მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ირაკ­ლი ბე­ბუ­ას­თვის 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლი ხა­ზით მი­ი­ღეს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 7 დე­კემ­ბერს იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ირაკ­ლი ბე­ბუ­ას, ისე­ვე რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უპი­რო­ბო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი, მკაც­რად დად­გე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 10-11 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის მო­რიგ რა­უნ­დზე.

ცნო­ბის­თვის, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ირაკ­ლი ბე­ბუა აფხა­ზუ­რი დრო­შის დაწ­ვის­თვის და­ა­კა­ვა. მან დრო­შა 30 სექ­ტემ­ბერს დაწ­ვა. რო­გორც მა­შინ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, ბე­ბუ­ამ ეს დღე, 30 სექ­ტემ­ბე­რი სა­გან­გე­ბოდ შე­არ­ჩია, რად­გან აფხა­ზეთ­ში "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს" აღ­ნიშ­ნა­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
2

ისე მაგ დროშას ის მარცხენა ზედა კუხეში რო წითელის ფონზე ხელია, მაგის მაგივრად 5 ჯვრიანი დროშა დაამშვენებდა, როგორც აჭარისას და თქვენც ბედნიერად იქნებოდით აბხაზებო და ჩვენც.

ელგუჯა
1

რა ამბავია ცხრა წელი.დროშა დაწვა თუ ბჟანიას რეზიდენცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ირაკლი ბებუასთვის 9 წლით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზით მიიღეს. გადაწყვეტილება 7 დეკემბერს იქნა მიღებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

მათივე ცნობით, ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

ცნობისთვის, ადგილობრივმა ე.წ. მილიციამ ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავა. მან დროშა 30 სექტემბერს დაწვა. როგორც მაშინ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები წერდნენ, ბებუამ ეს დღე, 30 სექტემბერი საგანგებოდ შეარჩია, რადგან აფხაზეთში "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავენ.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა