სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს
"მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ით­ქვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

"მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა 600-ზე მეტი პირი; ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვა; და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ასე­უ­ლო­ბით სა­ა­თის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რე­ბი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ათა­სო­ბით სა­ტე­ლე­ფო­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ; აღ­დგე­ნი­ლი და შეს­წავ­ლილ იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფონ­სა და კომ­პი­უ­ტერ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით “facebook”-დან და „Instagram“-დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პი­რად ან­გა­რი­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია; ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და არამ­ხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, არა­მედ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბის დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტე­ბი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათი ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­მელ­თა მო­თხოვ­ნით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო, თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­და­მოწ­მდა მათ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თუ სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ვერ­სია, თუმ­ცა საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა ცხად­ყო, რომ არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს.

საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წუ­თობ­რი­ვი სი­ზუს­ტით იქნა რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ:

2017 წლის აგ­ვის­ტო­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა შპს „ზეგ­ში“, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი იყო 2020 წლის ივ­ლი­სამ­დე. ამ პე­რი­ოდ­ში, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გა­უჩ­ნდა გრძნო­ბე­ბი მისი უფ­რო­სის ნ.გ.-ს მი­მართ. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ვებგ­ვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის სა­სიყ­ვა­რუ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­და - ამ ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ პირს, მათ შო­რის, სა­კუ­თარ თავს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თზე გა­უგ­ზავ­ნოს წე­რი­ლი და თა­ვად გან­სა­ზღვროს მისი ად­რე­სატ­თან მის­ვლის კონ­კრე­ტუ­ლი წელი, თვე და რი­ცხვი. აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს ნ.გ.-სად­მი მის სიყ­ვა­რულ­ზე, იმა­ზე თუ რო­გორ იტან­ჯე­ბა და ფიქ­რობს თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე. ვებგ­ვერდ „momavali.me“-ს სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავ­საც უგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს, სა­დაც ასე­ვე სა­უბ­რობ­და თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, - რომ სურს სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ამას ვერ აკე­თებს. 2020 წლის 20 თე­ბერ­ვალს გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც უნდა მი­ე­ღო 2020 წლის 27 ივ­ნისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავს ეკი­თხე­ბა: "ისევ ისე ცუ­დად ხარ და ისევ ხში­რად ფიქ­რობ სიკ­ვდილ­ზე? ან იქ­ნებ უკვე იცი კი­დეც რა არის?’’ 2020 წლის 21 თე­ბერ­ვალს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფ­ში და­წე­რა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ხში­რად აწუ­ხებს სუ­ი­ცი­დუ­რი აზ­რე­ბი, ერთხელ სცა­და და არ გა­მო­უ­ვი­და, ხში­რად აწყობს გეგ­მებს და არ­ჩევს გზებს, რო­მე­ლი სჯობს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და ითხოვს ურ­ჩი­ონ ფსი­ქო­ლო­გი ან ფსი­ქი­ატ­რი. 2020 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი ფსი­ქო­ლოგ­თან.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ ჯერ კი­დევ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივ­ნისს, მან „Google“-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე და­ძებ­ნა ტექ­სტი თვით­მკვლე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბის მო­სა­ძებ­ნად, სა­ი­და­ნაც გა­და­ვი­და ბმულ­ზე, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია სტა­ტია თვით­მკვლე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, თვით­მკვლე­ლო­ბა ელექტრო­შო­კის გა­მო­ყე­ნე­ბით, არ­ტე­რი­უ­ლი ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რით და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჭარ­ბი დო­ზის მი­ღე­ბით.თვით­მკვლე­ლო­ბის შერ­ჩე­ულ მე­თოდ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, 2020 წლის 17 ივ­ლისს, 13:48:27 და 13:58:58 სა­ათ­ზე „Google“-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში და­ძებ­ნა ტექ­სტი: „სა­ძი­ლე აბე­ბი ურე­ცეპ­ტოდ“ და „სად იყი­დე­ბა ურე­ცეპ­ტოდ თბი­ლის­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აბე­ბი“. 14:42:50 სა­ა­თამ­დე „გუ­გლის“ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მით ასე­ვე ეძებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტებს. ძებ­ნის შე­დე­გე­ბი­დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი გა­და­ვი­და ბმუ­ლებ­ზე, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი პრე­პა­რა­ტის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით მი­ღე­ბის შე­დე­გებ­ზე, მათ შო­რის, რო­გო­რი­ცაა - გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. სწო­რედ ამ კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი, რო­მელ­ზეც აღ­მოჩ­ნდა მხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დნმ, ამო­ღე­ბულ იქნა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ხოლო მე­დი­კა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა, ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, სხვა პრე­პა­რა­ტებ­თან ერ­თად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით აღ­მოჩ­ნდა მის ორ­გა­ნიზ­მში.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ასე­ვე შეს­წავ­ლილ იქნა, თუ რა გზით შე­ი­ძი­ნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბი. კერ­ძოდ, დად­გინ­და, რომ 17 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე და გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე აფ­თი­ა­ქებ­ში, სა­დაც სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­ი­ძი­ნა სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბა 20 აბი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი 28 აბი, ჰის­ტა­მი­ნუ­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბის ბლო­კა­ტო­რის შე­მად­გე­ნე­ლი პრე­პა­რა­ტის 30 აბი, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის პრე­პა­რა­ტი 60 აბი და ნატ­რი­უ­მის კო­ფე­ი­ნის ბენ­ზო­ა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბის პრე­პა­რა­ტის 12 აბი, ასე­ვე შე­ი­ძი­ნა ჩაი. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ, ვებგ­ვერდ „Momavali.me“-ს მეშ­ვე­ო­ბით, 18:06:04 და 18:06:42 სა­ათ­ზე ორი ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი ში­ნა­არ­სით - „მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დი“ და „კმა­ყო­ფი­ლი ხარ?“, გა­უგ­ზავ­ნა შპს „ზეგ­ში“ მის უფ­როსს ნ.გ.-ს, რომ­ლე­ბიც ად­რე­სატს 2021 წლის 17 ივ­ლისს და 2022 წლის 21 ივ­ლისს უნდა მი­ე­ღო. ამა­ვე ვებგ­ვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით 18:07:31 სა­ათ­ზე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გა­აგ­ზავ­ნა წე­რი­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი შე­კი­თხვით - „ცო­ცხა­ლი ხარ?“, რო­მე­ლიც უნდა მი­ე­ღო 2021 წლის 21 ივ­ლისს.

იმა­ვე დღეს, ანუ 17 ივ­ლისს, 18:35:57 სა­ათ­ზე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა „Google“-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში და­ძებ­ნა - „ფე­ის­ბუ­ქის ან­გა­რი­შის გა­უქ­მე­ბა სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ“, ხოლო 18:36:02 სა­ათ­ზე შე­ვი­და „Facebook“-ის დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და გა­ეც­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას - „რო­გორ მო­ვი­თხო­ვო ოჯა­ხის გარ­დაც­ვლი­ლი წევ­რის ფე­ის­ბუქ ექა­უნ­თის გა­უქ­მე­ბა“. 18:36:20 სა­ათ­ზე „Facebook“-ის დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ეც­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას - „ან­გა­რი­შის წაშ­ლის ან მე­მო­რი­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნა“ და „რა მო­უ­ვა ჩემს ფე­ის­ბუ­ქის ან­გა­რიშს თუ მე გარ­და­ვიც­ვლე­ბი?“

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იუს­ტი­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Facebook“-დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­დას­ტურ­და, რომ სხვა გა­რე­შე პი­რის მხრი­დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პი­რად ან­გა­რიშ­ზე წვდო­მას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და 2020 წლის 28 ივ­ლისს გან­ხორ­ცი­ელ­და ამ ან­გა­რი­შის მე­მო­რი­ა­ლი­ზა­ცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომ­ხმა­რებ­ლის ან­გა­რიშ­ზე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ასახ­ვა.

იმა­ვე დღეს, 20:31:42 სა­ათ­ზე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა „Google“-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში კვლავ მო­ძებ­ნა კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და სა­მე­დი­ცი­ნო პორ­ტალ - vidal.ge-ზე გა­ეც­ნო აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის ანო­ტა­ცი­ას, მათ შო­რის, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით მი­ღე­ბის შე­დე­გებს, რო­გო­რი­ცაა გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სრუ­ლად იქნა აღ­დგე­ნი­ლი 18 ივ­ლისს, ანუ თვით­მკვლე­ლო­ბის დღეს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, რომ­ლის უტყუ­ა­რო­ბა დას­ტურ­დე­ბა „Google“-ის ან­გა­რიშ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი „Timeline“-ის ფუნ­ქცი­ით ასა­ხუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით და გარე სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და 2019 წლის მარ­ტი­დან. მისი მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, დრო­ის ასახ­ვა და ამ მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის ის­ტო­რია ინა­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის „Google“-ს ან­გა­რიშ­ზე, რომ­ლი­თაც, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ზუს­ტად იქნა აღ­დგე­ნი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი, კერ­ძოდ:

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პი­რა­დი „Google“-ს ან­გა­რი­შის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით დად­გინ­და, რომ 18 ივ­ლისს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ი­წყო 10:09 სა­ათ­ზე - მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის ად­გი­ლი იყო მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თი. 10:15 სა­ათ­ზე მი­ვი­და ფო­ნი­ჭა­ლის პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, მისი ბე­ბი­ის რ.ზ.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც გა­ჩერ­და და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუთი. 10:25 სა­ათ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­ად­გილ­და რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, სა­ი­და­ნაც გა­და­ვი­და თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცილ­ზე, გზი­დან გა­და­უხ­ვია ფო­ნი­ჭა­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­ი­და­ნაც მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცილ­ზე და 12:13 სა­ათ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა სო­ფელ მა­წე­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რედ, ბუჩ­ქებს შო­რის არ­სე­ბულ ად­გილ­ზე. ეს არის მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის ბოლო ლო­კა­ცია, სა­დაც 22 ივ­ლისს, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ იქნა მისი ცხე­და­რი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტით უტყუ­ა­რად დად­გე­ნი­ლია, რომ „Google“-ის ან­გა­რიშ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი „Timeline“-ის მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი ბოლო ლო­კა­ცია, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით ემ­თხვე­ვა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის და გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის ად­გილს.

„Google“-ს ან­გა­რიშ­ზე შე­ნა­ხუ­ლი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის 18 ივ­ლისს გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია გა­მო­ძი­ე­ბის მიერ 112-დან და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბი­დან მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დად­გე­ნი­ლია, რომ თეთ­რი­წყა­როს მი­მარ­თლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ის არ სარ­გებ­ლობ­და გზამ­კვლე­ვი ელექტრო­ნუ­ლი პროგ­რა­მით და არ ეძებ­და კონ­კრე­ტულ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ან მი­სა­მართს.22 ივ­ლისს ავ­ტო­მან­ქა­ნის აღ­მო­ჩე­ნი­სას, მისი ძრა­ვი იყო გა­მო­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნის ოთხი­ვე კარი - ელექ­ტორ­ნუ­ლი გა­სა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით შიგ­ნი­დან ჩა­კე­ტი­ლი, რო­მელ­თა მი­ნე­ბი სრუ­ლად იყო აწე­უ­ლი. ავ­ტო­მან­ქა­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დგომ, მისი გახ­სნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­თა­და­რი­გო გა­სა­ღე­ბით. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­ლო­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ტექ­ნი­კურ-ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბა მომ­ხდა­რია მძღო­ლის მიერ მისი ექპ­ლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით გა­მო­ი­რი­ცხა ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­რე­შე ძა­ლით, ბუქ­სი­რე­ბით ან გათ­რე­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა 18 ივ­ლი­სი­დან 22 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

18 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით და ანტრო­პო­ეტ­რი­უ­ლი შე­და­რე­ბი­თი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან იჯდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და მის გარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში არა­ვინ მჯდა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ასე­ვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გოლ­თე­თის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც, ადას­ტუ­რე­ბენ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ყოფ­ნის ფაქტს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად უტყუ­ა­რად იქნა დად­გე­ნი­ლი, რომ 2020 წლის 18 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის მიერ ხსე­ნე­ბულ ლო­კა­ცი­ა­ზე მის­ვლი­დან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნის აღ­მო­ჩე­ნამ­დე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში სხვა პირი არ იმ­ყო­ფე­ბო­და. თვით­მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა მი­ი­ღო მის მიერ წინა დღით, 17 ივ­ლისს შე­ძე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის ნა­წი­ლი. სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წნე­ვის, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და სა­ძი­ლე მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მელ­თა ოდე­ნო­ბა ასე­უ­ლო­ბით აღე­მა­ტე­ბო­და დად­გე­ნილ მი­ნი­მა­ლურ ლე­ტა­ლურ ოდე­ნო­ბას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ წინა დღით აფ­თი­ა­ქებ­ში შე­ძე­ნი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის იდენ­ტუ­რია. ამ პრე­პა­რა­ტე­ბის ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი და აბე­ბის ნა­წი­ლი აღ­მო­ჩე­ნილ იქნა 22 ივ­ლისს ავ­ტო­მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ პრე­პა­რა­ტე­ბის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რას, სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვით დად­გინ­და, რომ მათი მოხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ორა­ლუ­რი გზით (ანუ საყ­ლა­პა­ვით) და არა ინექ­ცი­ის გზით (ანუ სის­ხლი­დან). გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ ბა­კუ­რი­ა­ნის სას­მე­ლი წყლის ცა­რი­ელ ბოთ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი წყლის წვეთ­ში აღ­მოჩ­ნდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის კვა­ლი. ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი დას­კვნის თა­ნახ­მად კი, ტაბ­ლე­ტის ფორ­მით არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი სი­თხე­ში, მათ შო­რის წყალ­ში გახ­სნი­სას მი­ი­ღე­ბა სუს­პენ­ზია ანუ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სი­თხე იქ­ნე­ბა შემღვრე­უ­ლი და არა გამჭვირ­ვა­ლე და უფე­რო, რაც გა­მო­რი­ცხავს ტაბ­ლე­ტე­ბის გახ­სნას ბოთ­ლში, რად­გან ქი­მი­უ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და არა კვა­ლის სა­ხით, არა­მედ უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა თა­ვად მი­ი­ღო ტაბ­ლე­ტე­ბის სა­ხით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა მის მიერ წინა დღეს მო­ძი­ე­ბუ­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მას 2020 წლის 17 ივ­ლისს არ შე­უ­ძე­ნია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 17 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი „Google“-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ეძებს უშუ­ა­ლოდ და­სა­ხე­ლე­ბით, ამავდრო­უ­ლად კუთ­ვნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში 2020 წლის 12 ივ­ლისს შექ­მნილ სა­ნიშნ­ში (ე.წ. “notes”) ჩა­წე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სარ­გებ­ლობ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Facebook“-ის ორი ან­გა­რი­შით. 2020 წლის 17 ივ­ლისს 14:39 სა­ათ­ზე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­აგ­ზავ­ნა მოკ­ლე ტექ­სუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის და­სა­ხე­ლე­ბა მის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ „Facebook“-ის მე­ო­რე ან­გა­რიშ­ზე. მის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის ორ ცალ ცა­რი­ელ ფირ­ფი­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი დნმ ეკუთ­ვნის მხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს. ამას­თან, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ ბა­კუ­რი­ა­ნის სას­მე­ლი წყლის ცა­რი­ელ ბოთ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი წყლის წვე­თებ­ში, კვა­ლის სა­ხით აღ­მოჩ­ნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა.

ამ­დე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მოხ­მა­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­აც გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა 2020 წლის 17 ივ­ლისს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ აფ­თი­ა­ქებ­ში. მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა და წამ­ლე­ბის ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი სრუ­ლად არის ასა­ხუ­ლი ვი­დეო სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით და აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია, ხოლო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი მას 2020 წლის 17 ივ­ლი­სამ­დეც ჰქონ­და და მათი შე­ძე­ნა 2020 წლის 17 ივ­ლისს არ მო­უხ­დე­ნია.

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის, ასე­ვე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო და ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვა 22 ივ­ლისს ჩა­ტარ­და, და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, მისი სიკ­ვდი­ლი­დან გა­სუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 4 დღე. ამა­ვე სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვამ­ზე მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი, მათ შო­რის ინექ­ცი­ის, ანუ ნა­ნემ­სრე­ბის კვა­ლი, არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ასე­ვე არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტან­საც­მელ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უტყუ­ა­რი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბით იქნა უარ­ყო­ფი­ლი ყვე­ლა ვერ­სია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ. თვით­მკვლე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სხვა პირ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ყოფ­ნა, ასე­ვე, გა­მო­ი­რი­ცხა ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბით, რო­მელ­თა თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში არ­სე­ბულ ნივ­თებ­ზე, მათ შო­რის წყლის ცა­რი­ელ ბოთლზე აღ­მოჩ­ნდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დნმ-ის კვა­ლი.

22 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, აღ­მო­ჩე­ნილ იქნა ხელ­ნა­წე­რი ფურ­ცე­ლი ტექ­სტით - „ანა­ბარ­ზე თან­ხაა გა­მო­ი­ყე­ნეთ“, რო­მე­ლიც, კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია თა­ვად თა­მარ ბა­ჩა­ლიშ­ვი­ლის მიერ. მას­ზეც აღ­მოჩ­ნდა მხო­ლოდ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დნმ-ის კვა­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შეს­წავ­ლილ იქნა ს.ს. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის’’ პი­რა­დი ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლია სხვა­დას­ხვა დროს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი, შე­მო­სა­ვა­ლი­სა და გა­სა­ვა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 22 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნილ ან­გა­რი­შებ­ზე აღ­მოჩ­ნდა თან­ხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევ­როს ოდე­ნო­ბით, რაც წარ­მო­ა­დეგნს მის და­ნა­ზოგს ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­დან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე გა­ვა­ცა­ნით გე­ნე­ტი­კუ­რი/ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, და­მა­ტე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ და­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად - თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ებ­ზე სის­ხლის უჯრე­დე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა. გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად პირ­ბა­დე­ზე ნა­ნა­ხი იქნა მწე­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი, ხოლო პირ­ბა­დე­ებ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ქე­ბი კი წარ­მო­ად­გენს არას­წორ კონ­ტუ­რე­ბი­ან ე.წ. „კუ­დი­ან“ ლა­ქებს, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელს სხვა­დას­ხვა მწე­რე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი კვლე­ბი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ლონ­ში და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სპორ­ტულ ფეხ­საც­მელ­ზე არ­სე­ბულ ლა­ქებ­სა და ნა­დე­ბებს, ისი­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა მწე­რე­ბის მიერ, მოძ­რა­ო­ბის/გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის, რო­გო­რი­ცაა სის­ხლი, ქსო­ვი­ლო­ვა­ნი სი­თხე, ლპო­ბით პრო­ცეს­ში მყო­ფი ქსო­ვი­ლი და ორ­გა­ნიზ­მის სხვა გა­მო­ნა­ყო­ფე­ბი და სი­თხე­ე­ბი, გა­და­ტა­ნი­სას და­ტო­ვე­ბუ­ლი კვა­ლი­სათ­ვის. ხოლო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის ხა­ლი­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ლაქა წარ­მო­ად­გენს ხა­ლი­ჩა­ზე მოხ­ვედ­რი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გვა­მის გვა­მუ­რი, თხი­ე­რი ლპო­ბი­თი მა­სის გა­მოშ­რო­ბის შე­დეგს.რაც შე­ე­ხე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ფის­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და იმ ფაქ­ტო­რებს, რომ­ლებ­მაც მას თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს:

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­ნიშ­ნა კომ­პლექ­სუ­რი სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. ამ კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ე­თა­ვა­ზა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის მიერ მი­თი­თე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც, თუმ­ცა მათ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. სა­ექ­სპე­ტო დას­კვნის თა­ნახ­მად, სტა­ტის­ტი­კუ­რად სუ­ი­ცი­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აქვს თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ოჯახ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, ადა­მი­ა­ნის ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა - რაც გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სი გან­ცდე­ბის და სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ვის­თან სა­უ­ბარს, ჩა­კე­ტი­ლო­ბას, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­სა და კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, ასე­ვე ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გარ­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტის მი­ხედ­ვით არის მო­წყვლა­დი ჯგუ­ფის ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც სუ­ბი­ექ­ტუ­რი აღ­ქმით ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ფონ­ზე აღარ სურს, ან ძა­ლი­ან ურ­თულ­დე­ბა კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, არის სუ­ი­ცი­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­საშ­ვე­ბია მის მიერ სუ­ი­ცი­დის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მძი­მე ემო­ცი­ურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასე­ვე ადას­ტუ­რებს მის "youtube’’-ს არხზე ატ­ვირ­თუ­ლი პი­რა­დი ვი­დე­ო­ე­ბი, მათ შო­რის - მის კუთ­ვნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც იგი სა­კუ­თარ თავს ესა­უბ­რე­ბა. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს ნ.გ.-ს მი­მართ გრძნო­ბებ­ზე, აცხა­დებს, რომ მის ცხოვ­რე­ბას აზრი არ აქვს და ხში­რად ფიქ­რობს 2012 წლის გეგ­მის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი გუ­ლის­ხმობს, მის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას 2012 წელს.

კერ­ძოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლით დას­ტურ­დე­ბა, რომ 2012 წლის 06 იან­ვარს, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, 14 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს და­ე­მარ­თა შე­ტე­ვა, რომ­ლის გა­მოც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ მის მშო­ბელს მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა კონ­სულ­ტა­ცია ფსი­ქი­ატრთან. 2012 წლის 10 იან­ვარს, მო­რი­გი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, მი­ი­ღო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტიფ­სი­ქო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რის გა­მოც მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით მო­თავ­სე­ბულ იქნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც 2012 წლის 16 იან­ვრამ­დე მკურ­ნა­ლობ­და ტოქ­სი­კუ­რი ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ის დი­აგ­ნო­ზით. ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­თხო­ვილ ვი­დეო ფა­ილ­ში, რო­მე­ლიც თა­რიღ­დე­ბა 2020 წლის 20 თე­ბერ­ვლის 20:06:28 სა­ა­თით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს ტყე­ში თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე, ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი აქვს, თუ რო­გორ მო­იკ­ლავს თავს ტყე­ში, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი და ძმა ეცო­დე­ბა, რომ წარ­მო­იდ­გენს ტყე­ში რო­გორ ნა­ხა­ვენ მას გარ­დაც­ვლილს. ვი­დე­ოს და­სას­რულს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს: "მა­პა­ტი­ეთ დედა, მამა, გიო, მაგ­რამ თუ ვერ გა­ვუძ­ლებ, უნდა მო­ვიკ­ლა თავი. მინ­და იცო­დეთ, რომ სხვა გზა არ მქონ­და’’.ფონო/ვი­დე­ოს­კო­პუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის "youtube’’-ის პი­რა­დი არ­ხი­დან ჩა­მოტვირ­თულ 16 ვი­დეო ჩა­ნა­წერს და მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გა­მო­თხო­ვილ სამ ვი­დეო ჩა­ნა­წერს არ აღე­ნიშ­ნე­ბა მონ­ტა­ჟის კვა­ლი და აღ­ნიშ­ნულ ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­უბ­რობს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი.2020 წლის 21 თე­ბერ­ვალს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფ­ში და­წე­რა შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ხში­რად აწუ­ხებს სუ­ი­ცი­დუ­რი აზ­რე­ბი, ერთხელ სცა­და და არ გა­მო­უ­ვი­და, ხში­რად აწყობს გეგ­მებს და არ­ჩევს გზებს, რო­მე­ლი სჯობს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და ითხოვს ურ­ჩი­ონ ფსი­ქო­ლო­გი ან ფსი­ქი­ატ­რი. 2020 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი ფსი­ქო­ლოგ­თან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ცხად­ყოფს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მძი­მე ფსი­ქო-ემო­ცი­ურ ფონს და ადას­ტუ­რებს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ 2020 წლის 17 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და თვით­მკვლე­ლო­ბა, მან გა­მიზ­ნუ­ლად იყი­და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, გა­მიზ­ნუ­ლად წა­ვი­და სახ­ლი­დან შორს, ეძებ­და თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის შე­სა­ფე­რის ად­გილს, რო­გორც ვი­დე­ო­ში თა­ვად­ვე სა­უბ­რობს - „ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი მაქვს ახლა სიკ­ვდი­ლის მეტი არა­ფერ­ზე მე­ფიქ­რე­ბა, ისიც კი ვიცი თავი რო­გორ უნდა მო­ვიკ­ლა, ისიც კი ვიცი, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან და გიო მე­ცო­დე­ბა ძა­ლი­ან, რომ წარ­მო­ვიდ­გენ სა­დღაც ტყე­ში უნდა ამო­ვიდ­ნენ, ასე არ მინ­და, არ მინ­და ტკი­ვი­ლის­თვის გა­ვი­მე­ტო ... .“ სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე გა­და­მოწ­მდა, ხომ არ ჰქო­ნია ად­გი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს, რა­საც შე­ეძ­ლო გა­მო­ეწ­ვია მისი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. ამ მიზ­ნით მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან და პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ამავდრო­უ­ლად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­იგ­ზავ­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­თხოვ­ნილ იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „facebook” -ან­გა­რი­ში­დან, „Google LLC“- დან, WhatsApp Inc.“- დან, „Instagram“-დან და „LinkedIn “- დან მომ­ხმა­რებ­ლის მიერ ყვე­ლა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბის, მათ შო­რის წაშ­ლის/გა­უქ­მე­ბის/დე­აქ­ტი­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი IP მი­სა­მარ­თე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა. გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პი­რად „Instagram“ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ „Facebook“ გვერ­დებ­ზე შე­სუ­ლი IP მი­სა­მარ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ შეღ­წე­ვას, ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლას, ჩა­წე­რას, ჩას­წო­რე­ბას და პროგ­რა­მე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ას - ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­ლე­გა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, არ და­დას­ტურ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის ვერ­სია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მი­მო­წე­რი­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბის, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეც­ვლის ან წაშ­ლის თა­ო­ბა­ზე.

ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი შე­დარ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნილ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ფარ­გლებ­ში დათ­ვა­ლი­ე­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­სი­ვე აქ­ტი­ვო­ბას, რის შე­დე­გა­დაც დად­გინ­და, რომ ისი­ნი სრულ თან­ხვედ­რა­შია ერ­თმა­ნეთ­თან და იდენ­ტუ­რია ერ­თმა­ნე­თის იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის მიერ სრუ­ლად იქნა აღ­დგე­ნი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ანუ ტექ­სტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია, ხოლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან მი­ღე­ბულ მა­სა­ლა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია იგი­ვე აქ­ტი­ვო­ბის მხო­ლოდ დრო, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­ო­რე მხა­რის ვი­ნა­ო­ბა და სხვა ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.გა­მო­ძი­ე­ბის მიერ გა­მო­ი­კი­თხა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ასს აღე­მა­ტე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც ამ უკა­ნას­კნელს გა­აჩ­ნდა პი­რა­დი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შეს­წავ­ლილ იქნა მათ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ში და კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რო­მე­ლი­მე პი­რის მიერ გა­მო­ხა­ტუ­ლი რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნილ "apple’’-ს მარ­კის პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მებ­ში არ ყო­ფი­ლა და­ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლი რა­ი­მე მავ­ნე, ჰა­კე­რუ­ლი ტი­პის პროგ­რა­მა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ან ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი შეღ­წე­ვა და ინ­ფორ­მა­ცი­ის წაშ­ლა, ჩა­წე­რა, ჩას­წო­რე­ბა, პროგ­რა­მე­ბის ინ­სტა­ლა­ცია და ინ­ფორ­მა­ცი­ის არა­ლე­გა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბა. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მას­ში ფიქ­სირ­დე­ბა ვებ - პროგ­რა­მის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბი. პრო­ექ­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ვებ - პროგ­რა­მი­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ­ზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო არის ვებ - პროგ­რა­მი­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ფლეშ­კას, მას­ზე აღ­მოჩ­ნდა აუ­დიო მუ­სი­კა­ლუ­რი ფა­ი­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და მათ ად­ვო­კა­ტებს სრუ­ლად ჰქონ­დათ წვდო­მა საქ­მის მა­სა­ლებ­ზე, ისი­ნი სრულ­ყო­ფი­ლად იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ. მათი თხოვ­ნით ჩა­ტა­რა­და ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­და­მოწ­მე­ბულ იქნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ვერ­სია, რაც მათ მიერ იქნა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, შეს­წავ­ლილ იქნა სა­ჯა­როდ, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნა­თა შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სცე­ნა­რი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­პო­ვე­ბულ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა გა­მო­რი­ცხეს ვინ­მეს მხრი­დან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტი.საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი, თან­მი­დევ­რუ­ლი და ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზი უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. საქ­მე­ზე არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წა­მო­გიდ­გენთ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნილ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბოლო პე­რი­ო­დის მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცია მის მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადგ
100

შეიცვლება მთავრობა და მერე გაირკვევა სიმართლე

დათო
81

ყურებით დასაკიდია ადვოკატი, ადვოკატობა მარტო ის კი არაა დაეხმარო თქვენი დაცვის ქვეშ,ასევე უნდა დაეხმარო სიმართლის დადგენას და არა კახურ ვირივით გაფშიკო ფეხები და მოყვე რაღაცა სისულელეების მტკიცება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

"მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს

საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით “facebook”-დან და „Instagram“-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული, თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:

2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა - ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, - რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’ 2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა - გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.

გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი. სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me“-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით - „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით - „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.

იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა - „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას - „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას - „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“

გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.

იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ - vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 18 ივლისს, ანუ თვითმკვლელობის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. აღნიშნული ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის „Google“-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, კერძოდ:

გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე - მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია, აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს.

„Google“-ს ანგარიშზე შენახული, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტი სრულ შესაბამისობაშია გამოძიების მიერ 112-დან და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან. თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მიმართლებით გადაადგილებისას ის არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ ეძებდა კონკრეტულ ადგილმდებარეობას ან მისამართს.22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი - ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.

18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებენ ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნის ფაქტს.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი. საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია. ამ პრეპარატების ცარიელი ფირფიტები და აბების ნაწილი აღმოჩენილ იქნა 22 ივლისს ავტომანქანის დათვალიერების დროს. რაც შეეხება ამ პრეპარატების თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მოხვედრას, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით (ანუ საყლაპავით) და არა ინექციის გზით (ანუ სისხლიდან). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად კი, ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავად მიიღო ტაბლეტების სახით მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა.

თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ასევე აღმოჩნდა მის მიერ წინა დღეს მოძიებული ზემოხსენებული პრეპარატი, რომელიც მას 2020 წლის 17 ივლისს არ შეუძენია, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი „Google“-ის საძიებო სისტემაში აღნიშნულ პრეპარატს ეძებს უშუალოდ დასახელებით, ამავდროულად კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 12 ივლისს შექმნილ სანიშნში (ე.წ. “notes”) ჩაწერა აღნიშნული მედიკამენტის დასახელება. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სარგებლობდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ორი ანგარიშით. 2020 წლის 17 ივლისს 14:39 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა გააგზავნა მოკლე ტექსური შეტყობინების სახით აღნიშნული მედიკამენტის დასახელება მის სარგებლობაში არსებულ „Facebook“-ის მეორე ანგარიშზე. მის ავტომანქანაში აღმოჩენილ აღნიშნული მედიკამენტის ორ ცალ ცარიელ ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილს. ამასთან, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთებში, კვალის სახით აღმოჩნდა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება.

ამდენად, გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში. მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.

22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით - „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადეგნს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან.

საზოგადოებას უკვე გავაცანით გენეტიკური/ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დამატებით გაცნობებთ, რომ დამატებით ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, მორფოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ სამედიცინო პირბადეებზე სისხლის უჯრედები არ აღმოჩნდა. გამოკვლევის შედეგად პირბადეზე ნანახი იქნა მწერების ფრაგმენტები, ხოლო პირბადეებზე აღნიშნული ლაქები კი წარმოადგენს არასწორ კონტურებიან ე.წ. „კუდიან“ ლაქებს, დამახასიათებელს სხვადასხვა მწერების მიერ დატოვებული კვლებისათვის.

რაც შეეხება ავტომანქანის სალონში და თამარ ბაჩალიაშვილის სპორტულ ფეხსაცმელზე არსებულ ლაქებსა და ნადებებს, ისინი დამახასიათებელია სხვადასხვა მწერების მიერ, მოძრაობის/გადაადგილების დროს ან ბიოლოგიური მასალის, როგორიცაა სისხლი, ქსოვილოვანი სითხე, ლპობით პროცესში მყოფი ქსოვილი და ორგანიზმის სხვა გამონაყოფები და სითხეები, გადატანისას დატოვებული კვალისათვის. ხოლო თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ხალიჩაზე არსებული ლაქა წარმოადგენს ხალიჩაზე მოხვედრილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამის გვამური, თხიერი ლპობითი მასის გამოშრობის შედეგს.რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ფისქოლოგიურ მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც მას თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინეს:

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. აღნიშნული გარმოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.

თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს.

კერძოდ, თამარ ბაჩალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ 2012 წლის 06 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 14 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დაემართა შეტევა, რომლის გამოც დარგის სპეციალისტების მიერ მის მშობელს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა კონსულტაცია ფსიქიატრთან. 2012 წლის 10 იანვარს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით ანტიფსიქოზური საშუალება, რის გამოც მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2012 წლის 16 იანვრამდე მკურნალობდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის დიაგნოზით. ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: ,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’’.ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეო ჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეო ჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.

აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო ... .“ სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, ასევე გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ მიზნით მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „facebook” -ანგარიშიდან, „Google LLC“- დან, WhatsApp Inc.“- დან, „Instagram“-დან და „LinkedIn “- დან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული იქნა თამარ ბაჩალიაშვილის პირად „Instagram“ და სოციალურ ქსელ „Facebook“ გვერდებზე შესული IP მისამართების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას - ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე.

ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად იქნა აღდგენილი სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები.გამოძიების მიერ გამოიკითხა თამარ ბაჩალიაშვილის გარემოცვაში არსებული ყველა პირი რომელთა რაოდენობა ასს აღემატება, რომლებთანაც ამ უკანასკნელს გააჩნდა პირადი თუ სოციალური ურთიერთობები. შესწავლილ იქნა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებში და კომპიუტერულ ტექნიკაში დაცული ინფორმაცია, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რომელიმე პირის მიერ გამოხატული რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ,,apple’’-ს მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ - პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ - პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ - პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები.

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ვახტანგ ახვლედიანი არის ცრუ მოწმე - არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი, არ დაუნახავს წყალში დახრჩობა" - ვასილ მამულაშვილი

რას აცხადებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე? - "გამოძიება მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს"

ვინ არის ბაჩალიშვილის საქმის ახალი ფიგურნატი? -  ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, პროკურატურა გოგონაზე ზეწოლას ახდენს