მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინა შენახული უნდა იყოს მინუს 80 გრადუსზე, როგორც ვიცი, ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს" - რას ამბობს ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში მუშაობს
"ვაქცინა შენახული უნდა იყოს მინუს 80 გრადუსზე, როგორც ვიცი, ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს" - რას ამბობს ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში მუშაობს

COVID -19-ის პან­დე­მი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე თუ მხო­ლოდ იმას გან­ვი­ხი­ლავ­დით, რამ­დე­ნი და რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე და რა პერ­სპექ­ტი­ვა არ­სე­ბობ­და კო­ვიდ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, დღეს უკვე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ერთ-ერ­თმა ვაქ­ცი­ნამ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ი­ა­რა ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­და - ეს გახ­ლავთ გერ­მა­ნუ­ლი BioNTech-ისა და ამე­რი­კუ­ლი Pfizer-ის ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა - BNT162b2. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ფიქ­რობს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­მო­ტა­ნა­ზე, ასე­ვე, სხვა, გა­მოც­დის ფა­ზა­ში მყოფ ვაქ­ცი­ნებ­ზე აშშ-ის ქა­ლაქ ჰა­ნო­ვერ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, დორ­თმო­უ­თის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი ფრი­დონ შუ­ბი­თი­ძე. ბა­ტონ ფრი­დონს, ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ვაქ­ცი­ნა BNT162b2, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ თვის ბო­ლოს დამ­ტკიც­დე­ბა, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია იმა­ვე პრინ­ციპ­ზე, რა­საც ამე­რი­კის მე­ო­რე კომ­პა­ნია - "მო­დერ­ნა" და ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტი ერ­თობ­ლი­ვად აკე­თებს. "მო­დერ­ნას" ვაქ­ცი­ნაც, ისე­ვე, რო­გორც "ფა­ი­ზერ"-"ბი­ონ­ტე­კის", და­ფუძ­ნე­ბუ­ლია "მე­სენ­ჯერ რნმ"-ზე (რი­ბო­ნუკ­ლე­ი­ნის მჟა­ვა­ზე) და ცნო­ბი­ლია, რო­გორც mRNA-1273. გა­ინ­ტე­რე­სებთ, ვაქ­ცი­ნამ BNT162b2 გა­მოც­დის სა­მი­ვე ეტა­პი რო­გორ გა­ი­ა­რა? პირ­ველ ეტაპ­ზე იგი 100-მდე ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­დეს, მე­ო­რე ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და ჯგუ­ფის 1000-მდე ადა­მი­ა­ნი, ხოლო მე­სა­მე ეტაპ­ზე თა­ვი­დან 30 ათას ადა­მი­ან­ზე გა­მოს­ცა­დეს, მაგ­რამ კვლე­ვის მეტი სი­ზუს­ტის­თვის რა­ო­დე­ნო­ბა 43 ათა­სამ­დე გა­ზარ­დეს. ამ კვლე­ვით გა­მო­აქ­ვეყ­ნეს 94 ადა­მი­ან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და პა­სუ­ხე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გი. ამით და­ას­კვნეს, რომ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 90%-ზე მე­ტია. თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კუ­რად მათ ამ შე­დე­გის გან­ვრცო­ბა შე­ეძ­ლოთ და ასეც მო­იქ­ცნენ. ასე­თი საპ­რო­ცენ­ტო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მით უფრო, 6 თვე­ში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნის­თვის, არის ძა­ლი­ან დიდი და, ზო­გა­დად, სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის მაჩ­ვე­ნებ­ლებს თუ შე­ვა­და­რებთ, აქამ­დე მსგავ­სი შე­დე­გი მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს.

რო­დე­საც ამე­რი­კის ეროვ­ნულ­მა ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუტ­მა კომ­პა­ნი­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა შე­უკ­ვე­თა, მო­თხოვ­ნაც წა­უ­ყე­ნა: შექ­მე­ნით ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 50% იქ­ნე­ბაო. "ფა­ი­ზე­რი­სა" და "ბი­ონ­ტე­კის" ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბამ კი 90% უჩ­ვე­ნა. ბი­ო­ლო­გი­ა­ში ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­დე­გია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვაქ­ცი­ნის, რი­თაც ამე­რი­კა­ში მა­სობ­რი­ვად ხდე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია, ეფექ­ტი­ა­ნო­ბა არის 60-70%. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის იდეა კი ის არის, რომ თუ იგი მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70-%-ს და­ი­ცავს, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სის­წრა­ფე და­იკ­ლებს და ამით ვირუ­სი მარ­თვა­დი გახ­დე­ბა. ამი­ტომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის გა­მოც­დის ეს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თუ მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე გავ­რცელ­დე­ბა, აც­რე­ბის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბა/გარ­დაც­ვა­ლე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. გა­მოჩ­ნდა უკვე კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბიც, მათ შო­რის, რემ­დე­სი­ვი­რი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის წამ­ლი­სა და საკ­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უკვე და­ამ­ტკი­ცა და ამ მე­დი­კა­მენ­ტით ამე­რი­კა­ში უკვე მკურ­ნა­ლო­ბენ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ ერთი ახა­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი Monoklonal antibody და­ამ­ტკი­ცეს, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა 65 წლი­დან ზე­მოთ ასა­კი­სა და სხვა ავად­მყო­ფო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. და კი­დევ, ამ თვის ბო­ლოს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნა" და ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ინ­სტი­ტუ­ტიც გა­მო­ი­ტა­ნენ თა­ვი­სი ვაქ­ცი­ნის შე­დე­გებს. მათ მე­სა­მე ეტა­პის გა­მოც­და 30 ათას მო­ხა­ლი­სე­ზე უკვე ჩა­ა­ტა­რეს. ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, ზო­გა­დად, მე­სა­მე ეტა­პის კვლე­ვის პრინ­ცი­პის ცოდ­ნა.

პრო­ცე­სი ასე­თია: გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფი­სა და ასა­კის მო­ხა­ლი­სი­დან ნა­ხე­ვარს უკე­თე­ბენ რე­ა­ლურ ვაქ­ცი­ნას, ნა­ხე­ვარს - ფე­იკ­ვაქ­ცი­ნას, მა­რი­ლი­ან წყალს. მაგ­რამ ექი­მებ­მა, ვი­საც ეს პრე­პა­რა­ტე­ბი მის­ცეს, არ იცი­ან, კონ­კრე­ტუ­ლად ვის რას უკე­თე­ბენ, ვაქ­ცი­ნას თუ - წყალს. არც მო­ხა­ლი­სემ იცის, რა სი­თხე შე­უყ­ვა­ნეს ორ­გა­ნიზ­მში. ფლა­კო­ნებს სა­ხელ­წო­დე­ბა არ აწე­რია, მხო­ლოდ და­ნომ­რი­ლია. მარ­ტო ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნელ­მა მკვლე­ვარ­მა იცის, რო­მე­ლი რა არის. შემ­დეგ, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბი­ან მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბენ, ხან თითო-ორო­ლა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან მოხ­ვდე­ბი­ან, ხან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლის ჯგუ­ფებ­თან მო­უ­წევთ ურ­თი­ერ­თო­ბა... ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ და­ნომ­რი­ლი კო­დე­ბით მოხ­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ მო­ხა­ლი­სე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი შე­დე­გებს ღრმად გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ და ამის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია კონ­კრე­ტუ­ლი წა­მა­ლი.

ამ­გვა­რი კვლე­ვით დად­გინ­და ვაქ­ცი­ნა BNT162b2-ის ეფექ­ტიც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ვაქ­ცი­ნებს. ბევ­რს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რის გა­კე­თე­ბი­საც ეში­ნია...

- მეც მეს­მის ხოლ­მე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, არ გა­ვი­კე­თებ ვაქ­ცი­ნა­სო. მა­გა­ლი­თად, ჩემი ოჯა­ხის ხუ­თი­ვე წევ­რი ყო­ველ­წლი­უ­რად, ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ვი­კე­თებთ ხოლ­მე გრი­პის ვაქ­ცი­ნას. გა­სა­გე­ბია, არის 10, 20, 30-40 პრო­ცენ­ტიც კი, ვის­ზეც აც­რას არ აქვს შე­დე­გი, მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი ის არის, რომ ვაქ­ცი­ნა იწ­ვევს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბას. რო­დე­საც ვირუ­სი მდო­რედ ვრცელ­დე­ბა, ამ დროს ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ არის არა მარ­ტო ვაქ­ცი­ნა, არა­მედ - სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბიც და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ექი­მე­ბის ჩა­რე­ვით მი­ნი­მუ­მამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი და­ღუ­პულ­თა რი­ცხვის შემ­ცი­რე­ბა და მა­ღა­ლია გან­კურ­ნე­ბის შან­სი. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ ვირუს­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც უკვე გა­აჩ­ნია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ასე­ვე, სხვა ფაქ­ტო­რებ­საც, პლუს - მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი­ან ძა­ლის­ხმე­ვას, რაც ყვე­ლა დამ­ცა­ვი თუ სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ებ­რძო­ლე­ბა პან­დე­მი­ას, ვირუ­სი სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­ცხდე­ბა.

პირ­ვე­ლი ტალ­ღის შემ­დეგ, ნელ-ნელა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­კვნენ, რო­გორ და­ე­წყოთ ცხოვ­რე­ბა კო­ვიდ­თან ერ­თად. მათ ის­წავ­ლეს პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მიხ­ვდნენ იმა­საც, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შვებ­მა სკო­ლა­ში ია­რონ, ამი­ტომ შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს. მა­გა­ლი­თად, ჩემი ბიჭი მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლია და მისი კლა­სი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად არის და­ყო­ფი­ლი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, პირ­ბა­დით იყოს. ასე­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რს უფ­ლე­ბა არ აქვს სხვა ჯგუ­ფის წევ­რებ­თან მი­ვი­დეს. იგი­ვე ხდე­ბა ოჰა­ი­ო­ში, ჩემი გო­გო­ნას კო­ლე­ჯშიც - ბოლო 3-4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი შემ­თხვე­ვაც არ ჰქო­ნი­ათ, რად­გან ტე­რი­ტო­რი­ას არ ტო­ვე­ბენ. თუ ვინ­მე გა­დის, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა კი ისე­თი პრო­ტო­კო­ლი შე­ი­მუ­შა­ვეს, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად ხდე­ბა აღ­მო­ჩე­ნა და მყის­ვე - იზო­ლი­რე­ბა.

სკო­ლის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი თუ მი­დის სად­მე, ვალ­დე­ბუ­ლია, მისი შვი­ლის სკო­ლას შე­ა­ტყო­ბი­ნოს და უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ტეს­ტი გა­ი­კე­თოს ან ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყოს. ქა­ლა­ქი მო­ი­თხოვს, ყველ­გან პირ­ბა­დით იარო და, ფა­ტობ­რი­ვად, ამ პირ­ბა­დე­ებ­მა და დის­ტან­ცი­ურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ჩვენს შტატ­ში მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნა და­ა­ვა­დე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

მა­გა­ლი­თად, ახლა აქ, ამე­რი­კა­ში მო­დის უდი­დე­სი სა­ო­ჯა­ხო დღე­სას­წა­უ­ლი - მად­ლი­ე­რე­ბის დღე, რო­დე­საც ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს სტუმ­რო­ბენ. სკო­ლი­დან, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, ქა­ლა­ქი­დან მოგ­ვდის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მოგვ­თხო­ვეს, გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ, აპი­რებთ თუ არა ქა­ლა­ქი­დან, შტა­ტი­დან ან ქვეყ­ნი­დან სად­მე წას­ვლას, რომ ვი­ცო­დეთ, ვინ იქ­ნე­ბა გა­სუ­ლი და რას ვე­ლო­დო­თო. იმა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, შე­ე­ცა­დეთ, არ­სად გა­და­ად­გილ­დე­თო, რად­გან ყვე­ლა­ზე მეტი გავ­რცე­ლე­ბის რის­კი სწო­რედ მად­ლი­ე­რე­ბის დღის გამო შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას.

ყვე­ლა ვფიქ­რობთ, რომ ჯო­ბია, ისევ კომ­პი­უ­ტე­რით მი­ვუ­ლო­ცოთ ერ­თმა­ნეთს და მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლოთ, ვიდ­რე ვნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თი და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა შევ­ქმნათ. მი­მაჩ­ნია, რომ ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა აქამ­დე გმი­რუ­ლად მო­იყ­ვა­ნეს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მაგ­რამ რა­ღაც ეტაპ­ზე, ალ­ბათ, მათ უნდა შე­ექ­მნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს გა­ე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ ხოლ­მე. ვხე­დავ, რომ დღეს მათ რაც უნდა თქვან, ამას ხალ­ხი რა­ღაც­ნა­ი­რად პო­ლი­ტი­კას უკავ­ში­რებს და ეს ცუ­დია, ამი­ტომ თუნ­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს პრეს­სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ფერ­ზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა. ვთქვათ, კვი­რა­ში 5-ჯერ ისა­უბ­როს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და კვი­რა­ში 1-2-ჯერ გა­მო­ვი­დეს ექი­მი, რო­მე­ლიც ამ სპი­კე­რის ნათ­ქვამს გა­ამ­ყა­რებს. თუ სპი­კე­რი ხალ­ხს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მი­აწ­ვდის, ადა­მი­ა­ნე­ბი მას მი­ენ­დო­ბი­ან.

- მოდი, კვლავ ვაქ­ცი­ნას და­ვუბ­რუნ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ, თუნ­დაც ვა­რა­უ­დით, გვი­თხრათ, რო­დის შე­მო­ვა ვაქ­ცი­ნა BNT162b2 სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ უკვე რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი შეკ­ვე­თაა, ამე­რი­კა­ში ჯერ 100 მი­ლი­ო­ნი უნდა შე­მო­ი­ტა­ნონ, შემ­დეგ, რო­გორც ვიცი - 500 მი­ლი­ო­ნი, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე. ევ­რო­პამ შე­უკ­ვე­თა 300 მი­ლი­ო­ნი, ია­პო­ნი­ამ და­ი­წყო 120 მი­ლი­ო­ნის შეკ­ვე­თა, მაგ­რამ არ­სე­ბობს აპა­რა­ტის გა­და­ტა­ნის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა. ვაქ­ცი­ნის ამ­პუ­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი უნდა იყოს მი­ნუს 80 გრა­დუს ცელ­სი­უ­სის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. რო­გორც ვიცი, ასე­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა­ზე ვი­ღა­ცამ უნდა იფიქ­როს. რო­დე­საც ჩვენს მარ­ტის ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი, ვაქ­ცი­ნა ამ წლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა-მეთ­ქი, ალ­ბათ, ბევ­რს ეს შე­უძ­ლებ­ლად მო­ეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ ფაქ­ტია, დღეს უკვე ვაქ­ცი­ნა­ზე ვლა­პა­რა­კობთ. ახ­ლაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ, ალ­ბათ, ზა­ფხუ­ლის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მი­ი­ღებს ამ ვაქ­ცი­ნას და ყვე­ლა­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბით. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­თა­ნა­დოდ იმოქ­მე­დებს. იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო ჩა­მო­დის და, ალ­ბათ, მას­თან შეხ­ვედ­რის დრო­საც და­ა­ყე­ნე­ბენ სა­კითხს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. იმე­დია, მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი - 100 ათა­სი ამ­პუ­ლა მა­ინც შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვაქცინა შენახული უნდა იყოს მინუს 80 გრადუსზე, როგორც ვიცი, ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს" - რას ამბობს ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში მუშაობს

"ვაქცინა შენახული უნდა იყოს მინუს 80 გრადუსზე, როგორც ვიცი, ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს" - რას ამბობს ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ში მუშაობს

COVID -19-ის პანდემიად გამოცხადების ადრეულ ეტაპზე თუ მხოლოდ იმას განვიხილავდით, რამდენი და რომელი კომპანიები მუშაობდნენ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე და რა პერსპექტივა არსებობდა კოვიდთან გასამკლავებლად, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთმა ვაქცინამ წარმატებულად გაიარა ყველა მნიშვნელოვანი გამოცდა - ეს გახლავთ გერმანული BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის ერთობლივად შექმნილი ვაქცინა - BNT162b2. საინტერესოა, რა ფიქრობს კორონავირუსის ვაქცინასა და საქართველოში მის შემოტანაზე, ასევე, სხვა, გამოცდის ფაზაში მყოფ ვაქცინებზე აშშ-ის ქალაქ ჰანოვერში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, დორთმოუთის კოლეჯის პროფესორი ფრიდონ შუბითიძე. ბატონ ფრიდონს, ამერიკაში დავუკავშირდით:

- ვაქცინა BNT162b2, რომელიც, ფაქტობრივად, ამ თვის ბოლოს დამტკიცდება, როგორც განსაკუთრებულ მდგომარეობაში გამოსაყენებელი საშუალება, დაფუძნებულია იმავე პრინციპზე, რასაც ამერიკის მეორე კომპანია - "მოდერნა" და ამერიკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი ერთობლივად აკეთებს. "მოდერნას" ვაქცინაც, ისევე, როგორც "ფაიზერ"-"ბიონტეკის", დაფუძნებულია "მესენჯერ რნმ"-ზე (რიბონუკლეინის მჟავაზე) და ცნობილია, როგორც mRNA-1273. გაინტერესებთ, ვაქცინამ BNT162b2 გამოცდის სამივე ეტაპი როგორ გაიარა? პირველ ეტაპზე იგი 100-მდე ადამიანზე გამოსცადეს, მეორე ეტაპზე მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკისა და ჯგუფის 1000-მდე ადამიანი, ხოლო მესამე ეტაპზე თავიდან 30 ათას ადამიანზე გამოსცადეს, მაგრამ კვლევის მეტი სიზუსტისთვის რაოდენობა 43 ათასამდე გაზარდეს. ამ კვლევით გამოაქვეყნეს 94 ადამიანზე დაკვირვებისა და პასუხების გაანალიზების შედეგი. ამით დაასკვნეს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ზე მეტია. თუმცა სტატისტიკურად მათ ამ შედეგის განვრცობა შეეძლოთ და ასეც მოიქცნენ. ასეთი საპროცენტო მაჩვენებელი, მით უფრო, 6 თვეში შექმნილი ვაქცინისთვის, არის ძალიან დიდი და, ზოგადად, სხვადასხვა ტიპის ვაქცინის გამოცდის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, აქამდე მსგავსი შედეგი მსოფლიოს არ ახსოვს.

როდესაც ამერიკის ეროვნულმა ჯანდაცვის ინსტიტუტმა კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინა შეუკვეთა, მოთხოვნაც წაუყენა: შექმენით ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა 50% იქნებაო. "ფაიზერისა" და "ბიონტეკის" ვაქცინის ეფექტიანობამ კი 90% უჩვენა. ბიოლოგიაში ეს ძალიან მაღალი შედეგია. ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინის, რითაც ამერიკაში მასობრივად ხდება ვაქცინაცია, ეფექტიანობა არის 60-70%. ვაქცინაციის იდეა კი ის არის, რომ თუ იგი მოსახლეობის 60-70-%-ს დაიცავს, ვირუსის გავრცელების სისწრაფე დაიკლებს და ამით ვირუსი მართვადი გახდება. ამიტომ კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის ეს პროცენტული მაჩვენებელი თუ მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება, აცრების შემდეგ, ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება და ადამიანების დაავადება/გარდაცვალება მინიმუმამდე შემცირდება. გამოჩნდა უკვე კოვიდის სამკურნალო პრეპარატებიც, მათ შორის, რემდესივირი, რომელიც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა და ამ მედიკამენტით ამერიკაში უკვე მკურნალობენ.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ახალი ანტივირუსული პრეპარატი Monoklonal antibody დაამტკიცეს, როგორც განსაკუთრებულ მდგომარეობაში გამოსაყენებელი საშუალება 65 წლიდან ზემოთ ასაკისა და სხვა ავადმყოფობით დაავადებული ადამიანებისთვის. და კიდევ, ამ თვის ბოლოს ამერიკული კომპანია "მოდერნა" და ამერიკის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტიც გამოიტანენ თავისი ვაქცინის შედეგებს. მათ მესამე ეტაპის გამოცდა 30 ათას მოხალისეზე უკვე ჩაატარეს. ალბათ, ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება, ზოგადად, მესამე ეტაპის კვლევის პრინციპის ცოდნა.

პროცესი ასეთია: გარკვეული რაოდენობის სხვადასხვა ჯგუფისა და ასაკის მოხალისიდან ნახევარს უკეთებენ რეალურ ვაქცინას, ნახევარს - ფეიკვაქცინას, მარილიან წყალს. მაგრამ ექიმებმა, ვისაც ეს პრეპარატები მისცეს, არ იციან, კონკრეტულად ვის რას უკეთებენ, ვაქცინას თუ - წყალს. არც მოხალისემ იცის, რა სითხე შეუყვანეს ორგანიზმში. ფლაკონებს სახელწოდება არ აწერია, მხოლოდ დანომრილია. მარტო ვაქცინის შემქმნელმა მკვლევარმა იცის, რომელი რა არის. შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებიან მოხალისეებს, რომლებიც მოძრაობენ, ხან თითო-ოროლა დაინფიცირებულთან მოხვდებიან, ხან დაინფიცირების დიდი მაჩვენებელის ჯგუფებთან მოუწევთ ურთიერთობა... ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ დანომრილი კოდებით მოხდება დაინფიცირებულ მოხალისეთა იდენტიფიცირება. მეცნიერები შედეგებს ღრმად გააანალიზებენ და ამის შემდეგ გამოჩნდება, რამდენად ეფექტიანია კონკრეტული წამალი.

ამგვარი კვლევით დადგინდა ვაქცინა BNT162b2-ის ეფექტიც.

- საქართველოში სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინებს. ბევრს ჩვეულებრივი გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისაც ეშინია...

- მეც მესმის ხოლმე ადამიანებისგან, არ გავიკეთებ ვაქცინასო. მაგალითად, ჩემი ოჯახის ხუთივე წევრი ყოველწლიურად, ოქტომბერ-ნოემბერში ვიკეთებთ ხოლმე გრიპის ვაქცინას. გასაგებია, არის 10, 20, 30-40 პროცენტიც კი, ვისზეც აცრას არ აქვს შედეგი, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ვაქცინა იწვევს ეპიდემიის გავრცელების მკვეთრად შემცირებას. როდესაც ვირუსი მდორედ ვრცელდება, ამ დროს ვირუსის წინააღმდეგ არის არა მარტო ვაქცინა, არამედ - სამკურნალო პრეპარატებიც და ამ შემთხვევაში, ექიმების ჩარევით მინიმუმამდეა შესაძლებელი დაღუპულთა რიცხვის შემცირება და მაღალია განკურნების შანსი. ამას თუ დავუმატებთ ვირუსგადატანილ ადამიანებს, ვისაც უკვე გააჩნია ანტისხეულები, ასევე, სხვა ფაქტორებსაც, პლუს - მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ერთიან ძალისხმევას, რაც ყველა დამცავი თუ სამკურნალო საშუალების გამოყენებით შეებრძოლება პანდემიას, ვირუსი საბოლოოდ დამარცხდება.

პირველი ტალღის შემდეგ, ნელ-ნელა ადამიანები გაერკვნენ, როგორ დაეწყოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად. მათ ისწავლეს პირბადეების გამოყენება, მიხვდნენ იმასაც, რომ აუცილებელია, ბავშვებმა სკოლაში იარონ, ამიტომ შესაბამისი მიმართულებები შეიმუშავეს. მაგალითად, ჩემი ბიჭი მეექვსეკლასელია და მისი კლასი რამდენიმე ჯგუფად არის დაყოფილი, მთელი დღის განმავლობაში ყველა ვალდებულია, პირბადით იყოს. ასევე, თითოეული ჯგუფის წევრს უფლება არ აქვს სხვა ჯგუფის წევრებთან მივიდეს. იგივე ხდება ოჰაიოში, ჩემი გოგონას კოლეჯშიც - ბოლო 3-4 თვის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ჰქონიათ, რადგან ტერიტორიას არ ტოვებენ. თუ ვინმე გადის, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ადმინისტრაციას. უნივერსიტეტებმა კი ისეთი პროტოკოლი შეიმუშავეს, რომ მომენტალურად ხდება აღმოჩენა და მყისვე - იზოლირება.

სკოლის მოსწავლის მშობელი თუ მიდის სადმე, ვალდებულია, მისი შვილის სკოლას შეატყობინოს და უკან დაბრუნებისას, ტესტი გაიკეთოს ან ოჯახის წევრებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს. ქალაქი მოითხოვს, ყველგან პირბადით იარო და, ფატობრივად, ამ პირბადეებმა და დისტანციურმა ურთიერთობებმა ჩვენს შტატში მინიმუმამდე დაიყვანა დაავადების და გარდაცვალების შემთხვევები.

მაგალითად, ახლა აქ, ამერიკაში მოდის უდიდესი საოჯახო დღესასწაული - მადლიერების დღე, როდესაც ოჯახები ერთმანეთს სტუმრობენ. სკოლიდან, უნივერსიტეტიდან, ქალაქიდან მოგვდის შეტყობინებები, მოგვთხოვეს, გაგვაგებინეთ, აპირებთ თუ არა ქალაქიდან, შტატიდან ან ქვეყნიდან სადმე წასვლას, რომ ვიცოდეთ, ვინ იქნება გასული და რას ველოდოთო. იმასაც გვეუბნებიან, შეეცადეთ, არსად გადაადგილდეთო, რადგან ყველაზე მეტი გავრცელების რისკი სწორედ მადლიერების დღის გამო შეიძლება შეიქმნას.

ყველა ვფიქრობთ, რომ ჯობია, ისევ კომპიუტერით მივულოცოთ ერთმანეთს და მოვესიყვარულოთ, ვიდრე ვნახოთ ერთმანეთი და ვირუსის გავრცელების საშიშროება შევქმნათ. მიმაჩნია, რომ ქართველმა ექიმებმა აქამდე გმირულად მოიყვანეს თავისი მოქალაქეები, მაგრამ რაღაც ეტაპზე, ალბათ, მათ უნდა შეექმნათ სპეციალური სამსახური, რომლის წარმომადგენლებიც ადამიანებს გაესაუბრებოდნენ ხოლმე. ვხედავ, რომ დღეს მათ რაც უნდა თქვან, ამას ხალხი რაღაცნაირად პოლიტიკას უკავშირებს და ეს ცუდია, ამიტომ თუნდაც ყველა კოვიდსაავადმყოფოში უნდა არსებობდეს პრესსამსახური, რომლის წარმომადგენელი ადამიანებს ყველაფერზე დაელაპარაკება. ვთქვათ, კვირაში 5-ჯერ ისაუბროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა და კვირაში 1-2-ჯერ გამოვიდეს ექიმი, რომელიც ამ სპიკერის ნათქვამს გაამყარებს. თუ სპიკერი ხალხს ცრუ ინფორმაციას არ მიაწვდის, ადამიანები მას მიენდობიან.

- მოდი, კვლავ ვაქცინას დავუბრუნდეთ. შეგიძლიათ, თუნდაც ვარაუდით, გვითხრათ, როდის შემოვა ვაქცინა BNT162b2 საქართველოში?

- უნდა გაითვალისწინოთ, რომ უკვე რამდენიმე მილიონი შეკვეთაა, ამერიკაში ჯერ 100 მილიონი უნდა შემოიტანონ, შემდეგ, როგორც ვიცი - 500 მილიონი, გაზაფხულამდე. ევროპამ შეუკვეთა 300 მილიონი, იაპონიამ დაიწყო 120 მილიონის შეკვეთა, მაგრამ არსებობს აპარატის გადატანის ტექნიკური პრობლემა. ვაქცინის ამპულები შენახული უნდა იყოს მინუს 80 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურაზე. როგორც ვიცი, ასეთი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ არსებობს. ამიტომ საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის შექმნაზე ვიღაცამ უნდა იფიქროს. როდესაც ჩვენს მარტის ინტერვიუში ვთქვი, ვაქცინა ამ წლის ბოლოს იქნება-მეთქი, ალბათ, ბევრს ეს შეუძლებლად მოეჩვენა, მაგრამ ფაქტია, დღეს უკვე ვაქცინაზე ვლაპარაკობთ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ, ალბათ, ზაფხულისთვის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს ამ ვაქცინას და ყველანი ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ იმოქმედებს. იცით, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოდის და, ალბათ, მასთან შეხვედრის დროსაც დააყენებენ საკითხს, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება. იმედია, მომავალი წლის დასაწყისში რამდენიმე ათასი - 100 ათასი ამპულა მაინც შემოვა საქართველოში.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

„თეგეტა აკადემიამ“ ორგანიზაციებისთვის საავტომობილო პარკის მართვისთვის სასწავლო პროგრამა განავითარა

"სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება... საქართველოში ეს დაახლოებით, 7-8 თვის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"კიდურების კანკალი, მეხსიერების  პრობლემები, ზოგჯერ დეპრესიული გამოვლინებებიც..." - კიდევ რა გართულებები ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს?