პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე
"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე

"მე რო­გორც ვიცი, გრი­გოლ ვა­შა­ძე შე­უძ­ლოდ არის და სახ­ლშია" - ასე უპა­სუ­ხა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, რა­ტომ არ ჩანს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­შა­ძეს­თან პარ­ტი­ის წევ­რებს კო­მუ­ნი­კა­ცია გუ­შინ ჰქონ­დათ.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ გრი­გოლ ვა­შა­ძის ამ გან­ცხა­დე­ბამ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია პირ­ველ­ყოვ­ლი­სა ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებ­ში, რომ­ლებ­მაც ზუს­ტად იცი­ან ჩვე­ნი პო­ზი­ცია. ის, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ აპი­რებს. თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რი უნდა იყოს ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებ­ზე. სხვა რა­მის გან­ხილ­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბა­ტონ­მა გრი­გოლ­მა ისე­თი ტი­პის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც სა­ელ­ჩო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის გა­სა­გე­ბი იყოს, მაგ­რამ ფარ­თო მა­სე­ბის­თვის გან­სა­მარ­ტი გახ­და.

მე ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და მას შემ­დეგ, რაც მან გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. მე რო­გორც ვიცი, ის შე­უძ­ლოდ არის და სახ­ლშია. მთე­ლი ეს დღე­ე­ბი აქ­ცი­ებ­ზე იყო. დე­ტა­ლებს აღარ მივ­ყვე­ბი. ბო­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცია გუ­შინ გვქონ­და" - აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­გენ­ტო "ნი­უ­პოსტმა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის სა­ხე­ლით მი­მარ­თა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ვა­შა­ძე მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა­სა და ქუ­ჩის სა­კო­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ტრი­ბუ­ნით ჩა­ნაც­ვლე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამას­თან, პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ არ იცი­ან და მის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ვერც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ და ვერც უარ­ყო­ფენ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
36

ნაცემიაო, გავიგეთ და ის მეორე წერილიც გვარამიამ დაწერაო

დათო
39

შინაპატიმრობაშია!!! მელიამ დააკავა!!! სასაცილოები ხართ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე

"გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია... მთელი ეს დღეები აქციებზე იყო" - გიორგი ბარამიძე

"მე როგორც ვიცი, გრიგოლ ვაშაძე შეუძლოდ არის და სახლშია" - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ჩანს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

მისი ინფორმაციით, ვაშაძესთან პარტიის წევრებს კომუნიკაცია გუშინ ჰქონდათ.

"სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია პირველყოვლისა ჩვენს მხარდამჭერებში, რომლებმაც ზუსტად იციან ჩვენი პოზიცია. ის, რომ პარლამენტში შესვლას "ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს. თუ მოლაპარაკებებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში საუბარი უნდა იყოს ხელახალ არჩევნებზე. სხვა რამის განხილვა წარმოუდგენელია. სამწუხაროა, რომ ბატონმა გრიგოლმა ისეთი ტიპის განცხადება გააკეთა, რომელიც საელჩოების წარმომადგენლებისთვის გასაგები იყოს, მაგრამ ფართო მასებისთვის განსამარტი გახდა.

მე ვფიქრობ ყველაფერი მოგვარდა მას შემდეგ, რაც მან განმარტება გააკეთა. მე როგორც ვიცი, ის შეუძლოდ არის და სახლშია. მთელი ეს დღეები აქციებზე იყო. დეტალებს აღარ მივყვები. ბოლოს კომუნიკაცია გუშინ გვქონდა" - აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო "ნიუპოსტმა" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

"ამბობენ: მთელი ოპოზიცია სააკაშვილის ბულინგის მსხვერპლიაო...  მე არავის არ ვაბულინგებ" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში" - რა განცხადებები გააკეთეს კლინიკების წარმომადგენლებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ