სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე
"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

"პი­რა­დად მე არ მე­გო­ნა, რომ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­დენ შემ­თხვე­ვას ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­უძ­ლებ­და", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში ხარ­ვე­ზე­ბი არის, თუმ­ცა ექი­მე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას გმი­რუ­ლად უძ­ლე­ბენ.

"კი ხარ­ვე­ზე­ბი არის, გაგ­ვაკ­რი­ტი­კეთ. ყვე­ლა­ფერ­ში ხარ­ვე­ზი არის, მაგ­რამ სის­ტე­მა უძ­ლებს ამას. ჩვე­ნი გმი­რი ექი­მე­ბი უძ­ლე­ბენ. მათ ნამ­დვი­ლად ეკუთ­ვნით მად­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მათ აქვთ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში, ყველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

იქ­ნე­ბო­და ეს 9 აპ­რი­ლი, აფხა­ზე­თის ომი, სა­მა­ჩაბ­ლოს კონ­ფლიქ­ტი, აგ­ვის­ტოს ომი ... დღეს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი იმ­სა­ხუ­რებს მხო­ლოდ მად­ლო­ბას, თი­თო­ე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კი. დღეს 8000 -ზე მეტი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აქე­დან, რა თქმა უნდა, უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­და, გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, მაგ­რამ იცით, რომ და­ი­ღუპ­ნენ კი­დეც. ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე. რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ხაზს ვუს­ვამ, რომ სის­ტე­მა უკე­თაა მზად, მაგ­რამ იდე­ა­ლუ­რად არ ვართ, შე­და­რე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი. მწყობრ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მებ­საც გა­უ­ჭირ­და, საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­საც გა­უ­ჭირ­და, იცით ეს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა დღე­ში 4-და 5 ათა­სი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნას არ პროგ­ნო­ზი­რებ­და. ამას­თა­ნა­ვე, გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ნო­ემ­ბერ­ში შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდა იმ მო­მა­ტე­ბუ­ლი მო­ბი­ლო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ფიქ­სირ­და.

"გა­სა­გე­ბია, რომ მაკ­რი­ტი­კე­ბენ და თქვენც შე­გიძ­ლი­ათ, გა­მაკ­რი­ტი­კოთ, რომ არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, მაგ­რამ რო­გორ არ გა­კე­თე­ბუ­ლა?! - გა­დამ­ზა­დე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შეს­ყიდ­ვე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბიც და­სა­ხუ­ლი არის და მზა­დე­ბის გეგ­მაც იყო",- აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

ამას ეძახი გაძლებას? :) არ გეშინია მაინც ხალხის?

kote აფხაზი
4

მიდის დაბოლება რო გაუძლო ამ დროს ხალხი 12-14 დღე ელოდება რომ როგორმე ეგრეთწოდებული ოჯახის ექიმი დაუკავშირდეს კარგით რა ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? მაგრამ გასაკვირი არაა აბა ვის უთქვამს დედაჩემი ბ....ო?

ავტორი:

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა" - ამირან გამყრელიძე

"პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არის, თუმცა ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ.

"კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში.

იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი ... დღეს თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, თითოეული სამედიცინო მუშაკი. დღეს 8000 -ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ, შედარებითია ყველაფერი. მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასაც გაუჭირდა, იცით ეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა დღეში 4-და 5 ათასი ინფიცირების შემთხვევის გამოვლენას არ პროგნოზირებდა. ამასთანავე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ნოემბერში შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა იმ მომატებული მობილობის გამოძახილია, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში მათ შორის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

"გასაგებია, რომ მაკრიტიკებენ და თქვენც შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, რომ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ როგორ არ გაკეთებულა?! - გადამზადებაც მიმდინარეობდა, შესყიდვებიც მიმდინარეობდა, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და მზადების გეგმაც იყო",- აცხადებს გამყრელიძე.

"მთავარი არხის” ინფორმაცია, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, სიცრუეა - ჯანდაცვის სამინისტრო

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე