სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს" - ვოლსკი
"მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს" - ვოლსკი

მამ­ლის ყი­ვი­ლამ­დე სამ­ჯერ მო­ას­წრეს ჩატ­კეპ­ნა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ლაშ­ქრე­ბა გრი­გოლ ვა­შა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, შემ­დეგ მის მა­გივ­რა­დაც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თი, სა­ა­კაშ­ვილ­მაც კი,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ის პრო­ცე­სის ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი­დან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან გა­და­ტა­ნა­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ვოლ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, არ­სე­ბობს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ვა­შა­ძის მსგავ­სად ფიქ­რო­ბენ.

“რე­ა­ლუ­რად შიგ­ნით რა და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბაა ამა­ზე ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იტყვის. მო­საზ­რე­ბე­ბი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ გრი­გოლ ვა­შა­ძეს არ აქვს. არის პარ­ტი­ე­ბი და იმე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ჩვენს ოპო­ნენ­ტებს და რომ­ლე­ბიც სწო­რედ ასე ფიქ­რო­ბენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას მი­ი­ღებს გრი­გოლ ვა­შა­ძის ნათ­ქვა­მი და რო­გო­რი პრო­დუქ­ტი და­ი­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთლი­ა­ნად “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხრი­დან, მე ნამ­დვი­ლად არ ვიცი”,- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­გენ­ტო “ნი­უ­პოსტმა“ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­ხე­ლით მი­მარ­თა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ვა­შა­ძე მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა­სა და ქუ­ჩის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ტრი­ბუ­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

ამის შემ­დეგ გრი­გოლ ვა­შა­ძემ დი­ლით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

„და­მა­ტე­ბით გან­ვმარ­ტავ: მო­ქა­ლა­ქე­თა პრო­ტეს­ტი უნდა გაგ­რძელ­დეს;

ამ პრო­ტესტს სას­წრა­ფოდ უნდა და­ე­მა­ტოს პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი - სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ხით სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მე­დი­ა­ცი­ით;

სა­ნამ/თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით არ დას­რულ­დე­ბა არც მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვღე­ბუ­ლობთ და არც პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­დი­ვართ;

ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ყვე­ლა უნდა და­ვი­ძა­ბოთ, რომ მო­მა­ვალ­ში ქუ­ჩის პრო­ტეს­ტმა ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი არ ჩა­ა­ნაც­ვლოს არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გამო“, - ნათ­ქვა­მია ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
58

მამლის ყივილს ალბათ"ოცნების" საქათმეში ითვლიდა!

imereli
61

ემასე შე კაცო არ გარგია შენ მიშას და გვარამიას ჭკუაზე სიარული

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს" - ვოლსკი

"მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს" - ვოლსკი

მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის პროცესის ქუჩის პროტესტიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე საუბრობს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც ვაშაძის მსგავსად ფიქრობენ.

“რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება ამასთან დაკავშირებით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მე ნამდვილად არ ვიცი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო “ნიუპოსტმა“ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს.

ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ერთი მინისტრი ერთ კომპანიასთან გაუშვან, ოღონდ ვინც ინგლისური იცის და სანამ ვაქცინას არ ჩამოიტანენ, ქვეყანაში არ ჩამოვიდნენ" - გიორგი ვაშაძე

"აბსურდულია მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნო, რომ კარდაკარ დავდივარ და ბავშვებს ვუსწორდები" - ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

"საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ორაზროვნება" - ცნობილია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, არჩევნებთან დაკავშირებით