მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა
"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე სამ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

"2020 წლის 1 დე­კემ­ბერს, ქ.თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლი 3-ის მე-4 მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ი.წ და ვ.ნ., რომ­ლე­ბიც გ.ჯ-ს მარ­თვის ქვეშ მყო­ფი „მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, შპს „ზღვის ჰოს­პი­ტალს“ და­ესხნენ თავს, რა დრო­საც ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს რ.ლ-ს ჰოს­პი­ტა­ლის კა­რის გა­ღე­ბა მოს­თხო­ვეს. რ.ლ.-მ მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, რის გა­მოც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სამი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მათ შო­რის ვ.ნ-მ ყა­ჩა­ღო­ბის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, რ.ლ-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ის­რო­ლა, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბულს ტყვია ას­ცდა და მან გაქ­ცე­ვა და და­მალ­ვა შეძ­ლო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ორი­ვე თავ­დამ­სხმელ­მა ჰოს­პი­ტა­ლის მიმ­ღებ­ში შე­აღ­წი­ეს, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­ე­უფლნენ სა­ლა­რო­ში არ­სე­ბულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2020 წლის 3 დე­კემ­ბერს ი.წ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ონ­ში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. გ. ჯ-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დიდი ოდე­ნო­ბით 0,502 გრ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ჰე­რო­ი­ნი ამო­ი­ღეს.

ი.წ-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და გა­სა­ღე­ბა) წა­რედ­გი­ნა, ვ.ნ-ს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა), 19-109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა სხვა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ყა­ჩა­ღო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) და 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა) წა­რედ­გი­ნა რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 14 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,-აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
1

ჰა, ადვოკატ, ალესე კალამი, ჯერ მიაწექი, რომ ისინი არ იყვნენ, თუ არ გაგივა, ათქმევინე, რომ გაჭირვებამ აიძულა, ესეც თუ ჩაფლავდა, მიაწექი, რომ გულწრფელად ინანიებენ და ახალგაზრდებს ცხოვრებას ნუ დაუნგრევენ. ჰო, არ დაგავიწყდეს ათქმევინო, რომ საკანში მაგრად ჟეჟეს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკური სარჩელიც მიაკერე.

ედიკა
0

ეტყობა, "ნარკოსთვის" ფული შემოაკლდათ, თორემ ეს რა "კრაჟაა",მისულიყვნენ გირჩის ოფისში პოლიტ-ნაკოტიკს გაუჩალიჩებდნენ და ხმასაც ვერავინ გასცემდა. თუმცა ეხლა გირჩუნების შორისაც "დრაკაა" slight_frown

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

"2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო.

აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

ი.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა, ვ.ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნავენ უწყებაში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით მეზობელი მამაკაცი დააკავეს

ჩეხეთის პოლიცია საქართველოს 27 წლის მოქალაქეს ეძებს, რომელიც თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 1049 პირი დააჯარიმა - რა წესებს არ იცავენ მოქალაქეები