სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შექმნის თუ არა ერთობას "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" "ნაცმოძრაობის" გარეშე?
შექმნის თუ არა ერთობას "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" "ნაცმოძრაობის" გარეშე?

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 4 პარ­ტი­ას „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს, „გირჩს", „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა" და „ლე­ლოს" შო­რის შე­საძ­ლო კო­ო­პე­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, მისი თქმით, ჯერ უც­ნო­ბია, იქ­ნე­ბა თუ არა მათ შო­რის ამ სა­კი­თხზე კონ­სენ­სუ­სი.

თარ­ხნიშ­ვი­ლის თქმით, ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ 4 პარ­ტი­ას შო­რის უფრო მეტი თან­ხვედ­რა არ­სე­ბობს.

„ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ რამ­დე­ნი­მე პარ­ტი­ას­თან შე­საძ­ლო კო­ო­პე­რა­ცი­ა­ზე და შე­საძ­ლო სა­არ­ჩევ­ნო კო­ო­პე­რა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის თქვენს მიერ ჩა­მოთ­ვლილ პარ­ტი­ებ­თან. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­წყის ეტაპ­ზეა. არ ვი­ტყო­დი, რომ ეს ასეა - ყვე­ლა, მი­ნუს „ნა­ცე­ბი“. უამ­რა­ვი პარ­ტია არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც დღეს ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე სხე­დან და რო­მელ­თა­ნაც ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ კო­ო­პე­რა­ცი­ას. სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ 4 პარ­ტი­ას შო­რის. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი თან­ხვედ­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რამ­დე­ნად ღრმაა ეს თან­ხვედ­რა. ამ 4 პარ­ტი­ას შო­რის არის გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე. ყვე­ლას გახ­სოვთ, რომ გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბებს არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც მო­ე­წე­რა ხელი, ამ შე­თან­ხმე­ბას სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი უერ­თდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ეს 4 პარ­ტია იყო მუდ­მი­ვი. ეს პრო­ცე­სი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი არ არის, არა­მედ არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც იყო. რა­ტომ არ არის სხვა პარ­ტი­ე­ბი? იმი­ტომ, რომ სხვა პარ­ტი­ებ­თან ასე­თი თან­ხვედ­რა არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და თარ­ხნიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, სერ­გო ჩიხ­ლა­ძე. მისი გან­ცხა­დე­ბით, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელს", "გირჩს", "ლე­ლო­სა" და „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის შე­საძ­ლო ბლო­კის შექ­მნის ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან მარ­თავს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ცალ­კე მსჯე­ლო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„არა­ნა­ი­რი ბლო­კი არ იგეგ­მე­ბა. ჯერ არ­ჩევ­ნე­ბიც არ ჩანს ჰო­რი­ზონტზე. შე­სა­ბა­მი­სად, რო­მელ ბლოკ­ზეა სა­უ­ბა­რი. „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ ხვდე­ბა ყვე­ლა პარ­ტი­ას. ოპო­ზი­ცი­ის დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რაც ამის დას­ტუ­რია. არა­ფე­რი მსგავ­სი არ იგეგ­მე­ბა და ამ წუ­თას ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას. არა­ნი­რი ბლო­კი, შერ­წყმა ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­თან ვსა­უბ­რობთ. ჩვენ არ ვართ ერთი პარ­ტია და თუნ­დაც ამ 4 პარ­ტი­ას ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბე­ბი აქვს. შე­გიძ­ლი­ათ ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბი წა­ი­კი­თხოთ. ამი­ტომ, არა­ი­ნა­ირ ბლოკ­ზე, შერ­წყმა­ზე, ცალ­კე ყოფ­ნა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. არა მარ­ტო ამ 4 პარ­ტი­ას, არა­მედ სხვებს, მათ შო­რის, ვინც ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, მა­თაც ვე­სა­უბ­რე­ბით ზო­გა­დად სა­კი­თხებ­ზე. ცალ­კე არა­ვი­თა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და ჩიხ­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თის.

რო­გორც კა­ლა­ძე აცხა­დებს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს, „გირჩს", „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა" და „ლე­ლოს" შო­რის შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა.

„ყვე­ლა პარ­ტი­ას აქვს თა­ვი­ან­თი ხედ­ვა და მო­საზ­რე­ბა. რა თქმა უნდა, ვერ­ცერ­თი პარ­ტია ვერ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ ან სხვა პარ­ტი­ებ­ზე. ის, რომ შედ­გეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "გირ­ჩი", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" და "ლელო" აპი­რებს, რომ შექ­მნას ერ­თო­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
37

როგორ მიკვირს , კაცო, 30 წელია აქ არც კაპიტალია, არც კაპიტალის ბაზარია, ანუ ბირჟა საფონდო და სავალუტო, არც აქციებია ,არც კერძო, არც სახელმწიფო , ქონება სულ სახელმწიფოსია , კერძოსი მამაპაპისაგან თუ რამ დარჩა , და როგორ არის აქ კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკა, პირდაპირ საკვირველია ! პლებისციტი და რეფერენდუმი თვალით არ გვინახავს , ეგეც ოცდაათი წელია ბალია ათი შაური არ უკითხავთ , როგორ ვმართავთ ხელისუფლების წყარო, ანუ ხალხი დემოკრატიის სამი ინსტრუმენტით ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას პირდაპირ გასაკვირია , კიდევ უფრო გასაკვირი ისაა , არჩევნები რომ ქვია , იმას გვიტარებენ ! საოცარი ქვეყნაა , აი ალექსა საოცრებების ქვეყანაში, როა , ალექსა მეთქი, ალისა , კაცო ალისა ! ჰოო ის დამაპიწყდა -არცერთი პოლიტიკოსი არა გვყავს, სულ ნაკომკავშირალი ან კომკავშირელი ფუნქციონერებია დიქტატორის შლეიფიდან და პოლიტიკურად ანგაჟირებული როგორა ვართ , სადაა ეს პოლიტკოსი, რაში გამოიხატა მათი პოლიტიკოსობა ამ 30 წელიწადში !?

ალექს
22

არანაირი პარტიები და პოლიტიკოსები საქართველოს არ ყავს,ესენი სხვადასხვა დონის და ამპლუის კომკავშირულ მოქკავშირული აქტივია,ზოგი ფუნქციონერი ზოგიც მიტმასნილი ფუქსავატი,სპეცმომზადებაც კი არ აქვთ გავლილი, ისე ასეთებიც არიან, ეფრეიტორის დონისა !მათ რიგებში გავლენის აგენტი მეტია ვიდრე დავერბოვკებული ,მენტალურად მფოფხავი მონა ,უვიცი მატრაბაზი,წამხედური ,"მე" არ გააჩნია სულიერი,მხოლოდ მატერილაური "მე",მისი სტომაქი !მთავარი დივერსია ,რუსის მიერ ჩადენილი და ორგანიზებული არამატერიალურია-ის ძევს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკურ სამართლებრივ მოწყობაში,ის პრორუსულია და მისი მართვის რეალურ მეთოდებში(თუ მმართველი კომკავშირელია მისი მართვის მეთოდი როგორ იქნება ევროპულ ამერიკული ,ანუ სამართლებრივი ?!),რომელიც პრინციპში "უსტანონვკაა" და არა პოლიტიკურ სახელმწიფოებრივი ხანგძლივი მოღვაწეობისას გამომუშავებული პოლიტიკური მრწამსი და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარჩვევა-ასე ავალებს მათ 40 წლის წინ ჩადებული კამსამოლა კოდი-შაური ჩვენ ,შაური მამაჩვენს ,შაური დედასა ჩვენსა და შაურიც მასებსო !!!!!!!

ავტორი:

შექმნის თუ არა ერთობას "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" "ნაცმოძრაობის" გარეშე?

შექმნის თუ არა ერთობას "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" "ნაცმოძრაობის" გარეშე?

„ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 4 პარტიას „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო კოოპერაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის ამ საკითხზე კონსენსუსი.

თარხნიშვილის თქმით, ზემოთაღნიშნულ 4 პარტიას შორის უფრო მეტი თანხვედრა არსებობს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ასეა - ყველა, მინუს „ნაცები“. უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე სხედან და რომელთანაც ჩვენ არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ 4 პარტიას შორის. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრები. შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმაა ეს თანხვედრა. ამ 4 პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები, როგორც მიმდინარე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, ამ შეთანხმებას სხვადასხვა პარტიები უერთდებოდნენ, მაგრამ ეს 4 პარტია იყო მუდმივი. ეს პროცესი ახალი დაწყებული არ არის, არამედ არჩევნების წინაც იყო. რატომ არ არის სხვა პარტიები? იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს", - განაცხადა თარხნიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე. მისი განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს", "ლელოსა" და „ევროპულ საქართველოს“ შორის შესაძლო ბლოკის შექმნის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„არანაირი ბლოკი არ იგეგმება. ჯერ არჩევნებიც არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, რომელ ბლოკზეა საუბარი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვდება ყველა პარტიას. ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. არაფერი მსგავსი არ იგეგმება და ამ წუთას ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არანირი ბლოკი, შერწყმა ან გაერთიანება არ განიხილება. სხვადასხვა პარტიებთან ვსაუბრობთ. ჩვენ არ ვართ ერთი პარტია და თუნდაც ამ 4 პარტიას ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვს. შეგიძლიათ ჩვენი პროგრამები წაიკითხოთ. ამიტომ, არაინაირ ბლოკზე, შერწყმაზე, ცალკე ყოფნაზე საუბარი არ არის. არა მარტო ამ 4 პარტიას, არამედ სხვებს, მათ შორის, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, მათაც ვესაუბრებით ზოგადად საკითხებზე. ცალკე არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და დემოკრატიის განვითარებისთის.

როგორც კალაძე აცხადებს, მისასალმებელია „ევროპულ საქართველოს, „გირჩს", „სტრატეგია აღმაშენებელსა" და „ლელოს" შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

„ყველა პარტიას აქვს თავიანთი ხედვა და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ვერცერთი პარტია ვერ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ან სხვა პარტიებზე. ის, რომ შედგეს თანამშრომლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" აპირებს, რომ შექმნას ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უგულავა ცდილობს ურთიერთობა სააკაშვილთან დაალაგოს" - რისთვის ჩაფრინდა კიევში უგულავა და ბრუნდება თუ არა "ნაცმოძრაობაში"?

ვინ მიდის და ვინ რჩება "ევროპული საქართველოში" - პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა გადაწყვეტილებები გაახმოვანეს