პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს" - თენგიზ ცერცვაძე
"ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს" - თენგიზ ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი არ გა­მო­ცხად­დეს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე გან­მარ­ტავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის არა იოლი, არა­მედ რთუ­ლი გზა არ­ჩია, ვი­ნა­ი­დან სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის და ეკო­ნო­მი­კის რე­ცე­სი­ას იწ­ვევს. ამას­თან, რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ, რომ ჯან­დაც­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მო­ფხვრან.

"სამ­წუ­ხა­როდ, აღი­ნიშ­ნე­ბა კო­ვიდ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე ფიქ­სირ­დე­ბა რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. 3 500-ს გა­და­ა­ცი­ლა უკვე ერთ დღე­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ, მაგ­რამ მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა, ეს არის მთელ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე მყარ­დე­ბა რე­კორ­დე­ბი - 643 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა იყო გუ­შინ, დღეს სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ახა­ლი შემ­თხვე­ვაა ევ­რო­პა­ში. ევ­რო­პის ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და ლოკ­და­უ­ნი, სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი. გუ­შინ, საფ­რან­გეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ ევ­რო­პის ამ უდი­დეს­მა ორმა ქვე­ყა­ნამ გა­მო­ა­ცხა­და სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი, როცა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა ყვე­ლა­ნი­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა, პა­რიზ­ში სა­ბუ­თის გა­რე­შე მო­ქა­ლა­ქეს ეკ­რძა­ლე­ბა გა­მოს­ვლა სახ­ლი­დან - მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში, ან მხო­ლოდ აფ­თი­აქ­ში, მეტი არ­სად. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ აპი­რებს ასეთ მკაცრ ზო­მებს მი­მარ­თოს, არის წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვე­ბი, წერ­ტი­ლო­ვა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და თუ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამით გა­დავ­რჩეთ, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა, რად­გან ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თაა, რომ სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი არ გა­მო­ცხად­დეს, იმი­ტომ რომ სრუ­ლი ლოკ­და­უ­ნი დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბას და იწ­ვევს ეკო­ნო­მი­კის რე­ცე­სი­ას და აი­სა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზე, რა­საც ასე ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

სა­მა­გი­ე­როდ, იმის გამო, რომ არ გა­მო­ა­ცხა­დეს ლოკ­და­უ­ნი, სა­ხელ­მწი­ფოს და კლი­ნი­კურ სექ­ტორს თა­ვის თავ­ზე დიდი დატ­ვირ­თვის აღე­ბა უწევს. ლოკ­და­უ­ნი რომ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, ამით ჩვენ­ზე დატ­ვირ­თვა შემ­ცირ­დე­ბო­და და სა­ხელ­მწი­ფო უფრო იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფომ აირ­ჩია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის არა იოლი გზა, არა­მედ ძნე­ლი გზა, იმი­ტომ რომ ეს შე­დის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში, თო­რემ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის და ჩვენ­თვის, ექი­მე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით იოლი იქ­ნე­ბო­და პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა ლოკ­და­უ­ნის პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რომ მო­ვახ­დი­ნოთ მეტი სა­წოლ­ფონ­დის, მეტი ექი­მე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, და­იხ­ვე­წოს და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მე­ნე­ჯმენ­ტი, რათა ის ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მე­ლიც დღეს შე­ი­ნიშ­ნე­ბა - დაგ­ვი­ა­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბა­ში, დაგ­ვი­ა­ნე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას, ოჯა­ხის ექი­მი­დან, ზოგ­ჯერ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, აღ­მო­ი­ფხვრას.

მინ­და ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, ნუ იქ­ნე­ბა გულ­გა­ტე­ხი­ლი და ნუ აღიქ­ვამს ამას, რო­გორც ჩვენს არა­სა­თა­ნა­დო მზად­ყოფ­ნას, არა. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ჩვენ­სა­ზე ათ­ჯერ, ას­ჯერ უფრო ძლი­ე­რია. იქ ეს ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა, რაც ჩვენს ჰოს­პი­ტა­ლურ, კლი­ნი­კურ სექ­ტორ­შია, იქ გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტა­ბე­ბი­თაა, იქ ადა­მი­ნე­ბი ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ ვერ აღ­წე­ვენ კლი­ნი­კამ­დე და სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რია ბი­ნა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რაც ჩვენ­თან ერ­თე­უ­ლია. მინ­და, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ვარ­წმუ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი გვიდ­გას ახლა, ის მა­ინც სა­ი­მე­დოდ არის და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზა
7

მოსახლეობას რა უნდა ვინ კითხულობს, ადრე ხალხის დაკვეთით გამოგვკეტეთ?

lado
17

თუ საჭიროა ჩავიკეტოთ. დაკვეთაა მოაგვარეთ მაქსიმალურად დანაკარგების გარეშე, პირველ რიგში ადამიანური.

ავტორი:

"ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს" - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი, არამედ რთული გზა არჩია, ვინაიდან სრული ლოკდაუნი მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ეკონომიკის რეცესიას იწვევს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ისინი მუშაობენ, რომ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან.

"სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა. 3 500-ს გადააცილა უკვე ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველოში არ ხდება, ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ყოველდღე მყარდება რეკორდები - 643 000 ახალი შემთხვევა იყო გუშინ, დღეს სავარაუდოდ, არანაკლები იქნება, განსაკუთრებით ბევრი ახალი შემთხვევაა ევროპაში. ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ლოკდაუნი, სრული ან ნაწილობრივი. გუშინ, საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპის ამ უდიდესმა ორმა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ლოკდაუნი, როცა პრაქტიკულად შეიზღუდება ყველანირი გადაადგილება, პარიზში საბუთის გარეშე მოქალაქეს ეკრძალება გამოსვლა სახლიდან - მხოლოდ სამსახურში, ან მხოლოდ აფთიაქში, მეტი არსად. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს ასეთ მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები და თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი გზა, არამედ ძნელი გზა, იმიტომ რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის, ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ მეტი საწოლფონდის, მეტი ექიმების მობილიზება, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი, რათა ის ხარვეზები, რომელიც დღეს შეინიშნება - დაგვიანება ტესტირებაში, დაგვიანება სასწრაფო დახმარების ექიმის მომსახურებისას, ოჯახის ექიმიდან, ზოგჯერ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, აღმოიფხვრას.

მინდა ქართველ მოსახლეობას ვუთხრა, ნუ იქნება გულგატეხილი და ნუ აღიქვამს ამას, როგორც ჩვენს არასათანადო მზადყოფნას, არა. ასეთი სიტუაციაა იმ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა ჩვენსაზე ათჯერ, ასჯერ უფრო ძლიერია. იქ ეს ყველა დაბრკოლება, რაც ჩვენს ჰოსპიტალურ, კლინიკურ სექტორშია, იქ გაცილებით დიდი მასშტაბებითაა, იქ ადამინები ზოგჯერ საერთოდ ვერ აღწევენ კლინიკამდე და სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ბინაზე გარდაცვალების შემთხვევები, რაც ჩვენთან ერთეულია. მინდა, ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე დღეები გვიდგას ახლა, ის მაინც საიმედოდ არის დაცული“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგოვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს