­დე­ბა, განა ინ­ფექ­ცია ჩვენ არ დაგ­ვე­მარ­თე­ბა ან განა არა­სო­დეს და­ვი­ხო­ცე­ბით... უბ­რა­ლოდ, ამ შიშ­მა ადა­მი­ა­ნო­ბა არ დაგ­ვა­კარ­გვი­ნოს რა... ერ­თმა­ნე­თი არ დაგ­ვა­ვი­წყოს... ამ დრო­ე­ბით სამ­ყო­ფელ­ში დარ­ჩე­ნა არ გვე­გო­ნოს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი და მთა­ვა­რი გვახ­სოვ­დეს - ღმერ­თი თუ დავ­კარ­გეთ, მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა!

ცხე­ლი გუ­ლე­ბი მი­სურ­ვე­ბია ყვე­ლას­თვის, ჩემო მე­გობ­რე­ბო, სიყ­ვა­რულს რომ ვერ იტევს, ისე­თი - სიკ­ვდი­ლის შიშ­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ სიყ­ვა­რულს, მა­რა­დი­სო­ბა­ში და­მამ­კვიდ­რე­ბელს!

***

ჯერ ისე­დაც და­ძა­ბულ და და­ზაფ­რულ სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ ემა­ტე­ბა ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი, რა­საც გა­ურ­კვე­ვე­ლი ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ და კი­დევ უფრო ამ­ძი­მე­ბენ ადა­მი­ან­თა აუ­ტა­ნელ ყო­ფას. გვა­ში­ნე­ბენ, რომ მო­ტყუ­ე­ბით შეგ­ვიყ­ვა­ნენ ჩი­პებს და ეს იქ­ნე­ბა მხე­ცის ნი­შა­ნი - რომ ჩვენ, ყვე­ლა­ნი, და­ვი­ბეჭ­დე­ბით ან­ტიქ­რის­ტეს ნიშ­ნით.

და­ვი­წყოთ იმით, რომ რო­გორც მარ­კოზ მა­ხა­რე­ბე­ლი წერს მე­ო­რედ მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით: "იმ დღი­სა და იმ სა­ა­თი­სა არა­ვინ არა­ფე­რი იცის, არც ან­გე­ლო­ზებ­მა ცაში, არც ძემ, არა­მედ მხო­ლოდ მა­მამ". ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მე­ო­რედ მოს­ვლის ზუს­ტი დრო­ის შე­სა­ხებ არის ცრუ და არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბის საქ­მეს. მუდ­მი­ვი კვლე­ვა ამ სა­კი­თხი­სა ასე­ვე არ არის მა­ცხო­ნე­ბე­ლი. თუ რა­ტომ არის ეს ასე, ამის შე­სა­ხებ "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" ახა­ლი აღ­თქმის ნა­წილ­ში ნა­ხავთ მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბებს.ახლა, რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტყუ­ე­ბით და­ჩიპ­ვას: ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფალ არ­სე­ბად შექ­მნა და მი­ა­ნი­ჭა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნის სა­ბო­ლოო ხვედრს, მხო­ლოდ მი­სი­ვე არ­ჩე­ვა­ნი გან­სა­ზღვრავს. იმის­თვის, რომ ვცხონ­დეთ, უნდა ავირ­ჩი­ოთ ღმერ­თი - სი­ნა­ნუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით! ლურ­სმნე­ბით ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი იყო ავა­ზა­კი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის ბოლო წუთ­ში გა­ა­კე­თა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი და დიდი სი­ნა­ნუ­ლით სა­სუ­ფე­ვე­ლი მო­ი­პო­ვა.

ასე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ში­შით ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა! მოდი, ჩვენ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ რა - მოდი, დღეს­ვე, ახ­ლა­ვე შევ­ცვა­ლოთ ჩვე­ნი უღ­მერ­თო ცხოვ­რე­ბა. არა­ვინ იცის, რო­დის რა გვე­ლო­დე­ბა. ვი­ფხიზ­ლოთ უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა­ში, არ ჩაგ­ვე­ძი­ნოს და უღ­მერ­თოდ ნუ გა­ვა­ტა­რებთ ცხოვ­რე­ბას. თუ ვინ­მე ოდეს­მე მოგვ­თხოვს, რომ უარი ვთქვათ ქრის­ტე­ზე, აი, მა­შინ დავ­დგეთ მტკი­ცედ, ერ­თგულ ჯა­რის­კა­ცე­ბად. ახლა კი ბრძო­ლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თა­ვებს გა­მო­ვუ­ცხა­დოთ - სა­კუ­თარ ურ­წმუ­ნო თა­ვებს. და მო­ვემ­ზა­დოთ დიდი ომის­თვის, სა­დაც მშიშ­რე­ბი და ლაჩ­რე­ბი ვერ იო­მე­ბენ! ამი­ტომ, მედგრად ვი­ყოთ და ნუ­რაფ­რის ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა!

***

როცა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გვტკი­ვა, მოთ­მე­ნა რომ აღარ შეგ­ვიძ­ლია - ისე, აი, მა­შინ, ნაც­ვლად კი­თხვი­სა: რა­ტომ, რის­თვის, უფა­ლო? უნდა შევ­ძლოთ და მთე­ლი გუ­ლით, მთე­ლი გო­ნე­ბით, მთე­ლი ჩვე­ნი არ­სე­ბით აღ­მოვ­თქვათ: მად­ლო­ბა, ღმერ­თო! იყოს ნება შენი! ეს არის სა­ო­ცა­რი სა­ი­დუმ­ლო სი­ნერ­გი­ი­სა, ეს არის გზა ცხო­ნე­ბი­სა! აქ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი და და­ი­წყე­ბა სი­ხა­რუ­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი!

უფ­ლის­მი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა - სუ­ლის ნე­ტა­რე­ბა მოგ­ვმად­ლოს ღმერ­თმა

***

როცა ჩვენს ახ­ლო­ბელს გან­საც­დე­ლი აქვს, გა­ვი­ფიქ­რებთ ხოლ­მე - მეც არ და­მე­მარ­თო­სო. აი, აქ ვუშ­ვებთ შეც­დო­მას, რად­გან, ჩვენ უკვე დაგ­ვე­მარ­თა და ვერ ვი­თა­ვი­სებთ. თუკი სხვი­სი ტკი­ვი­ლი ისე არ გვტკი­ვა, რო­გორც სა­კუ­თა­რი, გულ­გრი­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა გვჭირს...

რამ­დენს გა­უძ­ლებს ადა­მი­ა­ნი? რამ­დენ­საც იტ­ვირ­თებს უფ­ლის შე­წევ­ნით. მარ­ტო მყო­ფი ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­უძ­ლებს, მაგ­რამ ღვთის იმე­დად მყო­ფი მთე­ლი სამ­ყა­როს ტკი­ვილს და­ი­ტევს.

მოს­ვე­ნე­ბა უნდა დაგ­ვა­კარ­გი­ნოს სხვის­მა ტკი­ვილ­მა, ფიქ­რით, გო­ნე­ბით, ლოც­ვით სულ მას­თან უნდა ვი­ყოთ. შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად ვერც შევ­ძლოთ ბევ­რი ვე­რა­ფე­რი. თუ გულ­ში გვე­ყო­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბით. ერ­თად ყოფ­ნით გა­დავ­რჩე­ბით ყვე­ლა­ნი, ისე­თი მძი­მე დროა, სხვა ვე­რა­ფე­რი გვიშ­ვე­ლის.

უფალ­მა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს!

***

ვიწ­რო გზაა ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი - გზა, რო­მე­ლიც სავ­სეა გან­საც­დე­ლე­ბით, ტკი­ვი­ლე­ბით, თავ­გან­წირ­ვით!.. ჩვე­ნი საგ­ზა­ლი კი ამ გზა­ზე არის რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი...

***

მალე ახა­ლი წელი დად­გე­ბა. მინ­და, ეს ახა­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ვუ­ლო­ცო მათ, ვინც მარ­ტოა, ვინც არც სან­ტას გა­ახ­სენ­და და არც თოვ­ლის ბა­ბუ­ას, ვინც უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რეს, ვინც მი­ტო­ვე­ბუ­ლია, ვი­საც ატ­კი­ნეს, ვი­საც აწყე­ნი­ნეს, ვი­საც სი­კე­თის წილ ბო­რო­ტე­ბით მი­უ­ზღეს, ვინც სნე­უ­ლე­ბით იტან­ჯე­ბა, ვი­საც შია, ვი­საც სცი­ვა, ვინც სხვა გან­საც­დე­ლით არის გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი - ყვე­ლას, ვი­საც ტკი­ვი­ლი აქვს გულ­ში, - ჩემო კე­თი­ლო მე­გობ­რე­ბო, ჩემო ტკბი­ლე­ბო, 2020-ს წა­ე­ღოს თქვე­ნი ტკი­ვი­ლი და გან­საც­დე­ლი! ბედ­ნი­ე­რე­ბის, სი­ხა­რუ­ლის, სიყ­ვა­რუ­ლის წელი დაგ­ვდგო­მო­დეს. ნუ გე­ში­ნი­ათ, აუ­ცი­ლებ­ლად მოვა ნუ­გე­ში და სი­ხა­რუ­ლი!

ღმერ­თო, და­ლო­ცე ყვე­ლა და­ჩაგ­რუ­ლი და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, შე­ე­წიე და გა­აძ­ლი­ე­რე!

***

21 დე­კემ­ბერს გა­მო­დის ახა­ლი აღ­თქმის მე­ო­რე ტომი - მა­თეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა.

მზის ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბაა ამ დღეს და ღამე შე­მოკ­ლე­ბას და­ი­წყებს, შე­სა­ბა­მი­სად, დღის ხან­გრძლი­ვო­ბა მო­ი­მა­ტებს. რა­ღაც­ნა­ირ ემო­ცი­ას იწ­ვევს ეს დღე - დას­რულ­და სიბ­ნე­ლის უპი­რა­ტე­სო­ბის პე­რი­ო­დი და სი­ნათ­ლე იკ­რებს ძა­ლას. ზუს­ტად იცი, რომ ახლა სიბ­ნე­ლე უკან და­ი­ხევს. იქ­ნე­ბა ბევ­რი დღე, ბევ­რი მზე, ბევ­რი სით­ბო.

ჩვე­ნი დაღ­მარ­თიც დას­რულ­დე­ბა, როცა იქ­ნე­ბა! აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა! და მოვა სი­ხა­რუ­ლი, იმე­დი, ბედ­ნი­ე­რე­ბა - ყვე­ლას გულ­ში, ყვე­ლა ოჯახ­ში! სუულ ყველ­გან!

შეგ­ვე­წი­ოს წმინ­და მათე მა­ხა­რებ­ლის მად­ლი მისი სა­ხა­რე­ბის ყვე­ლა წამ­კი­თხველ­სა და გამ­თა­ვი­სე­ბელს.

21 დე­კემ­ბრი­დან - გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად, „ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“, მე-17 ტომი! არ გა­მოგრჩეთ!

ავტორი:

ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ

ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ

21 დეკემბრიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-17 ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

მიდის და მიდის, არ ჩერდება დრო, ულმობელი და დაუნდობელი... და თუ არ იპოვი იმას, რასაც დრო ვერ ერევა, ისე მოგსპობს და გაგანადგურებს, როგორც აცამტვერებს ყველაფერს ამქვეყნიურს...

***

განა პანდემია არ არსებობს, განა ვირუსი არ ვრცელდება, განა ინფექცია ჩვენ არ დაგვემართება ან განა არასოდეს დავიხოცებით... უბრალოდ, ამ შიშმა ადამიანობა არ დაგვაკარგვინოს რა... ერთმანეთი არ დაგვავიწყოს... ამ დროებით სამყოფელში დარჩენა არ გვეგონოს ჩვენი ცხოვრების მიზანი და მთავარი გვახსოვდეს - ღმერთი თუ დავკარგეთ, მერე ყველაფერი სულერთი იქნება!

ცხელი გულები მისურვებია ყველასთვის, ჩემო მეგობრებო, სიყვარულს რომ ვერ იტევს, ისეთი - სიკვდილის შიშზე გამარჯვებულ სიყვარულს, მარადისობაში დამამკვიდრებელს!

***

ჯერ ისედაც დაძაბულ და დაზაფრულ სიტუაციას კიდევ ემატება ათასი ჭორ-მართალი, რასაც გაურკვეველი ძალები ავრცელებენ და კიდევ უფრო ამძიმებენ ადამიანთა აუტანელ ყოფას. გვაშინებენ, რომ მოტყუებით შეგვიყვანენ ჩიპებს და ეს იქნება მხეცის ნიშანი - რომ ჩვენ, ყველანი, დავიბეჭდებით ანტიქრისტეს ნიშნით.

დავიწყოთ იმით, რომ როგორც მარკოზ მახარებელი წერს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით: "იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ". ნებისმიერი წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის ზუსტი დროის შესახებ არის ცრუ და არ ემსახურება ადამიანის ცხონების საქმეს. მუდმივი კვლევა ამ საკითხისა ასევე არ არის მაცხონებელი. თუ რატომ არის ეს ასე, ამის შესახებ "ბიბლიის განმარტებების" ახალი აღთქმის ნაწილში ნახავთ მამათა განმარტებებს.ახლა, რაც შეეხება მოტყუებით დაჩიპვას: ღმერთმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და მიანიჭა არჩევანის თავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის საბოლოო ხვედრს, მხოლოდ მისივე არჩევანი განსაზღვრავს. იმისთვის, რომ ვცხონდეთ, უნდა ავირჩიოთ ღმერთი - სინანულით და სიყვარულით! ლურსმნებით ჯვარზე გაკრული იყო ავაზაკი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წუთში გააკეთა სწორი არჩევანი და დიდი სინანულით სასუფეველი მოიპოვა.

ასე დაუსრულებელი შიშით ცხოვრება არ შეიძლება! მოდი, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ რა - მოდი, დღესვე, ახლავე შევცვალოთ ჩვენი უღმერთო ცხოვრება. არავინ იცის, როდის რა გველოდება. ვიფხიზლოთ უფლის ერთგულებაში, არ ჩაგვეძინოს და უღმერთოდ ნუ გავატარებთ ცხოვრებას. თუ ვინმე ოდესმე მოგვთხოვს, რომ უარი ვთქვათ ქრისტეზე, აი, მაშინ დავდგეთ მტკიცედ, ერთგულ ჯარისკაცებად. ახლა კი ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავებს გამოვუცხადოთ - საკუთარ ურწმუნო თავებს. და მოვემზადოთ დიდი ომისთვის, სადაც მშიშრები და ლაჩრები ვერ იომებენ! ამიტომ, მედგრად ვიყოთ და ნურაფრის ნუ შეგვეშინდება!

***

როცა ძალიან, ძალიან გვტკივა, მოთმენა რომ აღარ შეგვიძლია - ისე, აი, მაშინ, ნაცვლად კითხვისა: რატომ, რისთვის, უფალო? უნდა შევძლოთ და მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი ჩვენი არსებით აღმოვთქვათ: მადლობა, ღმერთო! იყოს ნება შენი! ეს არის საოცარი საიდუმლო სინერგიისა, ეს არის გზა ცხონებისა! აქ დასრულდება ყველა ტკივილი და დაიწყება სიხარული დაუსრულებელი!

უფლისმიერი ბედნიერება - სულის ნეტარება მოგვმადლოს ღმერთმა

***

როცა ჩვენს ახლობელს განსაცდელი აქვს, გავიფიქრებთ ხოლმე - მეც არ დამემართოსო. აი, აქ ვუშვებთ შეცდომას, რადგან, ჩვენ უკვე დაგვემართა და ვერ ვითავისებთ. თუკი სხვისი ტკივილი ისე არ გვტკივა, როგორც საკუთარი, გულგრილობა და სიყვარულის უკმარისობა გვჭირს...

რამდენს გაუძლებს ადამიანი? რამდენსაც იტვირთებს უფლის შეწევნით. მარტო მყოფი ვერაფერსაც ვერ გაუძლებს, მაგრამ ღვთის იმედად მყოფი მთელი სამყაროს ტკივილს დაიტევს.

მოსვენება უნდა დაგვაკარგინოს სხვისმა ტკივილმა, ფიქრით, გონებით, ლოცვით სულ მასთან უნდა ვიყოთ. შეიძლება ფიზიკურად ვერც შევძლოთ ბევრი ვერაფერი. თუ გულში გვეყოლება, აუცილებლად დავეხმარებით. ერთად ყოფნით გადავრჩებით ყველანი, ისეთი მძიმე დროა, სხვა ვერაფერი გვიშველის.

უფალმა შეგვაძლებინოს!

***

ვიწრო გზაა ჩვენი არჩევანი - გზა, რომელიც სავსეა განსაცდელებით, ტკივილებით, თავგანწირვით!.. ჩვენი საგზალი კი ამ გზაზე არის რწმენა და სიყვარული...

***

მალე ახალი წელი დადგება. მინდა, ეს ახალი წელი განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც მარტოა, ვინც არც სანტას გაახსენდა და არც თოვლის ბაბუას, ვინც უსამართლოდ დაჩაგრეს, ვინც მიტოვებულია, ვისაც ატკინეს, ვისაც აწყენინეს, ვისაც სიკეთის წილ ბოროტებით მიუზღეს, ვინც სნეულებით იტანჯება, ვისაც შია, ვისაც სცივა, ვინც სხვა განსაცდელით არის გულდამძიმებული - ყველას, ვისაც ტკივილი აქვს გულში, - ჩემო კეთილო მეგობრებო, ჩემო ტკბილებო, 2020-ს წაეღოს თქვენი ტკივილი და განსაცდელი! ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის წელი დაგვდგომოდეს. ნუ გეშინიათ, აუცილებლად მოვა ნუგეში და სიხარული!

ღმერთო, დალოცე ყველა დაჩაგრული და გაჭირვებული, შეეწიე და გააძლიერე!

***

21 დეკემბერს გამოდის ახალი აღთქმის მეორე ტომი - მათეს სახარების განმარტებების გაგრძელება.

მზის ზამთრის ბუნიობაა ამ დღეს და ღამე შემოკლებას დაიწყებს, შესაბამისად, დღის ხანგრძლივობა მოიმატებს. რაღაცნაირ ემოციას იწვევს ეს დღე - დასრულდა სიბნელის უპირატესობის პერიოდი და სინათლე იკრებს ძალას. ზუსტად იცი, რომ ახლა სიბნელე უკან დაიხევს. იქნება ბევრი დღე, ბევრი მზე, ბევრი სითბო.

ჩვენი დაღმართიც დასრულდება, როცა იქნება! აუცილებლად დასრულდება! და მოვა სიხარული, იმედი, ბედნიერება - ყველას გულში, ყველა ოჯახში! სუულ ყველგან!

შეგვეწიოს წმინდა მათე მახარებლის მადლი მისი სახარების ყველა წამკითხველსა და გამთავისებელს.

21 დეკემბრიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, მე-17 ტომი! არ გამოგრჩეთ!

მოუსმინე პირველ თავს უფასოდ და შეიძინე აუდიოწიგნი 30%-იანი ფასდაკლებით - gudabooks.ge-ს ახალი შეთავაზება აქვს

21 დეკემბრიდან უნიკალური პროექტის “ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოიცემა

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს