პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2" დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ
"რუსთავი 2" დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

"რუს­თა­ვი 2“ და­უბ­რუნ­და არა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და კა­ნო­ნი­ერ მე­სა­კუთ­რე­ებს, არა­მედ ქი­ბარ ხალ­ვაშს, რო­მე­ლიც მი­სი­ვე აღი­ა­რე­ბით იყო 2004 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე და იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი,- ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ჯარ­ჯი აქი­მი­ძემ და და­ვით დვალ­მა, ასე­ვე იუ­რის­ტმა კახა კო­ჟო­რი­ძემ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­ავ­რცე­ლეს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხალ­ვა­შის­თვის „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა კი არა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბაა.

„ყუ­რა­დღე­ბით გა­ვე­ცა­ნით იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ შე­მაშ­ფო­თე­ბელ გა­ცხა­დე­ბებს „რუს­თა­ვი 2“-ის ღა­მის კუ­რი­ე­რის ეთერ­ში, სა­დაც მან აღ­ნიშ­ნა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს კი „არ ეძი­ნა“, არა­მედ ბევ­რი იშ­რო­მეს, რომ „რუს­თა­ვი 2“ "მის მე­სა­კუთ­რეს“ დაბ­რუ­ნე­ბო­და. გვსურს რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას გა­ვუს­ვათ ხაზი:

1. "რუს­თა­ვი 2“ და­უბ­რუნ­და არა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­სა და კა­ნო­ნი­ერ მე­სა­კუთ­რე­ებს, არა­მედ ბა­ტონ ქი­ბარ ხალ­ვაშს, რო­მე­ლიც მი­სი­ვე აღი­ა­რე­ბით იყო 2004 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე და იმ­დრო­ინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ხალ­ვა­შის­თვის „რუს­თა­ვი 2“-ის გა­და­ცე­მა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა კი არ არის, არა­მედ არის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე.

2. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2019 წელს ჩვენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ვი­ტა­ნეთ სა­სა­მარ­თლო­ში და მო­ვი­თხო­ვეთ „რუს­თა­ვი 2“-ის 60% წი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. გვსურს ვაც­ნო­ბოთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენს სარ­ჩელ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღემ­დე არ­ცერ­თი პრო­ცე­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არც ის არის ცნო­ბი­ლი, თუ რო­დის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი სხდო­მა.

შე­და­რე­ბის­თვის უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ქალ­ბა­ტო­ნი თეას სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ",არ ეძი­ნა“, ქი­ბარ ხალ­ვა­შის 2015 წელს შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ზუს­ტად 3 თვე­ში ჩა­ა­ტა­რა არა­ერ­თი სხდო­მა და მი­ი­ღო ხალ­ვა­შის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ერთი და იმა­ვე სა­სა­მარ­თლოს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ უსა­მარ­თლო­ბას და შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ხალ­ვა­შის სარ­ჩე­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო და­ვის სწრა­ფად გან­ხილ­ვა და ასეც მოხ­და: და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში სა­სა­მარ­თლოს სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ამ, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის ჩათ­ვლით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს იყო რე­კორ­დუ­ლად სწრა­ფი დრო ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში, რა­საც ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა. ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სია პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და შე­დე­გად დღემ­დე არ­ცერ­თი სხდო­მა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

3. გარ­და ამი­სა, 2012 წელს ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა 2004 წელს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და „რუს­თა­ვი 2“-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბა­დაც გვცნეს, მაგ­რამ შემ­დეგ საქ­მე "და­ა­ძი­ნეს“ და პრო­კუ­რა­ტუ­რის ბნელ და მტვრი­ან თა­რო­ზე შე­მო­დეს. რა­ტომ მო­იქ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია: სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დად­გე­ნა გა­ა­მარ­ტი­ვებ­და იმას, რომ „რუს­თა­ვი 2“ მის კა­ნო­ნი­ერ მე­სა­კუთ­რე­ებს დაბ­რუ­ნე­ბო­და, რაც არ შე­დი­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში. ჩვენ მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლით თუ რო­დის გა­იღ­ვი­ძებს სა­სა­მარ­თლო და და­ი­წყებს ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვას. ვი­თხოვთ ერ­თა­დერთ რა­მეს: სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს! კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც წარ­თმე­უ­ლი „რუს­თა­ვი 2“ და­უბ­რუნ­დე­ბა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში წამ­ყვა­ნებს მი­მარ­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა „რუს­თა­ვი 2“-ის მე­სა­კუთ­რეს­თვის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ბევ­რი იშ­რო­მა.

“თქვენ ჩვენ და­გიბ­რუ­ნეთ ის, რაც გე­კუთ­ვნო­დათ, „რუს­თა­ვი 2" ეკუთ­ვნო­და ხალ­ხს, ეკუთ­ვნო­და მის მე­სა­კუთ­რეს და ამა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა დევს და მე თქვენ­გან მაქვს მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ იდ­გე­ბით სი­მარ­თლის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე“,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
55

ესენი რავა ხანდახან გაიღვიძებენ.

tngh
66

დამფუძნებელი არ ნიშნავს სამუდამო მფლობელობას. მოხარული ვიქნები, თუ დამფუძნებლები თუ ტ/კ "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მფლობელთან გონივრულ შეთანხმებას მიაღწევენ და სასამართლოს გარეშე მორიგდებიან წილობრივ მფლობელობაზე...

ავტორი:

"რუსთავი 2" დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2" დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, ასევე იურისტმა კახა კოჟორიძემ ერთობლივი განცხადება გააავრცელეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არა, სამართლიანობაზე გაუკუღმართებული შეხედულებაა.

„ყურადღებით გავეცანით იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ გაცხადებებს „რუსთავი 2“-ის ღამის კურიერის ეთერში, სადაც მან აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს კი „არ ეძინა“, არამედ ბევრი იშრომეს, რომ „რუსთავი 2“ ,,მის მესაკუთრეს“ დაბრუნებოდა. გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი:

1. ,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის „რუსთავი 2“-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე.

2. როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ „რუსთავი 2“-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა.

შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

3. გარდა ამისა, 2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ „რუსთავი 2“ მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში. ჩვენ მოთმინებით ველით თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში წამყვანებს მიმართა და განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრესთვის დაბრუნებისთვის ბევრი იშრომა.

“თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ, „რუსთავი 2" ეკუთვნოდა ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს და ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე“,- განაცხადა წულუკიანმა.

"ხელყუმბარა არ ჰქონია" - რას ყვება გუშინ, გლდანში დაკავებული პირის ადვოკატი

"შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება" - მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მამაკაცს ხელყუმბარა უჭირავს და თავის აფეთქებით იმუქრება