სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"
თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცია ცენ­ტრის "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცერ­ცვა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მას ორ­მხრი­ვი კო­ვიდ პნევ­მო­ნია და­უ­ფიქ­სირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს ანა თო­ფუ­რი­ას, ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში აგ­რძე­ლებს.

"ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღეს გა­უ­ა­რეს­და. აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 38.0 გრა­დუ­სამ­დე. გულ-მკერ­დის ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პი­უ­ტე­რულ- ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით და­ფიქ­სირ­და ორ­მხრი­ვი კო­ვიდ პნევ­მო­ნია.

იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გა­მოკ­ვლე­ვით აღე­ნიშ­ნე­ბა უჯრე­დუ­ლი და ჰუ­მო­რუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უ­ა­რე­სე­ბა. ვი­ნა­ი­დან ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი წარ­მო­ად­გენს ორ­მა­გად მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფის პირს - იგი არის ასა­კო­ვა­ნი და ამა­ვე დროს აქვს არაჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა და სე­რი­ო­ზუ­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მოხ­და. მას გა­და­ეს­ხა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" ორი 100 მი­ლიგ­რა­მი­ა­ნი ფლა­კო­ნი ერთჯე­რა­დად.

ის მკურ­ნა­ლო­ბას მო­მა­ვალ დღე­ებ­ში გა­აგ­რძე­ლებს კლი­ნი­კა­ში და მისი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კლი­ნი­კუ­რი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით.რაც შე­ე­ხე­ბა თენ­გიზ ცერ­ცვა­ზის მე­უღ­ლეს-ანა თო­ფუ­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებს სახ­ლში" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
30

მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ თენგიზს. თქვენ არ გაქვთ ავად გახდომის უფლება, დროზე დაუბრუნდით თქვენს საქმეს.

anano
14

გამოჯანმრთელებას გისურვებთ ბატონო თენგიზ თვენ და თქვენ მეუღლეს. ძალიან გვეიმედები!

 

ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაცია ცენტრის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

მათი ინფორმაციით, ცერცვაძის მდგომარეობა დამძიმდა და მას ორმხრივი კოვიდ პნევმონია დაუფიქსირდა. რაც შეეხება მის მეუღლეს ანა თოფურიას, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

"ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი "რემდესივირი" ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად.

ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.რაც შეეხება თენგიზ ცერცვაზის მეუღლეს-ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში" - ნათქვამია განცხადებაში.

"დილით მე და ჩემს მეუღლეს ეს სიურპრიზი დაგვხვდა" - ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანა დააზიანეს

დღეს მთავარანგელოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

"არ შეიძლება მძევლად აყვანის გამართლება ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება... ასე იწყება ტერორიზმი!" - ნინო ლომჯარია