საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი
"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი

90 მუ­თა­ქა იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ და 60 და­გე­ში­ლი მგე­ლი­ვით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვიქ­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტში, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ამ­ბავს და­ვატ­რი­ა­ლებთ იქ, რა კა­ნო­ნებს გა­ვი­ტანთ, რა სა­კი­თხებს გა­ვი­ტანთ, რო­გორ ჯან­ჯღარ­ში გვე­ყო­ლე­ბა მთავ­რო­ბა,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს მო­უ­წო­და აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, მო­ა­წე­რონ ხელი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბას და ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სირ­ცხვი­ლი არ არის, ეს ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რია და ამის­თვის იბ­რძოდ­ნენ პარ­ტი­ე­ბი, რო­დე­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ქუჩა-ქუჩა და­დი­ოდ­ნენ.

„უნდა მო­ვუ­წო­დო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს, ნიკა მე­ლი­ას, რო­მელ­საც მარ­თლა პა­ტივს ვცემ, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს, თინა ბო­კუ­ჩა­ვას, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს, გრი­გოლ ვა­შა­ძეს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, მინ­და მათ მო­ვუ­წო­დო, მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ვუს­წო­როთ ამ ქვე­ყა­ნას თვა­ლი, ხომ გვინ­და რომ უკე­თეს ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რონ ყვე­ლას შვი­ლებ­მა, ვთქვათ ვაჟ­კა­ცუ­რად, რომ ვა­წერთ ხელს და შევ­დი­ვართ პარ­ლა­მენ­ტში. ნუ გრცხვე­ნი­ათ, პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ვი­სა და შეს­ვლის­თვის ვიბ­რძო­დით და დავ­დი­ო­დით ქუჩა-ქუჩა და სო­ფელ-სო­ფელ 3 თვე, ეს სირ­ცხვი­ლი არ არის ეს ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რია.

ბოლო დროს ვხე­დავ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან და­ფიქ­რე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის ბედ­ზე და ვიცი, რომ ძა­ლი­ან გა­ჭე­დი­ლე­ბი არი­ან, არ უნ­დათ რომ ბო­კე­რი­ას დაკ­რულ­ზე იცეკ­ვონ. ვიცი, რომ პარ­ტი­ის შიგ­ნით ჯან­ჯღა­რი და ყან­ყა­ლია, არი­ან რა­დი­კა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ვერ გაგ­ვი­გებს ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლიო - მი­ი­ღეთ გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა!“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბაც მო­ი­წო­ნა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მალე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტში იქ­ნე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვილს კარ­გად ეს­მის, რას ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს ელ­ჩე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

„სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ არის და ხვდე­ბა, რას ნიშ­ნავს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბა, ხვდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის ელ­ჩე­ბის გან­ცხა­დე­ბა რა არის, ხვდე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა რა არის, ამათ­გან გან­სხვა­ვე­ბით ძა­ლი­ან კარ­გად ხვდე­ბა რა­ღა­ცებს და ამის­თვის შე­ვა­ქებ სა­ა­კაშ­ვილს - ყო­ჩაღ! ძა­ლი­ან კარ­გი გან­ცხა­დე­ბაა! ოპო­ზი­ცი­ამ ხელი უნდა მო­ვა­წე­როთ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს შე­თან­ხმე­ბას და გა­დავ­დგათ ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი წინ, გავ­ბე­დოთ, შე­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში და იქ მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დუ­ღი­ლი გა­ვა­ჩა­ღოთ. ვი­ფიქ­როთ ქვე­ყა­ნა­ზე, რა დღე­შია ქვე­ყა­ნა ამა­სო­ბა­ში! დაგ­ვენგრა თავ­ზე! მო­ვუ­წო­დებ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რომ­ლის სი­ტყვას ახლა აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გატ­რუ­ნუ­ლე­ბი არი­ან იმი­ტომ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ვერ ბე­დავს, რომ რა­ღაც თქვას, ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებ­მა აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა!“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

რო­გორც ელი­საშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ შე­თან­ხმე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იმას თმობს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­სი­ვე თქმით, 30 წე­ლია სა­ნატ­რე­ლია.

„ჯვარს მაც­ვეს და ტყა­ვი გაგ­ვაძ­რეს მე და იო­სე­ლი­ანს და ჩვენ პარ­ტი­ას. მინ­და აგიხ­სნათ, რას­თან გვაქვს საქ­მე, არა­ნა­ი­რი ბა­ნა­კი არ მაქვს და ჩემ გარ­შე­მო არ ვაგ­რო­ვებ, უბ­რა­ლოდ, იდენ­ტუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს იმას, ვი­საც აქვს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კი­სად­მი და ამ ქვეყ­ნი­სად­მი, არე­უ­ლო­ბა, რე­ვო­ლუ­ცია, ვი­საც არ უნდა. მე პარ­ლა­მენ­ტში ვე­რა­ვინ და­მი­ნა­ხა, არც ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი და არც მე იქ არ ვყო­ფილ­ვართ, ჩვენ მან­და­ტე­ბი გვაქვს, ჩვენ იქ არ მი­ვალთ და პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალთ, თუ არ გა­ფორმ­დე­ბა შე­თან­ხმე­ბა, შე­თან­ხმე­ბა მო­მა­ვალ­ზე. იმ შე­თან­ხმე­ბა­ზე „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ვათ­მო­ბი­ნებთ ისეთ რა­ღა­ცებს, რაც 30 წე­ლია სა­ნატ­რე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რაც მთა­ვა­რია, თმობს. მე ვარ აგერ ცო­ცხა­ლი მოწ­მე, ჩემ თვალ­წინ მი­დის ეს პრო­ცე­სი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვაწ­ვე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, იხე­ვენ უკან, კომ­პრო­მის­ზე მი­დი­ან.

ყვე­ლას უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა უბ­რა­ლოდ თქმას ვერ ბე­და­ვენ. იმის ეში­ნი­ათ რა დღე­შიც ერთი კვი­რაა მე და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი და ჩვე­ნი პარ­ტია ვართ. გვლან­ძღა­ვენ, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, სა­ზი­ზღრე­ბი ხარ­თო, მაგ­რამ ჩვენ რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სწო­რი პო­ზი­ცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შე­თან­ხმე­ბა უნდა გა­დარ­ჩეს, შე­თან­ხმე­ბას ხელი უნდა მო­ვა­წე­როთ, უნდა გვე­ყოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გამ­ბე­და­ო­ბა და ღირ­სე­ბა, რომ მო­ვა­წე­როთ და მერე შე­ვი­დეთ პარ­ლა­მენ­ტში. ჩემ­ზე ამ­ბობ­დნენ, იქ ვნა­ხავ­თო, კი­დევ ვამ­ბობ, თუ შე­თან­ხმე­ბა არ შე­დე­გე­ბა, ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალთ, არც მე, არც ლე­ვა­ნი.

დღეს რაც მოხ­და, „პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის“ ეზო­ში, რაც მო­ა­წყვეს, ეს არის ზუს­ტად მო­ტყუ­ე­ბა და ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა. რა მა­გა­რი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი, რას მო­ა­წე­რეს ხელი - ჩვენ ვა­ფორ­მებთ მე­მო­რან­დუმს, რომ ვხევთ მან­და­ტებს და არ შევ­დი­ვართ პარ­ლა­მენ­ტშიო და ვინ ამ­ბობს ამას - უგუ­ლა­ვა, ბო­კე­რია, ბურ­ჯა­ნა­ძე, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, კუ­კა­ვა, რო­მელ­თაც მან­და­ტე­ბი არ აქვთ და ხელი მო­ა­წე­რეს, მან­და­ტებს ვთმობ­თო. ახლა გე­ტყვით და­ნარ­ჩე­ნე­ბი რას აკე­თე­ბენ, თქვეს, ჩვენ მან­და­ტებ­ზე უარს ვამ­ბობთ, მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­თო, ვის ატყუ­ე­ბენ, თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, თან თურ­მე, მან­დატს ხე­ვენ, თუ მან­დატს ხევ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რა აზრი აქვს, ვის ატყუ­ებ ელ­ჩებს?“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SS
12

"კაი" დარჩი შენ ელისაშვილო

ბაირონ
27

ამ კაცს ვინმემ დაუფარეთ კრედიტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი

90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლა სირცხვილი არ არის, ეს ქვეყნის სამსახურია და ამისთვის იბრძოდნენ პარტიები, როდესაც წინასაარჩევნოდ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ.

„უნდა მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს, ნიკა მელიას, რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ხატია დეკანოიძეს, თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მინდა მათ მოვუწოდო, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავუსწოროთ ამ ქვეყანას თვალი, ხომ გვინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ ყველას შვილებმა, ვთქვათ ვაჟკაცურად, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ პარლამენტში. ნუ გრცხვენიათ, პარლამენტში არჩევისა და შესვლისთვის ვიბრძოდით და დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ 3 თვე, ეს სირცხვილი არ არის ეს ქვეყნის სამსახურია.

ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო - მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოიწონა, რომელმაც განაცხადა, რომ მალე ოპოზიციური პარტიები პარლამენტში იქნებიან და აღნიშნა, რომ სააკაშვილს კარგად ესმის, რას ნიშნავს ევროკავშირისა და ნატოს ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებები.

„სააკაშვილი იქ არის და ხვდება, რას ნიშნავს აპატურაის განცხადება, ხვდება ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების განცხადება რა არის, ხვდება ევროპარლამენტის განცხადება რა არის, ამათგან განსხვავებით ძალიან კარგად ხვდება რაღაცებს და ამისთვის შევაქებ სააკაშვილს - ყოჩაღ! ძალიან კარგი განცხადებაა! ოპოზიციამ ხელი უნდა მოვაწეროთ ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას და გადავდგათ ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, გავბედოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ მთელი პოლიტიკური დუღილი გავაჩაღოთ. ვიფიქროთ ქვეყანაზე, რა დღეშია ქვეყანა ამასობაში! დაგვენგრა თავზე! მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის სიტყვას ახლა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენები გატრუნულები არიან იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბედავს, რომ რაღაც თქვას, ახალგაზრდა ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ შეთანხმებების საფუძველზე, იმას თმობს, რაც საქართველოში, მისივე თქმით, 30 წელია სანატრელია.

„ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები „ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან.

ყველას უნდა პარლამენტში შესვლა უბრალოდ თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ. გვლანძღავენ, მოღალატეები, საზიზღრები ხართო, მაგრამ ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შეთანხმება უნდა გადარჩეს, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, გამბედაობა და ღირსება, რომ მოვაწეროთ და მერე შევიდეთ პარლამენტში. ჩემზე ამბობდნენ, იქ ვნახავთო, კიდევ ვამბობ, თუ შეთანხმება არ შედეგება, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, არც მე, არც ლევანი.

დღეს რაც მოხდა, „პიონერთა სასახლის“ ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა. რა მაგარი ხალხი იყო შეკრებილი, რას მოაწერეს ხელი - ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომ ვხევთ მანდატებს და არ შევდივართ პარლამენტშიო და ვინ ამბობს ამას - უგულავა, ბოკერია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, რომელთაც მანდატები არ აქვთ და ხელი მოაწერეს, მანდატებს ვთმობთო. ახლა გეტყვით დანარჩენები რას აკეთებენ, თქვეს, ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, მაგრამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთო, ვის ატყუებენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან თურმე, მანდატს ხევენ, თუ მანდატს ხევ, მონაწილეობას რა აზრი აქვს, ვის ატყუებ ელჩებს?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ქონების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს" გადასცა - "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", შპს "ბიზნეს ცენტრი" და ა.შ.

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?