გოგა ხაჩიძე "გირჩში" მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს და ზურა ჯაფარიძეს მიმართავს:
"გირჩი - სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი ”ნათლიაც” გამოვედი. ”გირჩი” იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს, ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში; ისიც ვიცი, რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს; ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს... მესმის რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს... ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!" - წერ გოგა ხაჩიძე.
ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად "გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე.
ეს გამოგირჩებული გამოჩნდა? სრული "ბედნიერებისათვის" შენღა გვაკლდი დაბოლილო.
ხაჩიძე რომ ნერვიულობს გაკეთებულის განიავებაზე, რბილად რომ ვთქვათ-რა აქვს სანანებელი საკითხვია..."გირჩი"ვერაზე, (ფიქრის გორა კაფეს ერქვა), არც ესაა სიახლე ...ისე გულს ნუ გაიტეხს ზურაბი ახალ პარტიას დააფუძნებს-სახელსაც შევთავაზებ-"მარი&ხუანა"...