პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

2020 წლის 27-28 ნო­ემ­ბერს ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის ექ­სპორ­ტის პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა - მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფო­რუ­მი მთლი­ა­ნად B2B ფორ­მატ­ში, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბის კომ­პო­ნენ­ტით ჩა­ტარ­დე­ბა.

„გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექ­სპო­ჯორ­ჯია თა­ვის ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ღარ ეწე­ო­და - თუმ­ცა, გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მო­ფე­ნე­ბის ცენ­ტრი, რო­გორც საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის პლატ­ფორ­მა, ეტა­პობ­რი­ვად და­უბ­რუნ­დეს ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას.

პირ­ველ ასე­თი პრო­ექ­ტი, აგრო ექ­სპორ­ტის ფო­რუ­მი იქ­ნე­ბა, რისი ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და მზა­ო­ბაც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა. ფო­რუ­მის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, აგრო და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ებ­ლებს ხელი შე­ვუ­წყოთ სა­რე­ა­ლი­ზა­ციო არ­ხე­ბის პოვ­ნა/გა­ფარ­თო­ე­ბა­ში რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე“ - ამ­ბობს ექ­სპო­ჯორ­ჯი­ას დი­რექ­ტო­რი რე­სან ქი­ქა­ვა.

ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში აწარ­მო­ე­ბენ ჯან­საღ პრო­დუქ­ცი­ას და ამავდრო­უ­ლად გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლია ბიო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში და აწარ­მო­ე­ბენ პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ბიო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას.

მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­მარ­თონ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ებ­თან, ჰო­რე­კა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და სხვა პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებ­თან.

სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ფო­რუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნა­წილ­ში - წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბა­ი­ე­რებ­თან, მათ შო­რის ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ შემ­სყიდ­ველ კომ­პა­ნი­ებ­თან.

ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, ქვეყ­ნის სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიზ­ნობ­რი­ვი ქვეყ­ნე­ბი­დან 50 მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რი და ჰო­რე­კას სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

აგრო ექ­სპორ­ტის ფო­რუ­მის მხარ­დამ­ჭე­რია პრო­ექ­ტი GRETA | მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კა: მდგრა­დი სამ­თო ტუ­რიზ­მი და ორ­გა­ნუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა (ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შვე­დე­თის და ავ­სტრი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით)

„პრო­ექტ GRETA-ს (რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შვე­დე­თი­სა და ავ­სტრი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით) და აგრო ექ­სპორტ ფო­რუ­მის კო­ლა­ბო­რა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის ორ­გა­ნუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და ტუ­რიზ­მის პო­ტენ­ცი­ა­ლის სწო­რად წარ­მო­ჩე­ნა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, არ­სე­ბულ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში კი­დევ ერთხელ ხაზს უვამს იმ ფაქტს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით და მოქ­ნი­ლი მიდ­გო­მე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა. ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში პრო­ექტ GRETA-ს 27 ბე­ნე­ფი­ცი­არს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­რად­გი­ნოს თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცია და და­ამ­ყა­როს ახა­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“ - აღ­ნიშ­ნა პრო­ექტ GRETA-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა სიგ­რუნ ან­დრეს­ტო­დირ­მა.

აგრო ექ­სპორ­ტის ფო­რუმს ასე­ვე მხარს უჭერს CNFA:

„წელს USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მი­სა და USAID-ის „სა­ქარ­თვე­ლოს თხი­ლის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით, 27 – 28 ნო­ემ­ბერს სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ ექ­სპო­ჯორ­ჯი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა მას­შტა­ბუ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის ექ­სპორ­ტის ხელ­შემ­წყო­ბი ფო­რუ­მი.

ფო­რუ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სურ­სა­თის სა­ექ­სპორ­ტო პო­ტენ­ცი­ალ­სა და გა­ნი­ხი­ლა­ვენ ახალ ბაზ­რებ­ზე მათი გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ექ­სპორტზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ფო­რუ­მი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მო­ი­ძი­ონ მათ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ბაზ­რე­ბი, და­ამ­ყა­რონ ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ახალ პარტნი­ო­რებ­თან და გა­ნა­ვი­თა­რონ უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო კავ­ში­რე­ბი“.

სრუ­ლად ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თე­ბა პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია და ვორ­ქშო­ფე­ბიც:

  • პა­ნე­ლუ­რი დის­კუ­სია: სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი
  • ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აგრო და კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბის სექ­ტორ­ში
  • ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის მო­თხოვ­ნა, ექ­სპორ­ტის ტენ­დენ­ცი­ე­ბი
  • და­ფი­ნან­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის ისე სახ­ლმწი­ფოს მხრი­დან
  • სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­დამ­ჭე­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აგ­რო­სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით

აგრო ექ­სპორ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო; აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში; პრო­ექ­ტი GRETA | მწვა­ნე ეკო­ნო­მი­კა: მდგრა­დი სამ­თო ტუ­რიზ­მი და ორ­გა­ნუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ( ხორ­ცი­ელ­დე­ბა ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შვე­დე­თის და ავ­სტრი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით); CNFA; თი­ბი­სი ბიზ­ნე­სის­თვის.

აგრო ფო­რუმ­ზე და­სას­წრე­ბად გა­და­დით ლინკზე: https://www.facebook.com/agroexpogeorgia

ავტორი:

ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონალინ, B2B ფორმატში გამართავს

2020 წლის 27-28 ნოემბერს ექსპოჯორჯიას ორგანიზებით სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ექსპორტის პირველი მასშტაბური ფორუმი გაიმართება - მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ფორუმი მთლიანად B2B ფორმატში, ონლაინ შეხვედრების კომპონენტით ჩატარდება.

„გასული თვეების განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ექსპოჯორჯია თავის ჩვეულ საქმიანობას ვეღარ ეწეოდა - თუმცა, გადავწყვიტეთ, გამოფენების ცენტრი, როგორც საქმიანი შეხვედრების პლატფორმა, ეტაპობრივად დაუბრუნდეს ქართულ ეკონომიკას.

პირველ ასეთი პროექტი, აგრო ექსპორტის ფორუმი იქნება, რისი ჩატარების საჭიროება და მზაობაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ფორუმის ძირითადი მიზანია, აგრო და კვების მრეწველობის პროდუქტების მწარმოებლებს ხელი შევუწყოთ სარეალიზაციო არხების პოვნა/გაფართოებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“ - ამბობს ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა.

ფორუმში მონაწილეობენ როგორც საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები, ასევე შედარებით მცირე ზომის წარმოებები, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქციას და ამავდროულად გარკვეული ნაწილი მწარმოებლების ჩართულია ბიო სერტიფიცირების პროცესში და აწარმოებენ პრემიუმ ხარისხის ბიო სერტიფიცირებულ პროდუქციას.

მცირე ზომის საწარმოებს საშუალება ექნებათ გამართონ ონლაინ შეხვედრები საცალო ვაჭრობის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებსა და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან.

საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის საერთაშორისო ნაწილში - წინასწარ დაგეგმილ ონლაინ შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, მათ შორის ორგანული პროდუქციით დაინტერესებულ შემსყიდველ კომპანიებთან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, მიზნობრივი ქვეყნებიდან 50 მსხვილი ექსპორტიორი და ჰორეკას სექტორის წარმომადგენელი.

აგრო ექსპორტის ფორუმის მხარდამჭერია პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით)

„პროექტ GRETA-ს (რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით) და აგრო ექსპორტ ფორუმის კოლაბორაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ორგანული სოფლის მეურნეობის და ტურიზმის პოტენციალის სწორად წარმოჩენაში. აღნიშნული თანამშრომლობა, არსებულ რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ ხაზს უვამს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული რესურსებით და მოქნილი მიდგომებით შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების ათვისება. ფორუმის ფარგლებში პროექტ GRETA-ს 27 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა წარადგინოს თავიანთი პროდუქცია და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები“ - აღნიშნა პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელმა სიგრუნ ანდრესტოდირმა.

აგრო ექსპორტის ფორუმს ასევე მხარს უჭერს CNFA:

„წელს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და USAID-ის „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, 27 – 28 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში პირველად გაიმართება მასშტაბური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ექსპორტის ხელშემწყობი ფორუმი.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში წარმოებული სურსათის საექსპორტო პოტენციალსა და განიხილავენ ახალ ბაზრებზე მათი განთავსების შესაძლებლობებს. ზემოაღნიშნული პროექტების ექსპორტზე ორიენტირებულ ბენეფიციარებს ფორუმი საშუალებას აძლევს, მოიძიონ მათთვის მიმზიდველი და საინტერესო ბაზრები, დაამყარონ ბიზნესურთიერთობები ახალ პარტნიორებთან და განავითარონ უკვე არსებული საბაზრო კავშირები“.

სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება პანელური დისკუსია და ვორქშოფებიც:

  • პანელური დისკუსია: სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები
  • ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებები აგრო და კვების მრეწველობის სექტორში
  • ანტიკრიზისული გეგმა
  • საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნა, ექსპორტის ტენდენციები
  • დაფინანსების ხელმისაწვდომობა და შესაძლებლობები როგორც კერძო სექტორის ისე სახლმწიფოს მხრიდან
  • სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმები აგროსასურსათო პროდუქციის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით

აგრო ექსპორტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; აწარმოე საქართველოში; პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა ( ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით); CNFA; თიბისი ბიზნესისთვის.

აგრო ფორუმზე დასასწრებად გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/agroexpogeorgia

სწავლა თამაშით - "პრინტარეას" ახალი გასაფერადებელი რუკები, რომელიც თქვენს შვილს გეოგრაფიას შეაყვარებს

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში