პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."
საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."

ნა­ი­რა მი­დო­დაშ­ვი­ლი დიდი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ერედვ­ში და­ი­ბა­და, შემ­დეგ კი ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა სო­ფელ აჩა­ბეთ­ში, სა­ი­და­ნაც მისი მე­უღ­ლე იყო. შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან შე­აჩ­ვი­ეს და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად დიდი და გა­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნა. მე­უღ­ლე 22 წლის წინ და­კარ­გა, 12 წლის წინ კი საყ­ვა­რე­ლი კუ­თხე და სახლ-კარი. 2008 წლის ომის გამო ხე­ო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, სა­კუ­თარ მი­წა­ზე დევ­ნი­ლად იქცა. დღეს წე­როვ­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ვაჟ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. იქ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყეს.

"მყავს 2 შვი­ლი, ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხო­ვი­ლია, ისიც დიდი ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, თა­მა­რა­შენ­ში, მაგ­რამ დღეს ლტოლ­ვი­ლია, ჩვენ­სა­ვით წე­რო­ვან­ში ცხოვ­რობს. ვაჟი კი ჩემ­თა­ნაა, და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია, მყავს ორი შვი­ლიშ­ვი­ლი", - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც წე­რო­ვან­ში სა­ო­ცა­რი ბაღი აქვს, მისი და­უ­ზა­რე­ლი შრო­მის ნა­ყო­ფი.

- მა­შინ­დე­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი. ცოტა ხანს სტამ­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, 1988-დან 1991 წლამ­დე კი ცხინ­ვა­ლის მე-6 სა­შუ­ა­ლო რუ­სულ სკო­ლა­ში ქარ­თულს ვას­წავ­ლი­დი.ცხინ­ვა­ლი­დან ქარ­თვე­ლე­ბი რომ გა­მოგ­ვყა­რეს, ცხა­დია, სკო­ლი­და­ნაც წა­მო­ვე­დი. მერე მას­წავ­ლებ­ლო­ბა აღარც მიც­დია. აჩა­ბეთ­ში დიდი მე­ურ­ნე­ო­ბა მქონ­და, მი­წაც კარ­გი იყო და ფარ­თო­ბიც საკ­მაო. მქონ­და ხე­ხი­ლის ბაღი. ჩვე­ნი სამ­ყო­ფი ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვყავ­და. მო­სა­ვა­ლი იმ­ხე­ლა იყო, ვყიდ­დით კი­დეც. გვყავ­და ძრო­ხა, ქათ­მე­ბი, კურ­დღლე­ბი, ღო­რე­ბი.

- ეტყო­ბა, შრო­მას ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­ეჩ­ვი­ეთ...

- პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვმუ­შა­ობ­დი. მშობ­ლებს ბაღ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი. მა­მამ სა­მე­ურ­ნეო საქ­მე კარ­გად იცო­და და ბევ­რი რამ მას­წავ­ლა, დამ­ყნო­ბაც კი.

- ბაღ­ნა­რად ქცე­უ­ლი სახლ-კა­რის და­ტო­ვე­ბამ მო­გი­წი­ათ...

- კი, ვე­რაფ­რის წა­მო­ღე­ბა ვერ შევ­ძე­ლი. არა­და, როცა შე­ვუღლდით, მე და ჩემი მე­უღ­ლე მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქით სახ­ლის აშე­ნე­ბას, ჩვე­ნი ხე­ლით შევ­ქმე­ნით ყვე­ლა­ფე­რი. იქა­უ­რო­ბა რომ მახ­სენ­დე­ბა, გული მტკი­ვა. დღეს ყვე­ლა­ფე­რი მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი, ნა­სახ­ლა­რე­ბიც აღარ არის. თა­ნამ­გზავ­რე­ბი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით ვერც მიხ­ვდე­ბი, რომ ოდეს­მე ხე­ო­ბა­ში სი­ცო­ცხლე დუღ­და. ჩვე­ნი კვა­ლი მთლი­ა­ნად აღ­გა­ვეს.

სო­ფე­ლი აჩა­ბე­თი (იყო ზემო და ქვე­მო აჩა­ბე­თი) ძა­ლი­ან ძვე­ლი და ლა­მა­ზი სო­ფე­ლი იყო. ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლიც გვქონ­და. 300 კომ­ლი ცხოვ­რობ­და, კულ­ტუ­რუ­ლი და გამ­რჯე ხალ­ხი, ყვე­ლა შრო­მობ­და, მში­ერ ადა­მი­ანს ვერ ნა­ხავ­დი. ერთ დღე­საც ამის გა­რე­შე დავ­რჩით. მა­ნამ­დე მე­უღ­ლე დავ­კარ­გე და ეს ორი­ვე თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ტკი­ვი­ლი იყო ჩემ­თვის, თით­ქოს სხე­უ­ლის ნა­წი­ლი დავ­კარ­გე. ვცდი­ლობთ წე­რო­ვან­ში ცხოვ­რე­ბას შე­ვე­გუ­ოთ, მაგ­რამ მა­ინც გვი­ჭირს... ტკი­ვი­ლი არ ნელ­დე­ბა.

- ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. და­სა­ფა­სე­ბე­ლია თქვე­ნი ოპ­ტი­მიზ­მი... წე­რო­ვან­ში რა ფარ­თო­ბი გერ­გოთ?

- ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ აღარ წა­ვე­დი, წე­რო­ვა­ნი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის და იქ ვმუ­შა­ობ­დი ძი­ძად, მერე მო­ხუ­ცებ­საც ვუვ­ლი­დი. ყვა­ვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მათ ნელ-ნელა ვყი­დუ­ლობ­დი. მერე ჩემი მოყ­ვა­ნილ-გამ­რავ­ლე­ბუ­ლე­ბის გა­ყიდ­ვა მოვ­სინ­ჯე და გა­მო­მი­ვი­და. მო­ვა­შე­ნე ვარ­დე­ბიც. მა­შინ აქ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მცე­ნა­რე­ებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ცოტა მი­ჭირ­და, შემ­დეგ კი მისი დახ­მა­რე­ბით ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე, გა­ვი­ცა­ნი მემ­ცე­ნა­რე­ე­ბიც, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და ყვა­ვი­ლე­ბის შე­ძე­ნა, გა­სა­უბ­რე­ბა.

- სა­კო­ლექ­ციო ვარ­დე­ბი გაქვთ?

- ბევ­რი და­სა­ხე­ლე­ბის ვარ­დი მაქვს, რა თქმა უნდა, სა­კო­ლექ­ცი­ოც. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და ის­ტო­რია აქვს. ნაკ­ვე­თი სულ 450 კვმ-ია სახ­ლი­ა­ნად. პა­ტა­რა სათ­ბუ­რიც (40 კვმ) გა­ვა­კე­თე, მაქვს ვე­ნა­ხი, ხე­ხი­ლი... სათ­ბუ­რი და­სა­კალ­მებ­ლად მინ­დო­და, თან ზამ­თარ­ში კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით მცე­ნა­რე­ე­ბის შე­სა­ნა­ხა­ვად. დღეს ეს არის ჩემი საქ­მე, პენ­სი­ა­ზეც გა­ვე­დი და სხვას აღა­რა­ფერს ვა­კე­თებ.ვარ­დის 350 ჯიში მაქვს: ფრან­გუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ამე­რი­კუ­ლი, ია­პო­ნუ­რი (უკვე 30 ჯიში მო­მიგ­როვ­და). ია­პო­ნუ­რი ვარ­დე­ბი ახა­ლია, შარ­შან და­ი­წყეს ჩვენ­თან შე­მო­ტა­ნა.

უმე­ტეს დროს ბაღ­სა და სათ­ბურ­ში ვა­ტა­რებ. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა წლის პე­რი­ოდ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ახლა გა­დარ­გვის დროა. შარ­შან რა მცე­ნა­რე­ე­ბიც დავ­კალ­მე, ცე­ლო­ფა­ნის კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში ვა­თავ­სებ, ამას რომ მოვ­რჩე­ბი, და­კალ­მე­ბა უნდა და­ვი­წყო და ასე.

- შრო­მას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, ასეა?

- აუ­ცი­ლებ­ლად. რო­გორც ვთქვით, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე­ო­ბა­სა და მა­თხოვ­რო­ბას შრო­მა მირ­ჩევ­ნია. სა­ნამ ფეხ­ზე ვდგა­ვარ და მუ­შა­ო­ბა შე­მიძ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს.

- თქვენს ნა­მუ­შე­ვარს როცა უყუ­რებთ, რა გან­ცდა გიჩ­ნდე­ბათ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა, ჰო­ბია. უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­და. გა­ზა­ფხულ­ზე ჩემი ნაშ­რო­მის ახალ სი­ცო­ცხლეს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი. რა სჯო­ბია ლა­მაზ ეზოს, აი­ვანს, სახ­ლს? მით უმე­ტეს, ამ კო­რო­ნამ სულ ჩა­კე­ტა ხალ­ხი სახ­ლში. ამი­ტომ გა­რე­მო მცე­ნა­რე­ე­ბით უნდა გა­ა­ლა­მა­ზონ, რათა ყოფა გა­უ­ად­ვილ­დეთ....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ng
2

ვიღაც "ტუუუუ.." გამოვა და იტყვის მიშას დააბრალეო, ასეთი "ტუუუუ"-ებიც არიან სამწუხაროდ ბლომად ჩვენთან.

ბაია
0

რა ბედნიერებაა, ადამიანი სულით რომ არ დაეცემა ცხოვრები ხელახლა დაწყების ძალას რომ იპოვის. ღმერთმა ხელი მოუმართოს მას და მისნაირებს. ისე გაამწვანეს იქაურობა, რომ ის ერთფეროვანი რეზერვაცია ბაღნარს დაამსგავსეს.

ავტორი:

საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."

საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."

ნაირა მიდოდაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ ერედვში დაიბადა, შემდეგ კი ლამის მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ აჩაბეთში, საიდანაც მისი მეუღლე იყო. შრომას ბავშვობიდან შეაჩვიეს და მეუღლესთან ერთად დიდი და გამართული ოჯახი შექმნა. მეუღლე 22 წლის წინ დაკარგა, 12 წლის წინ კი საყვარელი კუთხე და სახლ-კარი. 2008 წლის ომის გამო ხეობის დატოვება მოუხდა, საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა. დღეს წეროვნის დევნილთა დასახლებაში ვაჟთან ერთად ცხოვრობს. იქ ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

"მყავს 2 შვილი, ქალიშვილი გათხოვილია, ისიც დიდი ლიახვის ხეობაში ცხოვრობდა, თამარაშენში, მაგრამ დღეს ლტოლვილია, ჩვენსავით წეროვანში ცხოვრობს. ვაჟი კი ჩემთანაა, დასაოჯახებელია, მყავს ორი შვილიშვილი", - გვიყვება რესპონდენტი, რომელსაც წეროვანში საოცარი ბაღი აქვს, მისი დაუზარელი შრომის ნაყოფი.

- მაშინდელი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ცოტა ხანს სტამბაში ვიმუშავე, 1988-დან 1991 წლამდე კი ცხინვალის მე-6 საშუალო რუსულ სკოლაში ქართულს ვასწავლიდი.ცხინვალიდან ქართველები რომ გამოგვყარეს, ცხადია, სკოლიდანაც წამოვედი. მერე მასწავლებლობა აღარც მიცდია. აჩაბეთში დიდი მეურნეობა მქონდა, მიწაც კარგი იყო და ფართობიც საკმაო. მქონდა ხეხილის ბაღი. ჩვენი სამყოფი ყველაფერი მოგვყავდა. მოსავალი იმხელა იყო, ვყიდდით კიდეც. გვყავდა ძროხა, ქათმები, კურდღლები, ღორები.

- ეტყობა, შრომას ბავშვობიდანვე შეეჩვიეთ...

- პატარაობიდან ვმუშაობდი. მშობლებს ბაღში ვეხმარებოდი. მამამ სამეურნეო საქმე კარგად იცოდა და ბევრი რამ მასწავლა, დამყნობაც კი.

- ბაღნარად ქცეული სახლ-კარის დატოვებამ მოგიწიათ...

- კი, ვერაფრის წამოღება ვერ შევძელი. არადა, როცა შევუღლდით, მე და ჩემი მეუღლე მაშინვე შევუდექით სახლის აშენებას, ჩვენი ხელით შევქმენით ყველაფერი. იქაურობა რომ მახსენდება, გული მტკივა. დღეს ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, ნასახლარებიც აღარ არის. თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებით ვერც მიხვდები, რომ ოდესმე ხეობაში სიცოცხლე დუღდა. ჩვენი კვალი მთლიანად აღგავეს.

სოფელი აჩაბეთი (იყო ზემო და ქვემო აჩაბეთი) ძალიან ძველი და ლამაზი სოფელი იყო. ისტორიული ძეგლიც გვქონდა. 300 კომლი ცხოვრობდა, კულტურული და გამრჯე ხალხი, ყველა შრომობდა, მშიერ ადამიანს ვერ ნახავდი. ერთ დღესაც ამის გარეშე დავრჩით. მანამდე მეუღლე დავკარგე და ეს ორივე თითქმის ერთნაირი ტკივილი იყო ჩემთვის, თითქოს სხეულის ნაწილი დავკარგე. ვცდილობთ წეროვანში ცხოვრებას შევეგუოთ, მაგრამ მაინც გვიჭირს... ტკივილი არ ნელდება.

- ცხოვრება გრძელდება. დასაფასებელია თქვენი ოპტიმიზმი... წეროვანში რა ფართობი გერგოთ?

- ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. სკოლაში სამუშაოდ აღარ წავედი, წეროვანი თბილისთან ახლოს არის და იქ ვმუშაობდი ძიძად, მერე მოხუცებსაც ვუვლიდი. ყვავილები ძალიან მიყვარს და მათ ნელ-ნელა ვყიდულობდი. მერე ჩემი მოყვანილ-გამრავლებულების გაყიდვა მოვსინჯე და გამომივიდა. მოვაშენე ვარდებიც. მაშინ აქ ინტერნეტი არ იყო და მცენარეებზე ინფორმაციის მოძიება ცოტა მიჭირდა, შემდეგ კი მისი დახმარებით ბევრი რამ შევიტყვე, გავიცანი მემცენარეებიც, ვისთანაც შეიძლებოდა ყვავილების შეძენა, გასაუბრება.

- საკოლექციო ვარდები გაქვთ?

- ბევრი დასახელების ვარდი მაქვს, რა თქმა უნდა, საკოლექციოც. თითოეულს თავისი სახელი და ისტორია აქვს. ნაკვეთი სულ 450 კვმ-ია სახლიანად. პატარა სათბურიც (40 კვმ) გავაკეთე, მაქვს ვენახი, ხეხილი... სათბური დასაკალმებლად მინდოდა, თან ზამთარში კონტეინერებით მცენარეების შესანახავად. დღეს ეს არის ჩემი საქმე, პენსიაზეც გავედი და სხვას აღარაფერს ვაკეთებ.ვარდის 350 ჯიში მაქვს: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ამერიკული, იაპონური (უკვე 30 ჯიში მომიგროვდა). იაპონური ვარდები ახალია, შარშან დაიწყეს ჩვენთან შემოტანა.

უმეტეს დროს ბაღსა და სათბურში ვატარებ. ჩემი საქმიანობა წლის პერიოდზეა დამოკიდებული. ახლა გადარგვის დროა. შარშან რა მცენარეებიც დავკალმე, ცელოფანის კონტეინერებში ვათავსებ, ამას რომ მოვრჩები, დაკალმება უნდა დავიწყო და ასე.

- შრომას ყოველთვის აქვს აზრი, ასეა?

- აუცილებლად. როგორც ვთქვით, ცხოვრება გრძელდება.სხვისი ხელის შემყურეობასა და მათხოვრობას შრომა მირჩევნია. სანამ ფეხზე ვდგავარ და მუშაობა შემიძლია, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.

- თქვენს ნამუშევარს როცა უყურებთ, რა განცდა გიჩნდებათ?

- ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნო საქმიანობა, ჰობია. უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. გაზაფხულზე ჩემი ნაშრომის ახალ სიცოცხლეს მოუთმენლად ველოდები. რა სჯობია ლამაზ ეზოს, აივანს, სახლს? მით უმეტეს, ამ კორონამ სულ ჩაკეტა ხალხი სახლში. ამიტომ გარემო მცენარეებით უნდა გაალამაზონ, რათა ყოფა გაუადვილდეთ....განაგრძეთ კითხვა

"შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს.. " - ნიკა მელია უქურთუკოდ გადაღებულ ფოტოსა და კომენტარს აქვეყნებს

აქციაზე "ბარბერის" ქურთუკით მისული ნიკა მელია სოცქსელების ვარსკვლავად იქცა - რა ღირს სამოსი, რომელიც ოფიციალურ საიტზე შეზღუდული რაოდენობითაა

"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება