პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნილ ბად­რი ესე­ბუ­ას ძმას, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თა, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი მისი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი იო­სებ ჯა­ნა­შია აცხა­დებს, ბრალ­დე­ბულ­მა ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ამ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბი გან­მარ­ტა. ამას­თან, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბად­რი ესე­ბუ­ას ძმა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ცნო­ბით, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობ­და ვა­რა­უ­დი, რომ ბად­რი ესე­ბუ­ას მი­მალ­ვა­ში მყოფ ძმას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი და მის­თვის უნდა გა­და­ე­ცა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი, პო­ლი­ცი­ის მიერ მის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა - ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბად­რი ესე­ბუ­ამ მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ის და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი „ბმვ“-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია 2 ხელ­ყუმ­ბა­რა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაზ­ნე­ბი, სა­ძი­ლე ტო­მა­რა, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი და ტან­საც­მე­ლი.

პუარო
1

ის ძმა ბანკიდან წავიდა ფულით, ამ ძმამ თვალთვალი შენიშნა და კვალი დაფარა, მოკლედ ესენი მაგრები ყოფილან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, ბრალდებულმა ბიძინა ესებუამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები განმარტა. ამასთან, უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სამართალდამცავებმა ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბადრი ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა - რა განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც სულ ცოტა, 24 ჯგუფურ ძარცვაში არიან ბრალდებულები - რას წერს ბერძნული მედია

"ექსპერტმა დაადასტურა, რომ შაქარაშვილის გვამზე სისხლის კვალი იყო, თუმცა, ვინაიდან დიდი პერიოდი იყო წყალში მოთავსებული, ვერ დადასტურდა ვისი სისხლი იყო" - პროკურორი