მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი
"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი გა­მო­ი­კი­თხა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზის კვლე­ვით ვერ და­დას­ტურ­და ვისი სის­ხლი იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გვამ­ზე.

"გუ­შინ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა მის მიერ გა­ცე­მუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი. მან­ვე გან­მარ­ტა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჩან­თა­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის იყო არას­რულ­ყო­ფი­ლი. მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ ეს ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა რო­მე­ლი­მე კვლე­ვის ნი­მუ­შის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი­მე პი­როვ­ნე­ბის ყო­ფი­ლი­ყო, მათ შო­რის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და და­ნარ­ჩე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­საც. ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ არ­სე­ბობ­და უამ­რა­ვი ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბა იმი­სა, რომ წაშ­ლი­ლი­ყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჩან­თა­ზე იქამ­დე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ბი. ასე­თია წვი­მა, რის შე­დე­გა­დაც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ჩა­რე­ცხვა ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჩან­თა­ზე იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო წყლით მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლის წაშ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს, ექ­სპერ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გვამ­ზე იყო სის­ხლის კვა­ლი. თუმ­ცა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ დიდი პე­რი­ო­დი იყო გვა­მი წყალ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვისი სის­ხლი იყო ესაც ვერ და­დას­ტურ­და ექ­სპერ­ტი­ზის კვლე­ვით. აღ­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო ის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დარ­ჩა ამ ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბი­სას, წვი­მის შე­დე­გად, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც დარ­ჩა ჩან­თა­ზე და გვამ­ზე", - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი.

ცნო­ბის­თვის, მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 5 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა. დღეს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 10-მდე პირი და­ი­კი­თხე­ბა, მათ შო­რის არის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი მე­გო­ბა­რი ლუკა გო­გა­ვა, რომ­ლის წე­ლის ჩან­თაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს ეკე­თა. ასე­ვე და­ი­კი­თხე­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, კი­ნო­ლო­გი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი.

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

ალბათ ბაში აჩუკის სისხლი იყო

mari
0

დაგექცათ დაბადება მაგ ბიჭის ცოდვით! ნაძირლებო! რა ვერ გამოიძიეთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტიზის კვლევით ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო გიორგი შაქარაშვილის გვამზე.

"გუშინ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები. მანვე განმარტა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა, რომელიც იდენტიფიკაციისთვის იყო არასრულყოფილი. მან არ გამორიცხა, რომ ეს ბიოლოგიური მასალა რომელიმე კვლევის ნიმუშის მიხედვით, რომელიმე პიროვნების ყოფილიყო, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილის და დანარჩენი ბრალდებულებისაც. ექსპერტმა განაცხადა ის გარემოება, რომ არსებობდა უამრავი ბუნებრივი პირობა იმისა, რომ წაშლილიყო გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქამდე არსებული კვლები. ასეთია წვიმა, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალის ჩარეცხვა ხდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე იქნებოდა საკმარისი ბიოლოგიური მასალა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო წყლით მომხდარიყო აღნიშნულის წაშლა.

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებულ ბიოლოგიურ კვლევებს, ექსპერტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილის გვამზე იყო სისხლის კვალი. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი პერიოდი იყო გვამი წყალში მოთავსებული, აქედან გამომდინარე, ვისი სისხლი იყო ესაც ვერ დადასტურდა ექსპერტიზის კვლევით. აღნიშნულ ექსპერტიზაში მითითებული ინფორმაცია იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარჩა ამ ბუნებრივი პირობის ზემოქმედებისას, წვიმის შედეგად, რა ინფორმაციაც დარჩა ჩანთაზე და გვამზე", - აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება. დღეს, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 10-მდე პირი დაიკითხება, მათ შორის არის გიორგი შაქარაშვილი მეგობარი ლუკა გოგავა, რომლის წელის ჩანთაც გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალების დღეს ეკეთა. ასევე დაიკითხება არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, კინოლოგი და გამომძიებლები.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

კომისიური ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო - პროკურატურა

"დაჭრილი მიშო რომ მიჰყავდათ, გიორგის მამისთვის ბანკის ბარათები მიუცია: ფული გამოიყენე, ძმა გადამირჩინეო" - რას ყვებიან ძმის მკვლელობაში ბრალდებულზე ადვოკატი და ნათესავი