პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო... შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა" - რას ამბობ რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლაზე
"მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო... შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა" - რას ამბობ რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლაზე

"რო­მან გო­ცი­რი­ძე - გრი­გოლ ვა­შა­ძემ პარ­ტი­ა­ში მო­ი­ტა­ნა ბევ­რი რამ და არ წა­უ­ღია არა­ფე­რი - პარ­ტი­ი­დან მისი წას­ვლა ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ბევ­რის­თვის - არა პარ­ტი­ი­დან მისი წას­ვლა ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ბევ­რის­თვის არა. შე­იძ­ლე­ბა ზოგს არ მო­ე­წო­ნა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დრო, ზოგს - ფორ­მა. არ არის ად­ვი­ლი მი­ი­ღო ყვე­ლა­სათ­ვის მო­სა­წო­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, პო­ლი­ტი­კა­ში", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე გრი­გოლ ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლას.

გო­ცი­რი­ძე ვა­შა­ძეს "ქვეყ­ნი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის” მად­ლო­ბას უხ­დის.

"გრი­გოლ ვა­შა­ძე რთულ პე­რი­ოდ­ში მო­ვი­და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში”. შე­მო­ი­ტა­ნა ის, რის დე­ფი­ციტ­საც მა­შინ პარ­ტია გა­ნიც­დი­და. მის­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და პი­რად­მა თვი­სე­ბებ­მა პარ­ტი­ას შე­მა­ტა სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი და შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბა. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პარ­ტი­ის მიერ ნაჩ­ვე­ნებ ბრწყინ­ვა­ლე შე­დეგ­ში დიდი იყო გრი­გოლ ვა­შა­ძის პი­რა­დი წვლი­ლი. ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა პარ­ტი­ა­ში მო­ი­ტა­ნა ბევ­რი რამ და არ წა­უ­ღია არა­ფე­რი. არც ყო­ფი­ლა ეს მისი მი­ზა­ნი. კი­დევ სამი წელი დადო ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში”, - წერს გო­ცი­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე და­წე­რა.

გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ არ ეთან­ხმე­ბა პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პარ­ტი­ის წევ­რებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ­ჩე­ულ ტაქ­ტი­კას. ვა­შა­ძის თქმით, ის ასე­ვე ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ პარ­ტი­ის გარ­შე­მო და მის შიგ­ნი­თაც გა­მოჩ­ნდენ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რე­ბი. გრი­გოლ ვა­შა­ძე ასე­ვე აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ "გა­ჩა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის კამ­პა­ნი­ის" გამო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ketino
39

mag pirovnebam nino ananiashvilis mimart simpatia damakargvina.. sxva araferi gauketebia....

გიორგი
19
რომან კუპონის-ძე ,განსხვავებით ვაშაძისაგან,სამუდამოდ ჩარჩა წუმპეში)))
ავტორი:

"მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო... შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა" - რას ამბობ რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლაზე

"მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო... შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა" - რას ამბობ რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლაზე

"რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი - პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის - არა პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს - ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მითუმეტეს, პოლიტიკაში", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

გოცირიძე ვაშაძეს "ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის” მადლობას უხდის.

"გრიგოლ ვაშაძე რთულ პერიოდში მოვიდა "ნაციონალურ მოძრაობაში”. შემოიტანა ის, რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა. მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის მიერ ნაჩვენებ ბრწყინვალე შედეგში დიდი იყო გრიგოლ ვაშაძის პირადი წვლილი. ბატონმა გრიგოლმა პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი. არც ყოფილა ეს მისი მიზანი. კიდევ სამი წელი დადო ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის საქმეში”, - წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია "პოლიპატიმრებს" უწოდებს - ირაკლი კობახიძე

"წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს..." - რაზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"