სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარით" - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა
"დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარით" - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა გა­იხ­სნა. სხდო­მა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დად­გე­ნი­ლი წე­სით პრე­ზი­დენ­ტმა გახ­სნა. "და­ვი­ღა­ლეთ ერთ წრე­ზე ბრუნ­ვით! ქუ­ჩი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის მცდე­ლო­ბით - დღეს კი ქვე­ყა­ნას სხვა რამ სჭირ­დე­ბა!"- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა ერთ წრე­ზე ბრუ­ნავს, რაც უნდა დას­რულ­დეს.

"და­ვი­ღა­ლეთ“! სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მო­ვუს­მი­ნოთ ამ დარ­ბაზ­ში და ამ დარ­ბა­ზის გა­რეთ. "და­ვი­ღა­ლეთ“ ერთ წრე­ზე ბრუნ­ვით! ქუ­ჩი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის მცდე­ლო­ბით, დი­ა­ლო­გის ნაც­ვლად მუ­ქა­რი­თა და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბით! ოც­და­ა­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ყვე­ლა თა­ო­ბა იდგა! ყვე­ლა­ნი, მათ შო­რის მეც, ვი­დე­ქით პარ­ლა­მენ­ტის კი­ბე­ებ­ზე. დღეს კი ქვე­ყა­ნას სხვა რამ სჭირ­დე­ბა! "და­ვი­ღა­ლეთ“ მუდ­მი­ვი ბრძო­ლით ორ პო­ლი­ტი­კურ პო­ლუსს შო­რის: ზვი­ა­დის­ტე­ბი, ან­ტიზ­ვი­ა­დის­ტე­ბი, შე­ვარ­დნა­ძის­ტე­ბი, ან­ტი­შე­ვარ­დნა­ძის­ტე­ბი და ეს დღე­საც გრძელ­დე­ბა. იმ დროს, როცა ქვე­ყა­ნას დე­პო­ლა­რი­ზა­ცია, სო­ლი­და­რო­ბა და ერ­თი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა! "და­ვი­ღა­ლეთ“ გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლან­ძღვით, შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბით, ქარ­თუ­ლი და კავ­კა­სი­უ­რი ზრდი­ლო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით! სი­ძულ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას ტო­ვებს გახ­ლე­ჩილს, და­უც­ველ­სა და და­სუს­ტე­ბულს იმ დროს, როცა მას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ენერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მოთ­მი­ნე­ბა ამო­ი­წუ­რა, რა­მე­თუ თით­ქმის 100 წელი გა­ვი­და, რაც რუ­სე­თის მე-XI არ­მი­ამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ი­პყრო. თით­ქმის 30 წე­ლია, რაც ხე­ლახ­ლა აღ­დგა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და დას­რულ­და საბ­ჭო­თა იმ­პე­რია და ვა­შე­ნებთ სა­ხელ­მწი­ფოს. 30 წელი კი სიმ­წი­ფის ასა­კია - ადა­მი­ა­ნის­თვი­საც, სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც. დროა მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე გა­ვარ­ღვი­ოთ!”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ველ პლე­ნა­რულ სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, თბი­ლი­სის მერი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე, მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტი ხმა­თა უმ­რა­ვე­ლო­სო­ბით 150-ვე წევ­რის უფელ­ბა­მო­სი­ლე­ბას ცნობს. ამის შემ­დეგ წინა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
87

სასულიერო პირები რატომ ესწრებიან საერო ქვეყნის პარლამენტის გახსნას? ვატიკანი ვართ თუ ირანი?

rasa
47

ქუჩის პოლიტიკიდან ცივილურში გადატანას კი ითხოვ სამართლიანად, მადამ პრეზიდენტ, მაგრამ მთავრობისგან რატომ არ ითხოვ ნაკლებად ხისტ პოზიციას, რომელმაც სამთავრობო პარტია გააუცხოვა ყველა ოპოზიციური პარტიისგან და მარტო დატოვა პარლამენტში? ეგ გასაოცარი დემოკრატია და 'მოწიფული საზოგადოების' ნიშანი გგონია? 

ავტორი:

"დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარით" - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

"დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად, მუქარით" - პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა. "დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, ქვეყანა ერთ წრეზე ბრუნავს, რაც უნდა დასრულდეს.

"დავიღალეთ“! საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. "დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით! ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! "დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება! "დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით! სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პირველ პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, თბილისის მერი და სასულიერო პირები.

აღსანიშნავია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, მხოლოდ "ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან წარმოდგენილნი, თუმცა პარლამენტი ხმათა უმრაველოსობით 150-ვე წევრის უფელბამოსილებას ცნობს. ამის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

"მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას და არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

"ფედერაცია არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან" - ლევან კობიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"