სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს
პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს

კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ­ცერ­თი თა­ო­ბის მკი­თხველ­ში არ კარ­გავს. მსოფ­ლიო თუ ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბი წერ­დნენ ისეთ მა­რა­დი­ულ თე­მებ­ზე, რო­მელ­თა მი­მართ ინ­ტე­რე­სი სულ უფრო იზ­რდე­ბა და მწერ­ლის მიერ ოს­ტა­ტუ­რად გად­მო­ცე­მუ­ლი ნაც­ნო­ბი პრობ­ლე­მე­ბი ნა­წარ­მო­ებ­ში სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ხდე­ბა ინ­სპი­რა­ცია, მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა ან დაღ­ლი­ლი დღის შემ­დეგ ერ­თგვა­რი ნავ­სა­ყუ­დე­ლი.

მკი­თხვე­ლი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სე­ბით. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სწო­რე­დაც რომ აერ­თი­ა­ნებს კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, თუმ­ცა არის სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლოა, ბევრ თქვენ­განს უფიქ­რია, ერთ წიგ­ნად ჰქო­ნო­და მარ­გა­რეტ მი­ჩე­ლის უკ­ვდა­ვი რო­მა­ნი „ქარ­წა­ღე­ბულ­ნი“ და არ შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა თა­რო­ზე რამ­დე­ნი­მე ტო­მად, ან მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი­სა თუ აკა­კი წე­რეთ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია ერთ გა­მო­ცე­მა­ში. სე­რია „პა­ლიტ­რა კლა­სი­კა“, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ გა­მოს­ცემს, სწო­რედ ამი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ფე­რა­დია წიგ­ნე­ბის დი­ზა­ი­ნიც. მკი­თხველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით ირ­ჩევს სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კი­სათ­ვის ამ სე­რი­ის წიგ­ნებს. გარ­და ამი­სა, ეს გა­მო­ცე­მე­ბი სა­ჩუქ­რა­დაც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე წიგნს სე­რი­ი­დან:

ფი­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი - იდი­ო­ტი

ეს სე­რი­ის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნია. დოს­ტო­ევ­სკის შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს კი მკი­თხველ­ში სწო­რედ ეს რო­მა­ნი იწ­ვევს.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, ოც­და­ექ­ვსი წლის თა­ვა­დი ლევ მიშ­კი­ნი შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ბრუნ­დე­ბა. გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის გამო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას შე­ი­ძუ­ლებს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად იგი აღ­მოჩ­ნდე­ბა კოხ­ტად შე­ნა­ხუ­ლი ქა­ლი­სა (ნას­ტა­სია) და სათ­ნო, კოხ­ტა ახალ­გაზ­რდა გო­გოს (აგ­ლა­ია) ბრძო­ლის ცენ­ტრში; ბრძო­ლა მისი სიყ­ვა­რუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­უ­ბე­დუ­როდ, მიშ­კი­ნის ზედ­მე­ტი გულ­კე­თი­ლო­ბა აჩ­ქა­რებს უბე­დუ­რე­ბას; რჩე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს ფული, ძა­ლა­უფ­ლე­ბა, და სექ­სუ­ა­ლუ­რი და­მორ­ჩი­ლე­ბა გა­ნა­გებს.

მარ­გა­რეტ მი­ჩე­ლი - ქარ­წა­ღე­ბულ­ნი

რო­მან­მა პო­პუ­ლა­რო­ბა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მო­ი­პო­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ ამ ნა­წარ­მო­ებ­შია გად­მო­ცე­მუ­ლი და აღ­წე­რი­ლი რე­ა­ლის­ტუ­რად ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ომი. სწო­რედ რე­ა­ლიზ­მია ალ­ბათ ის მთა­ვა­რი ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რო­მე­ლიც კონ­ტრასტს ქმნის მთა­ვა­რი გმი­რის სკარ­ლე­ტის ში­ნა­გან ბუ­ნე­ბას­თან, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მას, თუმ­ცა სკარ­ლე­ტი მა­ინც იმ დრო­ის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ნა­წარ­მო­ე­ბის მე­ამ­ბო­ხე და მებ­რძო­ლი მთა­ვა­რი გმი­რი არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხვე­ლის­თვი­საც.

ცის­ფერ­ყან­წე­ლე­ბი

წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მორ­ჩე­ულ შე­მოქ­მედ­თა, ცის­ფერ­ყან­წელ­თა პო­ე­ზია, პო­ე­ტუ­რი პრო­ზა, ესე­ე­ბი.

ონო­რე დე ბალ­ზა­კი - შაგ­რე­ნის ტყა­ვი და სხვა მო­თხრო­ბე­ბი

ფრან­გი მწერ­ლის ონო­რე დე ბალ­ზა­კის შე­მოქ­მე­დე­ბა ზუს­ტი დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი სი­ნამ­დვი­ლის აღ­წე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

წიგნ­ში შე­სუ­ლია შაგ­რე­ნის ტყა­ვი და სხვა მო­თხრო­ბე­ბი: ვენ­დე­ტა; წი­თე­ლი სას­ტუმ­რო; პიერ გრა­სუ; უცხო შე­დევ­რი; ფა­ჩი­ნო კანე; ელ­ვერ­დუ­გო; ძმად­ნა­ფი­ცი; მხე­დარ­თმთავ­რის ცოლი; პოლ­კოვ­ნი­კი შა­ბე­რი.

თო­მას მანი - ჯა­დოს­ნუ­რი მთა

გერ­მა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი "ჯა­დოს­ნუ­რი მთა" 1924 წელს გა­მო­ვი­და. თა­ვად ავ­ტო­რის შე­ფა­სე­ბით, ეს წიგ­ნი უაღ­რე­სად გერ­მა­ნუ­ლია, თუმ­ცა ევ­რო­პუ­ლი გან­მა­ნათ­ლებ­ლუ­რი, აღ­მზრდე­ლო­ბი­თი რო­მა­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს და ცო­ტა­თი - მის პა­რო­დი­ა­დაც.

ავტორი:

პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს

პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს

კლასიკოსი ავტორები აქტუალურობას არცერთი თაობის მკითხველში არ კარგავს. მსოფლიო თუ ქართველი კლასიკოსები წერდნენ ისეთ მარადიულ თემებზე, რომელთა მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება და მწერლის მიერ ოსტატურად გადმოცემული ნაცნობი პრობლემები ნაწარმოებში სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ინსპირაცია, მამოძრავებელი ძალა ან დაღლილი დღის შემდეგ ერთგვარი ნავსაყუდელი.

მკითხველი სხვადასხვანაირია, განსხვავებული გემოვნებითა და ინტერესებით. მათ უმრავლესობას სწორედაც რომ აერთიანებს კლასიკური ლიტერატურა, თუმცა არის სხვადასხვა მოთხოვნები და სურვილები. მაგალითად, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს უფიქრია, ერთ წიგნად ჰქონოდა მარგარეტ მიჩელის უკვდავი რომანი „ქარწაღებულნი“ და არ შეეგროვებინა თაროზე რამდენიმე ტომად, ან მიხეილ ჯავახიშვილისა თუ აკაკი წერეთლის შემოქმედების გაცნობის სურვილი გასჩენია ერთ გამოცემაში. სერია „პალიტრა კლასიკა“, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, სწორედ ამითაა გამორჩეული. განსაკუთრებული და ფერადია წიგნების დიზაინიც. მკითხველთა უმრავლესობა სიამოვნებით ირჩევს საკუთარი ბიბლიოთეკისათვის ამ სერიის წიგნებს. გარდა ამისა, ეს გამოცემები საჩუქრადაც საკმაოდ სოლიდურია.

გთავაზობთ რამდენიმე წიგნს სერიიდან:

ფიოდორ დოსტოევსკი - იდიოტი

ეს სერიის ყველაზე გაყიდვადი წიგნია. დოსტოევსკის შემოქმედების მიმართ ინტერესი არ ცხრება, განსაკუთრებულ ინტერესს კი მკითხველში სწორედ ეს რომანი იწვევს.

რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას; რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს.

მარგარეტ მიჩელი - ქარწაღებულნი

რომანმა პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ნაწარმოებშია გადმოცემული და აღწერილი რეალისტურად ამერიკის სამოქალაქო ომი. სწორედ რეალიზმია ალბათ ის მთავარი ჟანრული მახასიათებელი, რომელიც კონტრასტს ქმნის მთავარი გმირის სკარლეტის შინაგან ბუნებასთან, ეწინააღმდეგება მას, თუმცა სკარლეტი მაინც იმ დროის ტიპური წარმომადგენელია.

ნაწარმოების მეამბოხე და მებრძოლი მთავარი გმირი არანაკლებ საინტერესოა თანამედროვე მკითხველისთვისაც.

ცისფერყანწელები

წიგნში თავმოყრილია მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეულ შემოქმედთა, ცისფერყანწელთა პოეზია, პოეტური პროზა, ესეები.

ონორე დე ბალზაკი - შაგრენის ტყავი და სხვა მოთხრობები

ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის შემოქმედება ზუსტი დაკვირვებითა და შეულამაზებელი სინამდვილის აღწერით გამოირჩევა.

წიგნში შესულია შაგრენის ტყავი და სხვა მოთხრობები: ვენდეტა; წითელი სასტუმრო; პიერ გრასუ; უცხო შედევრი; ფაჩინო კანე; ელვერდუგო; ძმადნაფიცი; მხედართმთავრის ცოლი; პოლკოვნიკი შაბერი.

თომას მანი - ჯადოსნური მთა

გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი "ჯადოსნური მთა" 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი - მის პაროდიადაც.

14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-2 ტომი გამოვიდა

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ სადღესასწაულოდ 6-8 წლის ბავშვებს

„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ –  დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა