პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს
„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს

ყო­ველ­თვის, როცა გა­რეთ ცივა და ქა­რია. ან თოვს და ყინ­ვა ლა­მა­ზად მო­ხა­ტავს ფან­ჯრე­ბის მი­ნებს, მე ფიქ­რს ჩემს საყ­ვა­რელ ბე­ბო­ზე ვი­წყებ.სო­ფელ­ში უკვე მო­თო­ვა. მდუ­მა­რე სახ­ლის კედ­ლებს ღუმ­ლის გუ­გუ­ნი ავ­სებს. ბებო იქ მარ­ტო ცხოვ­რობს. თავს ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბით ირ­თობს. როცა საქ­მე­ებს მო­ი­ლევს, ხან თვი­თონ სტუმ­რობს მე­ზო­ბელს, ან მას­თან გად­მო­დი­ან სტუმ­რად, ყა­ვა­ზე. თუმ­ცა, რომ ჰკი­თხოთ, გა­სარ­თო­ბად სულ არ სცა­ლია. სახ­ლში ხომ იმ­დე­ნი საქ­მეა...

უც­ნა­უ­რია ბებო. რამ­დე­ნი ვეხ­ვე­წეთ, მაგ­რამ არ მოგ­ვყვე­ბა ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. რომ ჩა­მოგ­ვყავს, ჩვენ­თან ყოფ­ნა უხა­რია, მაგ­რამ ბო­ლოს, გული მა­ინც თა­ვი­სი სახლ-კა­რის­კენ მი­უ­წევს. უკ­ვირს, რო­გორ ვძლებთ ქა­ლაქ­ში, ოთხ კედ­ლებ­ში გა­მო­კე­ტილ სახ­ლებ­ში... ეზო­სა და მი­წის გა­რე­შე.

ბე­ბოს მი­წა­ზე ფუს­ფუ­სიც უყ­ვარს. ეზო­ში ყვა­ვი­ლებს უვ­ლის. ძა­ლი­ან სევ­დის მომ­გვრე­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ოდეს­ღაც შენც მო­ხუც­დე­ბი. დღე­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილს სი­ჩუ­მე­ში გა­ა­ტა­რებ. ამ აჩ­ქა­რე­ბულ დრო­ში, სა­დაც ყვე­ლას სა­დღაც გვეჩ­ქა­რე­ბა, მო­ხუ­ცე­ბის­თვის დრო არა­ვის გვრჩე­ბა. ვე­ღარ ვუთ­მობთ ბე­ბი­ებს და ბა­ბუ­ებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას და ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ტე­ლე­ფო­ნით მო­კი­თხვის დრო­საც, ხში­რად ვცდი­ლობთ, სათ­ქმე­ლი მალე და­ვამ­თავ­როთ და და­ვუბ­რუნ­დეთ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას. ბევ­რი საქ­მე მო­ვას­წროთ მოკ­ლე დრო­ში, რო­მე­ლიც არას­დრო­საა საკ­მა­რი­სი.

ვიცი, რომ ბე­ბოს­თვის დრო სხვა­ნა­ი­რად გა­დის... დღე­ე­ბი ნელა მი­იზ­ლაზ­ნე­ბა. ბებო ალ­ბათ კედ­ლის კა­ლენ­დარ­ზე ით­ვლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ დღე­ებს, რომ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ისევ ნა­ხოს...ბე­ბი­ას­თან პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მჭიდ­რო ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი მქონ­და. მე მისი ნა­ბო­ლა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც არ­და­დე­გებ­ზე სტუმ­რობ­და და აბედ­ნი­ე­რებ­და. ბე­ბოს, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ყო­ველ­თვის ჰქონ­და ჩემ­თვის დრო. მახ­სოვს, დიდ სქელყდი­ან ძვე­ლე­ბურ ალ­ბომს გად­მო­ი­ღებ­და და შავ-თეთრ ფო­ტო­ებს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­და. არ ბეზ­რდე­ბო­და და ყო­ვე­ლი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას მი­ამ­ბობ­და. ბებო ხში­რად და­დი­ო­და მივ­ლი­ნე­ბებ­ში. ბევრ კუ­რორტზე იყო ნამ­ყო­ფი და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და.

ალ­ბათ, ახ­ლაც, როცა მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ა­წუ­ხებს და როცა სახ­ლში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ჩუ­მე სევ­დი­ან ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს, ძვე­ლე­ბუ­რი გან­ჯი­ნის უჯ­რი­დან ფო­ტო­წიგნს ამო­ი­ღებს... ფო­ტო­წიგ­ნი შარ­შან, ახალ წელს ვა­ჩუ­ქე. მისი ოთხი­ვე შვი­ლიშ­ვი­ლის და ერთი შვილ­თაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი შე­ვაგ­რო­ვე და წიგ­ნად და­ვუ­ბეჭ­დე. არა­ფე­რი ისე არ გა­ხა­რე­ბია, რო­გორც ეს სა­ჩუ­ქა­რი... გო­ნე­ბი­დან არ ამომ­დის ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ალ­ბომს შლი­და და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ფურ­ცლის შემ­ხედ­ვა­რე, თვა­ლე­ბი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უბრწყი­ნავ­და. მა­შინ მივ­ხვდი, რომ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თე მას!

ჰო, მო­ხუ­ცე­ბი ბავ­შვებს ჰგვა­ნან... მათ ბავ­შვე­ბი­ვით სწყინთ უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი­ვით უხა­რი­ათ.ერთი თვეც და შობა-ახა­ლი წელი მოვა! წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნუ­რი დღე­ე­ბი, როცა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან. მალე ბე­ბოც ჩვენ­თან იქ­ნე­ბა! ცივ ზამ­თარს ისევ ერ­თად გა­ვა­ტა­რებთ, ისევ ვი­მოგ­ზა­უ­რებთ წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბის ფურ­ცლებ­ზე და ისევ მო­ვუყ­ვე­ბით ერ­თმა­ნეთს ბევ­რჯერ მოს­მე­ნილ ამ­ბებს.

ხში­რად და­უ­რე­კეთ მო­ხუ­ცებს და აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ მუ­დამ გახ­სოვთ და გე­ნატ­რე­ბათ. მალე ახა­ლი წე­ლია! აჩუ­ქეთ ემო­ცი­ე­ბი ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას! მათი გა­ხა­რე­ბა ხომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლია...

ავტორი:

„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს

„ბებო, შენ არ ხარ მარტო!“: ყველაზე ემოციური საჩუქარი მოხუცებს

ყოველთვის, როცა გარეთ ცივა და ქარია. ან თოვს და ყინვა ლამაზად მოხატავს ფანჯრების მინებს, მე ფიქრს ჩემს საყვარელ ბებოზე ვიწყებ.სოფელში უკვე მოთოვა. მდუმარე სახლის კედლებს ღუმლის გუგუნი ავსებს. ბებო იქ მარტო ცხოვრობს. თავს ტელევიზორის ყურებით ირთობს. როცა საქმეებს მოილევს, ხან თვითონ სტუმრობს მეზობელს, ან მასთან გადმოდიან სტუმრად, ყავაზე. თუმცა, რომ ჰკითხოთ, გასართობად სულ არ სცალია. სახლში ხომ იმდენი საქმეა...

უცნაურია ბებო. რამდენი ვეხვეწეთ, მაგრამ არ მოგვყვება ქალაქში საცხოვრებლად. რომ ჩამოგვყავს, ჩვენთან ყოფნა უხარია, მაგრამ ბოლოს, გული მაინც თავისი სახლ-კარისკენ მიუწევს. უკვირს, როგორ ვძლებთ ქალაქში, ოთხ კედლებში გამოკეტილ სახლებში... ეზოსა და მიწის გარეშე.

ბებოს მიწაზე ფუსფუსიც უყვარს. ეზოში ყვავილებს უვლის. ძალიან სევდის მომგვრელია იმაზე ფიქრი, რომ ოდესღაც შენც მოხუცდები. დღეების უმეტეს ნაწილს სიჩუმეში გაატარებ. ამ აჩქარებულ დროში, სადაც ყველას სადღაც გვეჩქარება, მოხუცებისთვის დრო არავის გვრჩება. ვეღარ ვუთმობთ ბებიებს და ბაბუებს სათანადო ყურადღებას და ეს ძალიან სამწუხაროა. ტელეფონით მოკითხვის დროსაც, ხშირად ვცდილობთ, სათქმელი მალე დავამთავროთ და დავუბრუნდეთ ყოველდღიურ რუტინას. ბევრი საქმე მოვასწროთ მოკლე დროში, რომელიც არასდროსაა საკმარისი.

ვიცი, რომ ბებოსთვის დრო სხვანაირად გადის... დღეები ნელა მიიზლაზნება. ბებო ალბათ კედლის კალენდარზე ითვლის დღესასწაულებამდე დარჩენილ დღეებს, რომ შვილები და შვილიშვილები ისევ ნახოს...ბებიასთან პატარაობიდანვე განსაკუთრებული, მჭიდრო ემოციური კავშირი მქონდა. მე მისი ნაბოლარა შვილიშვილი ვიყავი, რომელიც არდადეგებზე სტუმრობდა და აბედნიერებდა. ბებოს, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის დრო. მახსოვს, დიდ სქელყდიან ძველებურ ალბომს გადმოიღებდა და შავ-თეთრ ფოტოებს მათვალიერებინებდა. არ ბეზრდებოდა და ყოველი ფოტოს ისტორიას მიამბობდა. ბებო ხშირად დადიოდა მივლინებებში. ბევრ კურორტზე იყო ნამყოფი და ფოტოების გადაღება განსაკუთრებით უყვარდა.

ალბათ, ახლაც, როცა მარტოობის შეგრძნება განსაკუთრებით შეაწუხებს და როცა სახლში გამეფებული სიჩუმე სევდიან ხასიათზე აყენებს, ძველებური განჯინის უჯრიდან ფოტოწიგნს ამოიღებს... ფოტოწიგნი შარშან, ახალ წელს ვაჩუქე. მისი ოთხივე შვილიშვილის და ერთი შვილთაშვილის ფოტოები შევაგროვე და წიგნად დავუბეჭდე. არაფერი ისე არ გახარებია, როგორც ეს საჩუქარი... გონებიდან არ ამომდის ის მომენტი, როდესაც ალბომს შლიდა და ყოველი მომდევნო ფურცლის შემხედვარე, თვალები პატარა ბავშვივით უბრწყინავდა. მაშინ მივხვდი, რომ საუკეთესო საჩუქარი გავუკეთე მას!

ჰო, მოხუცები ბავშვებს ჰგვანან... მათ ბავშვებივით სწყინთ უმნიშვნელო რაღაცები და ბავშვებივით უხარიათ.ერთი თვეც და შობა-ახალი წელი მოვა! წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დღეები, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანები ერთად იკრიბებიან. მალე ბებოც ჩვენთან იქნება! ცივ ზამთარს ისევ ერთად გავატარებთ, ისევ ვიმოგზაურებთ წარსულის მოგონებების ფურცლებზე და ისევ მოვუყვებით ერთმანეთს ბევრჯერ მოსმენილ ამბებს.

ხშირად დაურეკეთ მოხუცებს და აგრძნობინეთ, რომ მუდამ გახსოვთ და გენატრებათ. მალე ახალი წელია! აჩუქეთ ემოციები ბებიას და ბაბუას! მათი გახარება ხომ ძალიან ადვილია...

კატარის ავიახაზები 2020 წლის 15 დეკემბრიდან სან ფრანცისკოს მიმართულებით შეასრულებს ფრენებს

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვების რაციონი პანდემიის პერიოდში?

„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და კოვიდ 19” შეიქმნა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"