პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
როგორია გარეუბნის განაშენიანების ახალი კონცეფცია, რომელიც „სეუ დეველოპმენტმა“ დაიწყო?
როგორია გარეუბნის განაშენიანების ახალი კონცეფცია, რომელიც „სეუ დეველოპმენტმა“ დაიწყო?

თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნე­ბი სულ უფრო ვი­თარ­დე­ბა: იხ­სნე­ბა ახა­ლი სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ეწყო­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, შენ­დე­ბა მას­შტა­ბუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სე­ბი.

თავ­და­პირ­ვე­ლად, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის მსგავ­სად, ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­შიც ცალ­კე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი შენ­დე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ასათ­ვი­სე­ბელ­მა ტე­რი­ტო­რი­ებ­მა დე­ვე­ლო­პე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცათ, ერთ სივ­რცე­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვი­სი და მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნათ და ამით მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ.

რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თულ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფო­რუმ­სა და და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე - Eastern Europe Real Estate Awards აღ­ნიშ­ნეს, პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც დროს უს­წრებს და მო­ბი­ნად­რე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე სრუ­ლად არის მორ­გე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით „სეუ ვარ­კე­თი­ლია“. ის 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო პრო­ექ­ტად და­სა­ხელ­და.

მი­ზე­ზი, რის გა­მოც „სეუ ვარ­კე­თილ­მა“ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, 3.5 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე მინი ქა­ლა­ქის მო­წყო­ბის გეგ­მაა, რომ­ლის 2 ჰე­ტა­რი სრუ­ლად უჭი­რავს სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცეს.

ახა­ლი კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს ყვე­ლა­ფერს ერთ სივ­რცე­ში, იქ­ნე­ბა ეს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია, ბაღი, სკო­ლა, აფ­თი­ა­ქი, მარ­კე­ტი თუ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი.

რაც მთა­ვა­რია, ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი ობი­ექ­ტი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბლო­კე­ბი და სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცეა მოქ­ცე­უ­ლი, და­ცუ­ლია. მო­ბი­ნად­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, ბავ­შვე­ბი ეზო­ში თა­მა­მად გა­უშ­ვან და მშვი­დად იყ­ვნენ, რად­გან სივ­რცე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ბი­ნად­რე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით აშე­ნე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლის გარ­და იღებს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, და­ცულ გა­რე­მოს და ყვე­ლა იმ სი­კე­თეს, რაც „სეუ ვარ­კე­თი­ლის“ პრო­ექ­ტშია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

გა­რე­უბ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცი­სა და და­ცუ­ლი გა­რე­მოს ურ­ბა­ნულ პი­რო­ბებ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი მეტ­რო­სად­გურ „ვარ­კე­თი­ლამ­დე“ 15 წუ­თის სა­ვალ­ზეა. მო­ბი­ნად­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, გა­ნე­რი­დონ გა­მო­ნა­ბოლ­ქვს, ქა­ლა­ქის სიმ­ჭიდ­რო­ვე­სა და ხმა­ურს და ამავდრო­უ­ლად, დე­და­ქა­ლა­ქის ნა­წი­ლად იგ­რძნონ თავი.

პრო­ექტს „სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ ახორ­ცი­ე­ლებს. მისი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და ერთ წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, რო­მელ­საც „სეუ დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ იყე­ნებს, ხა­სი­ათ­დე­ბა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბით და არის ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა.

„სეუ ვარ­კე­თილ­ში“ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ბი­ნად­რე­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა:

  • 2 ჰექტრამ­დე სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცე;
  • და­ცუ­ლი შიდა ეზო;
  • სკო­ლა და ბაღი;
  • ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი;
  • მი­წის­ქვე­შა და მი­წის­ზე­და ავ­ტო­სად­გო­მე­ბი;
  • ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბი;
  • კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი;
  • სპორ­ტუ­ლი და სა­ბავ­შვო მო­ედ­ნე­ბი;
  • ტე­ნი­სის კორ­ტე­ბი;
  • ლობი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი კორ­პუ­სის შე­სას­ვლელ­ში მო­ე­წყო­ბა;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ხან­ძრო სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბია აღ­ჭურ­ვი­ლი;
  • ოპ­ტი­მა­ლუ­რად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი ბი­ნე­ბი, რო­მე­ლიც მყუდ­რო სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს ქმნის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „სეუ ვარ­კე­თი­ლის“ კონ­ცეფ­ცია გუ­ლის­ხმობს არა უბ­რა­ლოდ სკვე­რე­ბის მო­წყო­ბას, არა­მედ ევ­რო­პის დიდი ქა­ლა­ქე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კე­ბის მსგავ­სი სივ­რცის გან­ვი­თა­რე­ბას. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვერ ნა­ხავთ ბე­ტო­ნის სა­ფარს, რო­მე­ლიც არა­ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყმის გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას. არა­მედ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბლო­კე­ბის შე­მო­გა­რენ­ში ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფა­რი და მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი ისეა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს ტყე-პარ­კის ტე­რი­ტო­რია იყოს, რაც ჰა­ე­რის ხა­რისხსა და სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს კი­დევ უფრო აუმ­ჯო­ბე­სებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამატთ ტვინში ჩამახედა?
9

ქალაქი დიდი ხანია ჩააოხრეთ, განაშენიანება დაგვიანებულად ხომ არ გეჩვენებათ?

ციური
6

უი,,ეს ალბათ აფრიკის დასახლებაა2850 წელს,არა????

ავტორი:

როგორია გარეუბნის განაშენიანების ახალი კონცეფცია, რომელიც „სეუ დეველოპმენტმა“ დაიწყო?

როგორია გარეუბნის განაშენიანების ახალი კონცეფცია, რომელიც „სეუ დეველოპმენტმა“ დაიწყო?

თბილისის გარეუბნები სულ უფრო ვითარდება: იხსნება ახალი სავაჭრო მოლები, სავარჯიშო დარბაზები, ეწყობა ინფრასტრუქტურა, შენდება მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსები.

თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის მსგავსად, ქალაქის შემოგარენშიც ცალკეული საცხოვრებელი კორპუსები შენდებოდა, მოგვიანებით კი ასათვისებელმა ტერიტორიებმა დეველოპერებს საშუალება მისცათ, ერთ სივრცეში თითქმის ყველა საჭირო სერვისი და მომსახურება გაეერთიანებინათ და ამით მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.

როგორც უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - Eastern Europe Real Estate Awards აღნიშნეს, პროექტი, რომელიც დროს უსწრებს და მობინადრეთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული, თბილისის მასშტაბით „სეუ ვარკეთილია“. ის 2019 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

მიზეზი, რის გამოც „სეუ ვარკეთილმა“ აღმოსავლეთ ევროპის ყურადღება მიიპყრო, 3.5 ჰექტარ ფართობზე მინი ქალაქის მოწყობის გეგმაა, რომლის 2 ჰეტარი სრულად უჭირავს სარეკრეაციო სივრცეს.

ახალი კონცეფცია გულისხმობს ყველაფერს ერთ სივრცეში, იქნება ეს დასასვენებელი ტერიტორია, ბაღი, სკოლა, აფთიაქი, მარკეტი თუ სილამაზის სალონი.

რაც მთავარია, ტერიტორია, სადაც ყველა ჩამოთვლილი ობიექტი, საცხოვრებელი ბლოკები და სარეკრეაციო სივრცეა მოქცეული, დაცულია. მობინადრეებს საშუალება აქვთ, ბავშვები ეზოში თამამად გაუშვან და მშვიდად იყვნენ, რადგან სივრცე საავტომობილო გზისგან იზოლირებულია. შესაბამისად, მობინადრე უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენებული საცხოვრებლის გარდა იღებს ეკოლოგიურად სუფთა, დაცულ გარემოს და ყველა იმ სიკეთეს, რაც „სეუ ვარკეთილის“ პროექტშია გათვალისწინებული.

გარეუბნის განვითარების ახალი კონცეფცია გულისხმობს გამწვანებული სივრცისა და დაცული გარემოს ურბანულ პირობებთან ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, საცხოვრებელი კომპლექსი მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ 15 წუთის სავალზეა. მობინადრეებს საშუალება აქვთ, განერიდონ გამონაბოლქვს, ქალაქის სიმჭიდროვესა და ხმაურს და ამავდროულად, დედაქალაქის ნაწილად იგრძნონ თავი.

პროექტს „სეუ დეველოპმენტი“ ახორციელებს. მისი სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ერთ წელიწადში დასრულდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალები, რომელსაც „სეუ დეველოპმენტი“ იყენებს, ხასიათდება ენერგოეფექტურობით და არის ეკოლოგიურად სუფთა.

„სეუ ვარკეთილში“ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მობინადრეების განკარგულებაში იქნება:

  • 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე;
  • დაცული შიდა ეზო;
  • სკოლა და ბაღი;
  • ფიტნეს დარბაზი;
  • მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
  • ბავშვთა გასართობი სივრცეები;
  • კომერციული და საოფისე ფართები;
  • სპორტული და საბავშვო მოედნები;
  • ტენისის კორტები;
  • ლობი, რომელიც თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა;
  • ცენტრალური სახანძრო სისტემა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია აღჭურვილი;
  • ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები, რომელიც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ „სეუ ვარკეთილის“ კონცეფცია გულისხმობს არა უბრალოდ სკვერების მოწყობას, არამედ ევროპის დიდი ქალაქების ცენტრალური პარკების მსგავსი სივრცის განვითარებას. ტერიტორიაზე ვერ ნახავთ ბეტონის საფარს, რომელიც არაორგანულად ერწყმის გამწვანებულ ტერიტორიას. არამედ საცხოვრებელი ბლოკების შემოგარენში ბუნებრივი საფარი და მწვანე ნარგავები ისეა შენარჩუნებული, თითქოს ტყე-პარკის ტერიტორია იყოს, რაც ჰაერის ხარისხსა და საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო აუმჯობესებს.

გულწრფელი მადლობა სამედიცინო პერსონალს!

ხალიკ ბანკის საახალწლო ქეშბექ აქცია

სამედიცინო პირბადე 0,18 ლარად ავერსის აფთიაქებში