მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება
"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და უზ­ბე­კუ­რი "ფახ­თა­ქო­რის" მწვრთნე­ლი, შოთა არ­ვე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ერთა ლი­გის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლო მა­კე­დო­ნი­ის და­პი­რის­პი­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც არ­ვე­ლა­ძე წერს, ის, რომ სტა­დი­ონ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ და­უშ­ვეს, მის­თვის მო­სა­წო­ნი არ არის:

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ და ყვე­ლას­თვის გულ­სატ­კე­ნად დას­რულ­და მატ­ჩი, რო­მელ­საც 2 წელი ვე­ლო­დით. თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ - ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის მატ­ჩი ჯერ ამ ნაკ­რებს, ამ ფეხ­ბურ­თე­ლებს არ უთა­მა­ში­ათ. ასეთ­მა წნეხ­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ზე­წო­ლამ და ცა­რი­ელ­მა ტრი­ბუ­ნებ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად იმოქ­მე­და.

ნამ­დვი­ლად ვერ მო­ვი­წო­ნებ და ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სტა­დი­ონ­ზე გულ­შე­მატ­კივ­რის არ დაშ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი ია­რა­ღი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ეს ფაქ­ტო­რი ჩვენ სა­სი­კე­თოდ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. ამ­ხე­ლა ქა­ლაქ­ში, ამ­ხე­ლა სტა­დი­ონ­ზე ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და.

გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იმ­სა­ხუ­რებ­და ამ მატჩზე ყოფ­ნას და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც იმ­სა­ხუ­რებ­დნენ მათ მხარ­და­ჭე­რას.

მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე შე­დე­გი­სა, ეს მარ­ცხი კარგ გა­მოც­დი­ლე­ბად უნდა ვაქ­ცი­ოთ და უნდა ვცა­დოთ, რომ ამ რან­გის მატ­ჩე­ბი კი­დევ ვი­თა­მა­შოთ. არც აქამ­დე გავ­სულ­ვართ დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ფო­რუმ­ზე, არც ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი მოგ­ვი­გია და არც ფი­ნალ­ში გვი­თა­მა­შია. ამი­ტომ, სწო­რი დას­კვნე­ბი უნდა გა­ვა­კე­თოთ და იმ მიზ­ნის­კენ სი­ა­რუ­ლი, რო­მელ­საც ევ­რო­პის ან მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­ში ქვია, გუ­შინ­დე­ლი დღით არ უნდა და­ვას­რუ­ლოთ. მო­დის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც ამას მი­აღ­წევს" - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთა ლი­გის ფი­ნა­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში დი­ნა­მო არე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ას­თან ან­გა­რი­შით 0-1 და­მარ­ცხდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანდრი
31

Ოჯახში თუ ვინმე არ მოგიკვდა ვერ უნდა მიხვდე ადამიანი რა ხდება? Სირცხვილია მეტიჩრობა.

gg
10

უეფამ უფლება მისცა 17 ათასზე , მაინც არ დაუშვეს. რა უნდა იფიქრო კაცმა. აღარ ვიცი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და უზბეკური "ფახთაქორის" მწვრთნელი, შოთა არველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთა ლიგის ფინალში საქართველო მაკედონიის დაპირისპირებას ეხმიანება. როგორც არველაძე წერს, ის, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დაუშვეს, მისთვის მოსაწონი არ არის:

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა.

გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს" - წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში დინამო არენაზე საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0-1 დამარცხდა.

"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ჩემი ტრაგედია უსაზღვროა... კორონავირუსით გარდამეცვალა მამა, კოვიდით ვარ ძალიან ცუდათ მეც" - გიორგი ფანცულაია

"თვეები კლინიკიდან არ გასულა, საკვებს არ ღებულობს... ერთ დღეს თეონა წაიქცა" - ახალგაზრდა ექიმი ქუთაისიდან, რომელიც ინფიცირებულ მშობიარეებს მკურნალობს