პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი
ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

ალასკზე, ჯან­დაც­ვის ორ მუ­შაკს Pfizer Inc-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბი­დან 10 წუთ­ში მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­ნუ­ვი­თარ­და. კო­ლე­გე­ბის აღ­წე­რით, ერთ-ერ­თმა ქალ­მა და­ი­წყო გა­წით­ლე­ბა, რა­საც და­ე­მა­ტა გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე და ტან­ზე, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და მო­მა­ტე­ბუ­ლი გუ­ლის­ცე­მა. მდგო­მა­რე­ო­ბის დმძი­მე­ბის შემ­დეგ, იგი ბარტლე­ტის რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ "ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს.

ალას­კის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ქალს ალერ­გია აქამ­დე არა­ფერ­ზე ჰქო­ნია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის (CDC) ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე დოქ­ტო­რი ჯეი ბატ­ლე­რი, ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი შემ­თხვე­ვის მეტი გარ­თუ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალას­კა­ზე არ მოჰ­ყო­ლია.

მე­ო­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბულს, აც­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით დრო­ის იგი­ვე ინ­ტერ­ვალ­ში - 10 წუთ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და თვა­ლე­ბი შე­შუ­პე­ბა, ყელ­ში ნა­კაწ­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შეგ­რძნე­ბა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე პა­ცი­ენტს ეპი­ნეფ­რი­ნით, პეპ­სი­დი­თა და ბე­ნად­რი­ლით მკურ­ნა­ლო­ბენ. ერთ მათ­განს სტე­რო­ი­დე­ბის და­მა­ტე­ბა დას­ჭირ­და. ამ­ჟა­მად მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­შიც.

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ აც­რის შემ­დეგ ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს ვაქ­ცი­ნა­ში და­მა­ტე­ბუ­ლი “პო­ლი­ე­თი­ლენ­გლი­კოლ/მაკ­რო­გო­ლი“ იწ­ვევს.

"ფა­ი­ზე­რი/ბი­ონ­ტე­ქის ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ტე­მუ­რი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკავ­შირ­დე­ბა მას­ში არ­სე­ბულ ექ­სცი­პი­ენტს, კერ­ძოდ პო­ლი­ე­თი­ლენ­გლი­კოლს/მაკ­რო­გოლს.

სამ­წუ­ხა­როდ იგი­ვე რაქ­ცია რაც ბრი­ტა­ნეთ­ში მოხ­და უკვე და­ფიქ­სირ­და ამე­რი­კა­შიც (ალი­ას­კა­ზე), პა­ცი­ენ­ტი ძლი­ე­რი ალერ­გი­ის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლია. იმე­დია მე­ო­რე გე­ნე­რა­ცი­ის ვაქ­ცი­ნებ­ში ამ ტი­პის და­ნა­მატს ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ ბევ­რად უსაფრ­თხო ინ­გრე­დი­ენ­ტით.“- აღ­ნიშ­ნავს ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, აშშ-ის ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­წყვე­ტას არ გეგ­მა­ვენ.

"ჩვენ არ ვა­პი­რებთ ვაქ­ცი­ნე­ბის გრა­ფი­კის, დო­ზი­რე­ბის ან რე­ჟი­მის შეც­ვლას", - თქვა ალას­კის მთა­ვარ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ოფი­ცერ­მა დოქ­ტორ ანა ზინკმა nytimes - თან სა­უ­ბარ­ში.

Moderna და Pfizer-BioNTech ვაქ­ცი­ნე­ბი ერთი და იგი­ვე ტი­პის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბიც იდენ­ტუ­რია.

ორი­ვე ვაქ­ცი­ნა შედ­გე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლის­გან, სა­ხელ­წო­დე­ბით mRNA, რო­მე­ლიც “ჩაფ­ლუ­ლია“ ზე­თო­ვა­ნი მო­ლე­კუ­ლე­ბის ბუშ­ტში, სა­ხელ­წო­დე­ბით ლი­პი­დე­ბი. ორი­ვე ვაქ­ცი­ნა­ში ბუშ­ტუ­კე­ბი და­ფა­რუ­ლია სტა­ბი­ლი­ზი­რე­ბე­ლი მო­ლე­კუ­ლით- პო­ლი­ე­თი­ლენ­გლი­კო­ლით, რო­მელ­საც ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გა­მომ­წვევ "წამ­ყვან კან­დი­და­ტად" მი­იჩ­ნე­ვენ.

Pfizer– ის კვლე­ვამ ალერ­გი­ის მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა, თუმ­ცა ბევრ მო­ნა­წი­ლეს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ტკი­ვი­ლე­ბი, სი­ცხე­ე­ბი და სხვა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

მო­ამ­ზა­და თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
31

რატო უნდა გაიკეთო ვაქცინა, რომელსაც ასეთი გამწვავებები აქვს იმ დაავადებისათვის, რომლის სიკვდილიანობა არის 1% ან ჰა-ჰა 1.5% მით უმეტეს თუ არ ხარ რისკ ჯგუფში?

ani
11

რატომ არ გინდათ ამერიკული კომპანიის codagenix ცდას დაუცადოთ,რომელსაც ჩაატარებენ დიდ ბრიტანეთში,დასუსტებული ვაქცინის აეროზოლით შესხურებით ცხვირში?იქნებ უკეთესი შედეგი აქვს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

ალასკზე, ჯანდაცვის ორ მუშაკს Pfizer Inc-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებიდან 10 წუთში მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა. კოლეგების აღწერით, ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო გაწითლება, რასაც დაემატა გამონაყარი სახეზე და ტანზე, სუნთქვის გაძნელება და მომატებული გულისცემა. მდგომარეობის დმძიმების შემდეგ, იგი ბარტლეტის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსი" წერს.

ალასკის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალს ალერგია აქამდე არაფერზე ჰქონია.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფექციური დაავადებების დირექტორის მოადგილე დოქტორი ჯეი ბატლერი, ამბობს, რომ აღნიშნული ორი შემთხვევის მეტი გართულება ვაქცინაციას ალასკაზე არ მოჰყოლია.

მეორე ვაქცინირებულს, აცრიდან დაახლოებით დროის იგივე ინტერვალში - 10 წუთში განუვითარდა თვალები შეშუპება, ყელში ნაკაწრების არსებობის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ორივე პაციენტს ეპინეფრინით, პეპსიდითა და ბენადრილით მკურნალობენ. ერთ მათგანს სტეროიდების დამატება დასჭირდა. ამჟამად მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევა მოხდა დიდ ბრიტანეთშიც.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ აცრის შემდეგ ალერგიულ რეაქციებს ვაქცინაში დამატებული “პოლიეთილენგლიკოლ/მაკროგოლი“ იწვევს.

"ფაიზერი/ბიონტექის ვაქცინასთან დაკავშირებული სისტემური ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ, უკავშირდება მასში არსებულ ექსციპიენტს, კერძოდ პოლიეთილენგლიკოლს/მაკროგოლს.

სამწუხაროდ იგივე რაქცია რაც ბრიტანეთში მოხდა უკვე დაფიქსირდა ამერიკაშიც (ალიასკაზე), პაციენტი ძლიერი ალერგიის გამო ჰოსპიტალიზირებულია. იმედია მეორე გენერაციის ვაქცინებში ამ ტიპის დანამატს ჩაანაცვლებენ ბევრად უსაფრთხო ინგრედიენტით.“- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

ყველაფრის მიუხედავად, აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტას არ გეგმავენ.

"ჩვენ არ ვაპირებთ ვაქცინების გრაფიკის, დოზირების ან რეჟიმის შეცვლას", - თქვა ალასკის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა დოქტორ ანა ზინკმა nytimes - თან საუბარში.

Moderna და Pfizer-BioNTech ვაქცინები ერთი და იგივე ტიპის ტექნოლოგიაზეა დამყარებული და ინგრედიენტებიც იდენტურია.

ორივე ვაქცინა შედგება გენეტიკური მასალისგან, სახელწოდებით mRNA, რომელიც “ჩაფლულია“ ზეთოვანი მოლეკულების ბუშტში, სახელწოდებით ლიპიდები. ორივე ვაქცინაში ბუშტუკები დაფარულია სტაბილიზირებელი მოლეკულით- პოლიეთილენგლიკოლით, რომელსაც ალერგიული რეაქციის გამომწვევ "წამყვან კანდიდატად" მიიჩნევენ.

Pfizer– ის კვლევამ ალერგიის მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენა ვერ გამოავლინა, თუმცა ბევრ მონაწილეს აღენიშნებოდა ტკივილები, სიცხეები და სხვა გვერდითი მოვლენები.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 53 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის 2904 ახალი შემთხვევა და 4 316 გამოჯანმრთელებული - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

Mastercard Kings Georgia-სთან თანამშრომლობას იწყებს