საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს ეწ­ვია და ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და გა­ნათ­ლე­ბის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის იმ ათ წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტთან, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი და­აგ­რო­ვეს გა­სულ სას­წავ­ლო წელს და შე­დე­გად ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი გახ­დნენ.

შეხ­ვედ­რას და­ეს­წრნენ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი მაკა ბე­რი­ძე, რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში მე­რაბ ბე­რი­ძე და სტუ­დენ­ტე­ბი.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სწო­რედ სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს ვა­ჯილ­დო­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ და გა­მორ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი­ან. გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მი­ზა­ნი სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა. სა­ო­ცა­რია სტუ­დენ­ტე­ბის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გახ­დნენ ჩვე­ნი სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი. ეს კი ჩვენც გვიზ­რდის სურ­ვილს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ვიც­ვათ და მეტ მო­მა­ვალ პე­და­გოგს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დნენ ჩვე­ნი გრან­ტი­ო­რე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სას­ტი­პენ­დიო პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს, პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში შექ­მნას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად გპფ-მ უკვე გა­მო­ყო სტი­პენ­დი­ე­ბი სამი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩა­მოთ­ვლილ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი­ურ კონ­ტინ­გენტს გა­აძ­ლი­ე­რებს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ნო­ემ­ბრის თვე­ში უკვე გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გო­რი­სა და თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან და ჯამ­ში 29 ახალ­გაზ­რდა ისარ­გებ­ლებს სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მით.

ჩა­მოთ­ვლილ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში უკვე გა­ფორმ­და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ფონ­დის მიერ გა­მო­ი­ყო სტი­პენ­დი­ე­ბი გო­რის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის, თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სტი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის იმ გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი­ან და ამ სფე­რო­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას.

NS

სიმონი
0

ველით შემოწირულობას სააკაშვილ-ალასანიას ფონდიდანაც ბნელი ქართველების გასანათლებლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სტუდენტების საერთაშორისო დღეს 10 ახალგაზრდა დააჯილდოვა

სტუდენტთა საერთაშორისო დღეს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და ფონდის მიერ ინიცირებული სტუდენტური გრანტების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ ათ წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს გასულ სასწავლო წელს და შედეგად ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ.

შეხვედრას დაესწრნენ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მერაბ ბერიძე და სტუდენტები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ვაჯილდოვებთ წარმატებულ და გამორჩეულ ახალგაზრდებს, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიზანი სწორედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი პედაგოგების წახალისებაა. საოცარია სტუდენტების შრომისმოყვარეობა და დამოკიდებულება, რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობა და გახდნენ ჩვენი სტიპენდიანტები. ეს კი ჩვენც გვიზრდის სურვილს, რაც შეიძლება მეტი უნივერსიტეტი მოვიცვათ და მეტ მომავალ პედაგოგს მივცეთ საშუალება გახდნენ ჩვენი გრანტიორები,“ - განაცხადა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ინიცირებული სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ-მ უკვე გამოყო სტიპენდიები სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოთვლილ უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყნის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე ნოემბრის თვეში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გორისა და თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ჯამში 29 ახალგაზრდა ისარგებლებს სასტიპენდიო პროგრამით.

ჩამოთვლილ უნივერსიტეტებთან მიმდინარე წლის ზაფხულში უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც ფონდის მიერ გამოიყო სტიპენდიები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ გამორჩეული და წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.

NS

„თეგეტა მოტორსის“ 25 წლის საიუბილეო კონკურსში ახალთახალი მაზდას, ნიუს ელექტრო სკუტერების და საირმეში დასვენების ვაუჩერის მოგებაა შესაძლებელი

"ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა... მეუღლემ ბევრი რამ გადამატანინა" - ქალი, რომელმაც იბრძოლა და გაიმარჯვა

"კვიპროსის ელჩი მხოლოდ იმიტომ არ მელაპარაკებოდა, რომ თურქული ყავა შევთავაზე" - ვარშავის საუკეთესო ქართული რესტორნისა და სამი ხალიჩის ამბავი