მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ბადებს ეჭვს" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ
"ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ბადებს ეჭვს" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი საქ­მის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას არ იზი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მა­ვენ.

ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ საქ­მის სწრა­ფად შე­წყვე­ტა ბა­დებს ეჭვს, რომ „თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე მათ­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა“.

„ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ასე სწრაფ რე­ჟიმ­ში იმოქ­მე­და. იცით, რომ მათ გუ­შინ ოჯახ­თან ჰქონ­დათ შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც დაც­ვის მხა­რეც ეს­წრე­ბო­და. იქ გა­ნი­სა­ზღვრა, რომ ჩვენ უნდა წარ­გვედ­გი­ნა და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­საც სურ­და გაც­ნო­ბო­და რამ­დე­ნი­მე ოქმს, და­ე­ფიქსრე­ბი­ნა თა­ვი­სი კი­თხვე­ბი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო. მან შე­მა­ჯა­მებ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან პა­სუ­ხე­ბი ვერ მი­ი­ღო. ასეთ სწრაფ რე­ჟიმ­ში საქ­მის შე­წყვე­ტა ნამ­დვი­ლად ბა­დებს ეჭვს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან სწრა­ფად და რო­გორც ჩანს, მათ­თვის ეს საქ­მე ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, რის გა­მოც ამ საქ­მის დას­რუ­ლე­ბა სურთ. პრინ­ცპი­ში, დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე მათ ახა­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამთ. იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეს, რაც პირ­ველ ბრი­ფინგზე, რომ ეს სუ­ი­ცი­დი იყო. რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დათ ამ ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად და საქ­მე და­ას­რუ­ლეს. ასეთ ნაჩ­ქა­რევ რე­ჟიმ­ში გად­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დით. შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნა. რა თქმა უნდა, ამ საქ­მე­ზე ბრძო­ლას ვა­პი­რებთ. ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­მარ­თლებ­რივ რე­გუ­ლა­ცი­ას გა­მო­ვი­ყე­ნებთ, აუ­ცი­ლებლდ გა­ვა­სა­ჩი­რებთ და ამ საქ­მე­ზე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავთ“,-გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სიღ­რმი­სე­უ­ლად არის გა­მო­საკ­ვლე­ვი და ისი­ნი არ იზი­ა­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცი­ას, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლა.

„პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ო­ლოდ და­ეყ­რდნო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, სა­დაც ალ­ბა­თო­ბით წე­რია, რომ შე­საძ­ლოა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს თავი მო­ეკ­ლა მა­შინ, რო­დე­საც შე­საძ­ლოა, ეს ასე არც იყო. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ე­ბი ღირ­სმი­სე­უ­ლად არის გა­მო­საკ­ვლე­ვი. პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია, რომ საქ­მე გვაქვს სუ­ი­ციდ­თან, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით საქ­მე არც უწარ­მო­ე­ბი­ათ, რომ ეს ვერ­სია გა­მო­ე­რი­ცხათ. რი­თაც გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს, იმით და­ას­რუ­ლეს. რო­გორც ჩანს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე მათ­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა და ამ პრობ­ლე­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ და მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ჩა­ნა­წე­რებ­ზე აპე­ლი­რე­ბენ, რო­მე­ლიც გა­სულ თვე­ებ­ში არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ახა­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი და მი­მო­წე­რე­ბი ასა­ხუ­ლი არ არის“,-გა­ნა­ცხა­და ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტეს, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზენონი
5

ამაზე ამბობთ ,,სწრაფ რეჟიმშიო"? აბა როგორ გინდათ, სანამ ადვოკატები და სკეპტიკოსები არ დაიჯერებენ, მანამდე გაგრძელდეს?

მოქალაქე
0

წადით თქვენი უნამუსო, სინდისისძარღვგაწყვეტილი .............................!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ბადებს ეჭვს" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

"ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ბადებს ეჭვს" - ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი საქმის შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის განცხადებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

ეკა ქობესაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ საქმის სწრაფად შეწყვეტა ბადებს ეჭვს, რომ „თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა“.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ პროკურატურამ ასე სწრაფ რეჟიმში იმოქმედა. იცით, რომ მათ გუშინ ოჯახთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელსაც დაცვის მხარეც ესწრებოდა. იქ განისაზღვრა, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თეონა თამაზაშვილსაც სურდა გაცნობოდა რამდენიმე ოქმს, დაეფიქსრებინა თავისი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და პასუხები მიეღო. მან შემაჯამებლად განაცხადა, რომ პროკურატურისგან პასუხები ვერ მიიღო. ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ პროკურატურა მოქმედებს ძალიან სწრაფად და როგორც ჩანს, მათთვის ეს საქმე ძალიან დიდი პრობლემაა, რის გამოც ამ საქმის დასრულება სურთ. პრინცპიში, დღევანდელ ბრიფინგზე მათ ახალი არაფერი უთქვამთ. იგივე გაიმეორეს, რაც პირველ ბრიფინგზე, რომ ეს სუიციდი იყო. როგორც ჩანს, რამდენიმე თვე დასჭირდათ ამ ვერსიის გასამყარებლად და საქმე დაასრულეს. ასეთ ნაჩქარევ რეჟიმში გადწყვეტილების მიღებას ნამდვილად არ ველოდებოდით. შეთანხმებულები ვიყავით, რომ საქმეზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო და მიხეილ რამიშვილს კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეზე ბრძოლას ვაპირებთ. ყველა შესაძლო სამართლებრივ რეგულაციას გამოვიყენებთ, აუცილებლდ გავასაჩირებთ და ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისი შეფასებით, საქმეზე მტკიცებულებები სიღრმისეულად არის გამოსაკვლევი და ისინი არ იზიარებენ პროკურატურის პოზიციას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

„პროკურატურის გადაწყვეტილება საბოოლოდ დაეყრდნო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ალბათობით წერია, რომ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს თავი მოეკლა მაშინ, როდესაც შესაძლოა, ეს ასე არც იყო. ეს მტკიცებულება არ უნდა ყოფილიყო შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საქმეზე მტკიცებულეები ღირსმისეულად არის გამოსაკვლევი. პროკურატურის პოზიცია, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, ვერანაირად ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი, რადგან ფაქტობრივად მკვლელობის მუხლით საქმე არც უწარმოებიათ, რომ ეს ვერსია გამოერიცხათ. რითაც გამოძიება დაიწყეს, იმით დაასრულეს. როგორც ჩანს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა და ამ პრობლემისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ისინი ცდილობენ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ჩანაწერებზე აპელირებენ, რომელიც გასულ თვეებში არის გაკეთებული. ახალი ჩანაწერები და მიმოწერები ასახული არ არის“,-განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა