მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონებო, წადით..." - ვაკისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები მიმდინარეობს
"მონებო, წადით..." - ვაკისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები მიმდინარეობს

ნუ ჩაყ­ვე­ბით! - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით ვა­კის მე­ო­რე სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­ამ­დგენ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ა­ში სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

„ბევრ ბი­უ­ლე­ტენ­ში, სა­დაც ხმე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა კან­დი­და­ტებ­მა მი­ი­ღეს თუ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­ნიშ­ნა იყო ჩა­მო­აკ­ლეს პირ­ვე­ლი ციფ­რი და პი­რო­ბი­თად 78 ხმის ნაც­ვლად, 8 და­უ­წე­რეს. და­ნარ­ჩე­ნი რი­ცხვე­ბი კი მი­უ­მა­ტეს „ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩე­ველ­თა ხმას. დღეს მი­დის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქ­მე­ბის ჩას­წო­რე­ბა და ამას ვაპ­რო­ტეს­ტებთ და გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი გზით. ამ ოქ­მე­ბის გან­ხილ­ვა არ უნდა შედ­გეს“, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

აქ­ცია იმარ­თე­ბა მთაწ­მინ­დის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თა­ნაც.

რო­გორც “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რმა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მათი შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი არის პრო­ტეს­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ყვე­ლა სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი.

„ვი­თხოვ­დით, რომ გა­დათ­ვლი­ლი­ყო, რათა გვე­ნა­ხა, რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი ბი­უ­ლე­ტე­ნია. გა­ნუ­ხილ­ვე­ლად მი­ვი­ღეთ უარი. დღეს უკვე სხვა პარ­ტი­ე­ბის სარ­ჩე­ლე­ბია, სა­დაც ასე­ვე შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძის სარ­ჩე­ლე­ბი არის და­ყე­ნე­ბუ­ლი და ერ­თობრლი­ვად ვა­პი­რებთ, რომ პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღოთ. ჩვენ მო­თხოვ­ნა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ. ალ­ბათ, ეს უტიფ­რო­ბის მწვერ­ვა­ლია“,-გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­ჩევ­ნე­ბი აქვთ წა­გე­ბუ­ლი, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ნება გა­მო­ხა­ტა ცვლი­ლე­ბე­ბის­კენ. ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­თა და გა­ყალ­ბე­ბით, იმ მა­მა­ძაღ­ლო­ბით, რა­საც ხელი მო­კი­დეს, ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­ი­ღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ იქ­ნე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას არა­ვის შე­არ­ჩენს. იქ­ნე­ბა ის პრო­ცე­სი, რომ­ლის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბი­ან და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი“,-გა­ნა­ცხა­და გა­ბაშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ა­ზე ის­მის შე­ძა­ხი­ლე­ბი: „მო­ნე­ბო“, „წა­დით“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
9

დიახ ცვლილებებს მისცა ხმა და არა უკან ჯოჯოხეთში ნაცბანდასთან დაბრუნებას. 

Tsiko
8

იქნებ დაფიქრდეთ კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო. არასდროს ნაცბამდას ვაკეში ხმა არ აუღია. იმ სისხლიან წლებშიც კი. მიშამ მთელი წყნეთი ლტოლვილებს გადაუფორმა, რომ 2008წ. როგორმე ვაკიდან 1% მაინც აეღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მონებო, წადით..." - ვაკისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები მიმდინარეობს

"მონებო, წადით..." - ვაკისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციები მიმდინარეობს

ნუ ჩაყვებით! - ამ შეძახილებით ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმოამდგენლები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას აპროტესტებენ.

„ბევრ ბიულეტენში, სადაც ხმები ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მიიღეს თუ მათი მხარდამჭერების რაოდენობა ორნიშნა იყო ჩამოაკლეს პირველი ციფრი და პირობითად 78 ხმის ნაცვლად, 8 დაუწერეს. დანარჩენი რიცხვები კი მიუმატეს „ოცნების“ ამომრჩეველთა ხმას. დღეს მიდის გაყალბებული ოქმების ჩასწორება და ამას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ ყველა კანონიერი გზით. ამ ოქმების განხილვა არ უნდა შედგეს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქცია იმართება მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთანაც.

როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გოკა გაბაშვილმა აქციაზე განაცხადა, მათი შეკრების მიზეზი არის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ხორციელდება მანიპულაციები.

„ვითხოვდით, რომ გადათვლილიყო, რათა გვენახა, რეალურად რამდენი ბიულეტენია. განუხილველად მივიღეთ უარი. დღეს უკვე სხვა პარტიების სარჩელებია, სადაც ასევე შალვა შავგულიძის სარჩელები არის დაყენებული და ერთობრლივად ვაპირებთ, რომ პასუხები მივიღოთ. ჩვენ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ალბათ, ეს უტიფრობის მწვერვალია“,-განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო.

„სინამდვილეში არჩევნები აქვთ წაგებული, ქართველმა ხალხმა ნება გამოხატა ცვლილებებისკენ. ამ მანიპულაციებითა და გაყალბებით, იმ მამაძაღლობით, რასაც ხელი მოკიდეს, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ. საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება. ქართველი ხალხი არჩევნების გაყალბებას არავის შეარჩენს. იქნება ის პროცესი, რომლის ბოლოს აუცილებლად დარჩებიან დამარცხებულები“,-განაცხადა გაბაშვილმა.

აქციაზე ისმის შეძახილები: „მონებო“, „წადით“.

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული 641 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 322 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

"სააგენტოს ქმედებებში მთავარი ხარვეზი გამოიკვეთა - საშემსრულებლო პროცესის არასაკმარისი მეთვალყურეობა" - რატომ გახდა საჭირო გელათის დროებითი ცინკით გადახურვა?