პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს
"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი გია ბა­რა­მი­ძე ალე­კო ელი­საშ­ვილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს. რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, "სი­სუ­ლე­ლეა" ელი­საშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს თავი უნდა და­ა­ნე­ბოს.

"ალე­კო, აი ახლა შენ შარ­ზე თუ არ ხარ და ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას ხე­ლოვ­ნუ­რად არ ცდი­ლობ, ეს სი­სუ­ლე­ლე რო­გორ უნდა გეთ­ქვა?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი და მისი რო­გორც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ მი­ი­ღო ასო­ბით ათა­სი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ხმე­ბი.

ეს ამომ­რჩე­ვე­ლი, იმ ხალ­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლია, ვინც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შემ­დეგ, ეს დღე­ე­ბია, სი­ცი­ვე­ში, დღი­სით თუ ღა­მით ქუ­ჩა­ში დგას და უზურ­პა­ტო­რი ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს ებ­რძვის.

მათ შო­რის როცა აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით შენ და სხვა ლი­დე­რე­ბი გა­მო­დი­ხართ ტაშს გიკ­რა­ვენ, რად­გან ოპო­ზი­ცი­ამ (დღეს შენც ტრი­ბუ­ნი­დან ამა­ზე სა­უბ­რობ­დი) ის თქვა რომ ახლა ყვე­ლამ უკა­ნა პლან­ზე უნდა გა­დავ­წი­ოთ ვინ რო­მე­ლი პარ­ტი­ის წევ­რია და ვის ვინ მოს­წონ­და აქამ­დე და ვის არა.

და ამ ფონ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის (და ფაქ­ტი­უ­რად მთე­ლი მისი გუნ­დი­სა და ასო­ბით ათა­სი მხარ­დამ­ჭე­რის) წი­ნა­აღ­მდეგ ასე­თი გა­მოხ­დო­მა ვის და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა? ბო­ლომ­დე არ მჯე­რა, რომ ეს მარ­თლა ასე თქვი.

ამი­ტომ მა­ინც რბი­ლად ვი­ტყვი, თუ ამ პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლის პრო­ცეს­ში შენ და სხვა ლი­დე­რებს, აქვს უფ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ბა მი­ი­ღოს, მა­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამის უფ­ლე­ბაც და (ჩემი აზ­რით) მო­ვა­ლე­ო­ბაც,100-ჯერ მე­ტად აქვს.

თუ ერ­თი­ა­ნო­ბაა ერ­თი­ა­ნო­ბა იყოს!ხალ­ხს ნუ გა­ვუ­ტე­ხავთ გულს და ნუ ვა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სი­ტყვებს ფასი არ აქვს და დიქ­ტა­ტორ ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლე­ბით მოტ­რი­ა­ლე წის­ქვილ­ზე წყალს ნუ და­ვას­ხამთ.

ამი­ტომ მჯე­რა ამ მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლის პრო­ცეს­ში შენც სა­ჭი­რო ხარ, სხვა მომცრო თუ წვრი­ლი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბიც და მით უმე­ტეს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი ლი­დე­რი და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი!

ძალა ერ­თო­ბა­შია!სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს!" - წერს ბა­რა­მი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავს.

"ხომ არის იქ, რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, აკე­თოს ის საქ­მე, კაცო. ხომ ემ­სა­ხუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, ემ­სა­ხუ­როს უკ­რა­ი­ნას, ჩვენ თავი დაგ­ვა­ნე­ბოს.

საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი გვაქვს იმის­თვის, რომ ეს კრი­ზი­სი გა­ნი­მუხ­ტოს და ეს პრო­ცე­სი მი­დის ზუს­ტად იმ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, ეს პრო­ცე­სი მი­დის აქ­ცი­ა­ზე, ხოდა, ნუ ურევს ყვე­ლა­ფერს“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა."

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ქართული სახელმწიფოს დეგრადაციაში ქართველი ხალხია დამნაშავე თავისი გულგრილობითდა რა ჩემისაქმიას ძახილით ან დაუჭამიათ ერთმანეთი 

ხალხი
90

ერთობა შეინარჩუნეთ, თორემ ხალხი არ მოვა. პირადული საუბრები ნუ გამოგაქვთ სააშკარაოზე. 

ქვეყანა გადასარჩენია!!!

ავტორი:

"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "სისულელეა" ელისაშვილის ნათქვამი, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს.

"ალეკო, აი ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?

მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და მისი როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის წინამძღოლობით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის ხმები.

ეს ამომრჩეველი, იმ ხალხის უდიდესი ნაწილია, ვინც არჩევნების გაყალბების შემდეგ, ეს დღეებია, სიცივეში, დღისით თუ ღამით ქუჩაში დგას და უზურპატორი ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის.

მათ შორის როცა აქციაზე სიტყვით შენ და სხვა ლიდერები გამოდიხართ ტაშს გიკრავენ, რადგან ოპოზიციამ (დღეს შენც ტრიბუნიდან ამაზე საუბრობდი) ის თქვა რომ ახლა ყველამ უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ ვინ რომელი პარტიის წევრია და ვის ვინ მოსწონდა აქამდე და ვის არა.

და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის (და ფაქტიურად მთელი მისი გუნდისა და ასობით ათასი მხარდამჭერის) წინააღმდეგ ასეთი გამოხდომა ვის და რა მიზანს ემსახურება? ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს მართლა ასე თქვი.

ამიტომ მაინც რბილად ვიტყვი, თუ ამ პრინციპული ბრძოლის პროცესში შენ და სხვა ლიდერებს, აქვს უფლება მონაწილება მიიღოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლებაც და (ჩემი აზრით) მოვალეობაც,100-ჯერ მეტად აქვს.

თუ ერთიანობაა ერთიანობა იყოს!ხალხს ნუ გავუტეხავთ გულს და ნუ ვაფიქრებინებთ, რომ პოლიტიკოსების სიტყვებს ფასი არ აქვს და დიქტატორ ივანიშვილის ფულებით მოტრიალე წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ.

ამიტომ მჯერა ამ მშვიდობიანი ბრძოლის პროცესში შენც საჭირო ხარ, სხვა მომცრო თუ წვრილი პარტიების ლიდერებიც და მით უმეტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი და მამოძრავებელი ძალა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!

ძალა ერთობაშია!საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

"ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს.

საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა."