Faceამბები

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
თვის კითხვადი სტატიები
"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგი, რომელსაც ყვავილების ულამაზესი ბაღი აქვს - "ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს"
"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგი, რომელსაც ყვავილების ულამაზესი ბაღი აქვს - "ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს"

მოყ­ვა­რულ მეყ­ვა­ვი­ლე­თა შო­რის ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი არას­დროს ჩა­მი­წე­რია. სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მცე­ნა­რე­ებ­თან და ამა­ზე მისი სახ­ლის ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბიც მე­ტყვე­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფია ძა­ლი­ან მო­უც­ლე­ლია - კავ­კა­სი­ის გეშ­ტალტთე­რა­პი­ი­სა და ოჯა­ხუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რია და ევ­რო­პუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი - მცე­ნა­რე­ე­ბის­თვი­საც იც­ლის და ეს მის­თვის უდი­დე­სი გან­ტვირ­თვაა.

სო­ფია ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი:

- რაც თავი მახ­სოვს, ჩვენს ოჯახ­ში მცე­ნა­რე­ებ­ზე ზრუნ­ვა ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე იყო. იმე­რეთ­ში ბე­ბოს სულ ჰქონ­და ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც და ეზო­ში მშვე­ნი­ე­რი ბა­ღიც. რა­ღაც პე­რი­ო­დი მას­თან ვიზ­რდე­ბო­დი და ვხე­დავ­დი, რო­გორ უვ­ლი­და მცე­ნა­რე­ებს. წლე­ულს გა­ზა­ფხულ­ზე, კო­რო­ნა­პან­დე­მი­ის გამო იმე­რეთ­ში წა­ვე­დი და იქი­დან დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი. ზა­ფხუ­ლიც იქ გა­ვა­ტა­რე და მა­შინ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, რომ ეზო­ში ყვე­ლა ვარ­დი, რომ­ლე­ბიც სა­ო­ცარ სურ­ნელს აფ­რქვევს და რაც თავი მახ­სოვს, იქ არის - ბე­ბოს დარ­გუ­ლი და ჩემ­ზე უფ­რო­სია. რო­გორც მე ვიზ­რდე­ბო­დი, ასე იზ­რდე­ბოდ­ნენ ისი­ნიც... ამ ზა­ფხულს თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, 40 ძი­რამ­დე ახა­ლი ვარ­დი ვი­ყი­დე, იმე­რეთ­ში წა­ვი­ღე და დავრგე. მე­ვარ­დე­ებს ჩვე­ნი ვარ­დე­ბი რომ ვაჩ­ვე­ნე, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩნენ, ასე­თი ახლა თით­ქმის აღარც არ­სე­ბობ­სო... მოკ­ლედ, მხო­ლოდ წლე­ულს გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩვე­ნი ვარ­დე­ბი 40 წელ­ზე მეტი ხნის არის და ახ­ლაც ხა­რობს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბებო აღარ არის...

- თუმ­ცა თბი­ლის­შიც მშვე­ნი­ე­რი მცე­ნა­რე­ე­ბი გაქვთ ულა­მა­ზეს აი­ვან­ზე...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბიც, მაგ­რამ ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ და მათ ვერ მო­ვუვ­ლი­დი. ყვა­ვი­ლე­ბი კი უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩემი არ­ყოფ­ნი­სას რძა­ლი აკი­თხავს, მეც იქი­დან რჩე­ვებს ვაწ­ვდი... ყვე­ლა ყვა­ვილს თა­ვი­სე­ბუ­რი მოვ­ლა უნდა.

თბი­ლი­სის ყვა­ვი­ლე­ბი­დან ზოგი 15 წლის არის, ზოგი - 10-ის, ზო­გიც - ნაკ­ლე­ბის. სულ ვა­ახ­ლებ, ვა­მა­ტებ. რამე ლა­მაზს რომ და­ვი­ნა­ხავ, ვყი­დუ­ლობ, ან თუ ვინ­მეს­თან შევ­ნიშ­ნავ, ტოტს, ფო­თოლს ვთხოვ გა­სამ­რავ­ლებ­ლად... როცა აქ ვარ, თავს სა­უ­კე­თე­სოდ გრძნო­ბენ, რად­გან ვე­ფე­რე­ბი, ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ბალ­ბე­ბის მი­მართ.

- ბალ­ბა ულა­მა­ზე­სია, მაგ­რამ სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი აქვს და ბევ­რი ამი­ტომ არ ამ­რავ­ლებს...

- ამას წი­ნათ ჩემ­მა დის­შვილ­მაც მი­თხრა, ამის სუნს ვერ ვი­ტა­ნო. რას ამ­ბობ-მეთ­ქი? ვგიჟ­დე­ბი მის სუნ­ზე, რად­გან ეს ჩემი ბავ­შვო­ბაა, მას მა­გო­ნებს... ბე­ბოს გა­ზა­ფხულ­ზე გა­რეთ გაჰ­ქონ­და მცე­ნა­რე­ე­ბი, შე­მოდ­გო­მით შინ ისი­ნი შე­მოჰ­ქონ­და, რომ­ლე­ბიც ყინ­ვას ვერ უძ­ლებ­და. ეს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი იყო. ახლა მეც ასე ვარ. წლე­ულ­საც აი­ვან­ზე მხო­ლოდ ყინ­ვა­გამ­ძლე­ე­ბი დავ­ტო­ვე. ბე­ბოს მო­შე­ნე­ბუ­ლე­ბი­დან იმე­რეთ­ში ახ­ლაც ცო­ცხა­ლია დე­კემ­ბე­რა, აქ კი ჩემი დარ­გუ­ლი დე­კემ­ბე­რა მაქვს. ქარი და ად­გი­ლის შეც­ვლა არ უყ­ვარს. უკვე და­ხუნძლუ­ლია და თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ვი­საც ყვა­ვი­ლი უყ­ვარს, ეს ბუ­ნე­ბის თე­რა­პი­აა, ამით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს.

- მოყ­ვა­რულ მეყ­ვა­ვი­ლე­ებს შო­რის ფსი­ქო­ლო­გი რეს­პონ­დენ­ტი ჯერ არ მყო­ლია... ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ყვა­ვი­ლებს რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა აქვს?

- ყვა­ვი­ლებს ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ისი­ნი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბია, ბევ­რი ეფე­რე­ბა, ელა­პა­რა­კე­ბა, რო­გორც სუ­ლი­ერს. ეს პა­ტა­რე­ბის­თვი­საც კარ­გი მა­გა­ლი­თია. ვხე­დავ­დი, უფ­რო­სე­ბი რო­გორ ზრუ­ნავ­დნენ მცე­ნა­რე­ებ­ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი­ვე სურ­ვი­ლი მეც გა­მიჩ­ნდა. სწო­რედ უფ­რო­სე­ბის მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ იყო პი­რო­ბა, რომ მგო­ნი, ცუდ ადა­მი­ა­ნად არ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და პრო­ფე­სი­აც ისე­თი მაქვს, რომ ხალ­ხზე ზრუნ­ვა მი­წევს. ასე რომ, ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი გავ­ლე­ნა დი­დია. ჯგუ­ფე­ბიც მქონ­და, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს ვთხოვ­დი, მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი ყვა­ვი­ლი მო­ე­ტა­ნათ და და­ედ­გათ ოთახ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დით. რო­გორც ყვა­ვი­ლე­ბი გა­იზ­რდე­ბა მოვ­ლი­სას, ასე ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლად ვიზ­რდე­ბით ჩვენც. ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბა რომ დას­რულ­და, თა­ვი­სი ყვა­ვი­ლი ყვე­ლამ შინ წა­ი­ღო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგი, რომელსაც ყვავილების ულამაზესი ბაღი აქვს - "ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს"

"ყვავილოვანი" ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგი, რომელსაც ყვავილების ულამაზესი ბაღი აქვს - "ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს"

მოყვარულ მეყვავილეთა შორის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი არასდროს ჩამიწერია. სოფია ვერულაშვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მცენარეებთან და ამაზე მისი სახლის ულამაზესი ყვავილებიც მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ სოფია ძალიან მოუცლელია - კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორია და ევროპული აკრედიტაციის მქონე ფსიქოთერაპევტი - მცენარეებისთვისაც იცლის და ეს მისთვის უდიდესი განტვირთვაა.

სოფია ვერულაშვილი:

- რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში მცენარეებზე ზრუნვა ერთ-ერთი სერიოზული საქმე იყო. იმერეთში ბებოს სულ ჰქონდა ქოთნის ყვავილებიც და ეზოში მშვენიერი ბაღიც. რაღაც პერიოდი მასთან ვიზრდებოდი და ვხედავდი, როგორ უვლიდა მცენარეებს. წლეულს გაზაფხულზე, კორონაპანდემიის გამო იმერეთში წავედი და იქიდან დისტანციურად ვმუშაობდი. ზაფხულიც იქ გავატარე და მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ ეზოში ყველა ვარდი, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევს და რაც თავი მახსოვს, იქ არის - ბებოს დარგული და ჩემზე უფროსია. როგორც მე ვიზრდებოდი, ასე იზრდებოდნენ ისინიც... ამ ზაფხულს თბილისში რომ ჩამოვედი, 40 ძირამდე ახალი ვარდი ვიყიდე, იმერეთში წავიღე და დავრგე. მევარდეებს ჩვენი ვარდები რომ ვაჩვენე, გაოცებული დარჩნენ, ასეთი ახლა თითქმის აღარც არსებობსო... მოკლედ, მხოლოდ წლეულს გავაცნობიერე, რომ ჩვენი ვარდები 40 წელზე მეტი ხნის არის და ახლაც ხარობს. სამწუხაროა, რომ ბებო აღარ არის...

- თუმცა თბილისშიც მშვენიერი მცენარეები გაქვთ ულამაზეს აივანზე...

- ძალიან მიყვარს ცხოველებიც, მაგრამ ბევრს ვმოგზაურობ და მათ ვერ მოვუვლიდი. ყვავილები კი უფრო შესაძლებელი იყო. ჩემი არყოფნისას რძალი აკითხავს, მეც იქიდან რჩევებს ვაწვდი... ყველა ყვავილს თავისებური მოვლა უნდა.

თბილისის ყვავილებიდან ზოგი 15 წლის არის, ზოგი - 10-ის, ზოგიც - ნაკლების. სულ ვაახლებ, ვამატებ. რამე ლამაზს რომ დავინახავ, ვყიდულობ, ან თუ ვინმესთან შევნიშნავ, ტოტს, ფოთოლს ვთხოვ გასამრავლებლად... როცა აქ ვარ, თავს საუკეთესოდ გრძნობენ, რადგან ვეფერები, ველაპარაკები. განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ბალბების მიმართ.

- ბალბა ულამაზესია, მაგრამ სპეციფიკური სუნი აქვს და ბევრი ამიტომ არ ამრავლებს...

- ამას წინათ ჩემმა დისშვილმაც მითხრა, ამის სუნს ვერ ვიტანო. რას ამბობ-მეთქი? ვგიჟდები მის სუნზე, რადგან ეს ჩემი ბავშვობაა, მას მაგონებს... ბებოს გაზაფხულზე გარეთ გაჰქონდა მცენარეები, შემოდგომით შინ ისინი შემოჰქონდა, რომლებიც ყინვას ვერ უძლებდა. ეს მთელი რიტუალი იყო. ახლა მეც ასე ვარ. წლეულსაც აივანზე მხოლოდ ყინვაგამძლეები დავტოვე. ბებოს მოშენებულებიდან იმერეთში ახლაც ცოცხალია დეკემბერა, აქ კი ჩემი დარგული დეკემბერა მაქვს. ქარი და ადგილის შეცვლა არ უყვარს. უკვე დახუნძლულია და თავისი სილამაზით ძალიან მახარებს. ვისაც ყვავილი უყვარს, ეს ბუნების თერაპიაა, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებს.

- მოყვარულ მეყვავილეებს შორის ფსიქოლოგი რესპონდენტი ჯერ არ მყოლია... ადამიანის ცხოვრებაში ყვავილებს რა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს?

- ყვავილებს ფსიქოთერაპიული მნიშვნელობა აქვს. ისინი ცოცხალი არსებებია, ბევრი ეფერება, ელაპარაკება, როგორც სულიერს. ეს პატარებისთვისაც კარგი მაგალითია. ვხედავდი, უფროსები როგორ ზრუნავდნენ მცენარეებზე და მოგვიანებით იგივე სურვილი მეც გამიჩნდა. სწორედ უფროსების მზრუნველი დამოკიდებულება მცენარეების, ცხოველების მიმართ იყო პირობა, რომ მგონი, ცუდ ადამიანად არ ჩამოვყალიბდი და პროფესიაც ისეთი მაქვს, რომ ხალხზე ზრუნვა მიწევს. ასე რომ, ფსიქოთერაპიული გავლენა დიდია. ჯგუფებიც მქონდა, სადაც მონაწილეებს ვთხოვდი, მათთვის საყვარელი ყვავილი მოეტანათ და დაედგათ ოთახში, სადაც ვმუშაობდით. როგორც ყვავილები გაიზრდება მოვლისას, ასე ფსიქოთერაპიულად ვიზრდებით ჩვენც. ჯგუფთან მუშაობა რომ დასრულდა, თავისი ყვავილი ყველამ შინ წაიღო...განაგრძეთ კითხვა

"ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი" - როგორ დაიპყრო ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის სამყარო" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ მოჭადრაკეზე

"ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ "ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი