პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მე არ ვფიქ­რობ, რომ რამე და­ვა­შა­ვე, 23 წე­ლია დიპ­ლო­მა­ტი ვარ, ჩემ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­დე­ლი­მი­ტა­ციო-სა­დე­მარ­კა­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ მალ­ხაზ მი­ქე­ლა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­და.

გვი­ან ღა­მით დას­რულ­და გუ­შინ მალ­ხაზ მი­ქე­ლა­ძის გა­მო­კი­თხვა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, დღეს კი მას­თან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს გა­ივ­ლი­ან.

"გუ­შინ და­მა­ტე­ბი­თი გა­მი­კი­თხვა იყო პირ­ველ გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლა­ვართ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, პრო­კუ­რა­ტუ­რას გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი აინ­ტე­რე­სებ­და, მუ­შა­ო­ბის თა­ო­ბა­ზე, იმ მა­სა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხი გა­ვე­ცი. ვფქი­რობ, ამ გა­მო­კი­თხვებ­ში კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გუ­შინ ხან­გრძლი­ვი გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დღეს უნდა გა­ფორმ­დეს გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი. მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის ჩვე­ნე­ბას არ ვიც­ნობ, ვიცი, რომ მან ჩემი ჩვე­ნე­ბა უარ­ყო, რაც ჩემ­თვის გას­კა­ვი­რია. იქ იყო სა­უ­ბა­რი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ თუ არა გარ­კვე­უ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობ­და, ეს გან­ხილ­ვა ნამ­დვი­ლად მოხ­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. მე არ ვფიქ­რობ, რომ რამე და­მი­შა­ვე­ბია, 23 წე­ლია დიპ­ლო­მა­ტი ვარ, ჩემ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ჩარ­თუ­ლი ვარ მრა­ვალ ურ­თუ­ლეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში, დე­ლი­მი­ტა­ცი­ის კო­მი­სია ძა­ლი­ან პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბით იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მსჭვა­ლუ­ლი, ყვე­ლა ვას­რუ­ლებ­დით ჩვე­ნი ქვეყ­ნის საქ­მეს",- გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ი­ლა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბას მას­თან ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხი­ელ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

ავტორი:

"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

"არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები" - სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მე არ ვფიქრობ, რომ რამე დავაშავე, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მიქელაძემ პროკურატურაში განუცხადა.

გვიან ღამით დასრულდა გუშინ მალხაზ მიქელაძის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში, დღეს კი მასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მის გამოკითხვასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებს გაივლიან.

"გუშინ დამატებითი გამიკითხვა იყო პირველ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლავართ, წლების განმავლობაში დელიმიტაციის საკითხებზე ვმუშაობდი, პროკურატურას გარკვეული დეტალები აინტერესებდა, მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე, რაც გამოყენებულია, ყველაფერზე პასუხი გავეცი. ვფქირობ, ამ გამოკითხვებში კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. გუშინ ხანგრძლივი გამოკითხვა მიმდინარეობდა, დღეს უნდა გაფორმდეს გამოკითხვის ოქმები. მიხეილ ჯანელიძის ჩვენებას არ ვიცნობ, ვიცი, რომ მან ჩემი ჩვენება უარყო, რაც ჩემთვის გასკავირია. იქ იყო საუბარი, გამოვიყენოთ თუ არა გარკვეული კარტოგრაფიული მასალა, როგორც საქართველოს პოზიცია. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობდა, ეს განხილვა ნამდვილად მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დამიშავებია, 23 წელია დიპლომატი ვარ, ჩემ ქვეყანას ვემსახურები, ჩართული ვარ მრავალ ურთულეს მოლაპარაკებაში, დელიმიტაციის კომისია ძალიან პატრიოტული გრძნობით იყო წლების განმავლობაში განმსჭვალული, ყველა ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს",- განაცხადა მიქეილაძემ.

მისი განმარტებით, საგამოძიებო უწყებას მასთან ყოფილ პრეზიდენტ მიხიელ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 1049 პირი დააჯარიმა - რა წესებს არ იცავენ მოქალაქეები

"დაცვის თანამშრომელს ესროლეს, თუმცა მას ტყვია ასცდა..." - ზღვის ჰოსპიტალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარედგინა

"შენისთანებთან მივდივარ და ფულს დებენ, გაიგე?!" - დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც ბიზნესმენს თანხას სძალავდნენ (ფარული ჩანაწერი)