საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს
თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, თვა­ლჭ­რე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე უკა­ნო­ნოდ აშე­ნე­ბუ­ლი 7 ობი­ექ­ტის მფლო­ბე­ლებს დე­მონ­ტა­ჟის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად 4 დღეს აძ­ლევს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლე­ვან ჯღარ­კა­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯღარ­კა­ვამ აღ­ნიშ­ნა, თუ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი 4 დღის ვა­და­ში არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სექ­ცია თა­ვად და­ი­წყებს არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტაჟს.

„თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ სის­ტე­მა­ტუ­რად მიმ­დი­ნა­რე ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გად სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, თვა­ლჭ­რე­ლი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ხელ­მწი­ფო მი­წა­ზე 7 უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა. ვი­ნა­ი­დან დამ­რღვე­ვი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ობი­ექ­ტზე გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გა­მო­აკ­რეს. კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნის თა­ნახ­მად, სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი ვალ­დე­ბუ­ლია უმოკ­ლეს ვა­და­ში და­უ­კავ­შირ­დეს სა­ბუთ­ზე მი­თი­თე­ბულ ნო­მერს და მო­ახ­დი­ნოს უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის დე­მონ­ტა­ჟი. მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მათ, 4 დღის ვა­და­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყებს არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტაჟს. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი არ და ვერ და­უშ­ვებს სა­ხელ­მწი­ფო მი­წის მი­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებს და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია მას­შტა­ბურ რე­ი­დებს ატა­რებს თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი დამ­რღვე­ვი ფაქ­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რე­ა­გი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჯღა­კა­ვამ.

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლის­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის დე­მონ­ტა­ჟის სა­კითხს და აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, თით­ქოს მე­რია სახ­ლე­ბი­დან ყრის გა­ჭირ­ვე­ბულ და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს და უნ­გრევს მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე უკა­ნო­ნო დე­მონ­ტა­ჟის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, სა­დაც მო­ბი­ნად­რე­ე­ბი არ ცხოვ­რო­ბენ, რაც შე­ე­ხე­ბა უკვე შე­სახ­ლე­ბულ შე­ნო­ბებს, მათ­ზე სხვა სა­კა­ნონ­მდებ­ლო წესი მოქ­მე­დებს, რაც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯღარ­კა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
JHJH
0

AM KACMA MAINC TAVISI SAXSREBIT AASHENA DA IMAS T RATOM AR XEDAVS ZGVISUBANSHI USHVELEBELI KORPUSI ROM MIITVISA VIGAC KACMA KOMUNISTEBIS DROS ASHENEWBULI SAXELMWIFO KONEBA RASHIA SAKME TU LANGRIT MIARTVES ES GAMOIDZIET MITACEBULI ROM AKVT AMXELA MTAVROBIS SWAKUTREBASHI ARSEBULI SHENOBEBI RATOM MAT AR UBEWDAVT

კახა
13

არჩევნებამდე რატო იყავით გასუსული ბიჭებო??? აცალეთ აშენება ამ საცოდავ ხალხს და მერე დაესხით თავზე. ეეე არ გამოვა ეგ ვირეშმაკობა ხალხი ყველაფერს ხედავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟის განსახორციელებლად 4 დღეს აძლევს. ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, თუ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი 4 დღის ვადაში არ განხორციელდება, მაშინ თბილისის მუნიციპალური ინსექცია თავად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სისტემატურად მიმდინარე ინსპექტირების შედეგად სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო შენობა-ნაგებობა დააფიქსირა. ვინაიდან დამრღვევი ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს. კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია უმოკლეს ვადაში დაუკავშირდეს საბუთზე მითითებულ ნომერს და მოახდინოს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, 4 დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია შესაბამისად დაიწყებს არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტებს და მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს თითოეული ასეთი დამრღვევი ფაქტის გამოსავლენად და განახორციელებს რეაგირებას“, - განაცხადა ჯღაკავამ.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა თბილისში განხორციელებულ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება.

„მინდა გამოვეხმაურო იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას, თითქოს მერია სახლებიდან ყრის გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს და უნგრევს მათ საცხოვრებელ სახლებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო დემონტაჟის განხორციელებაზე, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ, რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება“, - განაცხადა ჯღარკავამ.