პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია "ლილოს ჩანთების" რეალური ისტორია - ის კვლავ მოდას უბრუნდება: "ტვირთთან ერთად, ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"
როგორია "ლილოს ჩანთების" რეალური ისტორია - ის კვლავ მოდას უბრუნდება: "ტვირთთან ერთად, ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ჩან­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, მას ჩვენ­თან ზო­გი­ერ­თი "ლი­ლოს", ზო­გიც "თურ­ქულ ჩან­თას“ უწო­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ჩან­თე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ბევრ გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კი და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, სა­დაც ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლად იქცა და იქა­უ­რე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დის მო­გო­ნე­ბებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ჩან­თა ძველ დროს გა­ნე­ლებს ახ­სე­ნებს. უფრო მე­ტიც, მო­დის სამ­ყა­რო­ში მას Ghana must go bag-ს უწო­დე­ბენ. ის­ტო­რია კი ასე­თია - 1980-იან წლებ­ში, რო­დე­საც ათა­სო­ბით ემიგ­რანტს ნი­გე­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს (ემიგ­რან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­ნე­ლი იყო), ადა­მი­ა­ნებ­მა სას­წრა­ფოდ სწო­რედ ასეთ ჩან­თებ­ში ჩა­ა­ლა­გეს სა­მო­სი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ასე და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა.

სწო­რედ ამი­ტომ, ამ ჩან­თას გა­ნე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს და იქა­უ­რებს მტკივ­ნე­ულ მო­გო­ნე­ბებს უღ­ვი­ვებს. ეს ჩან­თა მიგ­რა­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

"ის გა­ნე­ლე­ბის­თვის ნიშ­ნავს არა მხო­ლოდ ნივ­თე­ბის გა­და­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, არა­მედ ის მათი კულ­ტუ­რის, მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი ობი­ნა ობი­ო­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნი­გე­რი­ა­ში ეს ჩან­თა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კო­რუმ­პი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რომ­ლე­ბიც ძვე­ლად ფულს ასე­თი ჩან­თე­ბით და­ა­ტა­რებ­დნენ. სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩან­თე­ბი ტვირ­თის გა­და­სა­ტა­ნად დღემ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლია.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის­ტო­რი­ულ­მა ჩან­თამ, არა­ერ­თხელ მი­ი­პყრო თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნერ­თა ყუ­რა­დღე­ბა და მა­ღა­ლი მო­დის ნა­წი­ლიც კი გახ­და. ამ ჩან­თე­ბის შთა­გო­ნე­ბით კო­ლექ­ცია "ბა­ლენ­სი­ა­გა­მაც" კი შექ­მნა.

ამ­ჯე­რად კი ნიუ-იორკში მცხოვ­რებ­მა ნი­გე­რი­ელ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა შთა­ბე­რეს მას ახა­ლი სი­ცო­ცხლე. ნი­გე­რი­ელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ჩი­ო­მა ობი­ეგ­ბუმ ჩან­თის მა­სა­ლით სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი შექ­მნა. დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ მუ­შა­ო­ბი­სას მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ეს ჩან­თე­ბი იყო, გარ­და ამი­სა, მან და­სავ­ლუ­რი და აფ­რი­კუ­ლი დი­ზი­ა­ნის სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. შე­დეგს კი თა­ვა­დაც ხე­დავთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
10

ქვეყანა იმის კენ მიექანება,რომ მალე ეს იქნება ჩვენი ბოლოც....

დ.დ.
28

ამხ. ნინო! შენს მიერ დამთავრებული სკოლის მისამართს, ხომ არ გაგვიმხელ? ხალხი, შვილებს და შვილიშვილებს შეიყვანდა და მათი ზეგანათლებულობა გარანტირებული ექნებოდა ქვეყანას.

ავტორი:

როგორია "ლილოს ჩანთების" რეალური ისტორია - ის კვლავ მოდას უბრუნდება: "ტვირთთან ერთად, ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

როგორია "ლილოს ჩანთების" რეალური ისტორია - ის კვლავ მოდას უბრუნდება: "ტვირთთან ერთად, ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

ფოტოზე აღბეჭდილი ჩანთა საქართველოში 90-იან წლებთან ასოცირდება, მას ჩვენთან ზოგიერთი "ლილოს", ზოგიც "თურქულ ჩანთას“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანთები პოპულარული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ განვითარებად ქვეყანაში. განსაკუთრებით კი დასავლეთ აფრიკაში, სადაც ისტორიის ნაწილად იქცა და იქაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის მოგონებებთანაა დაკავშირებული.

ყველაზე მეტად ეს ჩანთა ძველ დროს განელებს ახსენებს. უფრო მეტიც, მოდის სამყაროში მას Ghana must go bag-ს უწოდებენ. ისტორია კი ასეთია - 1980-იან წლებში, როდესაც ათასობით ემიგრანტს ნიგერია დაატოვებინეს (ემიგრანტების უმეტესობა განელი იყო), ადამიანებმა სასწრაფოდ სწორედ ასეთ ჩანთებში ჩაალაგეს სამოსი, პირადი ნივთები და ასე დატოვეს ქვეყანა.

სწორედ ამიტომ, ამ ჩანთას განელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და იქაურებს მტკივნეულ მოგონებებს უღვივებს. ეს ჩანთა მიგრაციის სიმბოლოდ იქცა.

"ის განელებისთვის ნიშნავს არა მხოლოდ ნივთების გადატანის საშუალებას, არამედ ის მათი კულტურის, მოგონებებისა და მემკვიდრეობის მატარებელია“, - ამბობს ფოტოგრაფი ობინა ობიომა.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში ეს ჩანთა დაკავშირებულია კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ძველად ფულს ასეთი ჩანთებით დაატარებდნენ. სამხრეთ აფრიკაში აღნიშნული ჩანთები ტვირთის გადასატანად დღემდე პოპულარულია.

მოგვიანებით, ისტორიულმა ჩანთამ, არაერთხელ მიიპყრო თანამედროვე დიზაინერთა ყურადღება და მაღალი მოდის ნაწილიც კი გახდა. ამ ჩანთების შთაგონებით კოლექცია "ბალენსიაგამაც" კი შექმნა.

ამჯერად კი ნიუ-იორკში მცხოვრებმა ნიგერიელმა ხელოვანებმა შთაბერეს მას ახალი სიცოცხლე. ნიგერიელმა დიზაინერმა ჩიომა ობიეგბუმ ჩანთის მასალით სამოსი და აქსესუარები შექმნა. დიზაინერი ამბობს, რომ მუშაობისას მისი შთაგონების წყარო ეს ჩანთები იყო, გარდა ამისა, მან დასავლური და აფრიკული დიზიანის სხვადასხვა ელემენტები გამოიყენა. შედეგს კი თავადაც ხედავთ.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"