პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ერთი მხრივ, სააკაშვილი-გვარამია, მეორე მხრივ კი, უგულავა-ბოკერიას რადიკალურად განწყობილი გუნდები ცდილობენ.
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების ყველანაირი რესურსი არსებობს.
„ვინ შლის მოლაპარაკებებს, ეს არის ცხადზე უცხადესი - „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა სააკაშვილი-გვარამიას ფრთა და ეს არის „ევროპული საქართველო“, რომელიც მთლიანად რადიკალური ფრთისგან შედგება და იქ არაიანირი სხვა ფრთა არ არის. ერთ მხარეს არიან სააკაშვილი-გვარამია და მეორე მხარეს ბოკერია-უგულავა. მათ აქვთ ასეთი პოზიცია, მათ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იქ არის ყველანაირი რესურსი“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩაიშლება, კობახიძემ ასე უპასუხა: „ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში ვართ ღია ჩვენს უცხოელ მეგობრებთან კონსულტაციებისთვის და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
დედაჰ ეს კაცი არ დამანახოთ, მარტო ახალ წელს გამოგადგება ეს უბედური ჩიჩილაკად
ნაცებო! თქვენი მიზანია რომ დააუსუსუროთ სახელმწიფო ინსტიტუტები! გამუდმევით ეწევით ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიას! თქვენ(ნაცები) ყოველ დღე ეწევით პრეზიდენტის ინსტიტუტის ლანძღვას(დამცირებას),სასამართლოს ლანძღვას,საპატრიარქოს ლანძღვას,ჯარის ლანძღვას,პოლიციის ლანძღვას,პარლამენტის ლანძღვას და ყველა უწყების დამცირებას! თქვენ გინდათ რომ მაქსიმალურად აირიოს ქვეყანა და მერე მოხვიდეთ და თქვათ ჩვენ გამოგიყვანთ ამ გაჭირვებიდანო! თქვენი მიზანია რომ საქართველო მაქსიმალურად დამცირებულად იყოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ არ შედიხართ პარლამენტში.თქვენი ტელევიზიებით მაქსიმალურად თესავთ ხალხში ნიჰილიზმს,უნდობლობას,უიმედობას,უუნარობას,უსუსურობა და ყოველგვარ ცუდ ამბებს აწვდით ხალხს! ესაა თქვენი ტექნოლოგია,რითაც გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა! ადმინ გთხოვ არ დამბლოკო!