პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული
"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული

“ლექ­სად მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი მიწა, თა­ვი­სი მთე­ბით, ვე­ლე­ბით, ზე­ცით... ცა და მი­წად ქცე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბით... ჩა­მოხ­ვე­წი­ლი, ჩუ­ქურ­თმი­ა­ნი, მზე­ნას­ვა­მი შე­მოქ­მე­დე­ბით! ამი­ტომ ახ­ლავს მის ყო­ველ ლექსს ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ნე­ლი დაღ­ვრილ ხსე­ნი­სა, ხან და­სე­ტყვი­ლი ვა­ზის მტევ­ნი­სა, ხან ახალ­გა­ლე­წილ ხორ­ბლი­სა, ხან ცხელ თო­ნი­დან ამოყ­რილ დე­დის პუ­რი­სა!” - ასე შე­ამ­კო დიდი გოგ­ლა და მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ლე­ვან გო­თუ­ამ გა­მო­სა­თხო­ვარ სი­ტყვა­ში, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სია ბუმ­ბე­რაზ პო­ეტ­ზე წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მნე­ლად. 9 აგ­ვის­ტოს გოგ­ლას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 54 წელი შეს­რულ­და. სა­ხალ­ხო პო­ე­ტის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის “მზე­ნას­ვამ შე­მოქ­მე­დე­ბა­სა” და “ცისა და მი­წის ღი­მილ­ჩარ­თულ” პო­ე­ზი­ა­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა მისი პი­რა­დი ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ambebi.ge-ს პო­ე­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი გი­ორ­გი ლეონ ქავ­თა­რა­ძე უამ­ბობს:

გი­ორ­გი ლეონ ქავ­თა­რა­ძე

- “ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი” სო­ფელ გო­რო­ვან­ში და­წე­რა გოგ­ლამ, თა­ვად გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში. ბე­ბი­ა­ჩე­მის მა­მას - ალექ­სან­დრე გე­დე­ვა­ნიშ­ვილს ბევ­რი მა­მუ­ლე­ბი ჰქონ­და და გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა. ბე­ბი­ა­ჩე­მი ეფე­მია (ფე­ფი­კო) ეუბ­ნე­ბო­და ხოლ­მე, მამა, ნეტა გა­გე­ყი­და ეს მა­მუ­ლე­ბი, რას ინა­ხავ­დი, მოგ­ვეხ­მა­რა და კარ­გად გვე­ცხოვ­რა, რომს და პა­რიზს მო­ვივ­ლი­დი­თო. ამა­ზე ნუ დარ­დობ, შვი­ლო, რაც ქვე­ყა­ნას, ის ჩვე­ნო, - ასე პა­სუ­ხობ­და მამა. გოგ­ლა ხში­რად იყო ხოლ­მე მათ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზა­ფხულ­ში. ქსნის­კენ რომ მივ­დი­ვართ, მარ­ჯვნივ მუხ­რა­ნია, მარ­ცხნივ ფერ­დობ­ზე სამი სო­ფე­ლია შე­ფე­ნი­ლი - წე­რო­ვა­ნი, გო­რო­ვა­ნი და ჩარ­და­ხი, რო­მე­ლიც ასე­ვე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლებს ეკუთ­ვნო­და. მათი სახ­ლის უკან, რო­მე­ლიც ახლა დან­გრე­უ­ლია, ბა­ზი­ლი­კა იყო, მე-19 სა­უ­კუ­ნის მო­ხა­ტუ­ლო­ბის ეკ­ლე­სია. ამ ბა­ზი­ლი­კის წინ კი საფ­ლა­ვე­ბი, ყორ­ღა­ნე­ბი, სა­დაც ბე­ბი­ა­ჩე­მის მამა-პაპა გა­ნის­ვე­ნებ­და. გოგ­ლამ ამ სახ­ლის აი­ვან­ზე და­წე­რა “ყივ­ჩა­ღის პა­ე­მა­ნი”.

გოგ­ლა დე­დას­თან და და-ძმებ­თან ერ­თად

“ყორ­ღა­ნე­ბი­დან გნო­ლი აფ­რინ­და,/ყა­ბარ­დოს ველი გა­და­ი­ა­რა,/ ისევ აღვსდე­ქი მუხ­რა­ნის ბო­ლოს,/ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ვსინ­ჯავ ია­რაღს./ ქსან­ზედ, არაგვზედ ისევ ჰყვა­ვი­ან, ხო­და­ბუ­ნე­ბი თავ­თუ­ხე­ბი­სა...”, - რომ წერს, ამ სახ­ლის აივ­ნი­დან რომ გა­ი­ხე­დავ­დით, მარ­ცხნივ ქსა­ნი, მარ­ჯვნივ კი არაგ­ვი მო­ჩან­და. ამ­დე­ნად, ეს არის იმ აივ­ნი­დან და­ნა­ხუ­ლი პორ­ტრე­ტი.

- ერთი ამო­სუნ­თქვით და­წე­რა გოგ­ლამ ეს ლექ­სი?

- მე რო­გორც ვიცი, ერთი ამო­სუნ­თქვით და­წე­რი­ლია “ოლე”. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­ე­მაა და ერთ სა­ათ­ში და­წე­რა ბა­ბუ­ამ - ივ­ნი­სის ერთ სა­ღა­მოს, როცა მარ­ტო იყო სახ­ლში. ტი­ცი­ა­ნი­სა და პა­ო­ლოს­თვის უთ­ქვამს, - შე­ში­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­გი­დას­თან დავ­ჯე­ქი და უცებ დავ­წე­რე, ეტყო­ბა ეგ მე არ დავ­წე­რე, ვი­ღა­ცა წერ­და ჩემს მა­გივ­რად და ვინ და­წე­რა ნე­ტაო. “ოლეს” და­წე­რა­ში გოგ­ლა რა­ღაც ზე­ბუ­ნებ­რივს ხე­დავ­და და თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, მარ­თლაც ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ლექ­სია, თით­ქოს ლო­გი­კას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, უფრო სხვა, მა­ღა­ლი დო­ნის ლო­გი­კაა. ჰოდა, ერთი ამო­სუნ­თქვი­თაა და­წე­რი­ლი იმ­ხე­ლა ლექ­სი.

- და გა­მორ­ჩე­უ­ლა­დაც ეს ლექ­სი ჰყვა­რე­ბია გოგ­ლას... ოლე სა­ქარ­თვე­ლოა?

- კი, ოლე სა­ქარ­თვე­ლოა. “და­კი­დე­ბულ არ­წივს ჰგევ­ხარ/ მომ­სხვრე­უ­ლი ფრთე­ბით./რაშო, მი­წას მი­ჭე­დი­ლო,/ ვე­ღარ აიქ­რო­ლე;/ პარ­ტა­ხო და ნა­მე­ხა­რო,/ მარ­ტო­ხეო ოლე!..” - სა­ოც­რე­ბაა. რამ­ხე­ლა ტკი­ვილს, მთელ ის­ტო­რი­ას იტევს “ოლე”... ყვე­ლა ლექ­სი უყ­ვარ­და გოგ­ლას, რო­გორც შვი­ლებს ვერ გა­მო­არ­ჩევ, ისე არ არ­ჩევ­და. უბ­რა­ლოდ, “ოლე” წა­სა­კი­თხად იყო რთუ­ლი და როცა სა­ღა­მო­ზე, ან რა­დი­ო­ში ლექ­სის წა­კი­თხვას სთხოვ­დნენ, ამას არ კი­თხუ­ლობ­და, უფრო ხში­რად კი­თხუ­ლობ­და “ყივ­ჩა­ღის პა­ე­მანს”, 5 წუთ­ში წა­ი­კი­თხავ­და ხოლ­მე, “ოლეს” კი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც უნ­დო­და. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ეს ლექ­სი, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად კი­თხუ­ლობ­და.

- ეფე­მია (ფე­ფი­კო) გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი - გოგ­ლას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი...

- გოგ­ლა 23 წლის იყო, რო­დე­საც ეფე­მია (ფე­ფი­კო) გე­დე­ვა­ნიშ­ვილს შეხ­ვდა დის ოჯა­ხა­ში. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და და­ო­ჯახ­დნენ, თუმ­ცა ამ ქორ­წი­ნე­ბას დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლდა თან. გოგ­ლას და ეფე­მი­ას ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ახლო ნა­თე­სა­ო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. ეფე­მია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის ძმას, რე­ვაზს ცო­ლად ჰყავ­და გოგ­ლას უფ­რო­სი და - ევ­გე­ნია. ამ­დე­ნად, მათი შე­უღ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბის მხრი­დან ამან ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­იწ­ვია, კერ­ძოდ, ეფე­მი­ას მა­მის - ალექ­სან­დრეს მხრი­დან. სხვა­თა შო­რის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძემ და მის­მა მე­უღ­ლე ნინო მა­ყაშ­ვილ­მა იაქ­ტი­უ­რეს, რომ ახალ­გაზ­რდა წყვილს ოჯა­ხი შე­ექ­მნა.

წყვი­ლი კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არქ ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას­თან მი­ვი­და და თა­ვი­ან­თი ამ­ბა­ვი უამ­ბო. რად­გან სის­ხლით ნა­თე­სა­ვე­ბი არ იყ­ვნენ, მან გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ქორ­წი­ნე­ბა­ზე კურ­თხე­ვა მის­ცა და და­ლო­ცა. სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ და გოგ­ლამ და ეფე­მი­ამ ჯვა­რი ტი­ცი­ა­ნი­სა და ნი­ნას ბეჭ­დე­ბით და­ი­წე­რეს. ამის შემ­დეგ ალექ­სან­დრე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი რა­ღას იტყო­და? გოგ­ლამ და ფე­ფი­კომ სი­ონ­ში და­ი­წე­რეს ჯვა­რი. ქორ­წი­ლი კი “ცის­ფერ­ყან­წე­ლებ­მა” გა­და­უ­ხა­დეს "ქი­მე­რი­ონ­ში". სუფ­რის თა­მა­და პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა. გოგ­ლას და ეფე­მი­ას ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლათ - დე­და­ჩე­მი, ნეს­ტა­ნი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, თი­ნა­თი­ნი - უმ­ცრო­სი.

გოგ­ლა შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- ვინ იყო ლელი, რო­მელ­საც პო­ეტ­მა უამ­რა­ვი ლექ­სი მი­უ­ძღვნა? ბევ­რი ქალი იყო გოგ­ლას ცხოვ­რე­ბა­ში?

- გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლი­სას შე­უყ­ვარ­და გოგ­ლას ლელი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ის მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. გო­გო­ნა ძა­ლით გა­ა­თხო­ვეს ვი­ღაც მდი­დარ ვა­ჭარ­ზე და ერთ დღე­საც, აი­ვან­ზე გა­ვი­და და გას­რო­ლის ხმა გა­ი­გეს, თავი მო­უკ­ლავს. გოგ­ლამ ბევ­რი ლექ­სი მი­უ­ძღვნა ლე­ლის. გოგ­ლას მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მია. გოგ­ლა მსა­ხი­ობ თა­მარ ცი­ციშ­ვილ­საც ეტ­რფო­და, ძა­ლი­ან იყო მი­სით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. თა­მა­რი იყო ჩვე­ნი, ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის კა­რის მე­ზო­ბე­ლი. იმ­ხა­ნად ქი­ა­ჩე­ლის 20 ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით (სხვა­თა შო­რის, ის გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლი იყო). როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, გოგ­ლა ყო­ველ დღე მო­დი­ო­და ჩემს სა­ნა­ხა­ვად, მგო­ნი, თა­მა­რას ხათ­რით (იცი­ნის). როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, როცა მო­ვი­დო­და, მან­ქა­ნას ასიგ­ნა­ლებ­და ხოლ­მე, თა­მა­რას რომ გა­ე­გო, გოგ­ლა მო­ვი­და და ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი­ყო.

ეფე­მია შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ბა­ბუა ხან ქვე­მო­დან და­მი­ძა­ხებ­და ხოლ­მე, თა­მა­რას რომ და­ე­ნა­ხა. თა­მა­რა ბე­ბი­ას ნა­თე­სა­ვის - მიტო (დი­მიტ­რი) გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის ცოლი იყო. მო­ვი­დო­და გოგ­ლა და თა­მა­რაც შე­მო­ვი­დო­და ხოლ­მე. ბე­ბია მეგ­რე­ლი ქალი იყო, ყვე­ლა­ფერს კარ­გად ხვდე­ბო­და. გოგ­ლამ თა­მა­რას არა­ერ­თი ლექ­სი უძღვნა, მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია “თო­ლია”, ეს ქალ­ბა­ტო­ნი მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუზა გახ­და. “მიყ­ვარს ზღვა მზე­ში და­ოქ­რო­ი­ლი,/ მის­თვის, რომ გული ტალ­ღის ტო­ლია;/ ზღვის ლურჯ ყუ­თი­დან ამოქ­რო­ლი­ლი/ გა­დას­თხრის ღრუბ­ლებს თეთ­რი თო­ლია.... მე დავ­რჩე­ნილ­ვარ შენი ამა­რი,/ ვით ზღვის ამა­რი არის თო­ლია,/ ძვირ­ფა­სო, შენი შუბ­ლი მარ­მა­რი/ რამ­დენ ოც­ნე­ბას და­უ­თოვ­ლია./...…შენი ღი­მი­ლი ნა­თელ­კაშ­კა­შა,/ თით­ქოს ფრთა გაჰ­კრა ტალ­ღას თო­ლი­ამ.../ მე სიყ­ვა­რულ­მა და­მა­ვაჟ­კა­ცა,/ მეც მყვა­რე­ბია, მეც მითრთო­ლია!”

გოგ­ლა და ეფე­მია "ცის­ფერ­ყან­წე­ლებს" შო­რის

ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის და ლე­ო­ნი­ძე­ე­ბის სახ­ლი, გვერ­დი-გვერდ რომ იყო, დღეს აღარ არ­სე­ბობს, დან­გრე­უ­ლია. გოგ­ლა ხუმ­რობ­და ხოლ­მე, როცა აღარ ვიქ­ნე­ბი, ჩემს სახ­ლში რომ მუ­ზე­უ­მი იქ­ნე­ბა, ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის სახ­ლში იქ­ნე­ბა დი­რექ­ცი­აო. გოგ­ლას ბოლო დღე­ე­ბი იყო და, ქავ­თა­რა­ძე­ებ­თან, ბე­ბი­ას­თან მო­ვი­და თა­მა­რა და დიდი თა­ი­გუ­ლი მო­ი­ტა­ნა. ბე­ბი­ამ და­მი­ძა­ხა და ჩუ­მად მი­თხრა, თა­მა­რამ ყვა­ვი­ლე­ბი მო­ი­ტა­ნა, გოგ­ლას უნდა მი­უ­ტა­ნო და თან უთხრა, თა­მა­რას­გან არი­სო. გოგ­ლა რად­გან ცუ­დად იყო, იმ დღე­ებ­ში ბე­ბი­ას­თან ვრჩე­ბო­დი, გოგ­ლას გვერ­დით ვი­ყა­ვი. ავად­მყოფ ბა­ბუ­ას დედა, დე­ი­და და ბე­ბია უვ­ლიდ­ნენ. ქავ­თა­რა­ძე­ე­ბი­დან გა­და­ვე­დი ლე­ო­ნი­ძე­ე­ბის სახ­ლში, გა­და­ვუ­ტა­ნე ყვა­ვი­ლე­ბი გოგ­ლას და დე­და­ჩემს მი­ვე­ცი (მას­თან მე არ შე­მიშ­ვებ­დნენ, ექი­მე­ბი ინექ­ცი­ებს და პრო­ცე­დუ­რებს უტა­რებ­დნენ), თა­მა­რას და­ნა­ბა­რე­ბიც გა­და­ვე­ცი, გოგ­ლას­თვის ეთ­ქვა, რომ თა­ი­გუ­ლი თა­მა­რას­გან არის. მა­ინ­ტე­რე­სებს, რას იტყვის გოგ­ლა ამა­ზე, რო­გორ მი­ი­ღებს ამ ამ­ბავს. დედა შე­ვი­და გოგ­ლას­თან, გა­მო­ვი­და და ვკი­თხე, რა თქვა-მეთ­ქი. როცა ვუ­თხა­რი, თა­ი­გუ­ლი თა­მა­რას­გა­ნაა-თქო, არ ესი­ა­მოვ­ნა და მე­ო­რე მხა­რეს გა­დაბ­რუნ­დაო.

- რო­გორ ახ­სე­ნით გოგ­ლას ეს ჟეს­ტი?

- ზო­გა­დად, გოგ­ლა მი­იჩ­ნევ­და, რომ ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მე ვი­ყა­ვი მას­თან ხა­სი­ა­თით, გა­რეგ­ნო­ბით, მენ­ტა­ლო­ბით და ამ­დე­ნად, ფიქ­რობ­და, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად მე მეს­მო­და მისი, მე გა­ვუ­გებ­დი. ბევ­რი ვი­ფიქ­რე და მისი ეს ჟეს­ტი მერე ავ­ხსე­ნი - მგო­ნია, მათ შო­რის რა­ღაც პი­რო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­დე­ბუ­ლი, რომ თუ ერთი, ან მე­ო­რე გახ­დე­ბო­და სა­სიკ­ვდი­ლოდ ავად, მე­ო­რე ამას ყვა­ვი­ლე­ბით ანიშ­ნებ­და. შე­საძ­ლოა, ასე არც არის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გოგ­ლას არ ესი­ა­მოვ­ნა და გა­დაბ­რუნ­და. მძი­მედ ავად­მყო­ფი ბა­ბუა ჯერ "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" და­ვაწ­ვი­ნეთ, შემ­დეგ გვთხო­ვა, წყნე­თის აგა­რაკ­ზე წაგ­ვეყ­ვა­ნა, ეტყო­ბა, იქ უნ­დო­და ბოლო დღე­ე­ბის მშვი­დად გა­ტა­რე­ბა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ოთახ­ში, სა­დაც იწვა, ბოძი გა­იბ­ზა­რა. ალ­ბათ ესეც რა­ღა­ცის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო... გოგ­ლა 1966 წლის 9 აგ­ვის­ტოს, 67 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

აბა რა გგონითჩაიკეტებოდა პოეტი კაცი ოთხ კედელს შუა და მუზა თვითონ მიუფრინდებოდა??? მუზაა საჭირო, ქარიზმა, მაგრამ ვინც ასეთ სამარცხვინო კომეტარი დაწერეთ თქვენ მისი პოეზიის აზრზეც არ ხართ! 

გულის ფრთხიალია საჭირო მაგისთვის, ბიძიკო, გულის ფრთხიალი!!!

დარწმუნებული ვარ მერის რომ მართლა კონკრეტულად გარკვეული ყოფილიყო, გალაკტიონს ჩამოახრჩობდნენ ეს ციციკორეები :) 

ნათელი გოგლას სულს!!! <3

ზურაბ
2

ძალიან მაგარი სტატიაა ჩემო გიორგი. ბედნიერი ვარ მეც რომ დავსწრებივარ დიდი გოგლას ქეიფს შენს ოჯახში. ძლიერი მეცნიერი და საყვარელი კაცი ხარ.

ავტორი:

"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული

"ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ნათესაობა აკავშირებდათ" - გოგლასა და ეფემიას აკრძალული სიყვარული

“ლექსად მოსული ქართული მიწა, თავისი მთებით, ველებით, ზეცით... ცა და მიწად ქცეული წინაპრებით... ჩამოხვეწილი, ჩუქურთმიანი, მზენასვამი შემოქმედებით! ამიტომ ახლავს მის ყოველ ლექსს ბუნებრივი სურნელი დაღვრილ ხსენისა, ხან დასეტყვილი ვაზის მტევნისა, ხან ახალგალეწილ ხორბლისა, ხან ცხელ თონიდან ამოყრილ დედის პურისა!” - ასე შეამკო დიდი გოგლა და მისი შემოქმედება ლევან გოთუამ გამოსათხოვარ სიტყვაში, რომელიც საკმარისია ბუმბერაზ პოეტზე წარმოდგენის შესაქმნელად. 9 აგვისტოს გოგლას გარდაცვალებიდან 54 წელი შესრულდა. სახალხო პოეტის, გიორგი ლეონიძის “მზენასვამ შემოქმედებასა” და “ცისა და მიწის ღიმილჩართულ” პოეზიაზე არანაკლებ საინტერესოა მისი პირადი ბობოქარი ცხოვრება, რომლის აქამდე უცნობ დეტალებზე ambebi.ge-ს პოეტის შვილიშვილი გიორგი ლეონ ქავთარაძე უამბობს:

გიორგი ლეონ ქავთარაძე

- “ყივჩაღის პაემანი” სოფელ გოროვანში დაწერა გოგლამ, თავად გედევანიშვილების სახლში. ბებიაჩემის მამას - ალექსანდრე გედევანიშვილს ბევრი მამულები ჰქონდა და გასაბჭოების შემდეგ, ბუნებრივია, ყველაფერი დაკარგა. ბებიაჩემი ეფემია (ფეფიკო) ეუბნებოდა ხოლმე, მამა, ნეტა გაგეყიდა ეს მამულები, რას ინახავდი, მოგვეხმარა და კარგად გვეცხოვრა, რომს და პარიზს მოვივლიდითო. ამაზე ნუ დარდობ, შვილო, რაც ქვეყანას, ის ჩვენო, - ასე პასუხობდა მამა. გოგლა ხშირად იყო ხოლმე მათთან, განსაკუთრებით - ზაფხულში. ქსნისკენ რომ მივდივართ, მარჯვნივ მუხრანია, მარცხნივ ფერდობზე სამი სოფელია შეფენილი - წეროვანი, გოროვანი და ჩარდახი, რომელიც ასევე გედევანიშვილებს ეკუთვნოდა. მათი სახლის უკან, რომელიც ახლა დანგრეულია, ბაზილიკა იყო, მე-19 საუკუნის მოხატულობის ეკლესია. ამ ბაზილიკის წინ კი საფლავები, ყორღანები, სადაც ბებიაჩემის მამა-პაპა განისვენებდა. გოგლამ ამ სახლის აივანზე დაწერა “ყივჩაღის პაემანი”.

გოგლა დედასთან და და-ძმებთან ერთად

“ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,/ყაბარდოს ველი გადაიარა,/ ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს,/ ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს./ ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა...”, - რომ წერს, ამ სახლის აივნიდან რომ გაიხედავდით, მარცხნივ ქსანი, მარჯვნივ კი არაგვი მოჩანდა. ამდენად, ეს არის იმ აივნიდან დანახული პორტრეტი.

- ერთი ამოსუნთქვით დაწერა გოგლამ ეს ლექსი?

- მე როგორც ვიცი, ერთი ამოსუნთქვით დაწერილია “ოლე”. ის, ფაქტობრივად, პოემაა და ერთ საათში დაწერა ბაბუამ - ივნისის ერთ საღამოს, როცა მარტო იყო სახლში. ტიციანისა და პაოლოსთვის უთქვამს, - შეშინებული ვარ, მაგიდასთან დავჯექი და უცებ დავწერე, ეტყობა ეგ მე არ დავწერე, ვიღაცა წერდა ჩემს მაგივრად და ვინ დაწერა ნეტაო. “ოლეს” დაწერაში გოგლა რაღაც ზებუნებრივს ხედავდა და თუ დააკვირდებით, მართლაც ზებუნებრივი ლექსია, თითქოს ლოგიკას არ ექვემდებარება, უფრო სხვა, მაღალი დონის ლოგიკაა. ჰოდა, ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი იმხელა ლექსი.

- და გამორჩეულადაც ეს ლექსი ჰყვარებია გოგლას... ოლე საქართველოა?

- კი, ოლე საქართველოა. “დაკიდებულ არწივს ჰგევხარ/ მომსხვრეული ფრთებით./რაშო, მიწას მიჭედილო,/ ვეღარ აიქროლე;/ პარტახო და ნამეხარო,/ მარტოხეო ოლე!..” - საოცრებაა. რამხელა ტკივილს, მთელ ისტორიას იტევს “ოლე”... ყველა ლექსი უყვარდა გოგლას, როგორც შვილებს ვერ გამოარჩევ, ისე არ არჩევდა. უბრალოდ, “ოლე” წასაკითხად იყო რთული და როცა საღამოზე, ან რადიოში ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ, ამას არ კითხულობდა, უფრო ხშირად კითხულობდა “ყივჩაღის პაემანს”, 5 წუთში წაიკითხავდა ხოლმე, “ოლეს” კი ნახევარი საათი მაინც უნდოდა. მართალია, ძალიან უყვარდა ეს ლექსი, მაგრამ იშვიათად კითხულობდა.

- ეფემია (ფეფიკო) გედევანიშვილი - გოგლას დიდი სიყვარული...

- გოგლა 23 წლის იყო, როდესაც ეფემია (ფეფიკო) გედევანიშვილს შეხვდა დის ოჯახაში. ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ, თუმცა ამ ქორწინებას დიდი სირთულეები ახლდა თან. გოგლას და ეფემიას ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ახლო ნათესაობა აკავშირებდათ. ეფემია გედევანიშვილის ძმას, რევაზს ცოლად ჰყავდა გოგლას უფროსი და - ევგენია. ამდენად, მათი შეუღლება არ შეიძლებოდა. გედევანიშვილების მხრიდან ამან ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, კერძოდ, ეფემიას მამის - ალექსანდრეს მხრიდან. სხვათა შორის, ტიციან ტაბიძემ და მისმა მეუღლე ნინო მაყაშვილმა იაქტიურეს, რომ ახალგაზრდა წყვილს ოჯახი შეექმნა.

წყვილი კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიასთან მივიდა და თავიანთი ამბავი უამბო. რადგან სისხლით ნათესავები არ იყვნენ, მან გამონაკლისის სახით ქორწინებაზე კურთხევა მისცა და დალოცა. საშუალება არ ჰქონდათ და გოგლამ და ეფემიამ ჯვარი ტიციანისა და ნინას ბეჭდებით დაიწერეს. ამის შემდეგ ალექსანდრე გედევანიშვილი რაღას იტყოდა? გოგლამ და ფეფიკომ სიონში დაიწერეს ჯვარი. ქორწილი კი “ცისფერყანწელებმა” გადაუხადეს "ქიმერიონში". სუფრის თამადა პაოლო იაშვილი ყოფილა. გოგლას და ეფემიას ორი ქალიშვილი ეყოლათ - დედაჩემი, ნესტანი უფროსი ქალიშვილი გახლდათ, თინათინი - უმცროსი.

გოგლა შვილიშვილთან ერთად

- ვინ იყო ლელი, რომელსაც პოეტმა უამრავი ლექსი მიუძღვნა? ბევრი ქალი იყო გოგლას ცხოვრებაში?

- გიმნაზიაში სწავლისას შეუყვარდა გოგლას ლელი ლორთქიფანიძე, ის მისი პირველი სიყვარული იყო. გოგონა ძალით გაათხოვეს ვიღაც მდიდარ ვაჭარზე და ერთ დღესაც, აივანზე გავიდა და გასროლის ხმა გაიგეს, თავი მოუკლავს. გოგლამ ბევრი ლექსი მიუძღვნა ლელის. გოგლას მეორე სიყვარული ბებიაჩემია. გოგლა მსახიობ თამარ ციციშვილსაც ეტრფოდა, ძალიან იყო მისით გატაცებული. თამარი იყო ჩვენი, ქავთარაძეების კარის მეზობელი. იმხანად ქიაჩელის 20 ნომერში ვცხოვრობდით (სხვათა შორის, ის გედევანიშვილების აშენებული სახლი იყო). როცა პატარა ვიყავი, გოგლა ყოველ დღე მოდიოდა ჩემს სანახავად, მგონი, თამარას ხათრით (იცინის). როცა წამოვიზარდე, როცა მოვიდოდა, მანქანას ასიგნალებდა ხოლმე, თამარას რომ გაეგო, გოგლა მოვიდა და ჩვენთან შემოსულიყო.

ეფემია შვილიშვილთან ერთად

ბაბუა ხან ქვემოდან დამიძახებდა ხოლმე, თამარას რომ დაენახა. თამარა ბებიას ნათესავის - მიტო (დიმიტრი) გედევანიშვილის ცოლი იყო. მოვიდოდა გოგლა და თამარაც შემოვიდოდა ხოლმე. ბებია მეგრელი ქალი იყო, ყველაფერს კარგად ხვდებოდა. გოგლამ თამარას არაერთი ლექსი უძღვნა, მათ შორის გამორჩეულია “თოლია”, ეს ქალბატონი მისი შემოქმედებითი მუზა გახდა. “მიყვარს ზღვა მზეში დაოქროილი,/ მისთვის, რომ გული ტალღის ტოლია;/ ზღვის ლურჯ ყუთიდან ამოქროლილი/ გადასთხრის ღრუბლებს თეთრი თოლია.... მე დავრჩენილვარ შენი ამარი,/ ვით ზღვის ამარი არის თოლია,/ ძვირფასო, შენი შუბლი მარმარი/ რამდენ ოცნებას დაუთოვლია./...…შენი ღიმილი ნათელკაშკაშა,/ თითქოს ფრთა გაჰკრა ტალღას თოლიამ.../ მე სიყვარულმა დამავაჟკაცა,/ მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!”

გოგლა და ეფემია "ცისფერყანწელებს" შორის

ქავთარაძეების და ლეონიძეების სახლი, გვერდი-გვერდ რომ იყო, დღეს აღარ არსებობს, დანგრეულია. გოგლა ხუმრობდა ხოლმე, როცა აღარ ვიქნები, ჩემს სახლში რომ მუზეუმი იქნება, ქავთარაძეების სახლში იქნება დირექციაო. გოგლას ბოლო დღეები იყო და, ქავთარაძეებთან, ბებიასთან მოვიდა თამარა და დიდი თაიგული მოიტანა. ბებიამ დამიძახა და ჩუმად მითხრა, თამარამ ყვავილები მოიტანა, გოგლას უნდა მიუტანო და თან უთხრა, თამარასგან არისო. გოგლა რადგან ცუდად იყო, იმ დღეებში ბებიასთან ვრჩებოდი, გოგლას გვერდით ვიყავი. ავადმყოფ ბაბუას დედა, დეიდა და ბებია უვლიდნენ. ქავთარაძეებიდან გადავედი ლეონიძეების სახლში, გადავუტანე ყვავილები გოგლას და დედაჩემს მივეცი (მასთან მე არ შემიშვებდნენ, ექიმები ინექციებს და პროცედურებს უტარებდნენ), თამარას დანაბარებიც გადავეცი, გოგლასთვის ეთქვა, რომ თაიგული თამარასგან არის. მაინტერესებს, რას იტყვის გოგლა ამაზე, როგორ მიიღებს ამ ამბავს. დედა შევიდა გოგლასთან, გამოვიდა და ვკითხე, რა თქვა-მეთქი. როცა ვუთხარი, თაიგული თამარასგანაა-თქო, არ ესიამოვნა და მეორე მხარეს გადაბრუნდაო.

- როგორ ახსენით გოგლას ეს ჟესტი?

- ზოგადად, გოგლა მიიჩნევდა, რომ ყველაზე ახლოს მე ვიყავი მასთან ხასიათით, გარეგნობით, მენტალობით და ამდენად, ფიქრობდა, რომ ყველაზე მეტად მე მესმოდა მისი, მე გავუგებდი. ბევრი ვიფიქრე და მისი ეს ჟესტი მერე ავხსენი - მგონია, მათ შორის რაღაც პირობა უნდა ყოფილიყო დადებული, რომ თუ ერთი, ან მეორე გახდებოდა სასიკვდილოდ ავად, მეორე ამას ყვავილებით ანიშნებდა. შესაძლოა, ასე არც არის, ყოველ შემთხვევაში, გოგლას არ ესიამოვნა და გადაბრუნდა. მძიმედ ავადმყოფი ბაბუა ჯერ "ლეჩკომბინატში" დავაწვინეთ, შემდეგ გვთხოვა, წყნეთის აგარაკზე წაგვეყვანა, ეტყობა, იქ უნდოდა ბოლო დღეების მშვიდად გატარება. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოთახში, სადაც იწვა, ბოძი გაიბზარა. ალბათ ესეც რაღაცის მანიშნებელი იყო... გოგლა 1966 წლის 9 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.