მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?
კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?

"არ მიყ­ვარს პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი, მაგ­რამ კა­ლა­ძე არის ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტის­გან და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რად არის პერ­სო­ნი­ფი­კა­ცია მედ­რო­ვე­ო­ბის" - ასე უპა­სუ­ხა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოპო­ზი­ცი­ამ უარი თქვა ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა­ზე და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებს ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­ზე.

ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა ძა­ლა­ში რჩე­ბა - და­ი­ნიშ­ნოს ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში.

"სა­ერ­თოდ არის საქ­მის კურ­სში ბა­ტო­ნი კა­ლა­ძე რაზე სა­უბ­რობს? მე მგო­ნია, რომ არ არის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი გვე­სა­უბ­როს. მის სი­ტყვას აქვს ნული ფასი. არ ვა­პი­რებ კა­ლა­ძის გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ზე კო­მენ­ტა­რი ვა­კე­თო. ადა­მი­ა­ნი არ არის სა­ერ­თოდ იმ პო­ზი­ცი­ა­ში, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენ მო­თხოვ­ნებს, კარ­გად იცით, რა არის ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა - ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ცეს­კოს და­კომ­პლექ­ტე­ბა იმგვა­რად, რომ ნდო­ბა გაჩ­ნდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

არ მიყ­ვარს პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი, მაგ­რამ კა­ლა­ძე არის ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტის­გან და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის­გან დაც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კლა­სი­კუ­რად არის პერ­სო­ნი­ფი­კა­ცია მედ­რო­ვე­ო­ბის, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბო­და. ბა­ტო­ნი კა­ლა­ძე აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს ერ­თვე­ბო­და მი­ლა­ნი­დან და აკ­რი­ტი­კებ­და მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვინც რუს­თა­ველ­ზე იყო შეკ­რე­ბი­ლი. ახლა ეს ადა­მი­ა­ნი არის რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და აკე­თებს იგი­ვეს, ოღონდ უკვე სხვა ამ­პლუ­ით. ეს ბა­ტო­ნი არა­ფერს წარ­მო­ად­გენს",- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის"“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, კახა კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა ოპო­ზი­ცი­ას, დიპ­ლო­მა­ტე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რა­ზე ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა შეს­თა­ვა­ზა, „რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებს ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­ზე“, თუმ­ცა ოპო­ნენ­ტებ­მა ორი­ვე წი­ნა­და­დე­ბა­ზე უარი თქვეს.

"დი­ა­ლოგ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­კი­თხე­ბი სა­ჯა­როდ, ამ ეტაპ­ზე არ უნდა გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი­ყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ჯა­როდ სა­უბ­რო­ბენ, რომ ისი­ნი არ თან­ხმდე­ბი­ან ხმე­ბის გა­დათ­ვლა­ზე. ამი­ტომ, ინ­ფორ­მა­ცია ცალ­მხრი­ვი რომ არ იყოს, ჩვენც ვა­დას­ტუ­რებთ, რომ მათ უარი გა­ნა­ცხა­დეს და უარი თქვეს შე­დე­გე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის ორი­ვე ფორ­მა­ზე - ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­დათ­ვლა­ზე და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა­ზე, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავ­და სპე­კუ­ლა­ცი­ებს ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
119

ბატონო მელია, არ გინდათ რომ კომენტარი გააკეთო, იმიტომ რომ კალაძე მართალია! და მართალი თქვა! თქვენ კარგად იცით, რომ არჩევნები წააგეთ! ამიტომ არ გინდათ არც თავიდან დათვლა და არც კომენატრის გაკეთება.

სიმართლე
122

მელია, თქვენ ნაციონალები კი არა, თქვენ ხართ სექტა სააკიანები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?

კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?

"არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის" - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კახა კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა ძალაში რჩება - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

"საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე საუბრობს? მე მგონია, რომ არ არის კომპეტენტური ადამიანი გვესაუბროს. მის სიტყვას აქვს ნული ფასი. არ ვაპირებ კალაძის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი ვაკეთო. ადამიანი არ არის საერთოდ იმ პოზიციაში, რომ საზოგადოებისთვის დამაჯერებელი განცხადება გააკეთოს. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, კარგად იცით, რა არის ჩვენი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, ცესკოს დაკომპლექტება იმგვარად, რომ ნდობა გაჩნდეს საზოგადოებაში და საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები.

არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის, ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს საზოგადოებას უპირისპირდებოდა. ბატონი კალაძე აქციის დარბევის შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერს ერთვებოდა მილანიდან და აკრიტიკებდა მაშინდელ ოპოზიციას და საზოგადოებას, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი. ახლა ეს ადამიანი არის რეჟიმის წარმომადგენელი და აკეთებს იგივეს, ოღონდ უკვე სხვა ამპლუით. ეს ბატონი არაფერს წარმოადგენს",- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების"“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას, დიპლომატების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრაზე ბიულეტენების გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა, „რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე“, თუმცა ოპონენტებმა ორივე წინადადებაზე უარი თქვეს.

"დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

"ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება" - ვის მიმართა და რა განაცხადა გიორგი ვაშაძემ ინფორმაციაზე, რომ ის თითქოს პარლამენტში შედის

"ჭირვეულის მორჯულება ერთ და ორ დღეში არ ხდება, ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ჭირვეულის მორჯულებით" - გიგი უგულავა

ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში ოპოზიციიდან და რას აცხადებენ ამის თაობაზე სხვა ოპოზიციონერი ლიდერები?