პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს
"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიმ­დე­ბა­რედ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­კად­რებს ავ­რცე­ლებს.

"აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ძა­ლა­დობ­რი­ვად ​მო­არ­ღვი­ეს ჯე­ბი­რი და შე­ე­ცად­ნენ უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლიყ­ვნენ ცეს­კოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“,- ნათ­ქვა­მია კო­მენ­ტარ­ში, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­კად­რებს ერ­თვის თან.

ცნო­ბის­თვის, ცეს­კო-სთან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გან­მარ­ტავს, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ცეს­კოს­თან შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან მარ­თლწეს­რი­გი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბას. სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ა­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვას, ასე­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ გას­ცდა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს. დღის ბო­ლოს, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ შეჭ­რი­ლიყ­ვნენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბა­ში, რაც კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა. ვი­ნა­ი­დან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყე­ნებ­დნენ ძა­ლა­დობ­რივ მე­თო­დებს და არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის მი­თი­თე­ბებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მის­თვის კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნა პრო­პორ­ცი­უ­ლი ძალა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს, და­იც­ვან მარ­თლწეს­რი­გი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს. აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი, პო­ლი­ცი­ის მიერ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოღალატეეებო!!!!!
72

ბიძინაააა, შენ ნაგავოოოოოოო, არ გყოფნიდა 40 პროცენტიიიი, აქამდე რომ არ მიგეყვანა ეს ხალხი! შენ ქართველი ერის მოძულე კაცო, ყველაფერი უკან ასმაგად დაგიბრუნდება !!!!! ვერ გაიხარებ ქართველების ცოდვით. ეს მითითებები ჩამოგიტანა მამაცაშვილმა!

სამარცხვინოებო
70

ხელისუფლება არ შეგრჩება ადამიანების ასეთ დღეში ჩაგდება!!!! ჟვანია შენ როგორ უნდა ისუნთქო, ამ ადამინების სიცოცლეს რომ რამე დაემართოს. ცეესკოს ყველა უსინდისო წევრს არ შეგრჩებათ ჩვენი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება. ყელზე დაგადგეთ ჩვენი ხმების გაყალბებისთვის აღებული თითოეული თეთრი!!!!!!!!!

ავტორი:

"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრას" - ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარედ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეოკადრებს ავრცელებს.

"აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე“,- ნათქვამია კომენტარში, რომელიც ვიდეოკადრებს ერთვის თან.

ცნობისთვის, ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

დაკავებულია 54 წლის კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრები მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლოსთან აქციას გააგრძელებენ