სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახდება თუ არა თეა წულუკიანი მომდევნო პრემიერი? - "ქართული ოცნება" პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება
გახდება თუ არა თეა წულუკიანი მომდევნო პრემიერი? - "ქართული ოცნება" პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება

31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მი­მართ ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მმარ­თვე­ლი გუნ­დი პარ­ლა­მენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ცნო­ბი­ლი გახ­და რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­ზეც სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ა­ში ჯერ მხო­ლოდ კუ­ლუ­ა­რუ­ლად სა­უბ­რო­ბენ.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე და სიის მე­ო­თხე ნო­მე­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი არ გახ­დე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო პოს­ტის და­კა­ვე­ბის ნაც­ვლად, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბა - წუ­ლუ­კი­ა­ნი, შე­საძ­ლოა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე წა­რად­გი­ნონ.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, წუ­ლუ­კი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რა მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის პოსტზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა ასე­ვე სა­უ­ბა­რია მის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად წარ­დგე­ნა­ზე. წუ­ლუ­კი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში იხი­ლე­ბა მის­თვის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის სა­კი­თხიც. წუ­ლუ­კი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა რო­გორც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ კუ­ლუ­ა­რუ­ლად აცხა­დე­ბენ, „სა­კი­თხი - წუ­ლუ­კი­ა­ნი დარ­ჩე­ბა პარ­ლა­მენ­ტში თუ გა­და­ვა მთავ­რო­ბა­ში, 50/50-ზეა“.

კი­დევ ერთი მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სო­ზარ სუ­ბარს უკავ­შირ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფილ ომ­ბუდსმენს სო­ზარ სუ­ბარს ჩა­ა­ბა­რე­ბენ, ხოლო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სახე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც აქამ­დე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე აირ­ჩი­ონ, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, თუმ­ცა რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და ამ­ბი­ცია ანრი ოხა­ნაშ­ვილს გა­აჩ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფიფია
152

თეა წულუკიანი პრემიერ მინისტრად შესანიშნავია!

აპოლიტიკური
60

თეა Პარლამენტის თავჯდომარედ!! გახარია ისევ პრემიერად!!!

ავტორი:

გახდება თუ არა თეა წულუკიანი მომდევნო პრემიერი? - "ქართული ოცნება" პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება

გახდება თუ არა თეა წულუკიანი მომდევნო პრემიერი? - "ქართული ოცნება" პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

“ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება - წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

კიდევ ერთი მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილება სოზარ სუბარს უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სავარაუდოდ, ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს ჩააბარებენ, ხოლო “ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური სახე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნება წარდგენილი.

არ არის გამორიცხული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე აირჩიონ, რომელიც 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, თუმცა როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი და ამბიცია ანრი ოხანაშვილს გააჩნია.