მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან დავიწყოთ რემონტის პროცესი
საიდან დავიწყოთ რემონტის პროცესი

ბი­ნის ყიდ­ვი­სა და გა­და­ფორ­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წამ­ში ჩვენ უკვე იმა­ზე ვი­წყებთ ფიქ­რს, თუ რო­გორ მო­ვა­წყობთ, ან გა­ვა­რე­მონ­ტებთ ად­გილს, სა­დაც უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე წელი მყუდ­როდ ვი­ცხოვ­რებთ.

ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას ურ­ჩევ­ნია შავი ან თეთ­რი კარ­კა­სის ყიდ­ვა და შემ­დეგ გა­რე­მონ­ტე­ბა ისე, რო­გორც მას სურს. რაც ჭკვი­ა­ნუ­რი­ცაა: არ­სე­ბუ­ლი რე­მონ­ტის გა­ფუ­ჭე­ბას და გა­და­კე­თე­ბას ახ­ლი­დან და­წყე­ბა ნამ­დვი­ლად სჯობს. თუმ­ცა შავი და თეთ­რი კარ­კა­სის რე­მონ­ტის პრო­ცეს­საც თან ახ­ლავს ძა­ლი­ან გრძე­ლი და რუ­ტი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ რე­მონ­ტის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე.

გა­აზ­რე­ბა

დიახ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ვი­აზ­როთ, რომ ჩვენ ახლა უძ­რავ ქო­ნე­ბას ვფლობთ. სა­ი­დან ვი­წყებთ მის რე­მონტს? პირ­ველ რიგ­ში იმა­ზე ფიქ­რით, თუ რო­გორ და­ვა­გეგ­მა­რებთ არ­სე­ბულ ფართს. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ჩვენ ვირ­ბენთ თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე თუ ჩვენ ნაც­ვლად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ას­რუ­ლებს ლო­ჯის­ტი­კურ ფუნ­ქცი­ებს, ეს პუნ­ქტი აუ­ცი­ლებ­ლად ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია. სად იქ­ნე­ბა სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი? რო­გორ გა­მო­ი­ყო­ფა სამ­ზა­რე­უ­ლო მი­სა­ღე­ბის­გან? რო­გორ მო­ვა­თავ­სოთ სა­ძი­ნე­ბე­ლი ისე, რომ და­ნარ­ჩე­ნი სახ­ლის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს? რო­გორ ავით­ვი­სოთ ფარ­თი ეფექ­ტი­ა­ნად? გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სველ წერ­ტი­ლებს ვერ გა­და­ად­გი­ლებთ. გარ­და ამი­სა, ყიდ­ვის პრო­ცეს­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ გამ­ჭოლ ბი­ნას: ასე­თი ბი­ნე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბა შემ­დგომ­ში გა­ცი­ლე­ბით გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ.

ფარ­თი და ბი­უ­ჯე­ტი

გან­სა­ზღვრეთ ოთა­ხე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ფარ­თი. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ზო­მეთ ის ავე­ჯი, რომ­ლის დად­გმა­საც აპი­რებთ ოთა­ხებ­ში. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­გეგ­მეთ მათი ფარ­თო­ბიც. შემ­დეგ უკვე გა­და­დით თი­თო­ე­ულ ოთახ­ში სა­ღე­ბა­ვე­ბის, შპა­ლე­რის, ლა­მი­ნა­ტი­სა თუ პარ­კე­ტის და კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მათ შერ­ჩე­ვა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­გეგ­მეთ ბი­უ­ჯე­ტიც. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ ფაქტსაც, რომ რე­მონ­ტის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის 10-15% აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­დოთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის.

ხე­ლოს­ნე­ბის გუნ­დი

რაც არ უნდა გარ­კვე­უ­ლი იყოს ადა­მი­ა­ნი diyმიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში, რე­მონ­ტის კე­თე­ბის პრო­ცეს­ში მას აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა გა­მოც­დილ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ნი­ტა­რუ­ლი ტექ­ნი­კის, ელექტრო­ბის, გათ­ბო­ბა-გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სა­კი­თხებს. რო­გორ ვი­პო­ვოთ კარ­გი ხე­ლო­სა­ნი? სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს­დღე­ო­ბით ინ­ტერ­ნე­ტი და უამ­რა­ვი ჯგუ­ფი ამა­ზე პა­სუხს მარ­ტი­ვად გვაძ­ლევს. სთხო­ვეთ ხე­ლო­სანს, გა­და­უ­ღოს ფო­ტო­ე­ბი მის მიერ გა­რე­მონ­ტე­ბულ სახ­ლებს და გაჩ­ვე­ნოთ.

რაც მთა­ვა­რია, გახ­სოვ­დეთ, რომ თუკი არ­სე­ბი­თი არ არის, არ ღირს დე­ტა­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­და­კე­თე­ბა. უფრო ლა­მა­ზი კე­რა­მი­კუ­ლი ფილა ან შპა­ლე­რი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა, თუმ­ცა ასეთ დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა არა­ფერს მოგ­ცემთ, გარ­და იმი­სა, რომ რე­მონ­ტის ისე­დაც გრძელ პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­გი­ჭი­ა­ნუ­რებთ. ამი­ტო­მაც, ორი­ენ­ტირ­დით მთა­ვარ საქ­მე­ზე და თა­ვად აკონ­ტრო­ლეთ პრო­ცე­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვებს, სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია „ნო­ვას“ კონ­სულ­ტან­ტე­ბი მუდ­მი­ვად მზად არი­ან, პრო­დუქ­ტე­ბის შერ­ჩე­ვას­თან ერ­თად, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაც სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­გი­ზი­ა­რონ და და­გეხ­მა­რონ რე­მონ­ტის და­გეგ­მვის თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საიდან დავიწყოთ რემონტის პროცესი

საიდან დავიწყოთ რემონტის პროცესი

ბინის ყიდვისა და გადაფორმებიდან რამდენიმე წამში ჩვენ უკვე იმაზე ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ მოვაწყობთ, ან გავარემონტებთ ადგილს, სადაც უახლოესი რამდენიმე წელი მყუდროდ ვიცხოვრებთ.

ქართველ მომხმარებელთა უმეტესობას ურჩევნია შავი ან თეთრი კარკასის ყიდვა და შემდეგ გარემონტება ისე, როგორც მას სურს. რაც ჭკვიანურიცაა: არსებული რემონტის გაფუჭებას და გადაკეთებას ახლიდან დაწყება ნამდვილად სჯობს. თუმცა შავი და თეთრი კარკასის რემონტის პროცესსაც თან ახლავს ძალიან გრძელი და რუტინული აქტივობები, რომლებიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ რემონტის საწყის ეტაპზევე.

გააზრება

დიახ, პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ახლა უძრავ ქონებას ვფლობთ. საიდან ვიწყებთ მის რემონტს? პირველ რიგში იმაზე ფიქრით, თუ როგორ დავაგეგმარებთ არსებულ ფართს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვირბენთ თითოეულ დეტალზე თუ ჩვენ ნაცვლად დაქირავებული ადამიანი შეასრულებს ლოჯისტიკურ ფუნქციებს, ეს პუნქტი აუცილებლად ჩვენი გადასაწყვეტია. სად იქნება სველი წერტილები? როგორ გამოიყოფა სამზარეულო მისაღებისგან? როგორ მოვათავსოთ საძინებელი ისე, რომ დანარჩენი სახლისგან იზოლირებული იყოს? როგორ ავითვისოთ ფართი ეფექტიანად? გაითვალისწინეთ, რომ სველ წერტილებს ვერ გადაადგილებთ. გარდა ამისა, ყიდვის პროცესში, უპირატესობა მიანიჭეთ გამჭოლ ბინას: ასეთი ბინების განიავება შემდგომში გაცილებით გაგიმარტივდებათ.

ფართი და ბიუჯეტი

განსაზღვრეთ ოთახების მინიმალური ფართი. აუცილებლად გაზომეთ ის ავეჯი, რომლის დადგმასაც აპირებთ ოთახებში. სწორედ აქედან გამომდინარე დაგეგმეთ მათი ფართობიც. შემდეგ უკვე გადადით თითოეულ ოთახში საღებავების, შპალერის, ლამინატისა თუ პარკეტის და კერამიკული ფილების რაოდენობასა და მათ შერჩევაზე. აქედან გამომდინარე დაგეგმეთ ბიუჯეტიც. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტსაც, რომ რემონტისთვის გამოყოფილი თანხის 10-15% აუცილებლად უნდა გადადოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.

ხელოსნების გუნდი

რაც არ უნდა გარკვეული იყოს ადამიანი diyმიმდინარეობაში, რემონტის კეთების პროცესში მას აუცილებლად დასჭირდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს სანიტარული ტექნიკის, ელექტრობის, გათბობა-გაყვანილობის საკითხებს. როგორ ვიპოვოთ კარგი ხელოსანი? საბედნიეროდ, დღესდღეობით ინტერნეტი და უამრავი ჯგუფი ამაზე პასუხს მარტივად გვაძლევს. სთხოვეთ ხელოსანს, გადაუღოს ფოტოები მის მიერ გარემონტებულ სახლებს და გაჩვენოთ.

რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ თუკი არსებითი არ არის, არ ღირს დეტალების მუდმივი გადაკეთება. უფრო ლამაზი კერამიკული ფილა ან შპალერი აუცილებლად მოიძებნება, თუმცა ასეთ დეტალებზე გამოკიდება არაფერს მოგცემთ, გარდა იმისა, რომ რემონტის ისედაც გრძელ პროცესს კიდევ უფრო გაგიჭიანურებთ. ამიტომაც, ორიენტირდით მთავარ საქმეზე და თავად აკონტროლეთ პროცესი.

რაც შეეხება პროფესიონალთა რჩევებს, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას“ კონსულტანტები მუდმივად მზად არიან, პროდუქტების შერჩევასთან ერთად, თავიანთი ცოდნა და გამოცდილებაც სიამოვნებით გაგიზიარონ და დაგეხმარონ რემონტის დაგეგმვის თითოეულ ეტაპზე.

NS

22 ნოემბერს მახათას მთაზე საქართველოს დრიფტის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი გაიმართა

აშშ-ის კომპაქტი განაგრძობს საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას

"კორონავირუსით მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული" - სატრანსპორტო კომპანია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"