პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყალბი ინტერნეტბანკი და ფეიკ-გათამაშება "ფეისბუქზე" - დააკავეს 3 პირი, რომლებმაც 8 ადამიანის საბანკო ანგარიშებიდან ათასობით ლარი მოიპარეს
ყალბი ინტერნეტბანკი და ფეიკ-გათამაშება "ფეისბუქზე" - დააკავეს 3 პირი, რომლებმაც 8 ადამიანის საბანკო ანგარიშებიდან ათასობით ლარი მოიპარეს

ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვის, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით 3 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 8 მო­ქა­ლა­ქის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჯამ­ში და­ე­უფლნენ 72 500 ლარს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვის, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით, 3 პირი: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ა. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ა. და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ ამა­ვე ფაქ­ტებ­ზე 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ნ. ამ­ხი­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არას­რულ­წლო­ვან­მა რ.ნ.-მ შექ­მნა ერთ-ერთი ბან­კის ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის მსგავ­სი - ე.წ. ფი­შე­რუ­ლი გვერ­დი, რო­მე­ლიც ბმუ­ლის სა­ხით გა­ავ­რცე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“. იგი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზობ­და. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტყუვ­დე­ბოდ­ნენ და ფი­შე­რულ გვერ­დზე, შე­სა­ბა­მის ველ­ში შეჰ­ყავ­დათ სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­ნეტ­ბან­კის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ცნო­ბი­ლი ხდე­ბო­და რ.ნ.-სთვის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რ.ნ. მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე არ­სე­ბულ თან­ხებს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ეუფ­ლე­ბო­და, რის შემ­დე­გაც ფულს თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, ასე­ვე, ციფ­რუ­ლი ვა­ლუ­ტის ან­გა­რი­შებ­ზე რი­ცხავ­და.

ბრალ­დე­ბულ­მა გ.ა.-მ, აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში ასე­ვე სხვა ბრალ­დე­ბულ პი­რებს - ო.

ა.-ს და ბ. ა.-ს, გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლის და­პი­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ე.წ. ელექტრო­ნუ­ლი სა­ფუ­ლე­ე­ბი და­ა­რე­გის­ტრი­რე­ბი­ნა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბუ­ლი თან­ხე­ბი გა­ა­ნაღ­დეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 8 მო­ქა­ლა­ქის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ, ჯამ­ში, 72 500 ლარს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბა ან­გა­რე­ბით ჩა­დე­ნილ კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვის, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 158-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 284-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 177-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-4 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს “, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mono
0

მეც მომიხსნეს თიბისი ბანკიდან 170 ლარი , დაზღვეული მქონდა ბარათი მარა თიბისიმ ეგ ჩვენი ბრალი არააო და გადავედი საქართველოს ბანკის მომსახურეობაზე იდეაში ორივე ერთი ნაგავია მარა 2 ნაგვიდან ერტი უნდა აარჩიო :დ

maka
0

saqartvelos bankidan vkargav sul,dazgvevac maqvs magram aravin anazgaurebs,sando arcerti banki araa samwuxarod

ავტორი:

ყალბი ინტერნეტბანკი და ფეიკ-გათამაშება "ფეისბუქზე" - დააკავეს 3 პირი, რომლებმაც 8 ადამიანის საბანკო ანგარიშებიდან ათასობით ლარი მოიპარეს

ყალბი ინტერნეტბანკი და ფეიკ-გათამაშება "ფეისბუქზე" - დააკავეს 3 პირი, რომლებმაც 8 ადამიანის საბანკო ანგარიშებიდან ათასობით ლარი მოიპარეს

ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ჯამში დაეუფლნენ 72 500 ლარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი - ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის.

აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.

ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს - ო.

ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.

ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს “, - აცხადებენ უწყებაში.

"მოპედით მიმავალ ცოტნეს, მოკვლის განზრახვით, მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი" - გახმაურებული ავარიის საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა

"2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო" - ირაკლი შოთაძე განმარტავს, რომელმა დანაშაულმა იმატა ბოლო 1 წლის განმავლობაში

"დედასთან და ბიცოლასთან ერთად შეიჭრა 15 წლის გოგოს სახლში, ძალით წამოიყვანა და 1 საათი გამოკეტილი ყავდა..." - პროკურატურა გარდაბანში მომხდარი გატაცების დეტალებზე