პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"
ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"

24 წლის ლედი მერ­კვი­ლიშ­ვი­ლი ფერ­მე­რია. ის მშობ­ლებ­თან ერ­თად ვან­ში ცხოვ­რობს და ამ­ბობს, რომ მათი ოჯა­ხი მე­ურ­ნე­ო­ბას სულ მის­დევ­და. "ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გია. შემ­დეგ ერთი სე­მესტრი მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გვე­უბ­ნე­ბა ლედი, რო­მე­ლიც აშშ-დან სექ­ტემ­ბერ­ში დაბ­რუნ­და.

- ფი­ლო­ლო­გი აშშ-ში აგ­რა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე რა­ტომ აღ­მოჩ­ნდით?

- ბა­ბუა ფერ­მე­რი იყო, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას, მე­ხი­ლე­ო­ბას მის­დევ­და. ჩემს ძმას წარ­მო­ე­ბა აქვს, ტყე­მალს, აჯი­კას, ჩაის აწარ­მო­ებს. ამი­ტომ მსურ­და ამ სფე­რო­ში უკეთ ჩა­ხედ­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა. სა­ერ­თოდ, მომ­წონს სი­ახ­ლე­ებ­თან შე­ჭი­დე­ბა. აშშ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა და იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ჩემს ოჯახს სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკეთ და­ვეხ­მა­რე­ბი.

- იქ რო­გორ მოხ­ვდით?

- ფერ­მერ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის პროგ­რა­მით. მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთი სე­მესტრი გა­ვი­ა­რე და ფერ­მა­შიც ვი­მუ­შა­ვე. ჩემი მას­პინ­ძლე­ბი მის­დევ­დნენ მე­ხი­ლე­ო­ბას, მე­ბოსტნე­ო­ბას, მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბას - დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­დათ, თაფლსა და პურ­საც აწარ­მო­ებ­დნენ. სათ­ბუ­რებ­ში ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბიც ჰქონ­დათ, რო­მელ­თა გა­მოყ­ვა­ნის საქ­მე­ში მეც ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი: ვეხ­მა­რე­ბო­დი ქოთ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა­ში, გა­ყიდ­ვა­ში, მარ­კე­ტინ­გში. ოთხი გო­გო­ნა გახ­ლდით, ოთხი­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ერ­თმა­ნეთ­თან ინ­გლი­სუ­რად ვსა­უბ­რობ­დით. სა­ინ­ტე­რე­სო იყო მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მუ­შა­ო­ბა. ისი­ნიც თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში აგ­როს­ფე­რო­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი. მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სას ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც.

- ფერ­მე­რულ ოჯახ­ში ხართ გაზ­რდი­ლი და ეს სფე­რო თქვენ­თვის უცხო არ არის. იქ რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ისე­თი, რაც მა­ნამ­დე არ გე­ნა­ხათ და არ იცო­დით?

- ბევ­რი რამ ვი­ცო­დი და შრო­მაც უცხო არ ყო­ფი­ლა, რად­გან როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქონ­და, ვან­ში ოჯახს ვეხ­მა­რე­ბო­დი. ჩვენ შო­რის გან­სხვა­ვე­ბა უფრო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­შია.ამე­რი­კა­ში აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რი მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმე­ტე­სად ხე­ლით შრო­მა გვი­წევს, იქ კი ყვე­ლა­ფერს დიდი ხა­ნია მან­ქა­ნა აკე­თებს. მა­ღა­ლი დო­ნის და­ნად­გა­რე­ბი აქვთ.

- ამე­რი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას სამ­შობ­ლო­ში რო­გორ იყე­ნებთ?

- ვცდი­ლობ მეტი დრო გა­ვა­ტა­რო ოჯახ­თან, უკეთ ჩა­ვი­ხე­დო ჩემი ძმის წარ­მო­ე­ბა­ში და მარ­კე­ტინ­გუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რათა უფრო მეტ ხალ­ხს გა­ვაც­ნო პრო­დუქ­ცია. ჩაის, თხილს, ტყე­მალს, აჯი­კას ვა­წარ­მო­ებთ და გვსურს ექ­სპორტზეც გა­ვი­ტა­ნოთ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავთო
10

ინგლისურად საუბრობდი? ალბათ იმათმა არი იცოდნენ ვანური. რა მოსასმენი იქნებოდა ინგლისური ვანური აქცენტით.ალბათ აჯობე ნათელაშვილს და ბესელიას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"

ვანელი ფერმერი ლედი ამერიკული გამოცდილებით - "ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა, საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს"

24 წლის ლედი მერკვილიშვილი ფერმერია. ის მშობლებთან ერთად ვანში ცხოვრობს და ამბობს, რომ მათი ოჯახი მეურნეობას სულ მისდევდა. "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული - ქართული ფილოლოგია. შემდეგ ერთი სემესტრი მინესოტის უნივერსიტეტში ვსწავლობდი აგრარული მეცნიერების მიმართულებით", - გვეუბნება ლედი, რომელიც აშშ-დან სექტემბერში დაბრუნდა.

- ფილოლოგი აშშ-ში აგრარულ ფაკულტეტზე რატომ აღმოჩნდით?

- ბაბუა ფერმერი იყო, მესაქონლეობას, მეხილეობას მისდევდა. ჩემს ძმას წარმოება აქვს, ტყემალს, აჯიკას, ჩაის აწარმოებს. ამიტომ მსურდა ამ სფეროში უკეთ ჩახედვა და გამოცდილების მიღება. საერთოდ, მომწონს სიახლეებთან შეჭიდება. აშშ კარგად განვითარებული ქვეყანაა და იქ მიღებული გამოცდილებით ჩემს ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში უკეთ დავეხმარები.

- იქ როგორ მოხვდით?

- ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროგრამით. მინესოტის უნივერსიტეტში ერთი სემესტრი გავიარე და ფერმაშიც ვიმუშავე. ჩემი მასპინძლები მისდევდნენ მეხილეობას, მებოსტნეობას, მეყვავილეობას - დიდი მეურნეობა ჰქონდათ, თაფლსა და პურსაც აწარმოებდნენ. სათბურებში ულამაზესი ყვავილებიც ჰქონდათ, რომელთა გამოყვანის საქმეში მეც ვიყავი ჩართული: ვეხმარებოდი ქოთნების გაკეთებაში, გაყიდვაში, მარკეტინგში. ოთხი გოგონა გახლდით, ოთხივე სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთმანეთთან ინგლისურად ვსაუბრობდით. საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა და მუშაობა. ისინიც თავიანთ ქვეყნებში აგროსფეროში იყვნენ დასაქმებული. მინესოტის უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან გამიტაცა ლაბორატორიაში საქმიანობამაც.

- ფერმერულ ოჯახში ხართ გაზრდილი და ეს სფერო თქვენთვის უცხო არ არის. იქ რა აღმოაჩინეთ ისეთი, რაც მანამდე არ გენახათ და არ იცოდით?

- ბევრი რამ ვიცოდი და შრომაც უცხო არ ყოფილა, რადგან როცა თავისუფალი დრო მქონდა, ვანში ოჯახს ვეხმარებოდი. ჩვენ შორის განსხვავება უფრო ტექნოლოგიებშია.ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა. საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს, იქ კი ყველაფერს დიდი ხანია მანქანა აკეთებს. მაღალი დონის დანადგარები აქვთ.

- ამერიკულ გამოცდილებას სამშობლოში როგორ იყენებთ?

- ვცდილობ მეტი დრო გავატარო ოჯახთან, უკეთ ჩავიხედო ჩემი ძმის წარმოებაში და მარკეტინგულად ყველაფერი გავაკეთო, რათა უფრო მეტ ხალხს გავაცნო პროდუქცია. ჩაის, თხილს, ტყემალს, აჯიკას ვაწარმოებთ და გვსურს ექსპორტზეც გავიტანოთ...განაგრძეთ კითხვა

"შემოდგომა ართვინში: მაჭახელას სილამაზე“ -  ფოტოები საქართველოს ისტორიული მხარიდან

ვინ იყო კაზანოვა რეალურად? - სექსუალური თავგადასავლები და სასიყვარულო ისტორიები

"კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს...აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების ჩადგმა" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი საზოგადოებას აფრთხილებს